ლეონიდ სლუცკი: რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ ნაგვები ვართ

რუსეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ აღიარა, რომ უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ (3-0), მთელმა გუნდმა ღამე თეთრად გაათენა, რათა ეს ყველაფერი გაეანალიზებინათ.

“დილის ცხრა საათამდე (უელსთან წაგებული მატჩის შემდეგ), ჩვენ ვაანალიზებდით, თუ რა მოხდა ჩვენს თავს.” – განაცხადა მან sports.ru-სთან მიცემულ ინტერვიუში.

“საბოლოო ჯამში ყველა შევთანხმდით, რომ – “ნაგვები ვართ”. ეს რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ, რამეთუ სწორი დასკვნების გამოტანა უმნიშვნელოვანესია.

როგორც ალკოჰოლიკების შემთხვევაშია, აღიარება მთავარია – “დიახ, მე ალკოჰოლიკი ვარ” – რაღაცის გამოსასწორებლად ეს პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯია. ყველა ამერიკულ ფილმში, როდესაც ვიღაც იტყვის, “სალამი, მე ალკოჰოლიკი ვარ” ამას ჩვეულებრივ რამედ მივიჩნევთ. თუმცა, სინამდვილეში ეს ყველაზე რთული რამ არის.”

უელსის მწვრთნელი: “არავის და არაფრის არ გვეშინია”

რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ (0-3), უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქრის კოულმანმა პრესასთან ისაუბრა.

“საერთო ჯამში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. ფეხბურთელებს ჩემი ხმა მივაწვდინე. მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ ამ ჯგუფისგან მეტის მიღება იყო საჭირო.

მაშინაც კი, როცა ტურნირი დასრულებულია, ეს ჯგუფი მაინც არის საქმეში. მოხარული ვარ, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვეშინია. ასეთი პერფრომანსის შემდეგ, რატომ უნდა გვეშინოდეს?”

რუსეთი 0-3 უელსი: ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მესამე ტურის მატჩი რუსეთისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომლებიც B ჯგუფში არიან მოკალათებულნი. მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის, რამეთუ ეს მომდევნო ეტაპზე გასვლის ბოლო შანსი იყო მათთვის.

მიუხედავად ამისა, კოულმენის გუნდთან სლუტსკის გუნდმა ვერაფერი გააწყო და მეტიც – განადგურდა კიდეც. აღნიშნულ მატჩში გოლები რემზიმ, ტეილორმა და გარეთ ბეილმა გაიტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი პირველი გოლის ავტორი, აარონ რემზი დასახელდა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში თითქმის უშეცდომო იყო.

რუსეთი 0-3 უელსი: უელსელებმა რუსებს “გადაუარეს”

ახლახან დასრულდა მატჩი უელსისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც რუსი ფეხბურთელებისთვის გადარჩენისთვის ბრძოლის ბოლო შანსს წარმოადგენდა, თუმცა სლუტსკის გუნდმა უელსელებთან ვერაფერი გააწყო.

მთელი 90 წუთის მანძილზე უპირატესობას უელსის ეროვნული ნაკრები ფლობდა, უელსელებმა, განსაკუთრებით კი ბეილმა არაერთხელ დაარტყეს კარში, რაც დაცვაში რუსების ცუდ თამაშზე მიუთითებს.

ევრო-2016
B ჯგუფი
რუსეთი – უელსი 0:3 (0:2)

რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, იგნაშევიჩი, გლუშაკოვი, კოკორინი, სმოლოვი, მამაევი, ბერეზუცკი, შიროკოვი, ძიუბა, კომბაროვი

მთავარი მწვრთნელი: სლუტსკი.

უელსი: ჰენესი, გინტერი, ტეილორი, დევისი, ჩესტერი, უილიამსი, ალენი, რემსი, ბეილი, ლედლი, ვოუქსი

მთავარი მწვრთნელი: კოლმენი.

გოლები: რემზი 11′, ტეილორი 20′, ბეილი 67′
გაფრთხილებები: ვოკსი 16′ – მამაევი 64′
მთავარი მსაჯი: ერიქსონი (შვედეთი)

ჯო ალენი დარწმუნებულია, რომ უელსი შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს

უელსის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯო ალენი თვლის რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უელსმა შეიძლება ვერ მოახერხოს რუსეთთან პოზიტიურ შედეგზე გასვლა და ევრო 2016-ის მომდევნო ეტაპზე გასვლა.

“ვფიქრობ, რომ ჩვენს თავზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, ვიდრე მათზე. რამოდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ აქ მოვხვდებოდით. ეს ჩვენთვის უმაღლესი წერტილია და თუ ამ დროს საკუთარ ძალებში არ ირწმუნებ, მაშინ ვერ გაიმარჯვებ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამას შევძლებთ, თანაც ამის საკმაოდ კარგი მიზეზი გვაქვს. სწორედ ასე მივაღწიეთ ამხელა შედეგს ბოლო რამოდენიმე სეზონში.” – განაცხადა ალენმა რუსეთთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე აიღებს სტარტს.

პუტინი: “არ მესმის როგორ სცემა 200-მა რუსმა რამოდენიმე ათასი ინგლისელი”

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში მომხდარ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ინგლისისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას საკმაოდ დიდი აურზაური მოჰყვა, რაშიც რუს ხულიგნებს ადანაშაულებენ.

“სირცხვილია, როცა რუსი და ინგლისელი გულშემატკივრები ჩხუბობენ. თუმცა ნამდვილად არ მესმის, თუ როგორ სცემა 200-მა რუსმა გულშემატკივარმა რამოდენიმე ათასი ინგლისელი.

რაც არ უნდა იყოს, ორივე მხარე თანაბრად უნდა დაისაჯოს კანონის მიერ.

იმედი მაქვს, რომ მათ შორისაც გამოჩნდება რამოდენიმე საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარს სპორტი და ხელს აიღებს ასეთ განძრახვაზე.”

გამოყენებული ცრემლსადენი გაზი და 36 დაპატიმრებული – რა მოხდა ლილში?

როგორც იცით, დღეს ლანსში ერთმანეთს უელსისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, სწორედ ამის გამო გამოგზავნეს აქ დამატებით 2,400 სამართალდამცავი. მიუხედავად საფრანგეთში საგანგებოდ მობილიზებული უამრავი სამართალდამცავის მეთვალყურეობისა, მათ არეულობას თავი მაინც ვერ აარიდეს.

ლილში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთი ბარის გარშემო შეკრებილმა 200-მდე გულშემატკივარმა, რომლებიც მხიარულად მღეროდნენ, ბარის გარეთ ‘ცეცხლი’ დაანთეს.

პოლიცია მაშინვე მივიდა ამ ადგილზე და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რათა ფანები გაეფანტა.

საღამოს მოხდა რამოდენიმე დაპირისპირებაც ინგლისელ და ფრანგ გულშემატკივრებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კონკრეტული სექტორი სიმშვიდის დაცვას ცდილობდა. ლილის პოლიციამ დაადასტურა, რომ ამ არეულობის შემდეგ 16 გულშემატკივრის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.

ამის შემდეგ ინგლისელები ქალაქის მთავარ სადგურზე შეგროვდნენ, საიდანაც რუსი ფანები უნდა გამოსულიყვნენ სლოვაკეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ. დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, სადგურზეც მოხდა ჩხუბი, თუმცა პოლიციამ დროულად მოახერხა რუსების უკანა გასასვლელით გაყვანა.

41

შედეგად პოლიციელებმა 2 რუსი გულშემატკივარი დააპატიმრეს. ფრანგი ჩინოვნიკების თქმით, ამავე ქალაქში მათ აღმოაჩინეს ავტომობილი, სადაც 2 მთვრალი, შეიარაღებული რუსი იმყოფებოდა. ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

საერთო ჯამში ოთხშაბათს დაპატიმრებულ იქნა 36 გულშემატკივარი, მათ შორის 6 რუსი, რომელიც ინგლისისა და რუსეთის მატჩის დროს მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთ ინგლისელ გულშემატკივარს 5 წლით აუკრძალეს საფეხბურთო მატჩზე დასწრება.

ვინსენ კომპანიმ სლოვაკეთისა და რუსეთის მატჩზე კომენტარი გააკეთა

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მეორე ტურის პირველი მატჩი სლოვაკეთისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც სლოვაკთა გამარჯვებით დასრულდა.

ეს მატჩი “სიტის” ბელგიელმა კაპიტანმა, ვინსენ კომპანიმ შეაფასა: “სლოვაკეთისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რაზეც მათი აღნიშვნაც მეტყველებს. თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მათ რუსეთს თამაშში დაბრუნების და შემტევი ფეხბურთის თამაშის შანსი მისცეს, რაც მაღელვებს, რამეთუ მომავალში მათი მეტოქე ინგლისი იქნება.”

კომპანიმ ჰამშიკზეც ისაუბრა, რომელმაც ბრწყინვალე გოლის გატანა შეძლო: “ჰამშიკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს ფეხბურთში ხარისხიანი თამაში. მან მატჩის ბედი გადაწყვიტა. თუმცა ბოლოსკენ ის ბედნიერი არ ჩანდა, რამეთუ გუნდმა მატჩის სადავეები ხელიდან გაუშვა. ინგლისთნ მატჩში მსგავსი რამ დიდ პრობლემას შექმნის.”

ძიუბა: “არც ინგლისელი ფანები არიან ანგელოზები, ყველაფრის სათავე პოლიტიკაა”

რუსეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, არტიომ ძიუბამ იმ კრიტიკას უპასუხა, რაც რუსეთის ნაკრებს და საერთოდ მათ სახელმწიფოს თავს დაატყდა, რუსი ხულიგნების სამარცხვინო საქციელის გამო.

“პოლიტიკა? არ შემიძლია ამის დადასტურება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, შესაძლებელია. ბრიტანული მედია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთში 2018 წლის მუნდიალი არ უნდა ჩატარდეს. ამაზე ბევრს ვფიქრობ.

არ მესმის, თუ რატომ ჰქონდა ასეთი რექცია ბრიტანულ მედიას, ისე ლაპარაკობენ, თითქოს ინგლისელი ფანები ანგელოზები იყვნენ. ყველა უნდა გაერკვეს საქმის ვითარებაში და ფანების აზრიც უნდა მოისმინონ. არამგონია ეს ყველაფერი მხოლოდ რუსების ბრალი იყოს.”

ფრანგი ავტორიტეტები აცხადებდნენ, რომ 300 რუსი გულშემატკივარი “უდანაშაულო” ინგლისელთა სექტორში შეიჭრა, რასაც ძიუბაც გამოეხმაურა: “მსგავსი ინფორმაცია მეც მივიღე, თუმცა არავინ იცის, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

ვფიქრობ რომ ყველაფერი 50/50-ზეა. ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს აგრესია, თუმცა ესენი მხოლოდ ფრაგმენტებია. რა თქმა უნდა ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ პოლიტიკა და ფეხბურთი არ უნდა ავურიოთ.

ქუჩური ჩხუბების მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვსაუბრობთ; ეს ფეხბურთია. არ გვინდა ყველაფერი ჯგუფურ ჩხუბებში გადაიზარდოს. თანაც მხოლოდ ინგლისელ და რუს ფანებს არ უჩხუბიათ; სხვებიც იყვნენ. გთხოვთ, საშუალება მოგვეცით, რომ მთლიანად ფეხბურთზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.”

რუსი გულშემატკივარი: “ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ფრანგებს ჩვენი ყურება სიამოვნებდათ”

რუსეთის ეროვნული ნაკრები რეიტინგში მხოლოდ 29-ე ადგილს იკავებს. თუმცა, რუსების აზრით ისინი პირველები არიან ხულიგნური თვალსაზრისით.

ეს კი სწორედ ისეთი “ვლადიმირების” დამსახურებაა, როგორიც The Telegraph-ს გაესაუბრა, რათა რუს ხულიგანთა ინტერესები ყველასათვის გაენდო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს ვლადიმირი დაქორწინებულია და ორი შვილი ყავს და მას სულაც არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ მისი საქციელის გამო რუსეთი შესაძლოა ევრო 2016-დან მოკვეთნ.

“ინგლისელები ყოველთვის ამბობენ, რომ ისინი ფეხბურთის მთავარი ხულიგნები იყვნენ. ჩვენ ჩავედით საფრანგეთში, რათა ყველასათვის გვეჩვენებინა, რომ ისინი გოგოები არიან.”

ვლადიმირმა მარსელში 48 საათზე ნაკლები დაჰყო, თუმცა როგორც მან თქვა, “ის ყველა მთავარ ღონისძიებას დაესწრო და რამოდენიმე მათგანში მონაწილეობაც მიიღო.”

“მოსკოვის ლოკომოტივის” გულშემატკივარი გვიცხადებს, რომ ისეთ დიდ ტურნირებზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, რუსეთს 500-600 ხულიგანი მიჰყვება თავისი გუნდის ფანკლუბიდან.

საფრანგეთში 15, 000-მდე რუსი გულშემატკივარი იმყოფებოდა. ვლადიმირის თქმით ისინი ინგლისის წინააღმდეგ გაერთიანდნენ : “მნიშვნელობა არ აქვს რომელ კლუბს ვგულშემატკივრობთ, ან რომელი ქალაქიდან ვართ, მთავარია, რომ რუსები ვართ. ჩვენ ინგლისის წინააღმდეგ ვიჩხუბებთ.”

აღსანიშნავია ისიც, რომ ხულიგნებს არ აინტერესებთ თამაში და ის სანქციები, რომელსაც უეფა რუსეთს პირდება: “ვფიქრობ, რომ უეფას გადაწყვეტილება ხულიგნების შემდეგ ნაბიჯებზე გავლენას ვერ იქონიებს. ასეთ ხალხს ვერაფერი შეაჩერებს.”

ვლადიმირმა რუსი ხულიგნები ინგლისელ ფანებსაც შეადარა: “რუსი ფანები ძირითადად ახალგაზრდები არიან, ასე 20-30 წლისანი და მათი უმეტესობა სპორტით არის დაკავებული – ბოქსი ან სხვა საბრძოლო სახეობები.

მათი მიზანია იმის დამტკიცება, რომ ინგლისელი ფანები ხულიგნები არ არიან. უმეტესობა სწორედ ამ მიზნისთვის ჩავიდა საფრანგეთში.”

მისი თქმით ინგლისელები ძირითადად სკამებითა და ბოთლებით ჩხუბობენ, რუსები კი მხოლოდ მუშტებით. “იარაღის გამოყენება ბევრ არასაჭირო პრობლემებს იწვევს. ჩვენთვის ეს სპორტივით არის. არავის მოკვლა არ გვინდა, უბრალოდ გვინდა, რომ მათ ჩვენი ძალა დავანახოთ.

თუ ნახავთ ტიპს, რომელსაც რუსეთის მაისური აცვია – ის ნამდვილად არ არის ულტრასი. ჩვენ უფრო მოსახერხებელი ტანსაცმელი გვჭირდება, რათა ხალხს შევერიოთ.”

მან ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ მაშინ დაბრუნდება საფრანგეთში, თუ რუსეთი ფინალში გავა.

ბოლოს კი მან პოლიტიკურადაც უკბინა საფრანგეთს : “ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მათ ჩვენი ჩხუბი აინტერესებდათ. პოლიციელები მხოლოდ დასასრულისკენ ერთვებოდნენ.”

ინგლისელები კომაში მყოფი გულშემატკივრისთვის 10, 000 ფუნტს აგროვებენ

ფანდრაიზინგულმა გვერდმა, “JustGiving-მა” გადაწყვიტა 10, 000 ფუნტი შეეგროვებინა კომაში მყოფი ინგლისელი გულშემატკივრისათვის, რომელიც რუსი ჰულიგნების შეტევის საგანი გახდა. ამ დროისთვის უკვე შეგროვებულია თანხის ნახევარზე მეტი.

პორტსმუტელი გულშემატკივარი, ენდრიუ ბეიქი, როგორიც ცნობილია, როგორც პეპე, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ის ამჟამად საფრანგეთში მდებარე მთავარ საავადმყოფოშია გადაყვანილი. პეპე რუსმა გულშემატკივრებმა რკინის ხელკეტებით, მარსელში, რუსეთისა და ინგლისის მატჩის დაწყებამდე დააზიანეს.

პეპესთვის დახმარების გაწევის სურვილი მის მეგობარს, ჰემპშაირს გაუჩნდა, რომელმაც ფანდრაიზინგული კამპანია წამოიწყო სოციალური მედიის მეშვეობით. გარდა ამისა ადგილობრივი კლუბი სპეციალურ საღამოს ღონისძიებას ჩაატარებს შაბათს მის დასახმარებლად.

მისმა ძმამ Facebook-ზე დაწერა: “ახლახან დამიკავშირდნენ საავადმყოფოდან და მაცნობეს, რომ პეპეს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ მიღებულმა დაზიანებებმა შესაძლოა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

ის ჯერ კიდევ რთულ სიტუაციაშია და ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული და ასე იქნება მანამ, სანამ ის კომიდან არ გამოვა.

პოლიციის ოფიცერმა მითხრა, რომ ამ თავდასხმის ბრწყინვალე მასალა არსებობს და რომ მათ უკვა ამოიცნეს თავდამსხმელები და გადასცეს მათი ფოტოები ფრანგ სამართალდამცავებს.”

*ფანდრაიზინგი – ორგანიზებული საქმიანობა თანხის მოზიდვის მიზნით საქველმოქმედო და პოლიტიკურ ორგანიზაციებში.

“ყველაფრის უკან 150 რუსი ჰულიგანი იდგა, რომლებიც ამ დღისთვის ემზადებოდნენ”

რუსი ჰულიგნები, რომლებმაც ინგლისელ გულშემატკივრებს მარსელში შეუტიეს, სპეციალურად ამ დღისთვის კარგა ხნის მანძილზე ემზადებოდნენ. ამ განცხადებას ქალაქის მთავარი პროკურორი აკეთებს.

“საქმეში 150 რუსი გულშემატკივარი იყო, რომლებიც სინამდვილეში ჰულიგნები იყვნენ.” – განაცხადა ბრაის რობინმა.

13335287_194366614292122_478361345_n

“თითოეული მათგანი სათანადოდ იყო მომზადებული მსგავსი ქმდებებისათვის. ესენი ექსტრემალურად ნავარჯიშები ხალხია.”

რობინის თქმით რუს გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი, რომლებიც მარსელში საერთაშორისო თვითმფრინავით გადმობარგდნენ უკან დააბრუნეს, თუმცა ამ ჰულიგნებმა მარსელამდე სახმელეთო საშუალებებით მოაღწიეს.

ამ არეულობაში 35 ადამიანი დაზიანდა, რომელთა უმეტესობაც ინგლისელი იყო. 3 გულშემატკივარი სერიოზულად არის დაშავებული და ერთი ინგლისელი ფანი კრიტიკულ, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

“მათი ვინაობა, ვინებმაც ის დააშავეს, ჯერჯერობით უცნობია.” – განაცხადა რობინმა.

1

პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. 6 ბრიტანელი, 3 ფრანგი და ერთი ავსტრიელი გულშემატკივარი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ავტორიტეტებმა ლიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელების გაყიდვა აკრძალეს მანამ, სანამ ევრო 2016-ის მატჩები ამ ქალაქში გაიმართება.

თუმცა აკრძალვა არ შეეხება ქალაქის ცენტრში მდებარე ფანზონას, სადაც მრავლად არი ლუდი.

ლიონში პირველი მატჩი დღეს, 23:00 საათზე აიღებს სტარტს. ერთმანეთს ბელგიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.