“ლივერპული” ჯერარდის შემცვლელად ხედირას მოიაზრებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლივერპულში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა “ბილდი” ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს. მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობა ხედირას სწორედ ჯერარდის შემცვლელად მოიაზრებს. 27 წლის გერმანელ ნახევარმცველს “რეალთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, “ლივერპულმა” შესაძლოა, ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ დაიმატოს.

სამი ხედირამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, დანარჩენი შეხვედრები კი ტრავმის გამო გამოტოვა.

 

ხედირა “შალკეს” სურს

გერმანული პრესის ცნობით “შალკეს” სამწვრთნელო შტაბი მადრიდის “რეალიდან” სამი ხედირას გადაბირებითაა დაინტერესებული.

გელზენკირხენელთა მთავარი მწვრთნელი, რობერტო დი მატეო, თვლის, რომ გერმანიის ნაკრების მოთამაშე მის გუნდს გამოადგება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ კლუბთან ხედირას კონტრაქტი მიმდიანრე სეზონის დასრულების შემდეგ ეწეურება და მისი გახანგრძლივება მხარეებს ჯერჯერობით არ მოუხდენიათ. ნახევარმცველის მიმართ ინტერესს “დორტმუნდიც” იჩენდა. 

დორტმუნდს ხედირა სურს

დორტმუნდის “ბორუსია” სამი ხედირასთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ზაფხულში გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის ვადა ეწურება. ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი კი ჯერჯერობით გაურკვეველია.

“ჩემს მომავალზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. უამრავი ვარიანტი არსებობს” – განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ხედირა ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში მიღებულ ტრავმას მკურნალობს. 

ხედირას ორ კვირას იუქმებს

სამი ხედირა “რეალის” უახლოეს შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მადრიდის “ატლეტიკოსთან” წაგებულ შეხვედრაში დაშავდა, რის გამოც მატჩის დასრულება ვერ შეძლო.

ესპანური პრესის ცნობით, გერმანიაში ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ხედირას აღსადგენად ორი კვირა დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში ხედირამ პრიმერას 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ხედირამ ღამე საავადმყოფოში გაატარა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ “კორნელიასთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო ღამე საავადმყოფოში გაატარა.

ესპანეთის თასის განმეორებითი შეხვედრის მეორე ნახევარში ხედირა ოპონენტს თავით შეეჯახა. ნახევარმცველმა თამაშის გაგრძელება სცადა, თუმცა ის მალევე შეცვალეს. Football Espana-ის ცნობით ხედირა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დილამდე დარჩა.

“იმედი გვაქ, რომ ეს დარტყმა ხედირას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

მერტეზაკერი ხედირას “არსენალში” ელის, მაგრამ ის “ბაიერნში” მიდის?

ლონდონის “არსენალის” გერმანელი მცველი პერ მერტეზაკერი აცხადებს, რომ “მეთოფეთა” რიგებში მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირას ხილვა სურს.

“მომხრე ვარ, რომ ჩვენს გუნდში უფრო მეტი მაღალი დონის გერმანელი ფეხბურთელი თამაშობდეს. მე და იოზილს არაერთხელ გვითქვამს ხედირასთვის, რომ “არსენალში” გადმოსულიყო. მას “რეალთან” კიონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება”, – ციტირებს მერტეზაკერის სიტყვებს Goal.com-ი.

ამავე დროს ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამი ხედირა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა ბავარიულ კლუბთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა.

 

„Cadena Ser Radio“: ხედირა ერთი ფეხით „ბაიერნშია“

„Cadena Ser Radio“-ს ცნობით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტის წინასწარი დეტალები შეთანხმა.

მოქმედი ხელშეკრულება მადრიდულ კლუბთან ხედირად 2015 წლის 31 ივნისამდე აკავშირებს. თავად მადრიდელებს მისი დატოვება სურთ, რაც კარლო ანჩელოტიმაც არაერთხელ აღნიშნა, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.

აქამდე პრესაში ხედირასადმი ინტერესის შესახებ ლონდონის „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდანაც იწერებოდა.

ანჩელოტი: “ყველაფერი ხედირას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”

მადრიდის “რეალის” მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სამი ხედირას დარჩენის წინააღმდეგი არ არის. მოთამაშის სურვილის შემთხვევაში კლუბის მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

“ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად დრო ივნისამდე გვაქვს. ხედირას დარჩენა თუ სურს, კლუბი მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ყველაფერი ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული” – განაცხადა ანჩელოტიმ.

მიმდინარე სეზონში ხედირამ პრიმერას ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ანჩელოტი ხედირას „მილანში“ გადასვლას ურჩევს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ნახევარმცველ სამი ხედირას მის ყოფილ კლუბში გადასვლას ურჩევს, რის შესახებაც ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „Corriere dello Sport“-ი წერს.

„როსონერის“ ხელმძღვანელობა გერმანიის ნაკრების მოთამაშის შეძენას 2015 წლის ზაფხულს თავისუფლი აგენტის სტატუშით შეეცდება, თუმცა ინგლისურ კლუბებთან შედარებით, იტალიურ გრანდს სამისთვის ხელფასის სახით ხუთი მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლია.

55 წლის იტალიელმა სპეციალისტის აზრით, „მილანი“ სწორედ ის კლუბია, რომელიც ხედირას გამოადგება.

„მილანი“ ხედირას უფასოდ დამატებას შეეცდება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ, შესაძლოა, აკრიერა „მილანში“ გააგრძელოს.

„ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, იტალიური კლუბი 2015 წლის ზაფხულს მოთამაშის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას შეეცდება.

მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს სწორედ მიმდიანრე სეზონის დასრულებამდე აკავშირებს.

ცნობისთვის, „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმკ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.

რეალი ხედირას გაყიდვას აპირებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა დიდი ალბათობით კლუბს ზამთარში დატოვებს.

გერმანელი ნაევარმცველის ტრანსფერი ზაფხულშიც მოსალოდნელი იყო, თუმცა ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ მადრიდელებმა შუა ხაზის კიდევ ერთი მოთამაშის გაყიდვაზე უარი თქვეს.

ხედირა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ამიტომ, თუ კონტრაქტი არ გახანგრძლივდა “რეალი” მოთამაშეს ზამთარში 10 მილიონ ევროდ გაყიდის.

ხედირასადმი ინტერესს “არსენალი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდნენ.

მანჩესტერი ხედირაში 13 მილიონს გადაიხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალიდან” სამი ხედირას გადაბირებითაა დაინტერესებული.

მანჩესტერელები მზად არიან ესპანურ კლუბს 13 მილიონი ევრო გადაუხადონ. იქიდან გამომდინარე, რომ ხედირას კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ზამთარში მოთამაშის ყიდვა შედარებით მცირე ფასად იქნება შესაძლებელი.

“მანჩესტერში” ხედირას ვარიანტის განხილვას “რომასგან” კევინ სტროოტმანის თაობაზე მიღებული უარის შემდეგ შეუდგნენ.