ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გააკეთა სამხრეთ აფრიკელმა მეკარემ შეხვედრის ბოლო წუთებში.
ჭდე: სამხრეთ აფრიკა
იოჰანსებურგში მოკლული სენზო მეივა მეგობარი გოგონას გადარჩენას ცდილობდა
იოჰანსებურგში მომხდარი საზარელი შემთხვევი შესახებ დეტალები ხდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი სენზო მეივა სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქში მოკლული იპოვეს.
როგორც ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური წერს, მეივა მეგობარი გოგონას სახლში იმყოფებოდა, როცა ორ უცნობ პირთან შელაპარაკების შედეგად, იარაღი იქნა გამოიყენებული. ამავდროულად, ინციდენტის დროს გარეთ კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ სამივე პირი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
ცნობილი გახდა, რომ უცნობებმა სახლში შეჭრის შემდეგ ღირებული ნივთები და ფული მოითხოვეს. ბოროტმოქმედები ფეხბურთელის მეგობარი გოგონას მოკვლითაც იმუქრებოდნენ რა დროსაც მეივამ მისი გადარჩენა სცადა, თუმცა ამ დროს დამნაშავეებმა ფეხბურთელის მისამართი ცეცხლი გახსნეს.
27 წლის სენზო მეივა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი იოჰანესბურგში მოკლეს
სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი, მეკარე სენზო მეივა იოჰანესბურგში მოკლული იპოვეს.
როგორც ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური წერს, მეივა მეგობარი გოგონას სახლში იმყოფებოდა, როცა მას ორი უცნობი პირი ესტუმრა და შელაპარაკების შედეგად, იარაღი გამოიყენა. ამავდროულად, ინციდენტის დროს გარეთ კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ სამივე პირი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
მეკარე, რომელსაც სექტემბერში 27 წელი შეუსრულდა, „ორლანდო პაირეტსის“ ღირსებას იცავდა.
აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ და „ორლანდო პაირეტსმა“ უკვე დაადასტურეს და დაზარალებულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.
ფერნანდინიოს ბრწყინვალე გოლი სამხრეთ აფრიკის კარში
5 მარტს, სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (0:5), ფერნანდინიომ მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა.
გოლი, რომელიც უნდა ნახოთ
16 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში, “სუპერსპორტ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “მამელოდის” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ანგარიში მასპინძელთა მცველმა, სუბისისო სუმალომ გახნსა, რომელმაც სტუმართა კარი შორიდან, უძლიერესი დარტყმით აიღო.
ესპანეთი სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა
სამი წლის წინ ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება იზეიმა. და აი, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ფურია როხა“ ამ შეხვედრაში დამარცხდა. მატჩის 56-ე წუთზე მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს. შეტევა პარკერის დარტყმით დასრულდა – ბურთის კარის ხაზიდან გამოტანას ნაჩო მონრეალი ცდილობდა, თუმცა თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მაოხერხა.
სხვა მომენტებიდან აღსანიშნავია ვიქტორ ვალდესის ტრავმა, რომელიც „ბარსელონას“ მეკარემ მეორე ნახევარში მოედანზე გასვლის შემდგომ მიიღო. ვალდესი პეპე რეინამ შეცვალა, რითაც სამხრეთ აფრიკელთა სათადარიგოთა სკამი უკმაყოფილო დარჩა, რადგან, როგორც ჩანს, მატჩამდე მხარეები მაქსიმუმ ექვსი ცვლილების გაკეთებაზე შეთანხმდნენ, ესპანელებს კი ექვსივე ცვლილება უკვე გამოყენებული ჰქონდათ.
შესანიშნავი მომენტების მიუხედავად, დელ ბოსკეს ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს, რითაც ბოლო მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს უდიდესი სიხარული მიანიჭა.
სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთელმა მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო
9 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში, “კაიზერ ჩიფსმა” საკუთარ მოედანზე “ვიტს უნივერსიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “კაიზერ ჩიფსის” მცველმა, მორგან გულდმა მეტოქე გუნდის თავდამსხმელს, გეტანე კაპეტეს სახეში მუჭი უთავაზა.