ჯინობილის უჩინარი სამქულიანი, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა (ვიდეო)

“სპურსის” მცველმა, მანუ ჯინობილიმ გუშინდელ მატჩში კურიოზული 3-ქულიანი ჩააგდო, რომელიც მსაჯებმა ვერ დაინახეს და შესაბამისად, არც ჩათვალეს. ეს მატჩი “სან ანტონიო სპურსის” გამარჯვებითა და “ნიკსის” დამარცხებით დასრულდა (100:91).

ძნელი სათქმელია, პასის გაკეთებას სცდილობდა ჯინობილი, თუ ეს სპეციალურად, მეტოქის დასაბნევად გაშვებული სამქულიანი იყო, მაგრამ, რაც მთავარია, ნასროლმა მიზანს მიაღწია.

“გაგიჟებული ვიყავი! როდესაც ასეთ ბურთს აგდებ, ბუნებრივია, რომ უნდა ჩათვალონ. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველანაირი წესის დაცვით არის ჩაგდებული,” – ციტირებს ჯინობილის სიტყვებს ESPN.

თავდაპირველად მსაჯებმა არგენტინელის ეს გასროლა ორ ქულად შეაფასეს. თუმცა, მესამე მეოთხედის დასრულების შემდეგ ვიდეოგამეორების საშუალებით კიდევ ერთხელ ნახეს ეს ეპიზოდი და “სპურსს” კიდევ ერთი ქულა დაუმატეს.

პაუ გასოლი „სან-ანტონიოში“ გადასვლაზე ფიქრობს

ესპანურ გამოცემა „მარკასთან“ ინტერვიუში „ჩიკაგო ბულზის“ ცენტრმა პაუ გასოლმა, რომელიც უახლოეს ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადავა, განაცხადა, რომ „სან-ანტონიო სპურსთან“ თანამშრომლობითაა დაინტერესებული და ტეხასური კლუბის მხრიდან წინადადების მიღების შემთხვევაში, ამ ვარიანტს აუცილებლად განიხილავს.

თვითონ „ხარებს“, რომლებიც პლეიოფში ვერ გავიდნენ, ესპანელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ.

რეგულარულ ჩემპიონატში გასული საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 31,8 წუთში 16,5 ქულა, 11 მოხსნა და 4,1 პასი შეადგინა.

ლეონარდი: „სან-ანტონიოს“ მოსამატებელი აქვს“

„სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდი კავაი ლეონარდი „მემფის გრიზლისთან“ პლეიოფის პირველ ორ მატჩში გამარჯვების შემდეგ თვლის, რომ მის გუნდს კიდევ უფრო ძლიერად თამაში შეუძლია. სერიის მეორე მატჩი პოპოვიჩის გუნდმა ანგარიშთ 94:68 მოიგო.

„ბოლომდე ბრძლაა საჭირო. თამაშში უნდა ვუმატებდეთ. ამჯერად „სან-ანტონიოს“ საკმაოდ ბევრი დაკარგვა ჰქონდა. „მემფისი“ აქცენტს სიძლიერეზე აკეთებდა. ისინი არ ნებდებოდნენ, ამიტომ კიდევ უნდა მოვუმატოთ, ჩვენი მეტოქე NBA-ს გუნდია“, – ციტირებს ლეონარდს „ESPN“.

„სან-ანტონიოს“ 39-მატჩიანი საშინაო მოგებათა სერია შეწყდა

„გოდელნ სტიეტ უორიორსთან“ ანგარიშით 101:112 მარცხით „სან-ანტონიო სპურსის“ კალათბურთელებმა 39-მატჩიანი საშინაო მოგებათა სერია შეწყვიტეს, რომელიც ლიგის მიმდინარე სეზონის სტარტზე დაიწყეს.

ამ მომენტისთვის NBA-ს ისტორიაში რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად ჯერ არავის დაუსრულებია, თუმცა წინამორბედებთან შედარებით, პოპოვიჩის გუნდი ისტორიულ შედეგთან ყველაზე ახლოს იყო.

აქამდე დიდი ხნის განმავლობაში წაუყგებელი საშინაო სერია „უორიორსსაც“ ჰქონდა, თუმცა სეზონის ბოლოს გუნდი „ბიოსტონ სელტიკსთან“ და „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ დამარცხდა.

პოპოვიჩი: „გოლდენ სტეიტის“ თამაში ძალიან მომწონს“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ თამაშით მოხიბლულია.

„არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ „გოლდენ სტეიტის“ თამაში ძალიან მომწონს. მათი ბურთის ფლობა და სროლები მომაჯადოებელია. „უორიორსი“ ბრწყინვალე კალათბურთს თამაშობს, რომელშიც, პირადად მე, ჩემთვის ბევრს ვპოულობ, თუმცა ამ გუნდთან მატჩის დროს, ეს ნაკლებად მეხმარება“, – ციტირებს პოპოვიჩს „ProjectSpurs“-ი.

ეტორე მესინა იტალიის ნაკრების მწვრთნელად, სავარაუდოდ, 2020 წლამდე დარჩება

იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი პეტრუჩიმ „Pick and Roll“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ეტორე მესინასთან კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს.

ამჟამად „სან-ანტონიო სპურსში“ გრეგ პოპოვიჩის ასისტენტი თავისი ქვეყნის მთავარ გუნდს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უთავკაცებს. როგორც ცნობილია, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

დანკანის დაბრუნებას „ოლ სტარისთვის“ ელიან

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ორლანდო მეჯიკთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩის შემდეგ ცენტ ტიმ დანკანის „ოლ სტარისთვის“ მოედანზე დაბრუნება არ გამორიცხა.

„გამოვიყვანთ თუ არა ტიმს „ოლ სტარამდე“? ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ“, – ციტირებს პოპოვიჩს „სან-ანტონიო ექსპრეს-ნიუსი“.

მუხლის ტკივილის გამო პირველ თებერვალს დანკანმა თავისი გუნდის ზედიზედ მეოთხე მატჩი გამოტოვა.

პოპოვიჩი ჟურნალისტებს: „თქვენგან განსხვავებით, ექიმი არ ვარ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტიმ დანკანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტიმმა ტრავმის გამო ბოლო 4 მატჩიდან 3 გამოტოვა.

„ტიმის გამოჯანმრთელების თარიღი უცნობია. ის მაშინ დაბრუნდება, როცა მზად იქნება. ექიმები თავის სექმეს აკეთებენ, მე – ჩემსას. თქვენგან განსხვავებით, ექიმი არ ვარ. მირჩევნია, პროფესიონალებს დავუჯერო“, – ციტირებს პოპოვიჩს ESPN-ი.

დანკანი „გოლდენ სტეიტთან“ ვერ ითამაშებს

„სან-ანტონიო სპურსის“ მძიმე ფორვარდი ტიმ დანკანი „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს, რომელიც 25 იანვარს გაიმართება. კალათბურთელს მარჯვენა მუხლის ტკილი აწუხებს, რომლის გამო ის პარკეტზე ვერ გამოვა.

მიმდინარე სეზონში დასავლეთ კონფერენციის ლიდერები ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრილან.

სათქმელია, რომ არც „უორიორსს“ და არც „სპურსს“ ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ჯერ არ წაუგიათ.

ჯინობილი: „მსგავსი რამ ბევრჯერ განმეორდება, თუ დანკანი 48 წლამდე ითამაშებს“

„სან-ანტონიო სპურსის“ შემტევმა უკანახაზელმა მანუ ჯინობილიმ ტიმ დანკანის 19-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველად მოედნის უქულოდ დატოვების შესახებ ისაუბრა.

„ეს, რა თქმა უნდა, უჩვეულოა, მაგრამ ტიმს სათამაშო ცოტა დარჩა. თუ ის 48 წლამდე ითამაშებს, მაშინ, ვფიქრობ, მსგავსი რამ არაერთხელ განმეორდება“, – ციტირებს მანუს ESPN.

„გიუსტოკ როკეტსთან“ შეხვედრაში დანკანმა თამაშიდან სამი სროლა ვერ ჩააგდო, ჯამში კი ბურთი ოთხჯერ მოხსნა და ორი პასიც მიითვალა. „სან-ანტონიომ“ აღნიშნულ შეხვდრა 121:103 მოიგო.

ჯინობილი „ნიუ-ორლეანთან“ ვერ ითამაშებს

„სან-ანტონიო სპურსის„ მცველს მანუ ჯინობილის „დენვერ ნაგეტსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში არ უთამაშია. არგენტინელს ფეხის პრობლემები აქვს, რის გამოც, ის, დიდი ალბათობით, „ნიუ-ორლეან პელიკანსთანაც“ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ „სან-ანტონიომ“ „დენვერს“ ანგარიშით 109:98 სძლია.

მიმდინარე სეზნში 38 წლის ჯინობილის საშუალო მონაგარი 9 მატჩში 11,7 ქულას, 3,7 პასს, 3,3 მოხსნასა და 1,3 ჩაჭრას შეადგენს.

პოპოვიჩი და დანკანი კარიერას ერთად დაასრულებენ

ცოტა ხნის წინ „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა კლუბთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წლამდე იმოქმედებს. ESPN-ის ვარაუდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 66 წლის სპეციალისტი კარიერას ოთხ სეზონში დაასრულებს.

გამორიცხული არ არის, პოპოვიჩმა სამწვრთნელო საქმიანობა უკვე 2015/16 წლების სეზონის შემდეგ დაამთავროს. გრეგისთვის მთავარი ტიმ დანკანთან მუშაობაა, რომლის დღეები ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასასრულს უახლოვდება.

გრეგ პოპოვიჩი და ტიმ დანკანი ერთად 1997 წლიდან მუშაობენ. 18-წლიანი მუშაობის პერიოდში ტანდენმა ხუთი საჩემპიონო ტიტულის მოგება შეძლო.