პოპოვიჩი: „ჩემი მოთამაშეები 30 ქულას იმიტომ ვერ აგროვებენ, რომ კრეტინი ვარ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ აგროვებენ მისი გუნდის მოთამაშეები ერთ მატჩში 30 ქულაზე მეტს.

„ყველაფერი იმის ბრალია, რომ კრეტინი ვარ. უბრალოდ არ მომწონს, როდესაც ვინმე თავს იჩენს და ამით ამაყობს. იმისთვის, რომ 30 ქულა დააგროვო, ეგოისტი უნდა იყო. ეს მხოლოდ ერთი თამაშია, მეგობრებო“, – განაცხადა პოპოვიჩმა.

ცნობისთვის, „ჰიუსტონთან“ მატჩში პოპოვიჩმა ტონი პარკერი, რომლის მონაგარმა 27 ქულა შეადგინა, 26 წუთის განმავლობაში ათამაშა.

კრის ანდერსენის ჩატენვა „სან-ანტონიოსთან“ მატჩში

„სან-ანტონიო სპურსთან“ მატჩში „მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა კრის ანდერსენმა ჩინებული დანკი შეასრულა, როდესაც მცველ ტაილერ ჯონსონის მიერ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ ბურთი მოხსნა და, მარკო ბელინელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მეტოქის ფარში ჩატენა.

ცნობისთვის, „მაიამიმ“ ანგარიშით 81:95 წააგო.

მონტა ელისმა „სან-ანტონიოსთან“ ზედიზედ მეორე მატჩში 38 ქულა დააგროვა

ღამით „დალას მავერიკსი“ „სან-ანტონიო სპურსს“ შეხვდა. ხსენებულ მატჩში „დალასის“ შემტევმა უკანახაზელმა მონტა ელისმა 38 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ქულების იგივე რაოდენობა მან „სპურსთან“ წინა შეხვედრაშიც მიითვარა, რომელიც 2014 წლის 20 დეკემბერს შედგა.

„სპურსთან“ ზუსტად მსგავს შედეგს გრეგ პოპოვიჩის მუშაობის პერიოდში ასევე კობი ბრაიანტმა მიაღწია.

დანკანმა სპლიტერის ნასროლი მოხსნა და მეტოქის ფარში ერთი ხელით ჩააგდო (ვიდეო)

„კლივლენდ კავალიერსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიაგო სპლიტერმა ბურთი ვერ ჩააგდო, რის შემდეგაც ის ტიმ დანკანმა მოხსნა და ტიმოფეი მოზგოვის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტოქის ფარში ერთი ხელით ჩააგდო.

იხილეთ ვიდეო:

კავაი ლეონარდის ჩინებული დანკი (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსთან“ მატჩში კავაი ლენარდმა სოლო გარღვევა ჩინებული დანკით დაასრულა.

ტიმ დანკანი დეანდრე ჯორდანს გასცდა და ჩინებული ბურთი ჩააგდო (ვიდეო)

„კლიპერსთან“ მატჩში ტიმ დანკანმა ჩინებული ბურთი ჩააგდო. წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

დანკანი ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-16 ადგილზე ავიდა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდმა ტიმ დანკანმა 30 ქულა დააგროვა.

ხსენებული მაჩვენებლით დანკანმა ლიგის ყველ დროის ბომბარდირთა სიაში ალექს ინგლისშს გაუსწრო. ამჟამად 38 წლის ვეტერანის ანგარიშზე კარიერაში 25 628 ქულაა და ყველა დროის ბომბარდორთა დავაში იგი მე-16 ადგილზე ავიდა. აღსანიშნავია, რომ მე-14 და მე-15 ადგილზე ასევე მოქმედი კალათბურთელები კევინ გარნეტი და პოლ პირსი იმყოფებიან.

ფიბა-მ ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ფიბა ევროპამ ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო მოთამაშედ „სან-ანტონიო სპურსისა“ და საფრანგეთის ნაკრების 32 წლის მოთამაშე ტონი პარკერი დაასახელა.

გამოკითხვაში მონაწილეობა ექსპერტთა ჯგუფმა და გულშემატკივრებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა უფრო მეტი ხმა მოსკოვის ცსკა-ს მოთამაშეს მილოშ თეოდოსიჩს მისცეს, თუმცა ექსპერტებმა, საბოლოოდ, მაინც ტონი პარკერი ამჯობინეს.

გასულ სეზონში ტონიმ „სპურსთან“ ერთად ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია მეოთხედ მოიგო, რაც ევროპული კალათბურთის წარმომადგენელთათვის რეკორდია. საუკეთესო მოთამაშეების სამეული საფრანგეთის ნაკრებისა და „სან-ანტონიოს“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ბორის დიაომ დახურა.

„ჩემთვის ეს დიდი მოვლენაა. „სპურსთან“ წარმატების წყალობით, მორიგი ტიტული მოვიგე. ჩვენ უკეთესი გუნდი გავხდით და იდეალური სტილის კალათბურთი ვაჩვენეთ. გასოლის, ნოვიცკის და სხვა ევროპელი კალათბურთელების გვერდით ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია“, – განაცხადა პარკერმა.

ჯინობილიმ „ფინიქსთან“ მატჩი ზურგის ტრავმის გამო ვერ დაასრულა

„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მანუ ჯინობილიმ „ფინიქს სანსთან“ მატჩის დასრულება ვერ მოახერხა. გრეგ პოპოვიჩს გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურგი იტკინა, რის შესახებაც „The Score“ წერს.

არგენტინელმა ათი წუთის განმავლობაში ითამაშა, რის შემდეგაც ტკივილი იგრძნო და მოედანი დატოვა. აღნიშნულ პერიოდში მანუმ 4 ქულის, 2 მოხსნის, 3 ასისტისა დ 2 ჩაჭრის მითვლა მოასწრო.

ცნობისთვის, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქე ანაგრიშით 100:95 დაამარცხა.

„სან-ანტონიოს“ ლიდერი დაბრუნებასთან ახლოსაა

„სან-ანტონიო სპურსის“ ერთ-ერთი ლიდერი ტონი პარკერი უახლოეს დღეებში მოედანზე დაბრუნდება.

სავარაუდოდ, 32 წლის გამთამაშებელი „დეტროიტ პისტონსთან“ შეხვედრაში გამოჩნდება, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგს თავისი გუნდის ბოლო ხუთ შეხვედრაში მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში პარკერის საშუალო მონაგარი 21 შეხვედრაში 16,2 ქულას, 1,7 მოხსნასა და 5,2 ასისტს შეადგენს.

ლებრონის გუნდის სასირცხვილო მარცხი, „სან-ანტონიოსა“ და „დალასის“ მოგებები

ღამით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

საინტერესო შედეგით დასრულდა კლივლენდში გამართული მატჩი, რომელშიც „კავალიერსმა“ „დეტროიტ პისტონსი“ მიიღო და მოულოდნელად 23 ქულით დამარცხდა.

„კლივლენდი“ – „დეტროიტი“ – 80:103 (28:17, 19:33, 14:27, 19:26)

„კლივლენდი“: ლაცი (20 ქ. 10 მ.), ტომპსონი (18 ქ. 11 მ.), ჯეიმსი (17 ქ. 10 მ. 7 ა. 7 დ.)
„დეტროიტი“: ჯენინგსი (25 ქ. 5 მ. 6 ა.), დრამონდი (16 ქ. 17 მ. 5 ბ.), მიკსი (14 ქ.), კალდუელ-პოუპი (13 ქ.), ჟერებკო (10 ქ. 7 მ.), მონტრო (10 ქ. 6 მ.), სინგლერი (7 ქ. 3 ჩ.)

სან-ანტონიოში „სპურსმა“ „ჰიუსტონ როკეტსი“ მიიღო და საინტერესო დაპირისპირებაში მეტოქეს 4 ქულით აჯობა. საუკეთესო პოპოვიჩის გუნდის რიგებიდან დენი გრინი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. „ჰიუსტონიდან“ 28 ქულითა და 5 ასისტით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.

„სან-ანტონიო“ – „ჰიუსტონი“ – 110:106 (28:33, 28:22, 29:29, 25:22)

„სან-ანტონიო“: გრინი (24 ქ. 5 ჩ.), დანკანი (16 ქ. 8 მ. 3 ჩ.), ჯინობილი (15 ქ. 5 მ.), ჯოზეფი (14 ქ. 6 მ.), მილსი (8 ქ. 5 დ.), ბელინელი (8 ქ.), ბეინსი (8 ქ.), დიაო (8 ქ.)
„ჰიუსტონი“: ჰარდენი (28 ქ. 5 გ. 9 დ.), ბრიუერი (25 ქ.), ჰოვარდი (24 ქ. 17 მ.), მოტეიუნასი (11 ქ. 5 მ.), არიზა (7 ქ. 3 ჩ.), სმიტი (5 ქ. 8 მ. 3 ჩ.)

საინტერესო შეხვედრა „დალასსა“ და „ოკლაჰომა-სიტის“ შორისაც გაიმართა, რომელიც „მავერიკსის“ 5-ქულიანი გამარჯვებით, 112:107 დასრულდა. არადა, ბოლო მეოთხედის წინ „თანდერი“ 7 ქულით უგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა.

საუკეთესო „დალასიდან“ 30 ქულითა და 5 მოხსნით დირკ ნოვიცკი იყო, ხოლო „ოკლაჰომადან“ 26 ქულითა და 10 მოხსნით სერჟ იბაკა გამოირჩა.

„დალასი“ – „ოკლაჰომა-სიტი“ – 112:107 (33:26, 31:32, 17:30, 31:19)

„დალასი“: ნოვიცკი (30 ქ. 5 მ.), პარსონსი (26 ქ. 5 მ.), ელისი (18 ქ. 5 ა.), რონდო (15 ქ. 6 მ. 7 ა.), ბარეა (9 ქ.), სმიტი (4 ქ. 8 მ.)
„ოკლაჰომა“: იბაკა (26 ქ. 10 მ.), ჯექსონი (21 ქ. 6 დ.), უესტბრუკი (18 ქ. 9 მ. 9 ა. 5 ჩ.), ადამსი (11 ქ. 6 მ.), ჯონსი (10)

 

სხვა შედეგები:

„დენვერ ნაგეტსი“ 102-116 „ტორონტო რეპტორსი”
„პორტლენდ ტრეილბლეიზერსი“ 101-79 „ნიუ-იორკ ნიქსი“
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 107-116 „ფინიქს სანსი“

უესტბრუკის ნოკაუტში ჩაგდებული „სან-ანტონიო“ (ვიდეო)

„სან-ანტონიო სპურსთან“ გუშინ მოგებულ შეხვედრაში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერი რასელ უესტბრუკი განუმეორებელი იყო. ხსენებულ შეხვედრაში რასელმა 34 ქულა დააგროვა და „თანდერის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.