სანდრო როსელს „ნეიმარის საქმეზე“ მოუწევს პასუხების გაცემა

„ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტ სანდრო როსელს მალე მეორე სარჩელზე მოუხდება პასუხების გაცემა. ამჯერად საქმე „ნეიმარის საქმეს“ შეეხება. ესპანური პრესის ცნობით, ქვეყნის სახელგანთქმულმა პროფკავშირმა Manos Limpias-მა („სუფთა ხელები“) სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ როსელის წინააღმდეგ საკუთარი სარჩელი შეეტანა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს საქმე ესპანეთის ყველა მოქალაქეს ეხება.

მანამდე ამავე საქმეზე როსელის წინააღმდეგ სარჩელი „ბარსელონას“ წევრმა ჟორდი კასესმა შეიტანა, თუმცა „სუფთა ხელებში“ თვლიან, რომ აღნიშნული საქმის ხელმეორედ გარჩევა როსელის დანაშაულს დაამტკიცბს. მეორე სარჩელს უახლოეს დღეებში წარადგენენ.

 

„კამპ ნოუს“ მესის ძეგლი დაამშვენებს?

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მომავალში „კამპ ნოუზე“ ლიონელ მესის ძეგლის დადგმა არ გამორიცხა.

„ეს იდეა მომწონს. ჯერჯერობით მსგავს საკითხზე არ გვისაუბრია, თუმცა მომავალში ამ იდეას აუცილებლად დავუბრუნდებით“, – განაცხადა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მესი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გატანილი გოლების რაოდენობით სესარ როდრიგესს აჯობა.

„ბლაუგრანასის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილს კი ნახევარმცველი ლადისლაო კუბალი იკავებს, რომლის ძეგლიც „კამპ ნოუს“ მიმდიბარე ტერიოტორიას ამშვენებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

როსელი: “სანამ კლუბის პრეზიდენტი ვარ, მესი “ბარსელონას” არ დატოვებს”

სანდრო როსელი აცხადებს, რომ სანამ ის კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი იქნება, არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი გუნდს არ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მესი ხელფასის გაზრდას ითხოვდა.

“რა თქმა უნდა, ლიონელი არსად წასვლას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, სანამ “ბარსელონას” პრეზიდენტი ვარ, მესი ჩვენი გუნდიდან არ წავა. ის ფასდაუდებელი მოთამაშეა”, – ამბობს როსელი.