ბენიტესმა ბენზემას მხარი დაუჭირა

„ლიონის“ ნახევარმცველის მატიე ვალბუენას საქმის გამო საფრანგეთს ნაკრების მიღმა დარჩენილი ქარიმ ბენზემას სიტუაციის შესახებ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის მოთამაშეს სრული ხმარდაჭერა განუცხადა.

„აზრს გამოვთქვამ, რომელსაც „რეალში“ ყველა ეთანხმება: ქარიმს მხარს 100%-თ ვუჭერთ. ბენზემა ჩინებული ადამიანია, რომელიც გუნდის მიმართ სამაგალითოდ იქცევა. ეს ძლიერი ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია., იმედია, ქარიმი გოლების გატანას გააგრძელებს, რაც მას დაამშვიდებს და „რეალს“ სარგებელს მოუტანს. მე ეს საკითხი უფრო მაინტერესებს“, – ციტირებს ბენიტესს ფრანგული „Lefigaro“.

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება ბენზემას ნაკრებიდან მოკვეთის თაობაზე

როგორც მოგახსენეთ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატიე ვალბუენას საქმეში მონაწილეობისთვის თავდამსხმელი ქარიმ ბენზნემა ნაკრებიდან მოკვეთა. ამას მადრიდის „რეალი“ გამოეხმურა, რომელმაც ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

„რეალი“ ამის გამო წუხს, თუმცა ქარიმ ბენზემასთან მიმართებაში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ამავდროულად მოთამაშეს მხარდაჭერას უცხადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფიბა-მ ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ფიბა ევროპამ ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო მოთამაშედ „სან-ანტონიო სპურსისა“ და საფრანგეთის ნაკრების 32 წლის მოთამაშე ტონი პარკერი დაასახელა.

გამოკითხვაში მონაწილეობა ექსპერტთა ჯგუფმა და გულშემატკივრებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა უფრო მეტი ხმა მოსკოვის ცსკა-ს მოთამაშეს მილოშ თეოდოსიჩს მისცეს, თუმცა ექსპერტებმა, საბოლოოდ, მაინც ტონი პარკერი ამჯობინეს.

გასულ სეზონში ტონიმ „სპურსთან“ ერთად ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია მეოთხედ მოიგო, რაც ევროპული კალათბურთის წარმომადგენელთათვის რეკორდია. საუკეთესო მოთამაშეების სამეული საფრანგეთის ნაკრებისა და „სან-ანტონიოს“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ბორის დიაომ დახურა.

„ჩემთვის ეს დიდი მოვლენაა. „სპურსთან“ წარმატების წყალობით, მორიგი ტიტული მოვიგე. ჩვენ უკეთესი გუნდი გავხდით და იდეალური სტილის კალათბურთი ვაჩვენეთ. გასოლის, ნოვიცკის და სხვა ევროპელი კალათბურთელების გვერდით ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია“, – განაცხადა პარკერმა.

ბენზემა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა „France Football“-მა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაასახელა.

Benzema

გამოკითხვაში მეორე ადგილი ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ბენზემას თანაგუნდელი რაფაელ ვარანი აღმოჩნდა.

ესპანეთს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 26 წლის ფორვარდმა 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რიბერი მუნდიალისთვის საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა

საფრანგეთის ნაკრებმა მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თავისი საბოლოო განაცხადი დაასახელა.

მეკარეები: ლიორისი („ტოტენჰემი“), რუფიე („სენტ-ეტიენი“), ლანდრო („ბასტია“)

მცველები: ვარანი (მადრიდის „რეალი“), სახო („ლივერპული“), დებუში („ნიუკასლი“), კოშელნი („არსენალი“), დინი (პსჟ), მანგალა („პორტუ“), სანია (“არსენალი“), ევრა („მანჩესტერ იუნაიტედი“)

ნახევარმცველები: კაბაიე (პსჟ), პოგბა („იუვენტუსი“), მატუიდი (პსჟ), სისოკო („ნიუკასლი“), გრენიე („ლიონი“), მავუბა („ლილი“), ვალბუენა („მარსელი“), რიბერი (მიუნხენის „ბაიერნი“)

თავდამსხმელები: ბენზემა (მადრიდის „რეალი“), გრიზმანი („რეალ სოსიედადი“), ჟირუ („არსენალი“), რემი („ნიუკასლი“)

ფრანკ რიბერის შესანიშნავი გოლი ფინეთის ნაკრების კარში

15 ოქტომბერს, საფრანგეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ანგარიში ფრანკ რიბერიმ გახსნა, გოლი კი შესანიშნავი გამოდგა.

აბიდალი: “ბენზემას სკამზე დასმა გამოსავალი არ არის”

ფრანგული “მონაკოს” მცველი, ერიკ აბიდალი აცხადებს, რომ საფრანგეთის ნაკრებში, კარიმ ბენზემას სათადარიგოთა რიგებში განმწესება გამოსავალი არ არის.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს საფრანგეთში ხშირად აკრიტიკებენ – ბენზემამ ბოლო სანაკრებო გოლი 2012 წლის ივნისში გაიტანა.

“ჩემი აზრით, კარიმ ბენზემას სათადარიგოთა სკამზე დასმა გამოსავალი არ იქნება. ვფიქრობ, ის მალე ფრანგი გულშემატკივრების გახარებას ისევ მოახერხებს”, – ამბობს აბიდალი.