საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს – MY WAY AIRLINES ნაკრების ოფიციალური გადამყვანია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მომავლის ნაკრების წარმატებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ფეხბურთის ფედერაციის 2026 წლის ხედვის საუკეთესო თერთმეტეულის მოთამაშეს – კომერციულ სექტორს ავიაკომპანია “მაივეი ეარლაინს“ გააძლიერებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“ შორის მიღწეული შეთანხმებით, ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გადამყვანი იქნება.

17 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“ ხელმძღვანელებს ფეხბურთის ფედერაციაში უმასპინძლა და თანამშრომლობის აღსანიშნავად კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა. სიმბოლური საჩუქარი მიიღო ახალი პარტნიორისგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც.

„მოხარულები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ახალი, ძლიერი პარტნიორი ჰყავს. მიმაჩნია, რომ ეს დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩვენი პარტნიორობა უპირველესად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგება. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუქმნათ სათანადო პირობები ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას და მოხარული ვარ, რომ კომერციული სექტორი ამ მიდგომას აფასებს.“- აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

თანამშრომლობის დაწყება დადებითად შეაფასა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და მომავალი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაც აღნიშნა.

ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“ კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა: „დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ოფიციალურად ვხდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორები. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან წარმატებული ურთიერთობის დასაწყისი იქნება და ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ სწორედ ჩვენ მოვემსახურებით ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს.“- აღნიშნა მან.

 

Gff.Ge

საქართველოს ნაკრები ივნისში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ დავით მუჯირმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

საგულისხმოა, რომ ორივე მათგანი გასვლითი იქნება. პირველ მათგანში ჯერ მეტოქე გარკვეული არაა. თუმცა, ის სავარაუდოდ, 1-2 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, ის 5 ივნისს შედგება: ქართველები ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 24 და 27 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. ორივე მათგანი შვიდ საათზე, “მიხეილ მესხზე” გაიმართება. დასწრება უფასოა!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა. სავარჯიშო პროცესი თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღეს 17 ფეხბურთელი იყო.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი),გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია და გიორგი მერებაშვილი 20 მარტს დაგეგმილ ვარჯიშზე შეუერთდებიან.

ამხანაგური მატჩების განრიგი
24 მარტი
საქართველო-ლიტვა
27 მარტი
საქართველო-ესტონეთი

ორივე ამხანაგური თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

Gff.Ge

ნავალოვსკი ერთა ლიგაზე: “მერე არ უნდა ვთქვათ, კარგი შანსი გვქონდა, თუმცა რაღაც დაგვაკლდაო”

დღეს უეფას ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები D ლიგაში, D1 ჯგუფში ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

კენჭისყრის შედეგზე სააქართველოს ნანკრების მარცხენა მცველს, გიორგი ნავალოვსკის ვკითხეთ.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ. უკვე ვიცით, ვის ვუპირისპირდებით და გეტყვით, რომ ადვილი არცერთი თამაში არ იქნება. ეს არის შესანიშნავი შანსი და მას გამოყენება სჭირდება. ისე არ უნდა მოხდეს, მერე ვთქვათ, მშვენიერი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რაღაც დაგვაკლდაო. ღმერთის წყალობით, თუ ბოლომდე მოვინდომებთ, შედეგიც აუცილებლად მოვა. ბოლოს და ბოლოს, ქართველებმაც უნდა გაიხარონ!” – აცხადებს ნავალოვსკი.

მერებაშვილი: “ირლანდიასთან არსებული პრობლემების აღმოფხვრას ავსტრიასთან მატჩში შევეცდებით”

საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიასთან გაგორებული ფრის (1:1) შემდეგ, ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებს ხვალ დაუპირისპირდება და სამი ქულის აღებას შეეცდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ჩვენი ნაკრების შემტევს, გიორგი მერებაშვილს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– როგორი განწყობაა გუნდში?

– მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. თუმცა, ცოტათი ნაწყენები ვართ: ირლანდიასთან დიდი უპირატესობა გვქონდა, რაც მოგებაში ვერ გარდავსახეთ. მთლიანობაში, გუნდში არსებული განწყობა დადებითად შეიძლება შეფასდეს.

– წინა შეხვედრაში მართლაც დიდი უპირატესობა გქონდათ, როგორც ბურთის ფლობის, ასევე – მომენტების რაოდენობის მხრივ. შენი აზრით, რა იყო ამ ყველაფრის ვერგამოუყენებლობის მიზეზები და აღმოფხვრადია თუ არა ეს ავსტრიასთან მატჩში?

– კონკრეტულ მიზეზებს ვერ იტყვი. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ირლანდიელებსაც ჰქონდათ რეალური მომენტები და მათ ვერ შეძლეს ამის გამოყენება. რა თქმა უნდა, ეს ხარვეზები აღმოფხვრადია. უფრო მეტად ვეცდებით, მაქსიმალურად კონცენტირებულნი ვიყოთ და ჩვენი შანსები გოლებით დავაგვირგვინოთ.

– რას ეტყვი გულშემატკივარს, რომელიც, განსაკუთრებით ირლანდიასთან შეხვედრამდე, იმედგაცრუებული იყო?

– მესმის მათი – ამის საბაბი გააჩნიათ. თუმცა, მერწმუნეთ, თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, გულშემატკივრის გულები გავახაროთ. სწორედ ახლა სჭირდება ამ გუნდს დახმარება და გვერდში დგომა. მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება და ნაკრები დიდ წარმატებას მიაღწევს.

მადლობა ყველა იმ მხარდამჭერს, რომელიც წინა მატჩში 90 წუთის მანძილზე გულმხურვალედ გვქომაგობდა!

ახალგაზრდული ნაკრები ხვალ პოლონეთს დაუპირისპირდება: ვარჯიში + პრესკონფერენცია (ვიდეო)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდი 1 სექტემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პოლონეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
დღეს 21-წლამდელებმა სწორედ გორში ივარჯიშეს, წვრთნის დაწყებამდე კი მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ჩაატარა. სამწუხაროდ, ნაკრები ვერც ამჯერად ასცდა დანაკლისს – ბოლო მომენტში სიიდან ამოვარდნილ ლუკა ზარანდიას ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძე დაემატა. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ნაკრებთან ერთადაა, თუმცა პოლონეთთან მისი თამაში თითქმის გამორიცხულია წელის ტკივილის გამო.

ვარჯიში ნაყოფიერი გამოდგა – გეგუჩაძემ გუნდს ტაქტიკური მონახაზი დაამუშავებინა და ბოლოს ფეხბურთელებმა კარში დარტყმებზეც ივარჯიშეს.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

 

Gff.Ge

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ახალი სპეციალისტი შეუერთდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბს გამოცდილი სპეციალისტი შეუერთდა. ვლადიმირ ვაისის ასისტენტის პოსტს სლოვაკი ბორის კიტკა დაიკავებს. 47 წლის სპეციალისტი  2007-2008 წლის სეზონში სლოვაკეთის “სლოვანის” მთავარი მწვრთნელი იყო. 2009-2010 წლებში სლოვაკეთის 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, 2012-2015 წლებში კი სლოვაკი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბ “კაირათში”, ვლადიმერ ვაისის ასისტენტად მუშაობდა.

პოზიციით მცველი ბორის კიტკა საფეხბურთო კარიერის დროს “სლოვანის”, “სპარტაკ ტრნავას”, “ინტერ ბრატისლავას”, “ბანიკის” და ავსტრიული “რიდის” ფეხბურთელი იყო.

ბორის კიტკა უკვე საქართველოშია და ეროვნული ნაკრების უახლოესი ორი ოფიციალური მატჩის მზადების პროცესშია ჩართული.

Gff.Ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდი სასტუმრო “ჰუალინგში” განთავსდა. სადებიუტო ვარკიში ს.კ. “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე შედგა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საკლუბო მატჩების გამო გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და ჯაბა ჯიღაური ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეურთდებიან და სავარჯიშო პროცესში 29 აგვისტოს ჩაერთვებიან. ტრავმის გამო  დღევანდელი ვარჯიში ჯიმი ტაბიძემ და გიორგი ლორიამ გამოტოვეს. ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ ნაკრებთან ერთად დღეს პირველი სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხვალიდან სავარჯიშო პროცესში თბილისის “დინამოს” წევრი ნუკრი რევიშვილიც ჩაერთვება.

29 აგვისტოს ეროვნული გუნდი ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს.

გაგაცნობთ ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობას

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების რეალიზაცია როგორც ონლაინ-რეჟიმში,აგრეთვე “დინამო არენას” სალაროებში მიმდინარეობს.

საქართველო-ირლანდიის მატჩი, “დინამო არენაზე” 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

Gff.Ge

საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა  ამხანგური და ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში დღეს არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ.”ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

მეკარე: გიორგი მაკარიძე (მორეირეირენსე, პორტუგალია

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი)

თავდამსხმელები:  ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები,რომლებმაც დღეს საკლუბო მატჩები ჩაატარეს, ნაკრებს 3 ივნისიდან შეურთდებიან. ლეგიონერები,რომლებსაც შაბათ-კვირას საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, საქართველოში 5 ივნისს ჩამოვლენ.

საქართველოსა და სენტ კიტსის ამხანაგური მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 11 ივნისს, 19:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს ნაკრებებს შორის კიშინიოვში შედგება.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების უახლოეს ორ მატჩში გამოძახებული ფეხბურთელების სრულ შემადგენლობას.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

Gff.Ge

ვლადიმერ ვაისმა მომავალი ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

7 ივნისს, 20 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

11 ივნისს, 19 საათზე (თბილისის დროით 20 საათზე) ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, ქალაქ კიშინიოვში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავენ.

ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის 3 ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

ვლადიმირ ვაისმა, ასევე ის 7 ფეხბურთელი დაასახელა,რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული  ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია),გიორგი ქიმაძე (ტორპედო, ქუთაისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), საბა ლობჟანიძე (დინამო,თბილისი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია)

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო, უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები  მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 2 ივნისიდან  შეიკრიბება, ის ფეხბურთელები, რომლებსაც შეკრების დაწყების დროს საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.

 

Gff.Ge

საქართველოს ქალთა ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გუნდი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მატჩებს თბილისში გამართავს. ქართველი გოგონები საწვრთნელ შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლიან. ჩვენი გუნდი 6-11 აპრილს ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის იბრძოლებს. საკვალფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის პირველ ჯგუფში საქართველოს, ესტონეთის, ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებები იასპარეზებენ. მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული და ოთხ საკვალიფიკაციო ჯგუფს შორის ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის 22 ფეხბურთელით ემზადება:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), თინათინ ჯიჯეიშვილი („ლანჩხუთი“)

მცველები: ნათია სხირტლაძე („ლედი გორი“), ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ დოლიძე („აჭარა“), თამარ ქველიძე („კიტ კარლსრუე“, გერმანია), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), ქრისტინე შახკულიანი („მართვე“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), მარიამ დანელია („თბილისი“), ლანა გორგაძე („მართვე“, ქუთაისი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური), ანა კულდონაშვილი („თბილისი“), მარიამ ბასილაძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), თამთა შენგელია („მართვე“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ხატია ჭყონია („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“ ყაზახეთი), ლელა ჭიჭინაძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)

მატჩების განრიგი:

6 აპრილი
14:00 ესტონეთი-ლატვია
16:00 ყაზახეთი-საქართველო

8 აპრილი
14:00 ყაზახეთი-ლატვია
16:00 საქართველო-ესტონეთი

11 აპრილი
16:00 ესტონეთი-ყაზახეთი
16:00 ლატვია-საქართველო

მატჩები მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალურ და სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

Gff.Ge

კაშია: “გაბრაზებულები ვართ, შეგვეძლო, ყველაფერი პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოო შედეგით უკმაყოფილო და გაბრაზებულიც კი არის.

“არა, დამწუხრებული კი არა, გაბრაზებულები ვართ. ჩვენ შეგვეძლო, რომ პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ასე უბრალოდ გავანიავეთ ეს სამი ქულა. მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, დამნაშავე არც მწვრთნელია და არც გულშემატკივარი.

როდესაც ასეთ დონეზე თამაშისას საგოლე მომენტებს ქმნი, აუცილებლად უნდა გამოიყენო და ასე ადვილადაც არ უნდა გაუშვა გოლები საკუთარ კარში.

დაცვაში ჩადგომა არ გვიცდია, პირველივე ტაიმში ველოდებოდით მათ შეცდომებს. მწვრთნელს უკან დახევა ნამდვილად არ დაუვალებია ჩვენთვის. მაქსიმალურად ვცდილობდით ინიციატივა ჩვენს ხელში აგვეღო, მაგრამ მეორე ტაიმში ეს უკვე გვიანი იყო,” – აცხადებს კაშია.