საქართველოს თასის პირველი ეტაპი: მიმოხილვა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანი სახელობის თასის პირველი ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

ჩატარებული თორმეტი მატჩიდან უნდა გამოვყოთ ორი: „ვოიაჟი“ (თბილისი) – „რაჭა“ (ამბროლაური) და „ჰერეთი“ (ლაგოდეხი) – „თორი“ (ბორჯომი).

პირველ თამაშში, რაჭველებმა პირველი ნახევარი ანგარიშით, 2:0 მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევარში “ვოიაჟმა” სამი ბურთი გაიტანა და მატჩიც მოიგო.

რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გუნდებმა დამატებით ტაიმებშიც თითო-თითო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა. პენალტების სერია კი, ლაგოდეხელებმა უკეთესად შეასრულეს და მეტოქე 5:4 დაამარცხეს.

პირველი შესარჩევი ეტაპის სხვა მატჩების შედეგები:

35-ე სკოლა – თბილისი 2016 2:1
საბურთალო-2 – იბერია 2010 1:0
დინამო სოხუმი – საქართველოს უნივერსიტეტი 2:1
ლიახვი აჩაბეთი – სართი 6:1
ალაზანი – აბული 0:1
თბილისი სითი – მესხეთი 6:0
სამგურალი-2 – იმერეთი-2 4:1
მაჭახელა – ეგრისი 3:2
ლესიჭინე – დინამო ბათუმი-2 3:0
ოდიში 1919-2 – ზანა 0:4

თასის მეორე შესარჩევ ეტაპზე გასული 12 გუნდი 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის რეგიონული ლიგის რვა ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებზე გასულ 16 გუნდს და რანგით მესამე ლიგის 20 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპის მატჩები 6 მარტს გაიმართება. გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ვარკეთილი – ლიახვი ცხინვალი
გარეჯი – თბილისი სითი
კოლხი – ივერია
ცხუმი – გორი
ვიტ ჯორჯია-2 – ალგეთი
ქოჯაელი – საბურთალო-2
ვოიაჟი – გარდაბანი
რუსთავი-2 – ლოკომოტივი-2
თელავი – ჩხერიმელა
ჰერეთი – ნორჩი დინამო
აბული – დინამო სოხუმი
მარკ სტარსი – ბორჯომი
ლიახვი აჩაბეთი – 35-ე სკოლა
არაგვი – შევარდენი 1906
ოდიში 1919 – იმერეთი
ზანა – სამეგრელო
სამგურალი-2 – სულორი
მერცხალი – მარგვეთი 2006
მაჭახელა – ბეთლემი
ტორპედო-2 – ჭიათურა
სალხინო – საპოვნელა
საირმე – სქური
ლესიჭინე 2016 – ხიხანი
ბახმარო – კოლხეთი ხობი

ქუთაისის “ტოპრედო” საქართველოს თასის გამარჯვებულია!

დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტოპრედო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში უპირატესობა იმერლებს ჰქონდათ. ანგარიში სწორედ მათმა ფეხბურთელმა, გურულმა მე-16 წუთზე გახსნა. ზუსტად 20 წუთში ტუღუშმა “ტორპედო” ორი ბურთით გაიყვანა წინ.

მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე საბანაძემ საჯარიმო დარტყმით ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და იგი, ანგარიშით, 1-2 დასრულდა. ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა!

საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

უნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“სამტრედია” – “სიონი”
“ტორპედო” – “დინამო თბილისი”
“ზუგდიდი” – “ვიტ ჯორჯია”
“ჩიხურა” – “შუქურა”

პირველი მატჩები 2 დეკემბერს ჩატარდება, განმეორებითი კი – 16 დეკემბერს.

 

„დინამო“ 1/4 ფინალშია, „დილა“ გათამაშებას გამოეთიშა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩები გაიმართა.

ლანჩხუთში ფოთის „კოლხეთი“ თასის მოქმედ მფლობელ თბილისის „დინამოს“ შეხვდა და, პირველი შეხვედრის მსგავსად, დღესაც ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ფოთელთა კარში მე-12 წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

„კოლხეთი“ – „დინამო“ 0:1 (0:2 ორი მატჩის ჯამში)
გოლი: ქვილითაია 12′
გაფრთხილება: გურული 28′

ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე, „ზუგდიდმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა. გორში პირველი მატჩი, ზუგდიდელთა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში „დილამ“ მეტოქეს ასევე მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა. მატჩი ანგარიშით 0:1 დამთავრდა – 32-ე წუთზე „ზუგდიდის“ კარი გიორგი ერისთავმა დაამწუხრა. აქედან გამომდინარე, უჩა სოსიაშვილის გუნდი თასის გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა.

„ზუგდიდი“ – „დილა“ 0:1 (2:2)
გოლი: ერისთავი 32′
გაფრთხილებები: თუთბერიძე 26′, ნარმანია 30′

სხვა მატჩების შედეგები:

„ტორპედო“ – „ჭიათურა 6:1 (7:1 ორი მატჩს ჯამში)
„ცხინვალი“ – „შუქურა“ 1:1 (2:4)
„ლიახვი“ – „სამტრედია“ 1:4 (1:7)
„დინამო ბათუმი“ – „ვიტ ჯორჯია“ 0:1 (2:4)
„სიონი“ – „გურია“ 1:1 (3:1)

საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. წარმოგიდგენთ მის შედეგებს:

„სამტრედია“ – „ლიახვი“
„დილა“ – „ზუგდიდი“
„ვიტ-ჯორჯია“ – „დინამო ბათუმი“
„ჭიათურა“ – „ტორპედო“
„გურია“ – „სიონი“
„საპოვნელა“ – „ჩიხურა“
„დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“
„შუქურა“ – „ცხინვალი“

ცნობისთვის, ხსენებული ეტაპის პირველი მატჩები 16 სექტემბერს გაიამრთება, განმეორებით შეხვედრების ჩატარება კი 27-28 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

აღმოსავლეთი:
„სიონი“ – „რუსთავი“
„საბურთალო“ – „ვიტ ჯორჯია“
„ლიახვი“ – „ლოკომოტივი“

დასავლეთი:
„სამტრედია“ – „მაჭახელა“
„მერანი“ – „ჭიათურა“
„ჩხერიმელა“ – „ტორპედო“
ხობის „კოლხეთი“ – „საპოვნელა“
„ბეთლემი“ – „შუქურა
„საჩხერე“ – „მერცხალი
„გურია“ – „სამეგრელო“
ფოთის „კოლხეთი“ – „მეშახტე“
„ზუგდიდი“ – „იმერეთი“

პირველი მატჩები 17 აგვისტოს გაიმართება, საპასუხი შეხვედრები კი – 25 აგვისტოს.

საქართველოს თასის ფინალი: “დინამო თბილისი” vs “სამტრედია” (გუნდების შედარება)

სულ ცოტა დრო რჩება დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის დაწყებამდე. ქვეყნის თასისთვის ერთმანეთს “დინამო თბილისი” და “სამტრედია” შეეცილებიან. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

გთავაზოიბთ გუნდების შედარებით მონაცემებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი
26 მაისი
19:00 სთ.
„დინამო თბილისი
 „სამტრედია
Dinamo Tbilisi

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 87 პროცენტი თვლის, რომ მატჩს მოიგებს “დინამო”.

 

 

 

 

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 5 პროცენტი თვლის, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდება.

Samtredia

 

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 8 პროცენტი თვლის, რომ მატჩს მოიგებს “სამტრედია”.

მსაჯები: მარკო ფრიტცი, კრისტიან დიცი, დომენიკ შაალი (გერმანია)

 

 

მთავარი
მწვრთნელი:
 გია გეგუჩაძე (49 წლის)

„მიხეილ მესხი, თბილისი

Mikheil Meskhi Stadium

 

 

მთავარი
მწვრთნელი:
 ზაზა ზამთარაძე (38 წლის)

Gia Geguchadze

ურთიერთშეხვედრები:

„სამტრედია“ 0:1 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა,
22.02.2015)
;

„დინამო“ 2:0 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა, 10.08.2014);

„სამტრედია“ 1:2 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა, 08.05.2011);

„დინამო“ 7:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა,
11.03.2011)
;

„სამტრედია“ 1:0 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა, 21.11.2010)

Zaza Zamtaradze



ბოლო მატჩები:

„დინამო თბილისი“ 3:0 „ჩიხურა“ (უმაღლესი ლიგა,
22.05.2015);

„გურია“ 2:2 „დინამო თბილისი“ (უმაღლესი ლიგა, 17.05.2015);

„დინამო თბილისი“ 7:0 „ზუგდიდი“ (უმაღლესი ლიგა,
13.05.2015);

„დინამო ბათუმი“ 0:0 „დინამო თბილისი“ (უმაღლესი ლიგა,
09.05.2015);

„დინამო თბილისი“ 3:2 „ტორპედო“ (უმაღლესი ლიგა, 02.05.2015)

 

გუნდის
საერთო ღირებულება:
 6.500.000 ევრო

ბოლო მატჩები:

„სამტრედია“ 4:2 „მერანი“ (უმაღლესი ლიგა,
22.05.2015);

„ჩიხურა“ 2:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა,
17.05.2015);

„სამტრედია“ 0:1 „დილა“ (უმაღლესი ლიგა,
13.05.2015);

„გურია“ 3:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა, 09.05.2015);

„სამტრედია“ 1:1 „კოლხეთი“ (უმაღლესი ლიგა, 02.05.2015)

გუნდის
საერთო ღირებულება:
 5.000.000 ევრო

ყველაზე
ძვირადღირებული ფეხბურთელი:
 მანუელ ონვუ, გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე (500.000 ევრო)

ამინდი:

cloud

მოღრუბლული

ყველაზე
ძვირადღირებული ფეხბურთელი:
 თორნიკე გორგიაშვილი
(375.000 ევრო)

 

“სამტრედია” თასის ფინალში ითამაშებს

დასრულდა საქართველოს დავიდ ყიფიანის სახელობის თასის განმეორებითი შეხვედრა სამტრედიის “ცენტრალურ” სტადიონზე”, სადაც ადგილობრივმა “სამტრედიამ” ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც ანგარიშშიც ასახეს. 29-ე წუთზე, საჩხერელთა მეკარის, თორნიკე ზარქუას შეცდომით ალექსანდე იაშვილმა ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა.

62-ე წუთზე სამტრედიელები თორნიკე გორგიაშვილის გასროლამ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ, ხოლო მატჩს საბოლოო წერტილი მეორე გოლიდან რვა წუთში დაესვა. თორნიკე კაპანაძემ “ჩიხურას” ცარიელ კარში შეუგორა.

“სამტრედია” 3:0 “ჩიხურა”(4:0)

გოლები: იაშვილი (29), გორგიაშვილი (62), კაპანაძე (70)

რამდენს მიიღებენ უმღლესი ლიგის და საქართველოს თასის გამარჯვებულები?

სფფ-სა და კლუბების ხელმძღვანელების შეკრებაზე მიმდინარე სეზონის უმაღლესი ლიგის და საქართველოს თასის საპრიზო ფონდე ისაუბრეს.

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი პრემიის სახით ფედერაციისგან 250 ათას ლარს მიიღებს, მეოერადგილოსანი 150 ათასი ლარით დაჯილდოვდება, ბრინჯაოს პრიზიორს კი 100 ათასი გადაეცემა.

საქართველოს თასის მფლობელი გუნდიც, პირველობის ბრინჯაოს პრიზიორის მსგავსად, ჯილდოდ 100 ათას ლარს მიიღებს.

თასის გათამაშების ფინალში დინამო და რუსთავი გავიდნენ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილნი არიან. ამ მნიშვნელოვნი ტიტულისთვის ერთმანეთს „დინამო“ და „რუსთავი“ შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს თასის გათამშების ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩებიც მოიგეს და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდებოდა და „რუსთავსაც“ და „დინამოსაც“ პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ. სერიაში დაწინაურებულებს მეორე მატჩის მოგება კი გაუჭირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგს მიაღწიეს.

რუსთავში ბათუმელებმა 71:77 წააგეს, თუმცა მოგების შანსი ნამდვილად ჰქონდათ. აჭარულ კლუბს იმედები ქაქუცა აბაიშვილმა გადაუწურა, რომელმაც მატჩის ბოლო წუთზე 2 ორქულიანი ჩააგდო.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი უკანახაზელი და გუნდის ლიდერი აკლდათ, ბათუმელებმა ღირსეულად იბრძოლეს და მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ბიჯეი იანგის გარეშე ბათუმელებმა სერიის პირველი შეხვედრა შინ „რუსთავთან“ 10 ქულით წააგეს, თუმცა დღეს უკეთესად ითამაშეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, სერიაში ანგარიშს გაათანაბრებდნენ.

გამარჯვებულებს 22 ქულითა და 21 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, 17 ქულა დააგროვა გოგა ცეკვავამ, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 13 დაგროვდა. ბოლო წუთზე 2 უმნიშვნელოვანესი სამქულიანის ჩამგდებმა ქაქუცა აბაიშვილმა საბოლოო ჯამში 12 ქულა დააგროვა. ბათუმელთაგან 24 ქულით ნიკ კელოგი გამოირჩა, ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

კიდევ უფრო დაძაბული შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც „დინამომ“ ბეწვის ხიდზე გაიარა. მასპინძლებმა შესანიშნავი მეორე პერიოდი ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის 5 ქულით ლიდერობდნენ. ზუსტად ტყორცნიდა ქუთაისელთა სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, რომლის შედეგიანობას მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძელთა 11-ქულიანი დაწინაურებაც კი მოჰყვა.

ვითარება მესამე პერიოდის დასკვნით ნაწილში შეიცვალა, რომელიც დინამოელებმა დიდებულად ჩაატარეს. შეუდარებლად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც მნიშვნელოვანი ქულები ჩააგდო, ქუთაისელები კი დაიბნენ და ლიდერობა მესამე მეოთხედის ბოლოსთვის გაანიავეს.

„დინამომ“ ლიდერობა მეოთხე პერიოდში განიმტკიცა და თითქოს მატჩის ბედიც გაირკვა, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძელთა სნაიპერმა მირზა სარალიამ სამქულიანი ჩააგდო, მას თანაგუნდელებიც მიეშველნენ და ვითარება დაიძაბა. ქუთაისელებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბოლო წამზე 3 ქულით ჩამორჩენილებს შეტევის უფლება ჰქონდათ. ზაურ ფაშაევმა მოასწრო სამქულიანის ტყორცნა, თუმცა გამთანაბრებელი ბურთი კალათში არ ჩაეშვა.

„დინამოში“ ყველაზე მეტი – 18 ქულა ბესიკ ლეჟავამ მოაგროვა. 17 ქულა ლონდარიძის ანგარიშზეა, ამერიკელმა გარიკ შერმანმა კი პირად ანგარიშზე 13 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა. ქუთაისელთაგან 22 ქულით მირზა სარალია გამოირჩა.

საქართველოს თასის ფინალი 4 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ქუთაისი – დინამო 73:76

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე, „ქუთაისის“ მწვრთნელი:

– შეგვეძლო თამაშის მოგება, მაგრამ ბოლო ეპიზოდში არ გაგვიმართლა. ამის მიზეზი ალბათ გამოცდილებაც იყო, რომელიც დინამოელებს ჩვენზე მეტი აქვთ და შეხვედრის დასკვნითი ნაწილი უფრო მობილიებულად ჩაატარეს. ვულოცავ „დინამოს გამარჯვებას.

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

 

– თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა რიგი მიზეზების გამო მატჩის შუა პერიოდში ჩამოვრჩით. ჩვენმა გუნდმა მალევე გამოასწორა თამაში და დასკვნით მეოთხედში სოლიდური უპირატესობაც მოვიპოვეთ. მასპინძლებმა მოდუნების საშუალება არ მოგვცეს და ბოლო წუთებზე ჩვენი შეცდომების გამო თამაში დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. დარბაში სასიამოვნო, ჯანსაღი ატმოსფერო იყო და ეს მისასალმებელია. თასის ფინალამდე “ქუთაისს” სუპერლიგის ტურშიც ვეთამაშებით და ამ მატჩს ფინალისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

 

რუსთავი – ბათუმი     77:71

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით უსტიაშვილი, „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი:

– დიდი დანაკლისით ვთამაშობდით, თუმცა მაინც შეგველო მოგება. მადლობა ბიჭებს, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო მომენტში ცოტა იღბალიც რომ ჩვენს მხარეზე ყოფილიყო, სერიაში ანგარიშს გავათანაბრებდით. ვულოცავ რუსთაველებს გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ფინალურ მატჩში.

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

 

– მიუხედავად მოგებისა, ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. იყო ხარვეზები, გვქონდა სერიოული შეცდომები, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებამდე მაინც მივედით და მთავარიც ესაა. იმ ჩავარდნის შემდეგ, რომელიც ჩვენს გუნდს ბოლო მატჩებში ჰქონდა, თამაშის ხარისხს ვაუმჯობესებთ და კრიზისიდან გამოვდივართ. მოვემზადებით ფინალისთვის და ტიტულის მოსაგებად არაფერს დავიშურებთ.

superleague.ge

საქართველოს თასი: ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

დღეს, მიხეილ მესხის სახლეობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები ასე დაწყვილდნენ:

დინამო თბილისი – ცხინვალი

ჩიხურა – სამტრედია

ნახევარფინალური ეტაპის პირვლეი მატჩები 7 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 28 აპრილს შედგება.

„დინამო“ თასის ნახევარფინალში გავიდა

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის საქართველოს თასის განმეორებით 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ინტერესს არაერთი მიზეზის გამო იწვევდა. მათ შორის მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ჩემპიონატში „დინამო“ პირველ ადგილზე იმყოფება და გორელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. გარდა ამისა, პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორივე გუნდი თამაშს დანაკლისით ხვდებოდა – „მტკვრისპირელთა“ რიგებიდან, პირველ რიგში, კაპიტან ნიკა ჭანტურიას გამოყოფა შეიძლება. „ზესტაფონთან“ ჩემპიონატის შეხვედრაში ჭანტურიამ მენისკის ტრავმა მიიღო. გამორიცხული არ არის, მცველმა შემდეგი სეზონის დასაწყისშიც ვერ ითამაშოს. ასევე „ლურჯ-თეთრებს“ ტრავმების გამო შერგელაშვილი და პაპუნაშვილი დააკლდნენ, დისკვალიფიკაციის გამო კი პარუნაშვილმა ვერ ითამაშა. „დილას“ კვლავ ძარია აკლდა, რომელსაც ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. ასევე ტრავმის გამო შეხვედრას მოდებაძე ტოვებდა.

მატჩის დასაწყისშივე „დილასთვის“ კარგი ეპიზოდი შეექმნა – მე-11 წუთზე ნიკა კვეკვესკირმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ძლიერ დარტყმულს ლიბორ ჰრდლიჩკა გაუმკლავდა. 11 წუთში კი სახიფათო ეპიზოდი უკვე გორელთა კართან შეიქმნა – მარცხენა ფლანგიდან მანუელმა ჭანტურიშვილს პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის გვერდით კი ოთარ კაკაბაძე აღმოჩნდა, რომელიც ჭანტურიშვილმა საგოლე გადაცემით მოამარაგა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.70-ე წუთზე გიორგი გველესიანის ძლიერი დარტყმის აღნივნა შეიძლება, მაგრამ მიგინეიშვილის კარი ძელმა გადაარჩინა. შეხვედრის ბოლოს მომენტები სტუმრებსაც ჰქონიათ, მაგრამ მასპინძლებმა თავისთვის სასარგებლო ანგარიშით შენარჩნება მაინც შეძლეს. 1:0 და თბილისელები ნახევარფინალში არიან!

დინამო  – დილა 1:0

გოლი: 1:0 კაკაბაძე 22’

„დინამო“: ჰრდლიჩკა, გველესიანი, რენე, თოთაძე,  კაკაბაძე, ბუკორაცი (ჯანელიძე 52′), ჭანტურიშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 83), მანუელი (ჩირგაძე 62)

„დილა“: მიგინეიშვილი, ბაგაევი, მარიჩი (წიქარიძე 87), კვახაძე, ფალავანდიშვილი, ხურცილავა, გვალია, თექთურმანიძე (ერისთავი 55′), სეთურიძე, კვეკვესკირი (ახალკაცი 82′), გორელიშვილი

გაფრთხილებები: თოთაძე, მანუელი, ხურცილავა – ბაგაევი

გაძევება: ფალავანდიშვილი

დინამო-დილა_7063753

 

ოთარ კიტეიშვილი _759070535

 

დინამო-დილა_70637535

 

ოთარ კიტეიშვილი _75907095

 

დინამო-დილა_7063524324