“იუვემ” ევრას შემცვლელი უკვე იპოვა

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტს, ჯანლუკა დი მარციოს თუ დავუჯერებთ, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა უკვე იპოვეს ევრას შემცვლელი იმ შემთხვევისთვის, თუ ის კლუბის დატოვებას გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პრესაში ბევრს ლაპარაკობენ ევრას უკან, “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნების შესახებ, რაზეც “ბებერმა ქალბატონმა” რეაგირება როგორც სჩანს, უკვე მოახდინა.

საუბარი გვაქვს “შალკეს” მარცხენა მცველზე, სეად კოლაშინაცზე, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კოლაშინაცმა უკვე მოახერხა 2 გოლის გატანა და აქტივში 4 საგოლე გადაცემის ჩაწერა.

“ტოტენჰემი” გელზენკირხენულ “შალკეს” 35 მილიონ ევროს სთავაზობს

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველმა, მაქს მაიერმა კარიერა შესაძლოა ინგლისში, კერძოდ კი ლონდონის “ტოტენჰემში” გააგრძელოს.

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები მზად არიან, მაიერის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროც გაიღონ.

შეგახსენებთ, რომ “მამლები” გერმანელთა 21 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის გადაბირებას გასულ წელსაც სცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ინგლისელები გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებას, რომელმაც ბუნდესლიგის 16 მატჩში ერთი გოლისა და ერთი საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებენ.

ანჩელოტი: “ბაიერნი” თუ წააგებს, ტირილს დავიწყებ და “კლასიკოს” არც კი ვუყურებ”

კარლო ანჩელოტი აპირებს, იმ მილიონობით გულშემატკივართა რიგებში გაერიოს, რომლებიც შაბათს, “კამპ ნოუზე” გასამართ “ელ კლასიკოს” თვალს მიადევნებენ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “ბაიერნი” თავისი მატჩის მოგებას მაოხერხებს.

როგორც იცით, იტალიელი სპეციალისტი მადრიდში ორი წლის მანძილზე მუშაობდა, ამ დროის მანძილზე კი მან ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა – 2014 წელს.

“ვუყურებ თუ არა თამაშს? ეს ჩვენი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. თუ წავაგებთ, ტირილს დავიწყებ და “კლასიკოს” არც კი ვუყურებ.” – განაცხადა “პაპა კარლომ” (ხუმრობით) ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ბაიერნი”, რომელიც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს “მაინცის” წინააღმდეგ, შაბათს გამართავს.

მაქს მეიერი მისდამი “ტოტენჰემის” ინტერესის არსებობას ადასტურებს

გელზენკირხენული “შალეკს” ვარსკვლავი, მაქს მეიერი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლონდონური “ტოტენჰემი” გასულ ზაფხულს მის გადაბირებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელს მერსესაიდულ “ლივერპულსაც” უკავშირებდნენ სეზონის დასაწყისში, თუმცა მან საბოლოოდ ბუნდესლიგაში დარჩენა არჩია, სადაც მან უკვე მოასწრო 14 მატჩის ჩატარება.

“სპურსის” ინტერესებზე საუბრისას, მან განაცხადა: “ვიცი, რომ ჩემდამი ინტერესი არსებობდა, მაგრამ “შალკემ” გზა მაშინვე მომიჭრა. რასაც რა თქმა უნდა მალევე შევეგუე. ჩემს მომავალს მაშინ გადავწყვეტ, როდესაც ამის დრო მოვა.”

მაქსის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2018 წელს იწურება, კლუბი კი აქტიურად ცდილობს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას.

“ბაიერნმა” “შალკე” დაამარცხა (ვიდეო)

სხვ ჩემპიონატების მსგავსად, სნაკრებო პაუზის შემდეგ, განახლდა ბუნდესლიგაც. სადებიუტო მატჩში ერთმანეთს გენზელკეხენის “შალკე” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად დაძაბული იყო, თუმცა გოლი არ გასულა.

მატჩის მეორე ნახევარში “ბაიერნი” უფრო გაააქტიურდა და შეეცადა ანგარიშის გახნსას, საბოლოოდ, ეს 81-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო. “ბაერინი” ბოლო ათი წუთის საწყისში წინ გავიდა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა – მიუნხენელებმა შევხედრის მიწურულს კიდევ ერთი გაიტანეს; 90-ე წუთზე კიმიხმა ორამდე გაზარდა ანგარიში და მის გუნდს ანგარიშით, 0-2 მოაგებინა.

“შალკეს” “ჩელსის” ამომავალი ვარსკვლავი სურს

ძალიან ცოტა რჩება სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე. გუნდები მაქსიმალურ აქტიურობას ცდილობენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენზელკეხენის “შალკეს” “ჩელსის” მცველის, კურტ ზუმას იჯარით აყვანა სურს. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა წინა სეზონში მუხლის ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე უქმობა მოუწია. ახლა ფრანგი ახალგაზრდა ფიტნესდარბაზში ვარჯიშობს და ცდილობს, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს.

“არისტოკრატთა” მთავარ  მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს, სრულყოფილი დაცვა ჰყავდეს. ზუმა კი ჯერ არაა ოპტიმალურ კონდიციებში. თუ იგი “შალკეში” გადავა ნახევარ წლიანი იჯარით, შეეძლება, იქ თამაშით სასურველ ფორმას დაუბრუნდეს და შემდეგ “ჩელსიში” წამოვიდეს.

მათეუსი: “სანემ “მანჩესტერი” მხოლოდ ფულის გამო აირჩია”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი თვლის, რომ ლეროის სანემ “შალკე” “მანჩესტერ სიტიში” მხოლოდ ფულის გამო გაცვალა. ცნობისთვის გეტყვით, რომ “სიტიმ” 20 წლის გერმანელი 45 მილიონ ევროდ შეიძინა.

“სანეს ხელფასი ახლა გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს “შალკეში” იყო. სწორედ ამან იქონია უდიდესი გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.

სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვპოულობ. ის ნამდვილი ტრადიციების მქონე კლუბში თამაშობდა. პირადად მე ვურჩევდი, რომ “შალკეში” კიდევ ერთი სეზონი მაინც დარჩენილიყო. “სიტიში” სანეს გაუჭირდება.

ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ყველაფერი აქვს კარგი კარიერის საწარმოებლად. ის სწრაფია, ტექნიკური და ზეწოლას არ იმჩნევს. თუმცა, მას წარმატების მიღწევა “შალკეშიც” შეეძლო, სადაც ხალხს მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა.

ამიერიდან, მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვეღარ მიაქცევენ. პეპ გვარდიოლა მთელ დროს იმის ცდაში გაატარებს, რომ მისი ფილოსოფია “სიტის” მოარგოს. თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით ვერ წავა, სანეს ყურადღებას არავინ მიაქცევს.”

ოფიციალურად: კოკე ამიერიდან გერმანული “შალკეს” ღირსებას დაიცავს

ესპანური “სევილიას” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, კოკე ამიერიდან გელზენკირხენის “შალკეს” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი “ლურჯებს” სულ რაღაც 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

29 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

ესპანელი მცველი “რაიო ვალენკანოდან” “სევილიაში” გადასვლის შემდეგ (2011), კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ესპანურ კლუბთან ერთად, მან სამჯერ მოახერხა ევროპა ლიგის მოგება.

“სევილიაში” ხორხე სამპაოლის შემდეგ, კოკეს მსგავსად, ანდალუსიური კლუბი ზაფხულში შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: გრეგორჟ კრიხოვიაკი, კევინ გამეირო, ჩირო იმობილე, ევერ ბანეგა და ჟოზე ანტონიო რეიესი.

“ლივერპული” 33,5 მილიონ ევროდ შეფასებული მაიერის გადაბირებას აპირებს

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, მაკს მაიერი “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში მოექცა. გერმანული Bild-ის ცნობით, 20 წლის გერმანელი ფეხბურთელის გადაბირება პირადად იურგენ კლოპს სურს.

გერმანიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულმა” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები “შალკესთან”. ცნობილია ისიც, რომ გელზენკირხენული კლუბი მაიერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ვინმე მის სანაცვლოდ 33.5 მილიონ ევროს გადაიხდის.

გასულ სეზონში, მაიერმა 39-ჯერ მოირგო “შალკეს” მაისური. ამ დროის მანძილზე, მან გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.

ანჩელოტი: “მომდევნო სეზონისათვის ახალი ფეხბურთელის დამატება არ გვჭირდება”

კარლო ანჩელოტიმ ყველასათვის ნათელი გახადა ფაქტი, რომ “ბაიერნ მიუნხენის” ხელმძღვანელები “შალკეს” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლეროი სანეს გადაბირებას არ აპირებენ.

“გუნდი საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული, თითოეული პოზიცია საიმედო ხელშია. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება ახალი ფეხბურთელები მომავალი სეზონისათვის.

ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც უბრალოდ მცირე შანსი უნდა მივცეთ, რათა დაამტკიცონ, რომ “ბაიერნის” მაისურით თამაშს იმსახურებენ.”

Daily Mirror: სანეს მომავალი ევრო 2016-ის შემდეგ გადაწყდება

ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ, გელზენკირხენის “შალკეს” ფეხბურთელი და “მანჩესტერ სიტის” სამიზნე, ლეროი სანე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი მომავლის შესახებ. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Mirror ავრცელებს.

როგორც იცით, პეპ გვარდიოლას “სიტი” შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც სანეს გამოყენებას აპირებენ. თუმცა, გერმანულ კლუბს ამ საგაში მონაწილეობის მიღება არ სურს.

ამ დროისთვის ლეროი სანე საფრანგეთში, გერმანიის ნაკრებთან ერთად იმყოფება. “შალკემ” კლუბის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს რამოდენიმე კვირა მისცა მოსაფიქრებლად – ტურნირის დასრულების შემდეგ კი 20 წლის ფორვარდი სამშობლოში კონკრეტული მიზნით უნდა დაბრუნებულიყო.

“შალკეს” აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან ჰაიდელმა Bild-თან საუბრისას განაცხადა: “ლეროი სანემ ფუნდამენტალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.

“შალკეს” კონკრეტული პასუხები ესაჭიროება.”

ოფიციალურად: ნალდომ “ვოლფსბურგი” დატოვა და გელზენკირხენში გადაბარგდა

“შალკეს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გელზენკირხენულმა კლუბმა “ვოლფსბურგის” 33 წლის მცველი, ნალდო გადაიბირა.

გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც “შალკეში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, კლუბთან 2018 წლამდე ითანამშრომლებს. თუმცა კონტრაქტში არის პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ დროს შესაძლოა კიდევ ერთი წელი დაემატოს.

“როგორც კი გავიგეთ, რომ ნალდოს შეძენა შესაძლებელი იყო, საქმეში მაშინვე ჩავერთეთ. ჩვენს ახალგაზრდა და ნიჭიერ გუნდს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი, როგორიც ნალდოა აუცილებლად გამოადგება.” – განაცხადა “შალკეს” სპორტულმა დირექტორმა.