“შალკემ” დი მატეო გაათავისუფლა

რობერტო დი მატეო გელზენკირხენის “შალკეს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

“ხუმარები” გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ჰამბურგთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ და სეზონი მეექვსე პოზიციაზე დაასრულეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გერმანიის თასს დორტმუნდის “ბორუსია” მოიგებს, “შალკე” ევროპის ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. თუ თასი “ვოლფსბურგს” დარჩება, გელზენკირხენელები ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ დი მატეო “შალეკს” 2014 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. კონტრაქტი 2017 წლამდე იყო გაფორმებული.

 

„შალკეს“ დი მატეოს გათავისუფლება შეუძლია

იტალიელი სპეციალისტი რობერტო დი მატეო, შესაძლოა, ზაფხულში უმუშევარი დარჩეს.

გელზენკირხენური კლუბის სპორტული დირექტორი ხორსტ ხელდტი გუნდის მიერ დასრულებული სეზონის უკმაყოფილო დარჩა. „შალკე“ ბოლო ტურში „ჰამბურგთან“ დამარცხდა, რის გამოც იტალიელი სპეციალისტის წასვლის შანსი იზრდება.

ცნობისთვის, 2014/15 წლის სეზონი „შალკემ“ მეექვსე ადგილზე დაასრულა.

იხილეთ გერმანიის ჩემპიონატის საბოლოო სატურნირო ცხრილი

ბუნდესლიგა. “დორტმუნდმა” მოიგო, “შალკე” “ჰამბურგთან” დამარცხდა

დღეს დასრულდა გერმანიის 34-ე ტურის მატჩები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის სეზონი დასრულებულია. ჩემპიონი მიუნხენის “ბაიერნი” გახდა, ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ “ვოლფსბურგი” და “ბორუსია მიონიხგლადბახი”, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა “ლევერკუზენს” მოუწევს. “პადებორნი” და “ფრაიბურგი” ქვედა ლიგაში ჩაღზევდნენ, მათ მრავალწლიანი სეზონების შემდეგ “ჰამბურგიც” მიჰყვა.

“ბორუსია დორტმუნდი” 3:2 “ვერდერი”

გოლი: კაგავა ’15; ობამეიანგი ’17; მხითარიანი ’42 – ოზტუნალი ’27, სელასიე ’85

“ბორუსია მ” 1:3 “აუგსბურგი”

გოლი: რაფაელი ’36 – ჰოიებერგი ’72, მატავზი ’77, მიოლდერსი ’90

“აინტრახტი” 2:1 “ლევერკუზენი”

გოლი: სეფეროვიჩი ‘4, მადლუნგი ’39 – ბელარაბი ‘6

“კიოლნი” 2:2 “ვოლფსბურგი”

გოლი: ისაკო ‘3, კნოხე ’61(ს.კ) – გუსტავბო ‘8, პერიშიჩი ’15

“ჰამბურგი” 2:0 “შალკე”

გოლი: ოლიჩი ’49, რაიკოვიჩი ’58



“ჰანოვერი” 2:1 “ფრაიბურგი”

გოლი: კიოკაიტე ‘3, კრმას ’84(ს.კ) – პეტერსენი ’90

“ჰოფენჰაიმი” 2:1 “ჰერტა”

გოლი: მოდესტე ‘8, ფირმინო ’80 – ბეერენსი ’72

“პადებორნი” 1:2 “შტუტგარტი”

გოლი: ვუჩინოვიჩი ‘4 – დიდავი ’36, გინჩძეკი ’72

“ბაიერნი” 2:0 “მაინცი”

გოლი: ლევანდოვსკი ’25(პ), შვაინშტაიგერი ’48

ბოატენგს „მილანში“ დაბრუნება სურს

„შალკე 04“-ის ნახევარმცველის კევინ-პრინს ბოატენგის თქმით, მას „მილანში“ დაბრუნების სურვილი აქვს.

„ქალაქი მილანი მიყვარს და იქ სიამოვნებით დავბნრუნდებოდი. ჩემი გერლფრენდი აქ მუშაობს. შვებულების დაწყების შემდეგ ყველაფერს ჩემი კონტროლის ქვეშ ავიღებ.

როდესაც „მილანში“ ვთამაშობდი, ჩინებული გუნდი გვყავდა. მის შემადგენლობაში ჩემპიონები გამოდიოდნენ.

დღევანდელი გუნდის ხილვა ძალიან ძნელია, თუმცა მსგავსი უსიამოვნება ბევრ კლუბს მოსდის.

„შალკედან“ იმიტომ გამაგდეს, რომ ჩემი აღარ სჯერათ. გუნდი ჩემპოიონთა ლიგაზე თამაშობდა, თუმცა ახლა მას პრობლემები აქვს“, – განაცხადა განელმა.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგი „მილანში“ 2010 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა.

დი მატეო “შალკეში” რჩება

გელზენკირხენთა თავკაცი, რობერტო დი მატეო მომავალ სეზონშიც გუნდში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ კლუბში იტალიელი სპეციალისტი გასული წლის ოქტომბერში მივიდა, სადაც იანს კელერი შეცვალა.

29-ე ტურის შემდეგ, “შალკე” სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს და პრაქტიკულად დაკარგეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი.

თუმცა, როგორც კლუბის დირექტორი ჰორსტ ჰელტი Bild-თან ამბობს, დი მატეო გააგრძელებს გუნდში მუშაობას.

ხედირას აგენტი „ბარსელონას“ დაუკავშირდა

მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის სამი ხედირას აგენტმა თავისი კლიენტი კატალონიის „ბარსელონას“ შესთავაზა. ამის შესახებ ცნობას ბრიტანული გამოცემა „დეილი სტარის“ ჟურნალისტები ავრცელებენ.

სეზონის დასრულების შემდეგ სამი თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას ის უკვე ახლა აწარმოებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების წევრის შეძენის სურვილი არაერთ კლუბს აქვს, რომელთა შორისაც „შალკე“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ინტერი“ არიან.

შეგახსენებთ, რომ ხედირა „რეალში“ 2010 წელს გადავიდა.

“შალკე” “ლევერკუზენთან” დამარცხდა

გერმანული ბუნდესლიგის 26-ე ტურში გელზენკირხენის “შალკემ” ლევერკუზენის “ბიაერს” უმასპინლა.

შეხვედრა სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. მატჩის ბედი 35-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომლის ავტორიც 35-ე წუთზე ბელარაბი გახდა.

ამ გამარჯვებით ლევერკუზენელებმა 45 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიციაზე გადავიდნენ, “შალკე” კი 39-ით მეხუთეზე დარჩა.

Marca: ხედირა “რეალს” დათანხმდა

“რეალის” ნახევარმცველი, სამი ხედირა გელზერკინხერულ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა.

როგორც იცით, გერმანელს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ხოლო კლუბი სამისთან მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

ხედირასადმი ინტერესს ბევრი კლუბი იჩენდა, თუმცა Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა “შალკე” აირჩია.

პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაციები მხარეების შეთანხმების შესახებ, თუმცა გარიგების დეტალები არ ხმაურდება.

“შალკემ” ნასტასიჩი გამოისყიდა

სერბი მცველი ნემანია ნასტასიჩი სეზონის დასრულების შემდეგ “შალკეში” დარჩება. შეგახსენებთ, რომ 21 წლის მცველი გელზენკირხენულ კლუბში “მანჩესტერ სიტიდან” იჯარის წესით გადავიდა. დღეს კი, გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ “შალკემ” მოთამაშე გამოისყიდა და მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

“ბედნიერი ვარ, რომ “შალკეში” დავრჩები. გუნდმა პირველივე დღიდან კარგად მიმიღო და თავი კოლექტივის ნაწილად ვიგრძენი. მომავალში “შალკეს” მიზნების მიღწევაში მინდა დავეხმარო” – ანაცხადა ნასტასიჩმა.

არაოფიციალური ინფორმაციით მანჩესტერულმა კლუბმა სერბი მცველის სანაცვლოდ 9,5, მილიონი ევრო მიიღო.

 

ჰუნტელაარი: „მეტის მიღწევა შეგვეძლო“

გელზენკირხენის „შალკე 04“-ის თავდამსხმელის კლას იან ჰუნტელაარის აზრით, მის გუნდს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ რაუნდში მეტის მიღწევა შეეძლო.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი თამაშის ხარისხით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეტის მღწევა შეგვეძლო. გოლებს საკმაოდ ადვილად ვუშვებდით, შესვენებაზე უპირატესობით უნდა გავსულიყავიტ. დღეს მეტოქეს თავი კომფორტულად ნამდვილად არ უგრძვნია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

დი მატეო: „ცოტა არ გაგვიმართლა“

„შალკეს“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ „რეალთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი შეაფასა.

„ჩვენ ამ დაპირისპირებაში ცოტა არ გაგვიმართლა: ორივე მატჩში ბურთი ძელს გავარტყით. რონალდუმ პირველ შეხვედრაში ბევრი რამ გაარკვია.

თუმცა, „რეალს“ პრობლემები მაინც შევუქმენით. მეტოქისთვის ეს მძიმე თამაში გამოდგა. მარცხის მიუხედავად, ანჩელოტი ჩემთვის კვლავ ტოპ მწვრთნელია“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

“არსენალს” ბოატენგი სჭირდება

“არსენალი” დაინტერესებულია “ტოტენჰემისა” და “მილანის” ექს-ნახევარმცველით, რომელიც “შალკეს” არ სჭირდება.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კევინ-პრინც ბოატენგი არ შედის რობერტო დი მატეოს გეგმებში. განელი შემტევი გელზერკინხერულ კლუბს ზაფხულში დატოვებს.

TMW-ის ვერსიით, “არსენალი” ამზადებს წინადადებას 27 წლის შემტევის ტრანსფერის თაობაზე.

მიმდინარე კონტრაქტი კევინ-პრინცს ნახევარ წელში უმთავრდება, ხოლო ლონდონში თვლიან, რომ გარიგებისთვის 10 მილიონი ფუნტი საკმარისი იქნება.