სერენა უილიამსი სიმონა ხალეპთან უშანსოდ დამარცხდა

ჩოგბურთში ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი გრძელდება. დღეს წითელი ჯგუფის ერთი მატჩი შედგა, რომელის საინტერესო შედეგით დასრულდა. ამერიკელი სერენა უილიამსი რუმინელ სიმონა ხალეპს შეხვდა და ორ სეტში 0:6, 2:6 დამარცხდა.

დღის მეორე მატჩი ამ ჯგუფში სულ მალე დაიწყება. თბილისის დროით, 15 საათსა და 30 წუთზე ერთმანეთს სერბი ანა ივანოვიჩი და კანადალი ეუჟენი ბუშარი დაუპირისპირდებიან.

ხვალ კი, ხალეპი მეორე მატჩის მონაწილეს ანა ივანოვიჩს შეხვდება.

რაც შეეხება თეთრს ჯგუფს, მისი მატჩები ხვალ, თბილისის დროით, დილის 08:00 საათზე დაიწყება.

სერენამ მორიგი ტიტული მოიგო

გუშინ, თურქეთის ქალთა ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ამერიკელი სერენა უილიამსი და ჩინელი ნა ლი დაუპირისპირდნენ. თამაში მსოფლიოს პირველი ჩოგანის გამარჯვებით 2:6, 6:3, 6:0 დასრულდა.

წარმოგიდგენთ აღნიშნული შეხვედრის მიმოხილვას:

უილიამსმა რადვანსკას სძლია, აზარენკა იანკოვიჩთან დამარცხდა

გუშინ, სტამბულის შემაჯამებელი ქალთა ტურნირის წითელ ჯგუფში მეორე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მსოფიოს პირვლეი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი და პლანეტის მეოთხე ჩოგანი, პოლონელი აგნეშკა რადვანსკა შეხვდნენ. მატჩი სერენას გამარჯვებით 6:2, 6:4 დასრულდა.

თეთრი ჯგუფის მეორე ტურის მატჩებში გამარჯვება ნა ლიმ და ელენა იანკოვიჩმა მოიპოვეს. ჩინელმა ჩოგბურთელმა იტალიელი სარა ერანი 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო სერბმა მსოფლიოს მეორე ჩოგანს ვიქტორია აზარენკას 6:4, 6:3 სძლია.

დღეს, წითელი ჯგუფში ერთმანეთს აგნეშკა რადვანსკა და ანგელიკ კერბერი დაუპირისპირდებიან, ხოლო სერენა უილიამსის მეტოქე პეტრა კვიტოვა იქნება. თეთრ ჯგუფში  მხოლოდ ერთი მატჩი შედგება, რომელშიც ნა ლი ელენა იანკოვიჩის დამარცხებას შეეცდება.

უილიამსმა ფინალურ შეხვედრაში ადვილად იმარჯვა

როგორც იცით, დღეს, პეკინის კაცთა ტურნირის ფინალური შეხვედრა შედგა, რომლის გამარჯვებულიც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. გადამწყვეტი მატჩი ქალთა ტურნირზეც გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ამერიკელი სერენა უილიამსი და სერბი ელენა იანკოვიჩი დაუპირისპირდნენ.

საბოლოო ჯამში, თამაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საკმაოდ ადვილად 6:2, 6:2 მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წელს 32 ჩოგბურთელმა მეათე ტიტული მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი

იანკოვიჩი და უილიამსი ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან

დღეს, პეკინში მიმდიანრე ქალთა ტურნირს 1/2 ფინალური შეხვედრები შედგა. წარმოგიდგენთ მათ შედეგებს.

პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 9) – ელენა იანკოვიჩი (სერბეთი, 8) – 7:5 (7), 1:6, 1:6

სერენა უილიამსი – აგნეშკა რადვანსკა – 6:2, 6:2