“მანჩესტერ სიტიდან” “ბარსელონაში” გადასულმა სერხიო აგუერომ ინგლისური კლუბის პერსონალს ძვირადღირებული საჩუქრები დაურიგა.
პირველ გუნდთან მომუშავე 60-მა თანამშრომელმა აგუეროსგან მინიმუმ ათას ფუნტად ღირებული Hublot-ის ან Tag Heuer-ის საათები მიიღო. არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ სიტის” პერსონალისთვის გათამაშებაც მოაწყო და საკუთარი ავტომობილი Range Rover Evoque გაათამაშა.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუეროს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი ამოეწურა. 32 წლის არგენტინელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბარსელონას” შეურთდა. მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულოება ძალაში პირველ ივლისს შევა და 2023 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად ასი მილიონი ევრო ჩაიწერა.