ბუსკეტსი “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩზე: “ურთულესი ბრძოლა გველის”

“ლას პალმასთან” გამართულ საგარეო მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ (1-1), სერხიო ბუსკტესმა “ატელტიკოსთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც წაგების შემთხვევაში, “ბარსელონასა” და მადრიდელებს შორის სხვაობა 2 ქულამდე შემცირდება.

“ჯერ კიდევ დაწინაურებულ პოზიციაში ვიმყოფებით, თუმცა კვირას ურთულესი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს,” – აცხადებს ბუსკეტსი, რომელიც რამდენიმე წელია, რაც “ბარსელონას” ლიდერის ფუნქციებს ასრულებს.

სამწუხაროდ, უმნიშვნელოვანეს მომენტში ორი ქულა დავკარგეთ, თუმცა ვიცოდით, რომ “ლას პალმასთან” იოლი მატჩი არ გველოდა. ასე რომ, ჯერ ბრძოლა არ დასრულებულა,” – აცხადებს ბუსკეტსი.

გვარდიოლას “ბარსელონას” ლიდერი სურს

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” გაძლიერება ესპანელთა ნახევარმცველით სურს.

ამის შესახებ ინფორმაციას Don Balon-ი ავრცელებს და წერს, რომ ბუსკეტსის სანაცვლოდ ქალაქელები 56 მილიონ ფუნტს ამზადებენ. ამპულით ჩამშლელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსყიდვის თანხა 200 მილიონი ფუნტია, თუმცა, გვარდიოლას აზრით, ზევით დასახელებული თანხა საკმარისი იქნება მოსალაპრაკებლად. თუ კატალონილებს ზამთარში კოუტინიოს გადაბირება სურთ, აღნიშნული შემოთავაზება აუცილებლად უნდა განიხილონ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2008 წლის შემდეგ გამოდის. 29 წლის ფეხბურთელმა ამ პერიოდში 455 შეხვედრა ჩაატარა.

ბუსკეტსი: “ასე ფიქრი უაზრობაა…”

კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმა მადრიდის “რეალთან” “კამპ ნოუზე” განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა (1-3, ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი).

“უსიამოვნო შემთხვევა იყო. რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით და 3-1 წავაგეთ. მეტოქე საჭირო დროს ზუსტად მოქმედებდა და შედეგცი ასეთი მივიღეთ.

მატჩის პირველ ნახევარში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ გაშვებულმა გოლმა აგვრია. თამაში გავხსენით, “რეალის” კონტრ-შეტევების შეჩერება კი თითქმის შეუძლებელია.

კონკრეტული ფეხბურთელის გამო არ წაგვიგია, ასე ფიქრი უაზრობაა. სამი გოლის გატანა ადვილი არ იქნება, მაგრამ გუნდი ყველაფერს გააკეთებს სასურველი მიზნის მისაღწევად,” – აცხადებს ბუსკეტსი.

სერხიო ბუსკეტსმა ხუთი გამორჩეული ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა

კატალონიური “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, სერხიო ბუსკეტსმა ხუთი გამორჩეული ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა.

“დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი კარგი ნახევარმცველია და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური სტილი გამოარჩევს.

ჩემს პოზიციაზე კაზემიროს დავასახელებდი, რომელიც ბოლო დროს ბრწყინვალედ ასპარეზობს. ბრუნო სორიანოსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა “ვილიარეალში”. ნგოლო კანტე კი ნემანია მატიჩთან და ანდერ ერერასთან ერთად პრემიერ ლიგაში ბრწყინავდა,” – აცხადებს ბუსკეტსი.

სერხიო ბუსკეტსი “ეიბართან” მატჩში მძიმედ დაშავდა (ვიდეო)

“ეიბარს” და “ბარსელონას” შორის გამართული დაპირისპირება სტუმართათვის ძალიან ცუდად დაიწყო – მატჩის მერვე წუთზე კატალონიელთა ესპანელმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

ესპანელმა ფეხბურთელმა დაზიანება ესკალანტესთან შეჯახებისას მიიღო. ბუსკეტსმა მოედნის ფარგლები საკაცის დახმარებით დატოვა. მას პირველადი შემოწმება უკვე ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენ ხანს დაჰყოფს ის ლაზარეთში.

ოფიციალურად: “ბარსელონას” ვარსკვლავმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძილვა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეცმა “ბლაგურნასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც გაირკვა, სერხიო კლუბში 2021 წლამდე დარჩება. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ახალ კონტრაქტს აქვს 2023 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივა.

ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელი “ბარსას” პირველ გუნდში 2008 წლიდან გამოდის.

ოფიციალურად: „ბარსელონამ“ ბუსკეტსთან გაახანგრძლივა

ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა „ბარსელონასთან“ კოტნრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, რის შესახებაც კატალონიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

„ბარსელონას“ მაისურით ბუსკეტსის დებიუტი 2008 წლის სექტემბერში შედგა. 27 წლის ნახევარმცველმა ამ პერიოდში ყველა ტურნირზე, ჯამში, 384 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. „ბლაუგრანასთან“ ერთად ფეხბურთელმა ექვსჯერ ლა ლიგა, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ ესპანეთის თასი მოიგო.

“პსჟ-ს” პოგბაზე მეტად ბუსკეტსის გადაბირება სურს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული “პარის სენ-ჟერმენი” ზაფხულში კვლავ ეცდება სერხიო ბუსკეტსის გადაბირებას, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ღირსებას იცავს.

აქამდე  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფრანგებმა უკვე გაუგზავნეს კლუბს ოფიციალური შეთავაზება ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა კლუბისგან უარი მიიღეს.

წყაროს ცნობით, პარიზელთა თავკაცს, ლორან ბლანს პოლ პოგბაზე მეტად ბუსკეტსის გადაბირება სურს.

ბლანს მხარს კლუბის ხელმძღვანელობაც უჭერს, გამომდინარე იქიდან, რომ ტიაგო მოტა სულ მალე გახდება 34 წლის, მარკო ვერატის გადაბირებასთან კი ტურინის “იუვენტუსია” ახლოს.

ბუსკეტსა და თურანს ანგინა შეეყარათ

“ბარსელონას” ნახევარმცველებს — სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ორივე ფეხბურთელს ანგინა შეეყარა, რის გამოც ბოლო ვარჯიში გამოტოვეს.

სერხიო ბუსკეტსი და არდა თურანი ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩს, სავარაუდოდ, გამოტოვებენ. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს ჩატარდება.

 

პსჟ ბუსკეტსს აკვირდება – „Football Espana“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა, რის შესახებაც „Football Espana“ წერს.

27 წლის შუახაზელი შემდეგი სეზონისთვის, შესაძლოა, პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდეს. ამავდროულად, ფეხბურთელი ამჟამად „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელების ვარიანტსაც განიხილავს.

სათქმელია, რომ ბუსკეტსს დიდი სხვა წამყვანი კლუბების წინადადებები აქამდეც ჰქონია.

აბიდალი: “ვინც ეს სია შეადგინა, ფეხბურთში ვერ ერკვევა”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა უეფას წლის სიმბოლური გუნდის გაფართოებული სია გააკრიტიკა. ფრანგის თქმით, 40 პრეტენდენტს შორის აუცილებლად უნდა დაესახელებინათ კატალონიური გუნდის ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი.

“ვინც ეს სია შეადგინა, ფეხბურთში ვერ ერკვევა, რადგან ბუსკეტსი არ შეიყვანა”, – ციტირებს აბიდალის სიტყვებს sport-english.com-ი.

ცნობისათვის, გაფართოებულ სიაში “ბარსელონას” რვა ფეხბურთელია მოხვედრილი: ხავიერ მასკერანო, ჟერარ პიკე, დანიელ ალვესი, ანდრეს ინიესტა, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი, ნეიმარი, ლიონელ მესი.

 

ბუსკეტსი: “ამას არავინ ელოდა”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა.

“ძალზედ ბედნიერი ვარ, ამას არავინ ელოდა. ეს გამარჯვება კიდევ უფრო გვაძლიერებს. გუნდი ისტორიის წერას განაგრძობს.

კარგად ვითამაშე, მაგრამ იმედია, ყოველივე საუკეთესო წინ მაქვს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და სხვადასხვა ასპექტების გაუმჯობესება შემიძლია”, – აღნიშნა ბუსკეტსმა.