“რეალის” ფანები ხელმძღვანელობას: “სასწრაფოდ გაყიდეთ რამოსი!”

“გალაქტიკოსის” ფანებში არ იქნება პანიკა, თუ ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელი “მანჩესტერს” შეუერთდება.

ესპანური გამოცემა AS-ის გამოკითხვის შედეგად, 55%-ს სურს სასწრაფოდ გაიყიდოს რამოსი ინგლისში, ფინანსური თვალსაზრისის გამო.

მადრიდში რამოსი 7.5 მილიონს იღებს, ხოლო ახლა 10 მილიონის მიღება სურს. “მანჩესტერი” მზადაა 29 წლის მცველს დაუკმაყოფილოს მოთხოვნები, რომლის სანაცვლოდაც 65 მილიონს იხდის.

აღსანიშნავია, რომ რამოსის წასვლას შეიძლება, იკერ კასილიასის გაშვებაც დაერთოს, რას იმას ნიშნავს, რომ “რეალის” სასტარტო გუნდში ესპანელი აღარ ითამაშებს. კოსტა რიკელის, ბრაზილიელის, ფრანგის, პორტუგალიელის, გერმანელის, ხორვატის, უელსელის და კოლუმბიელის ხილვის შემდეგ, “თეთრების” ფანებს ესპანელი ფეხბურთელისადმი ენთუზიაზმი ექნებათ.

“ბაიერნი” მზადაა “მანჩესტერს” ოცნება დაუმსხვრიოს

გერმანული გიგანტი აპირებს სერხიო რამოსის ხელში ჩაგდებას, რომლისთვისაც “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი ხანია იბრძვის.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ბაიერნი” არ აპირებს 25 წლის დუგლას კოშტას ტრანსფერზე გაჩერებას და ისინი ლუის ვან გაალზე გეგმების ჩაშლას ეცდებიან.

ეს ინფორმაცია “დეილი სთარის” ჟურნალისტმა, პიპი ესტრადამ გაავრცელა.

“მართალია, “მანჩესტერი” ამ ბრძოლაში ფავორიტია, მაგრამ “ბაიერნი” თავის სიტყვას იტყვის და ესპანელის გადაბირებას ეცდება”.

ცოტა ხნის წინ, “რეალმა” “იუნაიტედის” 35 და 42 მილიონიანი შეთავაზებები უარყო. ისინი 28 წლის უკანახაზელში 65 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

ბენიტესმა პერესს ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა

მადრიდის “რეალის” ახალი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი თვლის, რომ კარს მომდგარი სეზონის დაწყებამდე გუნდს გაძლიერება სჭირდება.

ესპანური პრესის ცნობით, ესპანელმა თავკაცმა “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ნახევარმვცველის და მარჯვენაფლანგელის შეძენა სთხოვა. ბენიტესი ჯერ სატრანსფერო ბაზრის შესწავლას და საბოლოო არჩევანის გაკეთებას მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს.

შეგახენებთ, რომ ბურუსითაა მოცული სერხიო რამოსის საკითხიც, რომელთანაც მადრიდელები ახალი კონტარქტის გაფორმებას ვერ ახერხებენ.

რამოსის დედამ შვილის მომავლის შესახებ ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მოთამაშის დედამ პაკი გარსიამ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ის დარჩება. „რეალი“ ყველაზე მაღლა დგას. „მანჩესტერ იუნაიტედი“? არამგონია. მას ესპანეთში ცხოვრება სურს“, – განაცხადა რამოსის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ევროპული პრესა სერხიოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერის შესახებ აქტიურად წერდა.

“მანჩესტერ სიტი” “მანჩესტერ იუნაიტედს” რამოსის ტრანსფერში შეეცილება

ორი მანჩესტერული გიგანტი ესპანელი მცველის გაფორმებას ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” “წითელ ეშმაკებს” სერხიო რამოსის შეძენაში შეეცილება. “ქალაქელები” დაუკავშირდნენ “სამეფო გუნდის” წარმომადგენლებს და გაარკვიეს შესაძლო ტრანსფერის დეტალები.

მანამდე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ორჯერ გააგზავნა, 35 და 42 მილიონიანი შეთავაზებები, თუმცა “რეალმა” ორივე უარყო. ცნობილი გახდა, რომ “გალაქტიკოსი” გამოცდილ უკანახაზელს 65 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ სერხიომ “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება დატოვება მიმდინარე ზაფხულს გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.

ბენიტესს რამოსის დაკარგვა არ სურს

ესპანური პრესის ცნობით “რეალის” მენეჯმენტმა და სერხიო რამოსმა მოლაპარაკებების მცირე ხნით შეწყვეტა გადაწყვეიტეს. შეგახსენებთ, რომ კლუბი და გამოცდილი მოთამაშე ახალი კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ვერ ახერხებე შეთანხმებას.

ამავდროულად, კლუბის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ 29 წლის მცველის თაობაზე არც ერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

ცნობილი ხდება, რომ მადრიდელთა ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა “რეალის” მენეჯმენს რამოსის შესანარჩუნებლად ყველაფრის გაკეთება სთხოვა.

უახლოეს მომავალში მწვრთნელი სერხიოსთან შეხვედრასაც აპირებს.

რამოსს “რეალის” დატოვება სურს

მადრიდის “რეალის” ცენტრალურ მცველს “სანტაგო ბერნაბეუს” დატოვება სურს.

19 წლის რამოსი “რეალს” 2005 წელს, 27 მილიონ ევროდ “სევილიადან” შეუერთდა.

ბოლოს სერხიომ “სამეფო გუნდთან” 2011 წელს გააუმჯობესა ხელშეკრულება. ამჟამად, ფეხბურთელი წელიწადში 5.5 მილიონს იღებს და გუნდში ხელფასის მიხედვით მეხუთეა.

გამოცდილი უკანახაზელი ფლორენტინო პერესს ჯამაგირის გაზრდას თხოვს, თუმცა გუნდის ბოსი “ლა დესიმას” მთავარ შემოქმედს უარს ეუბნება.

მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე იანვარში დაიწყო, მაგრამ თუ ყველაფერი ამ ტემპში გაგრძელდა, სერხიო რამოსი “რეალს” აუცილებლად დატოვებს.

ვინ შეცვლის რამოსს? “რეალი” მცველს ეძებს

მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროში “ვალენსიას” უკანახაზელი, შკოდრან მუსტაფი მოხვდა, რომელიც სერხიო რამოსის წასვლის შემთხვევაში მის შემცვლელად მოიაზრება.

“ღამურებმა” 23 წლის გერმანელი გასულ წელს “სამპდორიასგან” 8 მილიონ ევროდ იყიდეს და კონტრაქტი 2019 წლამდე გაუფორმეს.

გასული სეზოის 33 შეხვედრაში მუსტაფის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მუსტაფისთან ერთად “რეალის” ხელმძღვანელები ნიკოლას ოტამენდის, ლეონარდო ბონუჩის და ლორან კოსიელნის კანდიდატურებსაც განიხილავენ.

 

“მანჩესტერის” სუპერ შეთავაზება სერხიო რამოსს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა სერხიო რამოსის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს.

ესპანური პრესის ცნობით მანჩესტერელები ესპანეთის ნაკრების შეტმტევს 5 სეზონში ხელფასის სახით 55 მილიო ევროს სთავაზობენ. “მანჩესტერში” გადასვლის შემთხვევაში რამოსი პირველ სეზონში 12 მილიონ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამოსი “რეალთან” ფინანსურ დეტალებზე შეთანხმებას ვერ აღწევს. ესპანელს წელიწადში 10 მილიონის აღება სურს, ფლორენტინო პერესი კი მას 7,5-ს სთავაზობს.

კიდევ ერთი წარუმატებელი მოლაპარაკება: “რეალი” რამოსს ვერ უთანხმდება

ესპანელი მცველის სხვა გუნდში გადასვლა დღითიდღე რეალური ხდება.

რამოსი, რომლის შეძენითად “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება, “რეალთან” ვერ ახერხებს ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას. სერხიოს ძმა, რენე რამოსი უკმაყოფილოა ფლორენტინო პერესის შეთავაზებით და დიდი ალბათობით, 29 წლის უკანახაზელი ზაფხულში გუნდს შეიცვლის.

რამოსს დიდად არ სურს “სამეფო გუნდის” დატოვება, მაგრამ გამოცდილი მცველი არ აპირებს ამ პირობებში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ასპარეზობას.

“იმის გათვალისწინებით, რასაც “რეალი” რამოსს სთავაზობს, სერხიო გუნდში არ დარჩება. რამოსს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ის, რასაც პერესი მას სთავაზობს, რამოსისთვის აბუჩად აგდებაა,”-განაცხადა რენე რამოსმა.

რამოსმა “რეალს” უარი უთხრა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა სერხიო რამოსთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს. ესპანური პრესის ცნობით, გმაოცდილ მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

“სამეოფო კლუბის” პრეიზდიენტმა, ფლორენტინო პერესმა რამოსს ხელფასის სახით წელიწადში 7,5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს 10 მილიონი სურს.

შეგახსენებთ, რომ უცხოური მედია აქტიურად საუბრობს რამოსის “მანჩესტერში” გადაბარგების ალბათობაზე, თუმცა თავად რამოსს კლუბის შეცვლა არ სურს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” სუპერ წინადადებას ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედში” “რეალიდან” სერხიო რამოსის შეძენის იდეას კვლავ განიხილავენ.

ესპანური პრესის ცნობით ინგლისელები ესპანეთის ნაკრების მცველის სანაცვლოდ მზად არიან “რეალს” დავიდ დე ხეასთან ეღთად 30 მილიონი ევრო შესთავაზონ. თავად რამოსს კი “მანჩესტერში” ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

რამოსი “რეალის” ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავს. მადრიდული კლუბის ღირსება მან 400-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა, თუმცა ახლა მას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ხელმძღავანელობასთან გარკვეული პრობლემები შეექმნა.

ცნობილია, რომ დე ხეას “მანჩეესტერთან” კონტრაქტი 2016 წლის ივნისში უსრულდება. 24 წლის მეკარე მადრიდში გადაბარგების სურვილს არ მალავს.