რომელი გუნდები იღებენ მონაწილეობას ემირატების თასის 2017 წლის გათამაშებაში?

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ლონდონის “არსენალის” სტადიონზე კვლავ უმასპინძლებს ემირატების თასის გათამაშებას, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

როგორც იცით, ემირატების თასი წინასაზენო, მინი-ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას “არსენალი” და მათ მიერ მოწვეული სამი უცხოური კლუბი იღებს მონაწილეობას.

წელს ლონდონელებმა გერმანული “ლაიფციგი”, ესპანური “სევილია” და პორტუგალიური “ბენფიკა” მოიწვიეს. მატჩები 29-30 ივლისს გაიმართება.

“ლაიფციგი” – “სევილია”, “არსენალი” – “ბენფიკა” – 29 ივლისი
“ლაიფციგი” – “ბენფიკა”, “არსენალი” – “სევილია” – 30 ივლისი

“სევილია” ჰოლგერ ბადშტუბერის ტრანსფერზე მუშაობს

ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ავტორიტეტული წყარო, Transfermarkt იუწყება, რომ ესპანრი “სევილიას” ხელმძღვანელები ჰოლგერ ბადშტუბერის წარმომადგენლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, 28 წლის ბადშტუბერსა და მიუნხენის “ბაიერნს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2017 წლის ივნისის ბოლოს ამოეწურა, თუმცა გერმანელმა ფეხბურთელმა ახალი კლუბი ჯერაც ვერ იპოვა.

გერმანული წყაროს ცნობით, ბადშტუბერის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “დალაქები” ყურადღებას 15 მილიონ ევროდ შეფასებულ ელიაკიმ მანგალაზე გადაიტანენ.

ოფიციალურად: იბორა “ლესტერში” ითამაშებს (ფოტო)

ესპანური “სევილიას” ნახევარმცველი, ვისენტე იბორა ამიერიდან კარიერას ინგლისურ პრემიერ ლიგაში, 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონი გუნდის, “ლესტერის” რიგებში გააგრძელებს.

“მელიების” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, იბორამ ინგლისურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მხარეები ტრანსფერის ფასის შესახებ არაფერს ამბობენ, მაგრამ სანდო წყაროს ცნობით, 29 წლის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “დალაქებმა” 12 მილიონი ფუნტი მიიღეს.

“ლესტერმა” “სევილიას” კაპიტანი გადაიბირა

ესპანური “სევილიას” კაპიტანი, ვისენტე იბორა ამიერიდან კარიერას “ლესტერ სიტის” რიგებში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა შეთანხმებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს – Leicester Mercury-ს ცნობით, “ლესტერმა” იბორას სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

იბორა “დალაქების” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან ესპანური კლუბის მაისურით 172 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

“სევილია” “სამპდორიას” თავდამსხმელის ტრანსფერში 22 მილიონს იხდის

“სამპდორიას” თავდამსხმელმა, ლუის მურიელმა შესაძლოა, კარიერა ესპანურ “სევილიაში” გაავრცელოს. ამ ინფორმაციას Sky Italia-ს რედაქცია ადასტურებს.

წყაროს ცნობით, “სევილია” მზადაა “ვალენსიასა” და “ლაციოს” სამიზნეში 22 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც შესაძლოა, 6 მილიონიც დაემატოს ბონუსების სახით.

გეტყვით იმასაც, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის არსებულ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სწორედ 22 მილიონია მითითებული, ასე რომ, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

მურიელმა სერია ა-ს 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ნოლიტო: “გვარდიოლა აღარ მენდობა, მაგრამ “მანჩესტერ სიტი” ჩემს სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს”

“მანჩესტერ სიტის” ესპანელი შემტევი, ნოლიტო აღიარებს, რომ მანჩესტერული კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, რომელსაც გასულ ზაფხულს შეუერთდა.

“ბოლო დროს ძალიან ცოტას ვთამაშობ. ჩემი ერთადერთი სურვილი მოედანზე გამოსვლა და თამაშია, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი შანსების გამოყენებას.

ახლა კი კლუბის დატოვება და უკან, ესპანეთში დაბრუნება მინდა. მინდა ვითამაშო, მე სწორედ ეს მაბედნიერებს.

გვარდიოლა აღარ მენდობა, მაგრამ კლუბი ჩემს სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს. დიდი სიამოვნებით გადავიდოდი “სევილიაში”, “სელტაში”, ან სხვა რომელიმე კლუბში,” – აცხადებს ნოლიტო.

“სევილია” ჰატემ ბენ არფას ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური “დალაქების” ხელმძღვანელებმა “პარი სენ-ჟერმენის” შემტევის, ჰატემ ბენ არფას მიმართ, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს პარიზის დატოვება, ინტერესი განაახლეს.

როგორც იცით, “სევილიას” ყოფილი სპორტული დირექტორი, მონჩი გასულ ზაფხულსაც ცდილობდა ბენ არფას გადაბირებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა “სანჩეს პისხუანს” პარიზი არჩია.

Marca-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, “პსჟ” მზადაა ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გაუშვას, თუ “სევილია” მის გასული წლის ხელფასსაც გაისუტმრებს.

კასილასი შესაძლოა, ლა ლიგაში დაბრუნდეს

მადრიდის “რეალის” ლეგენდა, იკერ კასილასი შესაძლოა, ესპანურ ლა ლიგას დაუბრუნდეს.

ესპანური გავლენიანი გამოცემის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანელი მეკარის მიმართ ინტერესს “სევილიას”, “ლას-პალმასის”, “რეალ სოსიედადისა” და “მალაგას” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

თავად “პორტუს” ფეხბურთელს კი ძალიან სურს კარიერა ისეთ კლუბში გააგრძელოს, რომელიც მას ევროთასებზე თამაშის უფლებას მისცემს.

წყაროს ცნობით, ვეტერანი მეკარე წინადადებებს იტალიის, ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბებიდანაც განიხილავს.

ოფიციალურად: ხორხე სამპაოლიმ არგენტინის ნაკრები ჩაიბარა

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ხორხე სამპაოლი ამიერიდან არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.

კასილდაში დაბადებულ ხორხე სამპაოლის თვეების მანძილზე უკავშირებდნენ არგენტინის ნაკრებს, რომელსაც 2017 წლის აპრილის თვემდე ედგარდო ბაუსა წვრთნიდა. დღეს კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის სპეციალისტს სანაკრებო დონეზე მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს – სამპაოლიმ ჩილეს ნაკრებს 2015 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა, რაც პირველ იტიტული იყო ამ ქვეყნის ნაკრებისთვის.

“სევილიას” “არსენალის” თავდამსხმელი მოუნდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “ესპანელმა დალაქები” ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “სევილიას” ხელმძღვანელთა ყურადღება ლონდონის “არსენალის” ესპანელმა შემტევმა, ლუკას პერესმა მიიპყრო, რომელიც “ემირეიტს სტედიუმზე” გასულ წელს გადაბარგდა.

As-ის ცნობით, ესპანური კლუბი 28 წლის შემტევის გადაბირებას 17 მილიონ ფუნტად აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონში 17 გოლის გატანა შეძლო “დეპორტივო ლა კორუნას” მაისურით.

ვინ რამდენს მიიღებს ლა ლიგის წლევანდელი სეზონიდან?

გუშინ ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბოლო, 38-ე ტურის მატჩები გაიმართა და ჩემპიონის ვინაობაც გახდა ცნობილი.

ბოლო ტურის მატჩში ზინედინ ზიდანის “რეალმა” გასვლაზე “მალაგას” ორბურთიანი სხვაობით დამარცხება შეძლო, რითიც ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

ბოლო 5 წელიწადში პირველად მოგებულმა ლა ლიგამ მადრიდის “რეალის” ხაზინას 20.8 მილიონი ევრო შემატა, რაც ლა ლიგის საპრიზო ფონდიდან (122.5 მილიონი) გამოიყო.

“ბარსელონამ” მეორე ადგილზე გასვლისთვის 18.375 მილიონი ევრო მიიღო, “ატლეტიკომ” – 15. 925, ხოლო “სევილიამ” – 13.475 მილიონი ევრო.

კარიკატურა: რონალდუ ოთხასი გოლის ავტორია (ფოტო)

გუშინ ლა ლიგის 37-ე ტურში მადრიდის “რეალი” ანდალუსიის “სევილიას” დაუპირისპირდა და ანგარიშით, 4-1 იმარჯვა. დუბლი შეასრულა კრიშტიანიუ რონალდუმ. შესაბამისად, პორტუგალიელმა “რეალის” რიგებში მე-400 და 401-ე გოლები გაიტანა.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.