“სევილია” ჰოლგერ ბადშტუბერის ტრანსფერზე მუშაობს

ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ავტორიტეტული წყარო, Transfermarkt იუწყება, რომ ესპანრი “სევილიას” ხელმძღვანელები ჰოლგერ ბადშტუბერის წარმომადგენლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, 28 წლის ბადშტუბერსა და მიუნხენის “ბაიერნს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2017 წლის ივნისის ბოლოს ამოეწურა, თუმცა გერმანელმა ფეხბურთელმა ახალი კლუბი ჯერაც ვერ იპოვა.

გერმანული წყაროს ცნობით, ბადშტუბერის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “დალაქები” ყურადღებას 15 მილიონ ევროდ შეფასებულ ელიაკიმ მანგალაზე გადაიტანენ.

რობენი და ბადშტუბერი ვარჯიშს ერთი კვირით ადრე დაუბრუნდნენ

არიენ რობენმა და ჰოლგერ ბადშტუბერმა უკვე დაიწყეს მზადება “ბაიერნთან” ერთად. პრე-სეზონის წინ ორივე მათგანმა “საბენერ სტრასეზე” ივარჯიშა.

გერმანიის მოქმედმა ჩემპიონებმა ოფიციალური შეკრება 11 ივლისს დაგეგმეს, თუმცა ეს წყვილი ბაზას ერთი კვირით ადრე დაუბრუნდა. რობენმა და ბადშტუბერმა ბურთის გარეშე ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი გუნდს მარტში გამოაკლდა, ბადშტუბერმა კი ტრავმა თებერვალში მიიღო. ორივე მათგანის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა.

32 წლის რობენს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ამიტომაც ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ კარლო ანჩელოტის თავი მოაწონოს და კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

ბადშტუბერი “შტუტგარტში” გადადის

“ბაიერნის” მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი კარიერას “შტუტგარტში” გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელს მიუნხენელები ერთწლიანი იჯარით გაუშვებენ.

ბოლო დროს მცველს ხშირად აწუხებდა ტრავმები, რის გამოც მას დიდი დრო გაუცდა.

ბადშტუბერი მიუნხენელებს კონტრაქტით 2017 წლამდე ეკუთვნის. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგის

Контракт Бадштубера с мюнхенцами рассчитан до 2017 года.

В прошлом сезоне в Бундеслиге игрок сыграл 10 поединков.

“მე შენ მიყვარხარ!” – ვის მიმართა პეპ გვარდიოლამ ვარჯიშზე (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნი” ყატარში იმყოფება, სადაც გუნდი მომდევნო მატჩებისათვის ემზადება. მიუნხელენელთა ერთ-ერთ ვარჯიშზე პეპ გვარდიოლა ფეხბურთელებს ამხნევებდა, ბადშტუბერს კი ისიც უთხრა, რომ მას ის უყვარს.

ბადშტუბერი კვლავ დაშავდა

“შტუტგარტთან” მატჩი მიღებული ტრავმა ბადშტუბერისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. “ბაიერნის” ოფიციალური ტვიტერის ცნობით, სამედიცინო შემოწმებამ ოპერაციის საჭიროება დაადასტურა, რაც საკმაოდ ხანგრძლივ სარეაბილიტაციო კურსს გულისხმობს.

შეგახსენებთ, 25 წლის ფეხბურთელისთვის ეს პირველი ტრავმა არ არის. მუხლის დაზიანების გამო ბადშტუბერს საკმაო ხანი გაუცდა.