“პსჟ” ვიტოლოს ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური “სევილიას” შემტევი ნახევარმცველი, ვიტოლო ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ფრანგული France Football-იც ადასტურებს.

ფრანგულმა გამოცემამ იმ თავდამსხმელთა სია გამოაქვეყნა, რომელთა გადაბირებასაც შეეცდებიან პარიზელები ზაფხულში – სიაში მოხვდნენ: ალექსის სანჩესი (“არსენალი”), ვიტოლო (“სევილია”) და პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“ბორუსია”).

27 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. ამ დროში მან საკუთარ აქტივში 6 საგოლე გადაცემის ჩაწერაც შეძლო.

აქვე იხილეთ: ოფიციალურად: კავანიმ “პარი სენ-ჟერმენთან” გაახანგრძლივა

“ინერი” ხორხე სამპაოლის გადაბირების ვარიანტზე მუშაობს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები გუნდში ხორხე სამპაოლის მიყვანით არიან დაინტერესებულები.

როგორც იცით, ამჟამად “ნერაძურის” ფეხბურთელებს პიოლი წვრთნის, რომელმაც ფრანკ დე ბური ჩაანაცვლა.

მაგრამ, “სამპდორიასთან” განცდილმა მარცხმა (2-1) პიოლის მილანურ კარიერასაც დაასვა დაღი და გუნდიდან მისი წასვლის შანსები საკმაოდ გაზარდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ასევე ბურუსითაა მოცული სამპაოლის “სევილიური” კარიერის მომავალიც.

“ინტერის” მილიარდელი მფლობელები კი არაფერს დაიშურებენ გუნდში ისეთი სპეციალისტის მოსაყვანად, როგორიც სამპაოლია, თანაც მაშინ, როდესაც ანტონიო კონტესა და დიეგო სიმეონესაგან უკვე მიიღეს უარი.

ასე რომ, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ჩილეს ნაკრების ექს-თავკაცმა კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

“ბარსელონამ” “სევილია” გაანადგურა (ვიდეო)

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “კამპ ნოუმ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “ბარსელონა” ხორხე სამპაოლის “სევილიას” დაუპირისპირდა.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩმა მოლოდინი ვერ გაამართლა – გამარჯვებულის ვინაობა პირველივე ტაიმში გახდა ცნობილი. კატალონიელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმმა კი ფორმალური ხასიათი მიიღო.

შედეგად, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და ამჟამად პირველ ადგილზე იმყოფებიან. “სევილია” კი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და კიდევ უფრო დაშორდა “ატლეტიკოს”.


“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; უმტიტი, პიკე (დინიე 77′), მაშერანო; ინიესტა, მესი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (80 ალენა); ნეიმარი, სუარესი, რობერტო

მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“სევილია”: რიკო; მარიანო, მერკადო (კრანევიტერი 46′), პარეხა, ლენგლეტი, ესკუდერო; ნასრი (სარაბია 46′), იბორა, ნზონზი, ვიტოლო; კორეა

მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი



“სევილია” ილიჩიჩში 10 მილიონ ევროს იხდის

ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელები “ფიორენტინას” თავდამსხმელის, იოსიპ ილიჩიჩის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სლოვენიელი ფეხბურთელი ფლორენციაში 2013 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ “იასამნისფერთა” მაისურით არაერთი ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა, მიმდინარე სეზონში ის არც ისე პროდუქტიულია – 29 წლის ფეხბურთელმა 19-ჯერ დაიწყო თამაში სასტარტოდან და მხოლოდ 4 გოლი დააგროვა საკუთარ ანგარიშზე.

როგორც ცნობილი ხდება, “დალაქები” მზად არიან, ილიჩიჩის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ხესუს ნავასი “სევილიაში” ბრუნდება?

“მანჩესტერ სიტის” ესპანელი ფეხბურთელი, ხესუს ნავასი “სევილიაში” აპირებს დაბრუნებას, სადაც ის 2003-13 წლებში თამაშობდა.

ნავასის ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. As-ის ცნობით, სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, მას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არანაირი სურვილი არ გააჩნია და მანჩესტერის დატოვებას სეზონის დასრულებისთანავე აპირებს.

ესპანური გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს.

როგორც ცნობილი ხდება, ამ ტრანსფერში მთავარ როლს ნავასის ვაჟი ასრულებს, რომელმაც მომავალი წლიდან მამის მშობლიურ ქალაქში არსებულ სკოლაში უნდა იაროს.

“სევილიას” სპორტული დირექტორი “რომას” პრეზიდენტს შეხვდა (ფოტო)

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “სევილიას” სპორტული დირექტორი, რამონონ როდრიგესი ჯერაც არ დაბრუნებულა სამშობლოში.

ესპანური გამოცემების ცნობით, “სევილიელთა” დირექტორი “ლესტერთან” წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, არა ესპანეთის, არამედ ლონდონის მიმართულებით გაემართა.

“რომას” პრეზიდენტს, ჯეიმს პალოტასა და რამონონ როდრიგესს შორის საქმიანი შეხვედრა უკვე შედგა.

ესპანური ტაბლოიდი, El Decano ირწმუნება, რომ მომავალი სეზონიდან “სევილიას” ამჟამინდელი დირექტორი იტალიურ კლუბში იმუშავებს.

შექსპირი: “ლესტერს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “ლესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე ანდალუსიის “სევილიას” მიიღებს. პირველი მერვედფინალური მატჩი ესპანეთში მასპინძლებმა ანგარიშით, 2-1 მოიგეს.

ამ დაპირისპირების წინ “მელიების” მთავარმა მწვრთნელმა, კრეიგ შექსპირმა პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ ამ ტურნირზე მოხვედრით ოცნება ავიხდინეთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და წარმატების გვჯერა. ვფიქრობ, “ლესტერს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.”

“სევილის” ბარიერის დაძლევის შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. ვეცდებით, ყველა ხერხი გამოვიყენოთ და საბოლოოდ მეოთხედფინალში სწორედ ჩვენ გავიდეთ. სრული 90 წუთი გვაქვს. შესაძლოა, ისეც მხოდეს, რომ ესპანელებს დამატებით დროშიც ვებრძოლოთ. არც პენალტების სერიაში ვართ უსუსურები. ამაზე ბევრი ვივარჯიშეთ.”

“სტუმრად გოლი გვაქვს გატანილი, რაც შანსს ძალიან გვიზრდის. ჯეიმი ვარდიმ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვცა, რომ სახლში თავი შედარებით კომფორტულად ვიგრძნოთ.”

“არ ვაპირებ, გუნდს აბსოლუტურად გახსნილი ფეხბურთი ვათამაშო. თუმცა, ვეცდებით, ბევრი შევუტიოთ და ყველა შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.”

“დღეს განსაკუთრებული მატჩია, რომელიც “ლესტერში” ხშირად არ ტარდება. დარწმუნებული ვარ, სტადიონზე შესანინავი ატმოსფერო იქნება,”- აცხადებს “მელიების” მწვრთნელი.

სიმეონე: “სევილია” ჩემპიონობისთვის იბრძვის, ჩვენ მეოთხე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლა ლიგის 27-ე ტურში, “გრანადას” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (0:1) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან, ძალიან რთული მატჩი გამოდგა. ყოველთვის ვიცით, რომ წინ სირთულეები გველის, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. “გრანადა” საშინაო არენაზე ძალიან აგრესიულად და ჭკვიანურად თამაშობს.

მატჩის მეორე ნახევარში გუნდებმა გაცვალეს სახიფათო მომენტები, ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ჯამში, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა, რითიც ბედნიერები ვართ.

რაც შეეხება “სევილიას”, ჩვენ მათ არ ვუყურებთ. ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ჩვენ კი მეოთხე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ – “რეალ სოსიედადი” და “ვილიარეალი” საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან, ” – აცხადებს ჩოლო სიმეონე.

სამპაოლი: “ბარსელონა”? სიკვდილის ბოლომდე “სევილიასთან” ვარ დაკავშირებული

ესპანური “სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ მასსა და “ბარსელონას” შორის კავშირის არსებობა კატეგორიულად უარყო.

“ვიმუშავებ თუ არა “ბარსელონაში”? ამ კითხვას პასუხი არ აქვს, რადგან ეს საკითხი არც განიხილება.

წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოაქვთ ასეთი რაღაცები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მომენტში ამაზე საუბარი არ ღირს, უმნიშვნელოა.

მე მთლიანად “სევილიას” სპორტულ პროექტთან ვარ დაკავშირებული, სიკვდილის ბოლომდე,” – აცხადებს ჩილეს ეროვნული ნაკრების ექს-თავკაცი.

ხორხე სამპაოლი: “სევილიაში” ჩემი დარჩენა გუნდის მიზნებზეა დამოკიდებული”

ხორხე სამპაოლიმ ანდალუზიის “სევილია” გასულ ზაფხულში ჩაიბარა. უნდა ითქვას, რომ 56 წლის არგენტინელი სპეციალისტი ესპანურ გუნდს შესანიშნავად ხელმძღვანელობს. “სევილია” ამჟამად “ლა ლიგაში” მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან “ბარსელონას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

სამპაოლიმ მის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდში დარჩენა ანდალუზიელთა სამომავლო მიზნებზეა დამოკიდებული.

“ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის მიზნებსა და სტრუქტურაზეა დამოკიდებული.”

“სევილიამ” ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანის სიმპათია მოიპოვა. საჭიროა, რომ გუნდმა ეს დონე შეინარჩუნოს და ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს.”

“ვნახავთ, რა სურს გუნდის ხელმძღვანელობას; სამწვრთნელო შტაბთან ერთად რის მიღწევას შეეცდებიან.”

“აუცილებელია, რომ ყველამ დეტალურად ვიცოდეთ, რას გეგმავენ კლუბის მესვეურები. შემდეგ, თუ ჩავთვლით, რომ კონკრეტული რამის მიღწევა შეგვიძლია, სიამოვნებით დავრჩებით კლუბში.”

“ჯერჯერობით, ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა არ გვქონია. კლუბთან ხელშეკრულება მაკავშირებს და ჯერ ამ დროის მანძილზე შევეცდები, წარმატებას მივაღწიო,” – განაცხადა სამპაოლიმ.

იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.

27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”

“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”

“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.

“სევილიას” ხორხე სამპაოლის დაკარგვის ეშინია

ესპანური “სევილიას” პრეზიდენტი, ხორხე კასტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “დალაქები” გუნდის თავკაცისთვის, ხორხე სამპაოლისთვის აპირებენ კონტრაქტის გახანგრძლივებას.

“გვინდა, რომ სამპაოლი აქ კიდევ დიდი ხნით დარჩეს. ჩვენ მისი შემტევი ფეხბურთი ძალიან მოგვწონს. ჩვენ მას უკვე შევთავაზეთ კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება,” – აცხადებს ხორხე.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელი სპეციალისტის გადაბირებით “ბარსელონა” და “ბორუსიაა” დაინტერესებული. 56 წლის სპეციალისტის გამოსასყიდად კი სულ რაღაც 1,5 მილიონი ევროს გადახდაა საჭირო.

სამპაოლიმ პრიმერას პირველი სეზონის 23 მატჩში 49 ქულა დააგროვა და ახლა სატურნირო ცხრილში მესამეა.