26 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრებაზე მყოფი დონეცკის “შახტარი” ამერიკულ “ბოკა რატონს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა, მათ შორის იყო გიორგი არაბიძეც, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ 17 წლის ქართველმა შემტევმა 64-ე და 90-ე წუთებზე “ბოკა რატონის” კარში ორი გოლი გაიტანა.