პიატოვის შესანიშნავი სეივი “რაპიდთან” მატჩში (ვიდეო)

19 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგაზე, “რაპიდსა” და “შახტარს” შორის გამართულ მატჩში (0:1), უკრაინელთა მეკარე ანდრეი პიატოვმა შესანიშნავი სეივი განახორციელა.

“შახტარი” მირჩა ლუჩესკუს ძეგლს დაუდგამს

დონეცკის “შახტარი” “დონბას არენას” პარკში კლუბის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს იუბილესთან დაკავშირებით ძეგლს დაუდგამს.

ძეგლი პარკში მას შემდეგ დაიდგმება, რაც “შახტარი” დონეცკში დაბრუნდება.

ნამუშევრის ავტორი უკრაინელი მოქანდაკე იგორ გლუხენკი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკუ “შატხარს” 2004 წლიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში რუმინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა 8-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, 5-ჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი, 2008/09 წლების სეზონში კი უეფას თასს დაეუფლა.

29 ივლისს ლუჩესკუს 70 წელი შეუსრულდა.

 

„ბაიერნი“ დუგლას კოსტაში 35 მილიონს იხდის

როგორც გერმანული სპორტული ვებსაიტი Sport1.de წერს, მიუნხენის „ბაიერნი“ დონეცკის „შახტერის“ მცველის დუგლას კოსტას დამატებას გეგმავს

წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მიუნხენელები 35 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. ტრანსფერის შემთხვევაში, მხარეები, სავარაუდოდ, ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე დუგლას კოსტას „ჩელსიში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებითაც იწერებოდა.

დაუშვილი “შახტარს” დაუზავდა

უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში დონეცკის “შახტარმა” ლვოვის “კარპატს” კიევში უმასპინძლა. ლვოველებს პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მინიმუმ ქულის მოპოვება სჭირდებოდათ და ეს მოახერხეს კიდეც. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ლვოველებმა პირველი ტაიმი 2:0 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, მურთაზ დაუშვილი თამაშში სწორდეს შესვენების შემდეგ ჩაერთო.

ამრიგად, “კარპატიმ” 15 ქულით ჩემპიონატი მე-13 პოზიციაზე დაასრულა და ადგილის შენარჩუნება შეძლო.

კანკავას „დნიპრო“ უკრაინის თასს დაემშვიდობა

ევროპის ლიგის ერთ-ერთმა ფინალისტმა, დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ დონეცკის „შახტართან“ უკრაინის თასის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

ცნობისთვის, პირველი მატჩი დნეპროპეტროვსკში „შახტარის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ამრიგად, „დნიპრომ“ უკრაინის თასის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე „დნიპრომ“ გახსნა – ფედორჩუკმა მეტოქის ფლანგზე იაქტიურა, რის შემდეგაც სწრაფი შეტევა წამოიწყო და ბურთი კალინიჩს გადასცა, რომელიც აილსინიოს სწრფად გასცდა, ბოლოს კი მეკარე პიატოვსაც აჯობა.

მატჩის მთავარი ეპიზოდი შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოხდა, როდესაც ჯაბა კანკავამ თავის საჯარიმოში გლადკი წააქცია – მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ლუის ადრიანო მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ცნობისთვის, ჯაბამ 84-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც ის შახოვმა შეცვალა.

ამრიგად, „დნიპრო“ ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს.

“ბაიერნმა” “შახტარი” გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე დონეცკის “შახტარი” მიიღო და მეტოქეს 7 უპასუხო გოლი გაუტანა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გამართული პირველი მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

მიუნხენში ანგარიში მე-4 წუთზე მიულერმა გახსნა. შესვენებამდე 10 წუთით ადრე კი ბოატენგმა მეორეც გაიტანა. მეორე ნახევარი გაცილებით შედეგიანი გამოდგა. 49-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა სამამდე რიბერიმ გაზარდა. 2 წუთში მიულერმა დუბლის გაფორმება შეძლო. თითო გოლი ბადშტუბერმა, ლევანდოვსკიმ და გიოტცემაც გაიტანეს.

ბაიერნი 7-0 შახტარი

გოლები: მილერი 4′ ; ბოატენგი 34′ ; რიბერი 49′ ; მიულერი 51′ ; ბადშტუბერი 63′ ; ლევანდოვსკი 75′ ; გიოტცე 87′ 

გიორგი არაბიძე: “ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული”

თბილისის “ლოკომოტივის” და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, გიორგი არაბიძე, კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. Fanebi.com 16 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და მის კარიერაში ახალ ეტპზე ესაუბრა.

– გავიგეთ, რომ კარიერას “შახტარში” გააგრძელებ. რატომ აირშიე ეს კლუბი? 

– ჩემი განვითარებისთვის ამ ეტაპზე “შახტარი” კარგი ვარიანტი იქნება. იქედან უფრო მეტი პერსპექტივაა ვიდრე საქართველოს ჩემპიონატიდან.

– სხვა შემოთავაზებები გქონდა?

– დიახ, იყო რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი, თუმცა იქ წასვლა 18 წლამდე ვერ ხერხდებოდა. ამ პერიოდში კი “შახტარში” ბევრს ვისწავლი.

– “შახტარში” დიდი კონურენციაა და ძირითად გუნდში მოხვედრა იოლი საქმე არ არის…

– ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თავიდან დუბლშემადგენლობაში ვივარჯიშებ და 19-წლამდელთა გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დავემატები.

– ქართველ ფეხბურთელებს “შახტარში” ბოლო პერიოდში არ უმართლებდათ. მათ ფაქტობრივად შანსიც კი არ მისცემიათ. ეს ფაქტი ხომ არ გაღელვებს?

– არ ვიცი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში რა და როგორ მოხდა. ასე რომ ვერაფერს ვიტყვი.

– წელს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებშიც ითამაშე. როგორ შეაფასებდი შესარჩევი ეტაპის მატჩებს?

– კარგი თამაშები გამოვიდა იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს დიდი გამოცდილებაა. ორივე ასაკში შემდეგ ეტაპზე გავედით. კარგად მოვემზადებით, რათა მომავალში უკეთესი შედეგი გვქონდეს.

– რა არის შენთვის მთავარი ფეხბურთში? 

– მთავარი ხელშეწყობა და პირობებია, რაც “შახტარში” მექნება. ეს აუცილებელია მაღალ დონეზე სათამაშოდ.

“პორტუ” – “შახტარი” 1:1

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში “დრაგაუზე” ერთმანეთის წინააღმდეგ “პორტუ” და “შახტარი” წარსდგნენ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებაც ორივე გუნდმა მოიპოვა.

პორტუ 1-1 შახტარი

გოლები: სტეპანენკო 51′ (0:1); აბუბაკარი 87′ (1:1)

“შახტარი” – “ბილბაო” 0:1

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “შახტარმა” ლვოვში “ბილბაოს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი მატჩის 66-ე წუთზე სან ხოსე გახდა.

შახტარი – ბატე 5:0

ჩემპიონთა ლიგის მეოთე ტურის შეხვედრაში დონეცკის “შახტარმა” ლვოვში “ბატეს” უმასპინძლა და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

შახტარი 5-0 ბატე

გოლები: სრნა 19′ ; ტეიშეირა 48′ ; ლუის ადრიანო 58′ ; 82′ ; 90+3

ლუის ადრიანომ მესის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დონეცკის “შახტარი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 7:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში უკრაინული გუნდის 27 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ სუპერპოკერი შეასრულა ანუ ხუთი გოლი გაიტანა (ორი პენალტით), რითაც “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა.

შეგახსენებთ, რომ კატალონური გუნდის არგენტინელმა ფეხბურთელმა 2012 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის “ბაიერს” ხუთი ბურთი გაუტანა და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასეთი რამ გააკეთა. მაშინ “ბარსელონამ” “ბაიერი” ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

 

დავით თარგამაძე “ილიჩევეციდან” მიდის

საქართველოს ნაკრების წევრი დავით თარგამაძე მარიუპოლის “ილიჩევეციდან” მიდის.

ქართველი ფეხბურთელი მარიუპოლში არსებული საომარი მოქმედებების გამო საკუთარ კლუბში დაბრუნებას აღარ აპირებს.

“სანაკრებო მატჩის შემდეგ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მარიუპოლში არსებული სიტუაციის გამო არ წავალ. ომია, ისვრიან, ჩვეულებრივი საომარი სიტუაცია არის. შვიდმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა გუნდი. ალბათ, “ილიჩევეცთან” კონტრაქტს გავწყვეტ. არის სხვადასხვა ვარიანტები და დაახლოებით სამ დღეში გაირკვევა ყველაფერი”, – აღნიშნა თარგამაძემ.

როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი “ილიჩევეცში” იჯარის წესით თამაშობს. თარგამაძე დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის.