ლიოვი: “ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ რთული მატჩები გველის”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ რთულ მატჩებს ელის.

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფში, გერმანიის ნაკრებს საქართველოს, შოტლანდიის, ირლანდიის, პოლონეთისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

“ვფიქრობ, ირლანდიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ რთული თამაშები გველის. მათი გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს ქმნიან, რაც გარკვეულწილად, მეტოქისათვის წნეხია. რაც შეეხება პოლონეთს, გერმანიის ბუნდესლიგაში ბევრი პოლონელი თამაშობს, ამიტომ მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით”, – ამბობს ლიოვი.

შოტლანდიური იუმორი?

შოტლანდიური “პატრიკ სიტის” 19 წლის ფორვარდი ჰარი ფრეიზერი საახალწლო დღეებში ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს უამრავი ჟურნალისტისა და გულშემატკივრის წინაში გამართულ ვარჯიშზე, საკმაოდ საინტერესო კოსტიუმი ჩააცვეს. ამის მიზეზე კი ის გახდა, რომ უიღბლო ჰარი კვირის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად იქნა დასახელებული და საკმაოდ დამამცირებელი სასჯელიც მიიღო.

ფრეიზერი, “პატრიკში” იჯარის წესით იმყოფება, ფეხბურთელი ინგლისური “ბოლტონის” საკუთრებაშია. ახალგზარდა მოთამაშეს შოტლანდიურ გუნდში დამკვიდრება ჯერ-ჯერობით უჭირს.

0_15cea3_3535aa52_XL

შოტლანდიელმა ფეხბურთელმა მეტოქეს ცენტრიდან გაუტანა

14 დეკემბერს, შოტლანდიის რანგით მესამე დივიზიონში, “ეირ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “დანფემლაინ ატლეტიკი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა, ბრაიან გილმორმა მეტოქე გუნდის კარში გოლი ცენტრიდან გაიტანა.

უშუქობის გამო შეწყვეტილი მატჩი

25 ოქტომბერს, შოტლანდიის პრემიერ ლიგაში “როს ქანთრიმ” საკუთარ მოედანზე “ინვერნესი” მიიღო. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი გუნდებს ფეხბურთის თამაში აღარ დასცალდათ, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სტადიონზე განათება გამოირთო.

U21: საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

14 ოქტომერს, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შოტლანდიის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა – ვაკო ყაზაიშვილმა შოტლანდიელთა კარი ზუსტი დარტყმით დალაშქრა. 70-ე წუთზე, ქართველები წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ – სწრაფი შეტევა შორეული დარტყმით გოლად ჯამბულ ჯიღაურმა აქცია. საქართველოს ნაკრებს მესამე გოლის გატანაც შეეძლო, როცა მსაჯმა შოტლანდიელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობისას, გიორგი ჭანტურიამ სტუმართა კარი აიღო, მას თერთმეტმეტრიანის შესრულება მეორეჯერაც მოუხდა, მეორე შემთხვევაში კი, მას მეკარემ აჯობა. საბოლოოდ, შოტლანდიელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხეს, 81-ე წუთზე, ლევის მაკლეოდმა გიორგი ნადირაძის კარი ძლიერი დარტყმით დალაშქრა.