სიმეონე: “მილანის” გამოცდილება მაშინებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ იტალიურ “მილანთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ მას “როსონერის” გამოცდილება აშინებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ეს გუნდები პირველ მატჩს, დღეს, 19 თებერვალს, “სან სიროზე” გამართავენ.

“ვფიქრობ, გახსნილი თამაში იქნება და ამიტომ, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამ მოხდეს. პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი მადრიდში გადაწყდება. “მილანი” ძალიან გამოცდილი გუნდია, რაც მაშინებს.

თავს ფავორიტებათ არ მივიჩნევთ, მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ. როგორც ყოველთვის, იტალიური გუნდის წინააღმდეგ თამაში, საკმაოდ რთულია. ამრიგად, საჭიროა, რომ კონცენტრაცია არ დავკარგოთ”, – ამბობს სიმეონე.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწება.

სიმეონე: ბალოტელის თამაშის შეცვლა შეუძლია

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა “მილანთან” მოახლოვებული შეხვედრის წინ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ბოლონიასთან” გამართულ მატჩში მარიომ საკუთარ გუნდს 86-ე წუთზე ულამაზესი გოლით მოუტანა გამარჯვება.

“ბალოტელის მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. ის ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათო მოთამაშეა” – განაცხადა სიმეონემ

“ატლეტიკოსა” და “მილანის” პირველი დაპირისპირება 19 თებერვალს “სან-სიროზე” შედგება.

სიმეონე: “ატლეტიკოსა და ატლეტიკს თანაბარი შანსები აქვთ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ესპანეთის თასის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩში, რომელსაც მადრიდელები ბილბაოს “ატლეტიკთან” გამართავენ, მის გუნდს გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალების დახარჯვა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი მადრიდული გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

“ძალიან რთული მატჩი გველის. ვთვლი, რომ გუნდებს თანაბარი შანსები აქვთ ნახევარფინალში გასასვლელად. იმედი მაქვს, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ. “ატლეტიკო” უკვე მეორე წელია ერთი ფილოსოფიით თამაშობს, რომელიც არ იცლვება. ეჭვი არ მეპარება, რომ მოწინააღმდეგე მაღალ ტემპს შეგმოვთავაზებს, რაც შეხვედრას საინტერესოს გახდის” – განაცხადა სიმეონემ.

სიმეონე: “ინტერი? ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მისტვის “ინტერში” დაბრუნება დიდი პატივი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი იტალიურ კლუბში 1997-1999 წლებში თამაშობდა.

“ინტერში დაბრუნება? ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი მხოლო გაზეთების ფურცლებზე ხდება. თავს “ატლეტიკოში” ძალიან კარგად ვგრძნობ და ჩემს მომავალსაც ამ კლუბს ვუკავშირებ” – განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი “ატლეტიკოს” 2011 წლიდან წვრთნის.

სიმეონემ ჰალკს მაისური სთხოვა

საინტერესო ფაქტი მოხდა პეტერბურგში “ზენიტი” – “ატლეტიკოს” მატჩის შემდეგ. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე “ზენიტის” გასახდელში შევიდა და ჰალკს მაისური სთხოვა.

“უბრალოდ მე ძალიან მომწონს ეს მოთამაშე” –  ასე ახსნა სიმეონემ თავისი უცნაური საქციელი ტელეკომპანია “ნტვ” – ს პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 1-1 დასრულდა. ჰალკმა მოედანი უგოლოდ დატოვა.