ჩივაძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ ისურვა

ესპანეთთან ანგარიშით 2:5 წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხს მხოლოდ შეხვედრის მცირე კომენტარით შეჯამება ამჯობინა.

„გუშინაც ვთქვი, რომ თანამედროვე ფეხბურთში, თუ ფიზიკურად მზად არ ხარ, სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე საუბარი ზედმეტია. დღეს ფიზიურ კონდიციებსა და ოსტატობას შორის განსხვავება ვნახეთ. სამწუხაროდ, ბავშვური შეცდომები დავუშვით. იმდენად ცუდად ვითამაშეთ, რომ კომენტარს ვერ ვაკეთებ, ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა დამწუხრებულმა ჩივაძემ.

დიმიტრი ობოლაძე პრესლოჟაში არ შეუშვეს

საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩის დაწყებამდე პრესლოჟაში საინტერესო რამ მოხდა.

საქმე იმაშია, რომ პრესლოჟაში შესვლას „რუსთავი 2“-ს სპორტული კომენტატორი და ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე აპირებდა, თუმცა „სტიუარტმა“ ის არ შეუშვა, რადგან მას აკრედიტაცია არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ობოლაძე ცნობადი სახეა, ის მაინც არ შეუშვეს.

საბოლოოდ, ცნობილ სპორტულ ჟურნალისტი ცოტა ხანში აკრედიტაციით დაბრუნება მოუწია, რის შემდეგას ის პრესლოჟაში უპრობლემოდ დაჯდა.

საქართველოს ორმა ლამაზმა გოლმა ვერ უშველა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანელ თანატოლებს უმასპინძლა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

უკვე მე-2 წუთზე მარჯვენა ფლანგზე მანიკიომ პასით დელოფეუ მოამარაგა, ეს უკანასკვნელი ქართველთა საჯარიმოში შევიდა და მუნირის მიმართლებით ჩააწოდა, რომელიც მასპინძელთა მცველებზე გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია. საბედნიეროდ, ორ წუთში მათე ცინცაძემ საჯარიმოს დარტყმის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარის ბადეში აღმოჩნდა – 1:1.

ზოგადად, ჩვენი ნაკრებისთვის ფლანგზე დელოფეუ ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა, მცველებს მისი შეჩერება უჭირდათ, რაც არაერთხელ დადასტურდა. მე-9 წუთზე ესპანელთა შვიდი ნომერი ჩვენს საჯარიმოშ კვლავ შეიჭრა, თუმცა მისი პასი უმისამართო გამოდგა.

მე-14 წუთზე სამუელ კასტილიეხოს დარტყმა ქურდაძის კარს ასცდა. 28-ე წუთზე გოშთელიანი მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მცველებმა მას ბურთი აართვეს და ვერც დარტყმის საშუალება მისცეს. ცოტა ხანში მარჯვენა ფლანგიდან ესპანელთა საჯარიმოში ფანცულაიაც შევიდა, მისი არც ისე ძლიერი დარტყმული სტუმართა კიპერმა კეპა არისაბალაგამ მშვიდად აიღო. 39-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილი ცენტრიდან მეტოქის ნახევარზე სწრაფად დაიძრა და შეტევის გასამწვავებლად რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ პასს „დინამოს“ მოთამაშემ შორიდან კარში დარტყმა ამჯობინა, ესპანელთა მეკარისთვის პრობლემა არც ამ ბურთის აღება ყოფილა. ტაიმის ბოლოს ცინცაძემ მეტოქესთან შეჯახებისას დაშავდა და სამწვრთნელო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. საბედნიეროდ, მათემ თამაშის გაგრძელება მოახერხა და მოედანზე რამდენიმე წუთში დაბრუნდა.

მეორე ნახევარში ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა გაცილელებით ცუდად ითამაშა, რაც ანგარიშზეც აისახა. 57-ე წუთზე ელ ჰადადის სამმა მცველმა დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა, რომ არა ქურდაძის ლამაზი სეივი, ესპანელები დაწინაურდებოდნენ. მანამდე ორი წუთით ადრე მასპინძლებმა პირველი ცვლილება გამოიყენეს – ლევან შენგელიას ადგილი საბა ლობჟანიძემ დაიკავა. როგორც სულ ცოტახანში გაირკვა, ამ ცვლილებამ შედეგი გამოიღო.

მე-60 წუთზე ლობჟანიძემ ფლანგიდან შორიდან ძლიერად და ზუსტად დააარტყა – 2:1. ორ წუთში პირველ ტაიმში მოხმდარი განმეორდა, მაგრამ ამჯერად ანგარიშის გათანაბრება ესპანელებს მოუწიათ, ფლანგიდან ჩაწოდებული ასენსიომ თავური დარტყმითა და გოლით დააგვირგვინა – 2:2.

67-ე წუთზე ბორხა მაიორალს ქართველთა საჯარიმოში შესვლა და ზუსტად დარტყმა არ გასჭირვებია – სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. შვიდ წუთში მცველებმა ვერც ელ ჰადადის შეჩერება შეძლეს – 2:4. ცოტახანში ქართველებს დელოფეუც გაეპარათ, თუმცა ქურდაძესთან პირისპირ დარჩენილმა ესპანელმა ქართველ მეკარეს ვერ აჯობა. დარჩენილ დროში ქართველებს შეტევაში ვერაფერი გამოსდიოდათ, მასპინძლები მეტოქის კარის მიმართლებით დარტყმებითაც კი ვერ გამორჩეულან. 90-ე წუთზე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დანი სებალოსმა დააფიქსირა.

ამრიგად, ესპანეთმა სამი ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს, ჩივაძს გუნდი სამი ქულით მეოთხე ადგილზეა. შემდეგი შეხვედრა ჩვენს გუნდს 13 ოქტომბერს ესტონელ თანატოლებთან უწევს. მატჩი კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველო U21 – ესპანეთი U21 2:5

გოლები: ცინცაძე 4′, ლობჟანიძე 60′ – მუნირი 2′, ასენსიო 62′, მაიორალი 67′, მუნირი 73′, სებალოსი 90′

საქართველო: ქურდაძე, ცნობილაძე, დვალი, გეგეჩკორი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, ფანცულაია (ერისთავი 80′), შენგელია (ლობჟანიძე 55′), კიტეიშვილი (გოროზია 70′), გოშთელიანი.

ესპანეთი: არიაზაბალაგა, დუარტე, ვალეხო, მერე, მანკილიო, ასენსიო, საული, ო.ტორესი, ელ ჰადადი (სებალიოსი 77′), კასტილიეხო (მეიორალი 61′), დეულოფეუ (როდრგესი 84′).

გაფრთხილება: ცინცაძე 79′

კატალონიის ნაკრები რომ ესპანეთის ნაკრებს ეთამაშებოდეს – როგორი იქნებოდა შემადგენლობა

უკვე დიდი ხანია, ესპანეთში კატალონიის შესაძლო დამოუკიდებლობაზე ბევრს საუბრობენ. ამ თემასთან დაკავშირებით აზრი არაერთმა ფეხბურთელმა დააფიქსირა, მათ შორის პიკემაც. პიკემ თავისი განცხადებით ესპანელი გულშემატკივრები გაანაწყენა, ისინი კი “ბარსელონას” მცველს ნაკრების ყველა მატჩის მიმდინარეობისას უსტვენენ.

საინტერესოა, როგორი იქნება კატალონიისა და ესპანეთის ნაკრებების შემადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

გთავაზობთ Goal.Com-ის ვერსიას:

09DAE9DC852B19F4BDE5DA185DBDED5E

AA75D10FE412C5553FD48640BEA43CDE

ვალანჩუნასი: „ლიტვა და ესპანეთი თანაბარი ზეწოლის ქვეს არიან“

ლიტვის ნაკრების ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა ესპანეთთან ევრობასკეტის მოახლოებული ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პაუ გასოლი დიდებული მოთამაშეა, რომელსაც საოცარი მოძრაობები ახასიათებს. მან ჩინებულად იცის, როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ამა თუ იმ სიტუაციაში.

დარწმუნებული ვარ, ორივე ფინალისტი თანაბარი ზეწოლის ქვეშაა. ორივეს მოგება სურს. ლიტვა ფინალში 2013 წელსაც გასულა, ამჯერად ჩვენი მიზნის მიღწევა გვსურს“, – ციტირებს ვალანჩუნასს „Eurohoops“-ი.

პაუ გასოლმა სანაკრებო დონეზე რეკორდი დაამყარა

საფრანგეთთან ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალური ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრების ლიდერმა პაუ გასოლმა 40 ქულა დააგროვა. აქედან გამომდინარე, ის ესპანეთის პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც 1990 წლის 15 აგვისტოდან ქულების ეს რაოდენობა დააგროვა. ბოლოს 48 ქულა ვენესუელის ნაკრებთან შეხვედრაში ხორდი ვილაკამპამ მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო სკარიოლოს გუნდმა საფრანგეთს ოვერტაიმში ანგარიშით 80:75 სძლია.

პაუ გასოლი: „ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ“

ესპანეთს ნაკრების ცენტრმა პაუ გასოლმა საბერძნეთთან ევრობასკეტის 1/4 ფინალში მოგების შემდეგ თავისი ემოციები სოციალურ ქსელ „ინტრაგრამზე“ გააზიარა.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად ამაყო ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. საბერძნეთს ჩინებული მატჩი მოვუგეთ. ახლა ცოტა დავისვენებთ, რის შემდეგაც ნახევარფინალისთვის მომზადებას დავიწყებთ“, – დაწერა გასოლმა.

ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთი დაამარცხა

ევრობასკეტის 1/4 ფინალში ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებთა მეტად დაძაბული დაპირისპირება ესპანეთის გამარჯვებით, 73:71 დასრულდა.

პირველი მეოთედი თანაბარი გამოდგა და 14:14 დასრულდა. მეორე მეოთხედში ესპანელები წინ შვიდი ქულით გავიდნენ და დიდი შესვენების წინ ანგარიშით 39:32 იგებდნენ. სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში ბერძნებმა 9 ქულით გაიმარჯვეს და გადამწყვეტი ათი წუთის წინ 2 ქულით იგებდნენ. ბოლო მეოთხედი ბერძნებმა ცუდად დაიწყეს და პირველ წუთში ოთხჯერ დაჯარიმდნენ, რაც შედეგზეც აისახა. საბოლოოდ, მეოთხედი ესპანელებმა 4 ქულით მოიგეს. არადა, მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე ბერძნებმა სხვაობის 1 ქულამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს.

საუკეთესო ამ მატჩში 27 ქულითა და 9 მოხსნით პაუ გასოლი იყო. ბერძენთა მხრიდან 14 ქულით, 5 მოხსნითა და 7 პასით კალატესი გამოირჩა. სათქმელია, რომ ანტეტოკუმპომ, რომელმაც 12 ქულა დააგროვა, 17 მოხსნა შეძლო.

ესპანეთი – საბერძნეთი – 73:71 (14:14, 25:18, 16:25, 18:14)

ესპანეთი: გასოლი (27 ქ. 9 მ.), მიროტიჩი (18 ქ.), როდრიგესი (10 ქ. 5 პ.)

საბერძნეთი: კალატესი (14 ქ. 5 მ. 7 პ.), პრინტეზისი (13 ქ.), ანტენტოკუმბო (12 ქ. 17 მ.), სპანულისი (10 ქ.)

დე ხეა: „იმედია, ახლა „მანჩესტერ იუნაიტედში“ საქმეები გამიუმჯობესდება“

ესპანეთის ნაკრების მეკარემ დავიდ დე ხეამ მაკედონიასთან მოგებული თამაშის შესახებ ისაუბრა.

„ჩინებულ შთაბეჭდილებაში ვარ. იმედია, ახლა საქმეები „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ გამიუმჯობესდება. მხარდაჭერა, რომელიც დღეს მივიღე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკრებში შესანიშნავი პარტნიორები მყავს“, – აღნიშნა დე ხეამ.

დელ ბოსკე: „დაბალ დონეზე ვითამაშეთ“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მაკედონიასთან ანგარიშით 1:0 მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„მაქსიმუმი არ გვიჩვენებია. თამაშის არაერთ კომპონენტში პრობლემები გვქონდა. ჩვენი სათამაშო დონეზე უფრო ცუდად ვითამაშეთ. შესაძლოა, საქმე მოტივაციასთან გვქონდეს. ერთი გოლი გავიტანეთ და ამაზე გავჩერდით. თუმცა, მთავარი მაინც მოგებაა.

მაკედონიელები ბრძოლისთვის მზად იყვნენ, მათ არაერთი პრობლემა შეგვიქმნეს“, – აღნიშნა დელ ბოსკემ.

პიკე 2014 წელს საერთაშორისო კარიერის დასრულებას გეგმავდა

როგორც Football-Espana-მ შეიტყო, „ბარსელონას“ მცველს ხერარდ პიკეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის დასრულება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სურდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიეაში ესპანელები მსოფლიო ჩემპიონების სტატუსით ჩავიდნენ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლაც ვერ შეძლეს.

მუნდიალის სტარტზე, ჰოლანდიასთან მარცხის შემდეგ, პიკე ძირითადი შემადგენლობის გარეთ დარჩა. გარდა ამისა, პლანეტის პირველობის შემდეგ ცენტრბექმა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. სათქმელია, რომ პიკე ნაკრებში დარჩენაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ დაარწმუნა.

დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებიდან წასვლა სურს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თავის პოსტს დატოვებს. სპეციალისტს კონტრაქტი ეწურება, რომლის გახანგრძლივებას ის არ გეგმავს.

„იმ შემთხვევაშიც წავალ, თუ ახალ კონტრაქტს შემომთავაზებენ. ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე მუშაობა და შემდგომ წასვლა მსურს“, – ციტირებს სპეციალისტს cope.es-ი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპულმა მედიამ დელ ბოსკეს დარჩენა არ გამორიცხა.