ისკოს შესანიშნავი პასი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” შემტევმა ისკომ ესპანრის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ბრწყინვალე პასი გააკეთა.

დიეგო კოსტამ ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დატოვა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა ესპანეთის ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

26 წლის თავდამსხმელს მარცხენა თეძოს ტრავმა აღმოუჩნდა. მოთამაშე ლონდონში დაბრუნდება და „ჩელსის“ რიგებში მომზადებას გააგრძელებს.

ცნობისთვის, ესპანელები 27 მარტს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავენ, ხოლო 31 მარტს ჰოლანდიასთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ.

კასილიასი: „მეკარეებს სათანადოდ არ აფასებენ“

მადრიდის „რეალის“ მეკარის იკერ კასილიასის აზრით, თანამედროვე ფეხბურთში ყველა პოზიციის ფეხბურთელს ერთნაირად არ აფასებენ.

„მეკარეებს ისე არ აფასებენ, როგორც სხვა მოთმააშეებს. იმისთვის, რომ გოლკიპერი წლის საუკეთესოთა შორის მოხვდეს, მას ფენომენალური სეზონი და უამრავი ტიტული უნდა ჰქონდეს. სხვა პოზიციის მოთამაშეებს, ამ მხვრივ, საქმე უფრო უადვილდებათ. მსურს, რომ მეკარეები სხვებისთვის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ვასრულებდეთ“, – განაცხადა იკერმა.

ლიოვი: „2018 წლის მუნდიალის შემდეგ ესპანეთში ვიმუშავებდი“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა რამდენიმე წელიწადში ესპანეთში მუშაობის სურვილი გამოთქვა.

„მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთში მუშაობას ვისურვებდი. იქ ჩემი თამაშის ფილოსოფიას იზიარებენ, რომელიც შემტევ და ტექნიკურ ფეხბურთზეა აგებული. ამიტომაც, ვთვლი, რომ პრიმერა დივიზიონი ჩემთვის ძალიან საინტერესო ჩემპიონატია“, – განაცხადა ბუნდესტიმის დამრიგებელმა.

10 საუკეთესო გოლი, რომლებიც მსაჯებმა არ ჩათვალეს

კრიშტიანო რონალდუ – ესპანეთი (2010 წელი)

მარიო ბალოტელი – “კალიარი” (2012/13)

მიშელ პლატინი – “არგენტინოს ხუნიორსი” (1985 წელი)
იხილეთ 0:50-დან:

იოან კრუიფი – არგენტინა (1974 წელი)

ედინსონ კავანი – “ბარსელონა” (2011 წელი)

ნიკოლა ბერტი – ინგლის (1990 წელი)

ტიაგო სილვა – “ნიცა” (2012/13)



ჯორჯ ბესტი – ინგლისი (1971 წელი)

რონალდინიო – “ფლუმინენსე” (2012 წელი)

პაბლო ოსვალდო – “ლეჩე” (2011/12)

“სევილიამ” და “ატლეტიკომ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

დასრულდა პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩი “სანჩეს პისხუანზე”, სადაც “სევილია” და “ატლეტიკო” ერთმანეთს ნულოვანი ფრით გაეყარნენ.

“სევილია” 0-0 “ატლეტიკო”(მადრიდი)

გოლი: არავინ

ესპანეთი-საქართველო, ბორჯღალოსნების შემადგენლობა

დღეს ბორჯღალოსნები კატალონიურ შეკრებას დაასრულებენ და მადრიდისკენ აიღებენ გეზს. შაბთს, 28 თებერვალს ჩვენი ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

გამგზავრებამდე, მატჩამდე 48 საათით ადრე, ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა. რაზეც მილტონ ჰეიგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ესპანეთთან თამაში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ისინი რუმინეთის შემდეგ ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიგვაჩნია, რასაც გუნდი თავიდან ბოლომდე ითავისებს. მიმაჩნია, რომ მოცემულ მდგომარეობაში ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და მეტად მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვანახოთ”

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015, III ტური: ესპანეთი-საქართველო 28/02/15, 19:00, მადრიდი

ბოჯღალოსნების შემადგენლობა:

cats

cats

Rugby.GE

ესპანეთს ევროვიზიაზე დე ხეას შეყვარებული წარადგენს

ევროვიზია 2015-ზე ესპანეთს “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის, დავიდ დე ხეას შეყვარებული წარადგენს. ამ მუსიკალურ კონკურსს წელს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს.

29 წლის ედურნე გარსია ესპანეთს სიმღერით Amanecer წარადგენს. ევროვიზიის ფინალი 23 მაისს ჩატარდება, მეორე დღეს კი “ჰალ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გასამართი მატჩია ჩანიშნული.

“დავიდი ვალდებულია, პრემიერლიგის მატჩზე იყოს, თუმცა იმედი მაქვს, ის ფინალზე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მოსვლას მოახერხებს”, – აღნიშნა ედურნემ.

 

TOP 5: სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩები

2014-15 წლების სეზონის პირველი ნახევარი იწურება, ჩვენ კი გთავაზობთ მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი მატჩების მიმოხილვებს.

21.09.2014, “ოსასუნა” – “მალიორკა” 6:4 (ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი)

19.10.2014, “არარატი” – “ბანანცი” 4:6 (სომხეთის ჩემპიონატი)

03.08.2014, “დინამო” – “როსტოვი” 7:3 (რუსეთის ჩემპიონატი)

20.09.2014, “დეპორტივო” – “რეალი” 2:8 (ესპანეთის ჩემპიონატი)

21.12.2014, “ნუმანსია” – “ლუგო” 6:6 (ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი)

პრიმერა: მე-15 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com გთავაზობთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის მიმოხილვას.

 

ალმერიარეალი

ტურის სასტარტო შეხვედრა მადრიდის „რეალის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. „სამეფო კლუბი“ ალმერიას სტუმრობდა, სადაც ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე ისკოს ეფექტური გოლით შეძლო. მასპინძლებმა მალევე, სულ რაღაც 5 წუთში ვერსას გოლით კი გაათანაბრეს, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ტაიმის დასრულებამდე ბეილმა საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში კი მადრიდელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებასთან ერთად ბოლო წუთებზე რონალდუს დუბლით სხვაობა გამანადგურებელი გახადეს და მორიგი, ზედიზედ მე-20 გამარჯვება მოიპოვეს, რაც კლუბის ახალი რეკორდია.

მადრიდელები სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად, 39 ქულით ლიდერობენ. „ალმერია“ კი 10 ქულით, ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

 

ხეტაფებარსელონა

გასულ ტურში „რეალის“ მთავარმა კონკურენტმა, „ბარსელონამ“, ქულები მადრიდის გარეუბანში დაკარგა. „ხეტაფესთან“ შეხვედრაში კატალონიელებს რამდენიმე შანსი კი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი საკუთარ კარში მიღებულ გოლსაც კი გადაურჩნენ.

„ხეტაფეს“ შემტევი პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, როცა მატჩის მთავარმა არბიტრმა, ინიაკი ბიკანდიმ, მატჩის დასრულების შესახებ ამცნო სტადიონზე შეკრებილ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს.

მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 4 ქულამდე გაიზარრდა.

 

ატლეტიკო – ვილიარეალი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ვისენტე კალდერონზე“ გაიმართა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასურლდა.

„ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალს“ შორის გამართული დაპირისპირება მადრიდელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა ერთადერთი ზუსტი დარტყმა „ვილიარეალის“ მოთამაშეებმა მატჩის მიწურულს განახორციელეს. 84-ე წუთზე საკუთარ გუნდს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ვიეტომ მოუპოვა.

მარცხმა „ატლეტიკოს“ სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ მოახდინა. მადრიდელები 32 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩნენ, ისევე როგორც „ვილიარელი“, რომელიც 27 ქულით მეექვსეა.

 

ტურის ყველა მატჩი

12.12 23:45 ალმერია ალმერია 1:4 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი დაწვრილებით
13.12 19:00 ხეტაფე ხეტაფე 0:0 ბარსელონა ბარსელონა დაწვრილებით
13.12 21:00 ვალენსია ვალენსია 3:0 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო დაწვრილებით
13.12 23:00 კორდობა კორდობა 0:0 ლევანტე ლევანტე დაწვრილებით
14.12 1:00 მალაგა მალაგა 1:0 სელტა სელტა დაწვრილებით
14.12 15:00 ესპანიოლი ესპანიოლი 2:1 გრანადა გრანადა დაწვრილებით
14.12 20:00 სევილია სევილია 0:0 ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
14.12 22:00 ატლეტიკო ატლეტიკო 0:1 ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
14.12 23:55 რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი 1:1 ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
15.12 23:45 დეპორტივო დეპორტივო -:- ელჩე ელჩე დაწვრილებით

ესპანური ანტირეკორდი – პირველად 1988 წლის შემდეგ

როგორც უკვე იცით ესპანეთის ნაკრებმა გუშინ ვიგოში გერმანიასთან წააგო. ხსენებული მარცხი ვისენტე დელ ბოსკეს გუნდისთვის მიმდინარე წელს მეხუთე გახდა. შეგახსენებთ, რომ “ფურია როხამ” მანამდე ჰოლანდიის, ჩილეს, საფრანგეთის და სლოვაკეთის ნაკრებებთან წააგო.

აღსანიშნავია, რომ გასული 3 წლის განმავლობაში ესპანელები მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდნენ. ამაზე ცუდი შედეგი ესპანეთის ნაკრებს მხოლოდ 1988 წელს ჰქონდა, როცა 6 მარცხი იწვნია.

გარდა ამისა, გუშინ ესპანელთა 34-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია შეწყდა.

 

გერმანიამ ვიგოში იმარჯვა

ვიგოში, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გამარჯვების გოლის ავტორი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ტონი კროოსი გახდა.

ესპანეთი 0-1 გერმანია

გოლი: კროოსი 89′