სფფ-ის დელეგაცია უეფაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი უეფას მე-13 რიგგარეშე კონგრესს დაესწრებიან, რომელიც ჟენევაში, 20 სექტემბერს გაიმართება.

სფფ-ის ხელმძღვანელები უკვე ჟენევაში იმყოფებიან და ევროპის სხვა ეროვნული ასოციაციების ხელმძღვანელებთან ერთად უეფას კონგრესამდე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ფედერაციების უმაღლესი პირების მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების 2018-2020 წლების შესარჩევი ტურნირები იყო, მათ შორის „ერთა ლიგა“, რომელშიც ევროპული ნაკრებები მომავალი წლიდან ჩაერთვებიან.  ნაციონალური ასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა   ვიდეო-ასისტენტი მსაჯის  (VAR) საკითხიც განიხილეს. 

Gff.Ge

სფფ-ის ვიზიტი მარტვილში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე სამუშაო ვიზიტით მარტვილში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა, სადაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მოედნის, განათების სისტემის და გადახურული ტრიბუნის დამონტაჟების ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მოყვარულთა გათამაშების ფინალურ შეხვედრასაც დაესწრო. ,,დევის დარჯანია”-ს სახელობის თასის 2017 წლის გათამაშება მარტვილში სოფემ ზედა ნაგვაზაოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. კახა ჭუმბურიძემ დევის დარჯანიას სახელობის თასი გამარჯვებულ გუნდს გადასცა, ხოლო მონაწილე გუნდებსა და მოყვარულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ბურთები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფინალის მონაწილეები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გათამაშების სპონსორმა „ლიდერბეთმაც“ დააჯილდოვა.

Gff.Ge

U19: საქართველომ ალბანეთს სძლია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევისთვის მზადების ფარგლებში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად ალბანეთთან და 1:0 დაამარცხა მეტოქე.

გიორგი ყიფიანის გუნდი მეორე ტაიმში დაწინაურდა. 50-ე წუთზე ლევან ხარაბაძის დარტყმული ალბანელ ფეხბურთელს მოხვდა და კარში შევარდა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ვერც მასპინძლებმა და ვერც სტუმრებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. ბოლო წუთებზე კი ალბანელებს უხეშობისთვის კაციც გაუძევეს.

გიორგი ყიფიანმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: კერესელიძე, ტაბატაძე, ასათიანი, ფურცელაძე, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ზარიძე, კუხიანიძე, ერგემლიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ნ. ნინუა, ოზბეთელაშვილი, ა. ნინუა, მალი, თოლორდავა, ქავთარაძე.

 

Gff.Ge

“ჰუალინგში” სფფ-ის რიგით 27-ე ყრილობა გაიმართა

11 აგვისტოს, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 27-ე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე 2016 წლის ფინანსური შედეგები შეაჯამეს და 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ამასთან ერთად, სფფ-ის წესდებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ცვლილებების შედეგად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი კატეგორიის წევრი ეყოლება – წევრი და ასოცირებული წევრი. ასოცირებული წევრი ხმის მიცემისა და კანდიდატების წარდგენის უფლების გარდა, ყველა იმ უფლებით ისარგებლებს რითაც წევრი. ცვლილება შეეხო მუდმივმოქმედ კომიტეტებს- მეტი ეფექტურობისთვის რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდა და მუშაობას მხოლოდ ის კომიტეტები განაგრძობს, რომელთა საქმიანობაც სასარგებლო იქნება ფეხბურთის განვითარებისთვის. ცვლილება ასევე შეეხო 62-ე მუხლს, რის შედეგადაც დოპინგთან დაკავშირებული წესები ფიფას ანტი-დოპინგურ უახლეს რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიდა. 71-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად კი, წესდებაში განსაზღვრული აღარ იქნება ლიცენზირებისათვის სავალდებულო ლიგები და მისი განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს მიენიჭება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობაზე პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ლევან კობიაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც დაანონსა. კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამის შესახებ ამცნო საზოგადოებას, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და 2017 წლის ბოლომდე მოხდება მისი პრეზენტაცია, რათა 2018 წლიდან, ამ პროგრამის შესაბამისად, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით სტრატეგიული ნაბიჯები გადაიდგას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რაც უკვე განხორციელდა და რასაც ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო სამომავლოდ გეგმავს: თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენამ, გორის განახლებულმა სტადიონმა 2017 წელს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო მომავალ სეზონზე, კლუბებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო სეზონისათვის ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის სტადიონებზე ბუნებრივი საფარის დაგებას გეგმავს.  ამასთან, 2017 წლის ბოლომდე ზუგდიდის სტადიონი და ბათუმის მშენებარე ბაზა დასრულდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე ასრულებს რუსთავის აკადემიის მშენებლობას, რომელთან დაკავშირებითაც, მთელი რიგი პრობლემები იყო, თუმცა ყველა ამ საკითხის მოგვარების შემდეგ, რუსთავის აკადემიაში წლის ბოლომდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გადავა და იქ ტექნიკური ცენტრი განთავსდება. ასევე,  ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილი ბაზაზე, მინდვრის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. 2017 წლის შემოდგომაზე ლაგოდეხში უკვე ახალი სტადიონი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო წლის ბოლომდე განათება დამონტაჟდება, 2018 წელს კი აქვე რეგიონული ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.

ყრილობას ფიფას და უეფას წარმომადგენლები ოლივერ იუნგი და ევა პასკიე ესწრებოდნენ. მათ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საკუთარ გამოსვლაში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ღირსეულ მასპინძლობაზე და იმ რეფორმებზე გაამახვილეს  ყურადღება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მიმართულებით ატარებს.

უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ევა პასკიემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისათვის, რასაც ის განვითარებისათვის ეწევა: ” ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვენს მოხსენებაში მადლობა გადაუხადეთ უეფას იმ შესაძლებობისათვის, რასაც ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მასპიძნლობა ქვია, თუმცა მე გეტყვით, რომ ეს არასწორია. მადლობას უეფა გიხდით, რადგან თქვენ იყავით სამაგალითოები და უმაღლეს დონეზე უმასპინძლეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს…რამდენიმე წლის წინ ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რომ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთი არსებობს, ახლა კი თქვენი აქტივობების შედეგად, უკვე ეროვნულ ჩემპიონატს ატარებთ, სადაც 9 გუნდი მონაწილეობს. 2020 წელს საქართველო ქალთა 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ტურნირების სამაგალითო მასპინძელი, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ,”- აღნიშნა მან. 

ფიფას განვითარების პროგრამების კოორდინატორმა (ევროპა) ოლივერ იუნგმა ყრილობა მედიის წარმომადგენლებთანაც შეაჯამა: „ყრილობა ძალიან დადებითად ჩატარდა. მე, როგორც ფიფას წარმომადგენელი, პირველად ვიმყოფები თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში და აუცილებლად, კვლავ გეწვევით. ყრილობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან პრეზიდენტის მოხსენების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების სწორ გზაზე დგას. ამ შედეგებს მაშინაც ვხედავთ, როდესაც ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე ვსაუბრობთ. თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მყარი საძირკველი იმისათვის, რომ მიაღწიო შენს მიზნებს. წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალთა, ისე კაცთა ეროვნულ ნაკრებებს. ფიფას და უეფას მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ მიზნებს მიაღწევთ და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი კვლავ იკაშკაშებს,“- განაცხადა ოლივერ იუნგმა.

„27-ე რიგითი ყრილობა დასრულდა, პროცესმა ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. გვყავდნენ სტუმრები უეფადან, ფიფადან, რაც კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენთვის. მათ აღნიშნეს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ორგანიზება, რომელთან დაკავშირებითაც, როგორც იცით, უკვე მოვიდა უეფასგან მადლობის წერილი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მუდმივად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. რაც შეეხება გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა, დღეს ჩემს მოხსენებაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, მათ შორის უეფას სამიტზე, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე, ეროვნული ჩემპიონატის მიმართულებით უკვე შემდგარ და სამომავლო პროექტებზე. საზოგადოებას ასევე გავაცანი სფფ-ის ხედვა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავამახვილე ყურადღება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გეგმავს,“- აღნიშნა ყრილობის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

Gff.Ge

გიორგი ნემსაძემ 17-წლამდე ნაკრებისთვის 25 ფეხბურთელი შეარჩია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში გასამართი ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირისთვის მზადება დაიწყო.

გიორგი ნემსაძემ 25 ფეხბურთელი გამოიძახა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შეკრიბა და მათგან შეარჩევს კიევში წასაყვან შემადგენლობას.

ბანნიკოვის ტურნირზე, რომელიც 15 აგვისტოს დაიწყება, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ა ჯგუფში ბელარუსი, უკრაინა და ესტონეთი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია – 2016 წელს ჩვენმა გუნდმა, გურამ ასპინძელაშვილის ხელმძღვანელობით, ფინალში ისრაელი დაამარცხა და თბილისში თასით დაბრუნდა.

გიორგი ნემსაძის მიერ შერჩეული სია კი ასეთია:

ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (ლოკომოტივი), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), გიორგი გაგუა (იბერია 2010), სერგეი გაბელაშვილი (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), ზურაბ დავითაშვილი (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გივი მუკბანიანი (ტორპედო), საბა კიკნაძე (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), თორნიკე დარსაძე (ალკობენდას-ლევიტი, ესპანეთი).

Gff.Ge

ეროვნული ლიგის 21-ე ტური: პრევიუ

4, 5 და 6 აგვისტოს ეროვნულ ლიგაში ოცდამეერთე ტურის მატჩები გაიმართება

4 აგვისტოს, ტურის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. ბოლო წლებში გორული კლუბი დინამოელთათვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და ეს ტენდენცია ამ სეზონშიც გრძელდება. „დილა“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელთანაც „დინამოს“ შეხვედრა არ მოუგია. გამართული ორი მატჩიდან ერთი გორელებმა მოიგეს, ერთი კი, ფრედ დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით მომავალ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გასულ ტურში „დინამო“ დამარცხდა და ამით უშუალო კონკურენტს სხვაობის 3 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა. აქედან გამომდინარე, ერთიპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად მომავალ შეხვედრაში თბილისელებს დადებითი შედეგი სჭირდებათ. თავისმხრივ „დილას“ უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ქულები მასაც ძალიან სჭირდება. გიორგი დარასელიას გუნდს 22 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ყველა ზემო აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით გულშემატკივარს საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის.

5 აგვისტოს, ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ადგილობრივი „დინამო“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. არასტაბილურად ჩატარებული ჩემპიონატის პირველი ნახევრის შემდეგ, ბათუმელებმა მესამე წრე კარგად დაიწყეს და გამართული ორი შეხვედრიდან ორივე მოიგეს. ბუნებრივია ეს მათ სატურნირო მდგომარეობაზე დადებითად აისახა და კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა გადათამაშების ზონას თავი დააღწია. მესამე წრე „სამტრედიამაც“ წარმატებულად დაიწყო და მეტოქის მსგავსად ორივე მატჩი მოიგო. სამტრედიელები 39 ქულით მესამე ადგილზე არიან და ლიდერ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით ჩამორჩებიან. მოახლოვებულ მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი უშეღავათო ბრძოლას იხილავს.

სტუმრად გამართული შეხვედრების შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე ბრუნდება. 21-ე ტურის შეხვედრაში „რამაზ შენგელიაზე“ ქუთაისელები ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებენ. ტორპედოელები ეროვნულ ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობენ და 43 ქულით მეორე ადგილზე არიან. კახა ჩხეტიანის გუნდმა მომავალ მეტოქეს მიმდინარე სეზონში გამართული ორივე შეხვედრა მოუგო. პირველ შემთხვევაში „ტორპედომ“ 2:1 იმარჯვა, მეორეში კი – 3:0. ფოთელები რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან. გელა სანაიას გუნდი ზედიზედ ექვსი შეხვედრაა ვერ იგებს და 18 ქულით მეცხრე ადგილზეა.

21-ე ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა 6 აგვისტოს ჩატარდება.

საჩხერის „ჩიხურა“ ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გათამაშების აუტსაიდერს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. საჩხერელები არასტაბილურად ასპარეზობენ და 29 ქულით მეხუთე პოზიციაზე არიან. სოსო ფრუიძის გუნდის მიზანი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაა და მათთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხებათ ქობულეთელებს, მათ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების მიზერული შანსი აქვთ და მიზნის მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდებათ.

ტური თბილისური დერბით დასრულდება. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული კლუბების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო მატჩებით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება. მიმდინარე სეზონში გამართული ორი შეხვედრიდან ორივე საბურთალოელებმა მოიგეს, მაგრამ სატურნირო ცხრილში უკეთეს პოზიციას ლოკო იკავებს. გიორგი დევდარიანის გუნდს 30 ქულა აქვს და მეოთხეა, საბურთალოელები კი, 26 ქულით მეექვსეზე არიან. ორივე გუნდი ლიდერთა სამეულში მოსახვედრად იბრძვის და ამ ბრძოლაში ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

Eliga.Ge

სფფ-მ კიბერ-ფეხბურთის ჩემპიონატის მონაწილეები დააჯილდოვა

27 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კიბერ-ფეხბურთის ჩემპიონატის (FIFA 17) გამარჯვებულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რჩეულსა და საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებს უმასპინძლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კიბერ-სპორტის ფედერაციის ორგანიზებით კიბერ-ფეხბურთის ჩემპიონატი 8 – 9 ივლისს თბილისში, ფაბრიკაში ჩატარდა და მასში გამარჯვება კაკი კოვზანაძემ მოიპოვა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამარჯვებულს დღეს პირადად გადასცა სუპერთასის ბილეთები, რომელიც 8 გვისტოს, მაკედონიის დედაქალაქში მადრიდის რეალსა და მანჩესტერს შორის გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციამ გამარჯვებულთან ერთად საკუთარი რჩეული გამოავლინა. სანდრო მაღლაკელიძე, რომელმაც ჩემპიონატზე მესამე ადგილი  მოიპოვა, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით კიევში კიბერ-ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულთან ერთად გაემგზავრება.

Gff.Ge

ლევან კობიაშვილი სტუდენტებს შეხვდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის  სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა 2017 წლის 25 მაისს უნივერსიტეტში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. ლევან კობიაშვილი, სტუდენტების მიერ გამოხატული ინტერესის შესაბამისად, ფეხბურთში გატარებულ რეფორმებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორები და პროფესორ მასწავლებლები დაესწრებიან.

ამასთან, უნივერსიტეტში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს მიიტანენ და 25 მაისს მსურველებს თასთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.

Gff.Ge

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა უეფას 2017-2018წწ. ლიცენზიის მაძიებელი კლუბების განაცხადები განიხილა.

2016 წლის ჩემპიონატის სამივე პრიზიორმა და თასის მფლობელმა კლუბმა: „სამტრედიამ“, საჩხერის „ჩიხურამ“, ბათუმის „დინამომ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ წარმატებით გაიარეს ლიცენზირების პროცესი და მოიპოვეს უეფას 2017-2018 წწ. საკლუბო შეჯიბრებებში ასპარეზობის ლიცენზიები.

Gff.Ge

სფფ-ის ხელმძღვანელები გურიას ესტუმრნენ

ლევან კობიაშვილი, კახა ჭუმბურიძე და ნიკა ჯღარკავა ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ საფეხბურთო გუნდ “მერცხალსა” და ჩოხატაურის “ბახმაროს” შეხვდნენ. გურიის ამ საფეხბურთო გუნდებს ამიერიდან კომპანია “ნენას” ბრენდირებული ეკიპირება ექნებათ. ზურაბ ჩხაიძემ, რომელიც “კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” დამფუძნებელია, გუნდებს საჩუქრად ბურთები და სრული საფეხბურთო ეკიპირება გადასცა.

“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახეთის ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გურული ბრენდით- “ნენა” მხარი დაუჭიროს ადგილობრივ გუნდებს და შესაბამისად, ქართულ ფეხბურთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანმიმდევრულმა რეფორმებმა გაამართლა და თანდათან კერძო სექტორი აქტიურად ინტერესდება ქართული ფეხბურთით,-” განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ოზურგეთამდე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ლანჩხუთს ესტუმრნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომლის განახლებას ადგილობრივი მთავრობა, ფედერაციასთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში გეგმავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და მასპინძლებმა ლანჩხუთში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის პერსპექტივაზეც ისაუბრეს.

დღესვე სფფ-ის დელეგაცია ბავშვთა შორის აჭარა-გურიის ჩემპიონატის მატჩსაც დაესწრო, სადაც 12-წლამდე ფეხბურთელთა გუნდები – ლანჩხუთის “გურია” და ბათუმის “ბაკური” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

Gff.Ge

ფეხბურთის ფედერაცია გურიას ეწვევა

30 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა გურიას ესტუმრებიან.

12:30 საათზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე, კომპანია „ნენასა“ და „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელთან – ზურაბ ჩხაიძესთან ერთად შეხვდებიან ოზურგეთის საფეხბურთო გუნდ „მერცხალსა“ და ჩოხატაურის „ბახმაროს“.

ამავე დღეს გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებთან. ოზურგეთში შეხვედრამდე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ლანჩხუთს ესტუმრებიან.

Gff.Ge

საქართველოს თასი რვავე მეოთხედფინალისტი ცნობილია!

25-26 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

მერვედფინალის ცენტრალურ დაპირისპირებას ქუთაისმა უმასპინძლა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „ტორპედო“ „სამტრედიას“ დაუხვდა. იმერული დერბი მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა და ქუთაისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა, 57-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ პენალტიდან გაიტანა. მატჩი კვლავ ტორპედოელთა შეტევებით გაგრძელდა და 90-ე წუთზე ბექა ტუღუშმა მეორედ აიღო სამტრედიელთა კარი.

აღსანიშნავია, რომ მერვედფინალის მონაწილე ლიგა 3-ის ოთხი გუნდიდან მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება სამმა მოიპოვა. ხონის „იმერეთმა“ ბოლონისის „სიონი“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. თბილისის „შევარდენი 1906“-მა ლანჩხუთის „გურიას“ აჯობა 2:0. თბილისის „ნორჩმა „დინამომ“ კი, თანალიგელი „გორი“ გამოთიშა ასპარეზობიდან. აღნიშნული შეხვედრის ძირითადი დრო უგოლო ფრით 0:0 დასრულდა. პენალტების სერია კი, დინამოელებმა უკეთ შეასრულეს და 4:3 იმარჯვეს.

მერვედფინალის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: რუსთავი 3:2 ზუგდიდი; დილა 1:0 კოლხეთი 1913; გაგრა 0:2 ჩიხურა; სამგურალი 0:2 დინამო თბ.

რუსთავი 3:2 ზუგდიდი

რუსთავი, „ფოლადი“

რუსთავი: ალავიძე, აფაქიძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, გოცაძე (65’ ვასაძე), ხოჯავა, ცაცკრილაშვილი (57’ სიჭინავა), ქათამაძე, გოგინაშვილი (74’ ლობჯანიძე), ციცვიძე, ჩიმაკაძე

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ზუგდიდი: მამინაშვილი, აკობია, მალანია, რუხაია, ჟვანია, ძაძუა, სამუშია, გოგალაძე (87’ დანელია), ბუკია, ბულია (72’ კილასონია), გოლუბკა (54’ ბიგვავა)

მთ. მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

მსაჯები: პ. მაჭარაძე, გ. ელიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, დ. დადაჰავა

გაფრთხილება: 51’ ნარიმანიძე (რუსთავი), 70’ ბულია (ზუგდიდი), 83’ ჩიმაკაძე (რუსთავი), 90’ ჟვანია (ზუგდიდი)

გოლები: 0:1 სამუშია (6), 1:1 ჩიმაკაძე (45’), 2:1 გოგინაშვილი (45’), 2:2 სამუშია (61), 3:2 ჩიმაკაძე (85)

იმერეთი 1:0 სიონი

ხონი, ცენტრალური სტადიონი

იმერეთი: მეძველია, ხელაძე, ხარაბაძე, საღინაძე, ჭანკვეტაძე, ამბროლაძე, ბანძელაძე, საღარეიშვილი, ყიფიანი, ცაგარეიშვილი (66’ ჩიხლაძე), თევდორაძე (71’ კილაძე)

მთ. მწვრთნელი: დათო ჭელიძე

სიონი: ზარქუა, სვანიძე, თევზაძე, ნემსაძე, კოშკაძე, სიხარულია, გურეშიძე, ჯაფიაშვილი, მანაგაძე (61’ უგულავა), დვალი, ჭეიშვილი (69’ ლილუაშვილი)

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მსაჯები: შ. ქუხილავა, ზ. ფიფია, კ. სადილიანი, გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: 68’ გურეშიძე, 78’ სვანიძე (ორივე სიონი), 90’ საღინაძე (იმერეთი)

გოლი: 1:0 ჭანკვეტაძე (90)

დილა 1:0 კოლხეთი 1913

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯრიშვილი, ფოფხაძე, გაგოშიძე (88’ ტარავალიე), ქარქუზაშვილი, ძარია, კირკიტაძე, პაპავა, ფლავიო ნუბიო (66’ ეტოუ), მათიაშვილი, რიბეირო (61’ რაზმაძე)

მთ. მწვრთნელი: ზივ ავრაჰამ არიე

კოლხეთი 1913: სიკაჩი, გოგონაია, კილასონია, ქებურია, კორობკა (78’ ლუკავა), დაფე, კერძევაძე, კაკულია, ჟიშკარიანი, შალიკაშვილი (46’ ბუხაიძე), კოვტალიუკი

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 18’ ქებურია, 63’ დაფე (ორივე კოლხეთი 1913), 63’ კირკიტაძე, 76’ ძარია (ორივე დილა)

გოლი: 1:0 რიბეირო (პენ) (33)

გაგრა 0:2 ჩიხურა

მცხეთა, „მცხეთა პარკი“

გაგრა: ნადირაძე, ჯიშკარიანი, ქურდაძე, გეთიაშვილი, მოსიაშვილი (82’ გ. ე. ტყეშელაშვილი), გ. ქურდაძე (82’ პაპავა), გვაზავა (90’ კიკნაძე), კახიანი, ლუცენკო, ქანთარია, ხინთიბიძე

მთ. მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი

ჩიხურა: სეფიაშვილი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, მირცხულავა, გეგეჭკორი, გორგიაშვილი (85’ განუგრავა), დობროვოლსკი, დეკანოიძე (68’ სარდალიშვილი), ლექვთაძე (87’ კორიფაძე), გელაშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: ლ. სილაგავა, ა. აფციაური, ა. ჟივიძე, ჯ. ხორავა

გაფრთხილება: 35’ გეგეჭკორი, 65’ დობროვოლსკი, 76’ მირცხულავა (სამივე ჩიხურა), 79’ ლუცენკო (გაგრა)

გოლები: 0:1 გელაშვილი (80), კაკუბავა (84)

სამგურალი 0:2 დინამო თბ

წყალტუბო, „მურთაზ ხურცილავა“

სამგურალი: კუპატაძე, ბიბილაშვილი, კაკუშაძე, შალამბერიძე, ნერგაძე, ციცხვაია (70’ ლაღაძე), ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი (61’ ჩიხლაძე), ჯიმშელეიშვილი, ბრეგვაძე, ჯღამაია (46’ ბანძელაძე)

მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე

დინამო თბ: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გველესიანი, პაპუნაშვილი (85’ კუცია), ქარდავა, თევზაძე, კიტეიშვილი, მიშენკო, ჩაკვეტაძე (64’ ზარია), არაბული (71’ მესხი), მიქელთაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 42’ ბრეგვაძე

გოლები: 0:1 მიქელთაძე (30), 0:2 არაბული (პენ) (52)

ფკ გორი 0:0 (პენ 3:4) ნორჩი დინამო

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

ფკ გორი: სომხიშვილი, ლომიძე, ოქროპირიძე, კალხიტაშვილი, ელიაური, რომელაშვილი (56’ ჩხიკვაძე), სირბილაძე, კურმაშვილი, ზეინკლიშვილი, ნოზაძე (72’ მაჭარაშვილი), ბალიაშვილი (81’ სადაღაშვილი)

მთ. მწვრთნელი: დავით შუბითიძე

ნორჩი დინამო: მიქავა, ლობჟანიძე, ძამსაშვილი, თოდუა, ელიავა, ჯოჯუა, ჟვანია, პავლიაშვილი, მელქაძე (81’ კაკიაშვილი), დეისაძე, კემუხტაშვილი (60’ ბუკია, 106’ სტეფნიაშვილი)

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ახვლედიანი, ბ. ჟვანია, დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 5’ ელიაური, 30’ ოქროპირიძე (ორივე ფკ გორი), 88’ პავლიაშვილი (ნორჩი დინამო)

გაძევება: 26’ ძამსაშვილი (ნორჩი დინამო)

შევარდენი 1906 2:0 გურია

დუშეთი, სპორტ-კომპლექსის სტადიონი

შევარდენი 1906: ჩოჩიშვილი, ფოფხაძე, ოდიკაძე, ჭელიძე, პატარკაციშვილი, გოგობერიშვილი, ნემსაძე, მაღალაძე, ფოჩხუა, კახელიშვილი (90’ მუმლაძე), მაგრაქველიძე (66’ მაისურაძე)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

გურია: ხვედელიძე, ბენაშვილი, მოსიძე, ტყემალაძე, შენგელია, კორკიტაძე (76’ მეგრელიშვილი), კაშია, კიკნაველიძე (83’ მალანია), ბარბაქაძე, გოგუაძე, ბახია

მთ. მწვრთნელი: გია იმნაძე

მსაჯები: გ. ავაზაშვილი, ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, თ. ხუბულური

გაფრთხილება: 52’ ნემსაძე, 77’ კახელიშვილი (ორივე შევარდენი 1906)

გოლები: 1:0 მაღალდაძე (20), 2:0 მუმლაძე (90)

ტორპედო 2:0 სამტრედია

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძემ ჭიჭინაძე, ხურცილავა, მამასახლისი, კუხიანიძე (88’ ბაბუნაშვილი), საბანაძე (78’ კუჭუხიძე), გურული, დოლიძე (76’ ტაბატაძე), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე, კასრაძე (60’ რაჯამაშვილი), დათუნაიშვილი, ჩაგელიშვილი, მარკოზაშვილი, ბერიაშვილი (85’ სამუშია), ჯიქია (76’ ხაბეიშვილი)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე

გაფრთხილება: 7’ ტუღუში, (ტორპედო), 45’ ბერიაშვილი (სამტრედია) 75’ მამასახლისი, 90’ ხურცილავა (ორივე ტორპედო)

გოლები: 1:0 კუხიანიძე (პენ) (57), 2:0 ტუღუში (90)