„ზუგდიდმა“ „სქურს“ მოუგო

კვირას „ზუგდიდმა“ „ბაიას“ ბაზაზე წალენჯიხის „სქურთან“ სპარინგმატჩი ჩაატარა და მეტოქეს ანგარიშით 3:1 სძლია.

მე-17 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – გოლი შელიამ გაიტანა. ზუგდიდელებმა წოანსწორობის აღდგენა 39-ე წუთზე გუკა სამუშიას გოლით მოახერხეს.

მეორე ნახევრის 25-ე წუთზე მურთაზ ჩანგელიამ თავისი გუნდი დააწინაურა, სამ წუთში კი დუბლიც შეასრულა – 3:1.

„ზუგდიდი“ – „სქური“ 3:1

გოლები: სამუშია 39′, ჩანგელია 70′, 73′ – შელია 17′

გაგრა – სქური (წალენჯიხა) 4:1

დღეს, თბილისში, „მერანის“ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ „გაგრა“ და წალენჯიხის „სქური“ წარსდგნენ. გაგრელთა უპირატესობა მთელი შეხვედრის მანძილზე აშკარა იყო. ჯერ კიდევ პირველ გატანილ გოლამდე, „გაგრამ“ ხუთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ კი აბაიომი ოვონიკოკოს ბენეფისი დადგა – ამ უკანასკნელმა 29-ე და 31-ე წუთებზე ზედიზედ ორჯერ გამოიჩინა თავი. აქედან აღსანიშნავი პირველი გოლი იყო, როდესაც ჩინებულად მიიღო პასი, ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქე და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი ჟიშკარიანის გადაცემის შემდეგ ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო 43-ე წუთზე ნიკა ჭკუასელის ჩინებული გადაცემის შემდეგ მესამედ დაამწუხრა მეტოქე. მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ ვნახეთ ლამაზად გათამაშებული კომბინაცია – კალანდაძე მეტოქეს აართვა ბურთი, ჭკუასელმა და ოვონიკოკმ ლამაზად გაითამაშეს ბურთი და ჭკუასელმა მეკარესთან ერთი-ერთზე კაკუბავა დატოვა, რომელმაც ადვილად დაჩაგრა მეტოქე. პირველ ტაიმში რატი ცაცკრიალაშვილის მიერ დარტყმული მოხვდა ჯერ კიდევ პირველ გატანილ გოლამდე კარის ძელს. მეორე ტაიმში კი ოვონიკოკოს პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ამჯერადაც კარის ძელმა გადაარჩინა სტუმართა გუნდი. მეორე ტაიმში გარდა იმისა, რომ სტუმარმა რაფავამ საპასუხო გოლი გაიტანა, წალენჯიხელები ორჯერ იყვნენ გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოს. ჯერ კარის ხაზიდან გამოიტანა გაგრელთა მცველმა ბურთი, ხოლო შემდეგ კარის ძელსაც გაარტყეს ბურთი.

ძირითად შემადგენლობაში გიორგი გადრანს უნდა ეთამაშა, მაგრამ კუნთის მიმაგრების ადგილი მოთელვისას იტკინა და მისი ადგილი ზაურ ქარდავამ დაიკავა. ორ დღეში გვეცოდინება გადრანი შეძლებს თუ არა თერჯოლაში თამაშს. მეორე ტაიმში შეცვალეს გუგა ფალავანდიშვილი, რომელსაც მეტოქემ ხელზე ფეხი დააბიჯა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

7 ოქტომბერი. თბილისი. მერანი. 100 მაყურებელი

გაგრა – სქური 4:1 (3:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ოვონიკოკო 29, 31, 43, 4:1 კაკუბავა 49, 4:1 რაფავა 54

გაგრა: ბეგაშვილი, ხარაბაძე, კალანდაძე, ზ.ქარდავა, ჭაბუკიანი, ფალავანდიშვილი (მოსიაშვილი 46), ცაცკრიალაშვილი (ბ.ქარდავა 61), ჟიშკარიანი, კაკუბავა, ჭკუასელი, ოვონიკოკო (ფერცელიძე 58).

სათადარიგო: დობორჯგინიძე, მუსელიანი, მაგრაქველიძე, გადრანი

მწვრთნელი: ზ.ჯელაძე

სქური: ჯოლოგუა, ბოჯგუა, ყურუა, ქვარცხავა, მიქენაია, კალანდია, ხოჯანაშვილი, სართანია (კვირკვია 46), რაფავა, ფურთუხია (მაჭუტაძე 68), მორგოშია (შონია 57).

სათადარიგო: ხარჩილავა, ღარიბაშვილი, ი.ქარდავა, გ.ჭკუასელი

მწვრთნელი: გ.ციკოლია

მსაჯი: გ.ყრუაშვილი

FCGagra.GE