სტივ ნეშის კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ სტივ ნეშს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა, რომელშიც მისი 19-წლიანი კარიერა ასახა.

სტივ ნეში მთლიან სეზონს გამოტოვებს

ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვეტერანს სტივ ნეშს სამი წინასასეზონო მატჩის ჩატარების შემდეგ კვლავ ზურგის ტკივილმა შეაწუხა, ხოლო სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც მოთამაშეები ვარჯიშობდნენ.

ახლა 39 წლის კალათბურთელს სეზონის გამოტოვება და რეაბილიტაცია მოუწევს. არსებობს ალბათობა იმისა, რომ სტივს მოედანზე მეტი ვეღარ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ზურგის ტრავმის გამო გასულ სეზონში ნეშმა მხოლოდ თხუთმეტ მატჩში ითამაშა.

სტივ ნეში: „მე ნებისმიერი მწვრთნელი მაწყობს“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვეტერანმა სტივ ნეშმა განაცხადა, რომ ნებისმიერ მწვრთნელთან სამუშაოდ მზადაა.

„ფავორიტი არ მყავს. სიმართლე რომ გითხრათ, ვცდილობ, ამ ყველაფრისგან შორს ვიყო. იმედია, ეს ყველაფერი ჩემ მდგომარეობას დაეხმარება. მე ცალკე ვარ და მხოლოდ კლუბის გადაწყვეტილებას ველი“, – განუცხადა კანადელმა „ESPN Los Angeles“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

სტივ ნეში კარიერაში გაკეთებული გადაცემების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი სტივ ნეში კარიერაში გაკეთებული გადაცემების რაოდენობის მაჩვენებლით მესამე საფეხურზე ავიდა, რის შესახებაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩში, რომელშიც კალიფორნიელები ანგარიშით 130:145 დამარცხდნენ, ნეშმა 13 წუთში 5 გადაცემა გააკეთა და საერთო მაჩვენებლით ლიგის ასისტენტთა ისტორიაში მარკ ჯექსონს გაუსწრო.

სტივ ნეში: „გუნდში ყველამ იცოდა, რომ ჰოვარდს ბრაიანტთან კონფლიქტი ჰქონდა“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელმა სტივ ნეშმა აღიარა, რომ მას და მის პარტნიორებს ესმოდათ, რომ ცენტრი დუაიტ ჰოვარდი კობი ბრაიანტთან კონფლიქტის გამო კლუბში არ დარჩებოდა.

„ვფიქრობ, ყველა მიხვდა, რომ ჰოვარდის დარჩენის ალბათობა დაბალი იყო. სეზონის მიმდინარეობისას მას არ დაუმალავს, რომ „ლეიკერსში“ არ მოსწონს. ასეთ მომენტებში უნდა გადაწყვიტო: ან ამბობ ყველაფერს, ან სიტუაციას ეგუები. ჩანდა, რომ დუაიტი ვერაფერს შეეგუებოდა“, – განაცხადა კანადელმა ვეტერანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სტივ ნეში შემდეგი სეზონისთვის დარჩენას გეგმავს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელმა სტივ ნეშმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატის მხოლოდ ათ მატჩში ითამაშა. ამასთან ერთად, კანადელს კალიფორნიაში კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენა სურს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემდეგ სეზონში მოედანზე დაბრუნების სურვილი მაქვს“, – განუცხადა ნეშმა „ლოს-ანჯელეს თაიმსს“.

კონტრაქტის მიხედვით, შემდეგ სეზონში ვეტერანმა 9,7 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. კალიფორნიულ კლუბს კი ნეშთან ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება პირველ სექტემბრამდე აქვთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დ’ენტონი: „იმედია, 28 იანვარს ბრაიანტი და ნეში თამაშს მოახერხებენ“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელი მაიკ დ’ენტონი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის ტრავმირებული ლიდერები კობი ბრაიანტი და სტივ ნეში 28 იანვრისთვის გამოჯანმრთელდებიან და „ინდიანა პეირსერსთან“ საშინაო შეხვედრაში ითამაშებენ.

26 იანვარს „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩით კალიფორნიელები თავსი 7-მატჩიან დასვლით ტურნეს დაასრულებენ.

ბრაიანტს სეზონის დიდი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.

რაც შეეხება ნეშს, მას ქრონიკული პრობლემები აქვს. ბოლოს გამოცდილმა კანადელმა კალათბურთელმა ათ ნოემბერს ითამაშა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სტივ ნეში მინიმუმ ორ კვირას იუქმებს

დღეს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელს სტივ ნეშს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მისი ზურგის ტრავმა მოსალოდნელზე უფრო სერიოზულია.

როგორც ცნობილია, გამოცდილი კალათბურთელი თამაშს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში კალიფორნიელთა მაისურით ნეშმა ექვს მატჩში ითამაშა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში სათამაშო დროის 22,5 წუთში მისმა მონაგარმა 6,7 ქულა და 4,8 გადაცემა შეადგინა.

სტივ ნეში ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს

ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთვნელი მაიკ დ’ენტონი ახალ სეზონში გუნდის 39 წლის გამთამაშებელს სტივ ნეშს ნაკლებ სათამაშო დროს მისცემს.

გარდა ამისა, ნეში პერიოდულად იმ ორ მატჩს შორის ერთ-ერთს გამოტოვებს, რომელიც ზედიზედ ორი დღის განმალბოაში შედგება.

გამოცდილი სპეციალისტის აზრით, ამით გუნდის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ნაკლებად დატვირთული იქნება და იგი ტრავმებსაც აიცილებს თავიდან.

ალექსანდრე მატევოსოვი