მოურინიო: “სუარესმა დისკვალიფიკაცია დაიმსახურა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ “ლივერპულისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ფიფასგან მკაცრი სასჯელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

“ვფიქრობ, სუარესმა დისკვალიფიკაცია დაიმსახურა, რადგან ის მოედანზე ცუდად იქცევა. რაც არ მომწონს ის არის, რომ ურუგვაელს სტადიონზე ყოფნასაც კი უკრძალავენ”, – ამბობს მოურინიო.

ურუგვაის ნაკრების მხარდაჭერა ლუის სუარესს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, ურუგვაის ნაკრების გასახდელში ლუის სუარესის მაისური გამოჩნდა.

Screen-Shot-2014-06-28-at-7.50.12-PM

როგორ შეხვდნენ ლუის სუარესს ურუგვაიში

როგორც იცით, ფიფამ ლუის სუარესი ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შეხვდნენ სახლში მყოფ სუარესს გულშემატკივრები ურუგვაიში.

ურუგვაის პრეზიდენტი სუარეს იცავს: “ეს მხოლოდ ხუმრობა იყო”

ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა ლუის სუარესს გამოექომაგა და თქვა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ჯორჯო კიელინის მხოლოდ გაეხუმრა.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. თავდაპირველად, მსაჯმა დამნაშავეს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა, მაგრამ საბოლოოდ, ფიფამ სუარესი მკაცრად დასაჯა.

“ეხ მხოლოდ ბავშვური ხუმრობა იყო. მსაჯმა სუარესს ყვითელი ბარათიც არ უჩვენა, შემდეგ კი ფიფამ ფეხბურთელი დასაჯა. თუ საქმე ასეა, მაშინ ყველა დაუნიშნავი ჯარიმა უნდა გამოვიძიოთ და შემდეგ ფეხბურთელები დავსაჯოთ. სუარესი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ის ზოგჯერ პატარა ბავშვივით იქცევა”, – ამბობს ურუგვაის პრეზიდენტი.

4-თვიანი დისკვალიფიკაციით დამწუხრებული სუარესი

იმის გამო, რომ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, ლუის სუარესი საკმაოდ მკაცრად დაისაჯა და ის მოედანზე გასვლას ოთხი თვის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.

Daily Mail-მა მოიპოვა ფოტოები, რომლებიც მას შემდეგ არის გადაღებული, რაც ურუგვაელმა დისკვალიფიკაციის შესახებ გაიგო.

article-2670831-1F2925DD00000578-71_634x418

article-2670831-1F29659000000578-449_634x424

article-2670831-1F2957BF00000578-83_634x389 (1)

article-2670831-1F2957BF00000578-83_634x389

ჯოი ბარტონი: “ლუის სუარესი მიყვარს”

ინგლისური “ქუინს პარკ რეინჯერსის” ფეხბურთელი ჯოი ბარტონი აცხადებს, რომ მას ლუის სუარესი უყვარს.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ლუის სუარესმა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

“სუარესი და მისი სათამაშო სტილი მიყვარს. ძალიან მინდა, ის ჩემი გუნდის წევრი იყოს. იმით, რომ მან კიელინის უკბინა, სამყაროს დასასრული არ მომხდარა”, – ამბობს ბარტონი.

სუარესს კიელინის კბენის მცდელობა ერთი წლის წინ ჰქონდა

გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი გახდა. შეგახსენებთ, რომ მატჩის მსველობისას ურუგვაელმა იტალიელ მცველს მხარზე უკბინა.

სუარესისთვის ასეთი ფაქტი სიახლე არ არის, თუმცა აღმოჩნდა, რომ “ლივერპულის” ფორვარდს კიელინის კბენის მცდელობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კონფედერაციათა თასზე ჰქონდა.

ის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და ძირითად დროში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ პენალტების სერიაში გამარჯვება იტალაის დარჩა.

მატჩის მსვლელობისას გაბრაზებულმა სუარესმა კიელინის კბენა მარჯვენა მხარზე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ურუგვაელმა “წარუმატებელი მცდელობის გამოსწორება” ერთი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერა.

Suarez-Chiellini-2013-2Suarez-Chiellini-2013-3

სუარესი: “კიელინისთვის არ მიკბენია”

ლუის სუარესმა ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც ურუგვაელი თავდამსხმელი აცხადებს, მას ჯორჯო კიელინისთვის სულაც არ უკბენია.

“ასეთი ინციდენტები მოედანზე ხშირად ხდება. კიელინის მხარზე შევეჯახე, სხვა არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, საჭირო არ იყო, ამხელა აჟიოტაჟის შექმნა”, – ამბობს სუარესი.

სუარესის ყველა კბენა (GIF სურათები)

როგორც იცით, 24 ივნისს, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ურუგვაელმა ლუის სუარესმა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

ალბათ, ყველამ იცის, რომ პირველი შემთხვევა არაა, როცა სუარესი მეტოქეს კბენს.

ლუის სუარესი V კიელინი (2014 წელი)

ლუის სუარესი V ოტმან ბაკალი (2010 წელი)

ლუის სუარესი V ბრანისლავ ივანოვიჩი (2013 წელი)

ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებმა ლუის სუარესს უმღერეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უმღერიან ურუგვაელი ფეხბურთელები ლუის სუარესს.

სუარესმა ინგლისი დაამარცხა

ლუის სუარესის დუბლმა ურუგვაის ნაკრებს ინგლისთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. 

ურუგვაიმ და ინგლისმა ტურნირის პირველი მატჩები წააგეს. ამიტომ, გუშინდელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქოონდა.

ოსკარ ტაბარესმა კოსტა-რიკასთან მატჩის შემდეგ სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა. როი ჰოჯსონს კი ძირითადსი ცვლილებები არ მოუხდენია. სიახლე მხოლოდ შემტევების პოზიციებს ეხებოდა. სტარიჯი მარცხენა ფლანგიდან უტევდა, ხოლო რუნი – ცენტრიდან.

ინგლისელები პირველ ნომრად ცდილობდნენ თამაშს, თუმცა ამავე დროს დაცვაში უხეშ შეცდომებს უშვებდნენ. მე-15 წუთზე იაგიელკას არაზუსტი ქმედების შემდეგ გოლის გატანა როდრიგესს შეეძლო, თუმცა მან მცირე მანძილით ააცილა ჰარტის კარს. კარის დალაშქვრას კავანი და სუარესიც ცდილობდნენ.

მომენტები ინგლისლებსაც ექმენბოდათ. აქტიურობდნენ სტერლინგი და რუნი, რომლებსაც გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. თუმცა, შესვენებამდე გატანა მხოლოდ ურუგვაელება მოაწოდეს. გოლი დაცვის უხეშ შეცდომას მოჰყვა. კავანის-სუარესის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

მეორე ტაიმში ინგლისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მათი უპირატესობა აშკარად ხდებოდა. ჰოჯსონმა საკუთარი გუნდის თამაში ბარკლის და ლალანას გამოსვლით გამოაცოცხლა. აქიურობა ინგლისს 75-ე წუთზე დაუფასდა. სტერლინგის შესანიშნავ თამაშს შეტევაში ჯონსონის ჩართვა მოჰყვა. მარჯვენა მცველმა საჯრიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელსაც შორეულ ძელთან უეინ რუნი გამოეხმაურა – 1:1.

გატანილი გოლის შემდეგ ინგლისელებმა კიდევ უფრო მოუმატეს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბრიტანელები მალე გამარჯვების გოლსაც გაიტანდნენ. თუმცა, ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მუსლერას ძლიერი დარტყმის შემდეგ მოედნის ცენტრში სტივ ჯერარდი შეცდა. “ლივერპულის” კაპიტანმა თანაგუნდელი სუარესი ჯო ჰარტთან პირისპირ დატოვა. პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ინგლისს პლეი-ოფში მოხვედრის თეიორილი შანსი რჩება.

ურუგვაი 2-1 ინგლისი

გოლები: სუარესი 39′ (1:0); რუნი 75′ (1:1); სუარესი 85′ (2:1)

ლუის სუარესმა გოლი ექიმს მიუძღვნა

19 ივნისს, ურუგვაისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (2:1), ლუის სუარესმა პირველი გატანილი გოლი გუნდი ექიმს მიუძღვნა.

შეგახსნებთ, რომ ლუის სუარესმა ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა და როგორც ჩანს, თავდამსხმელი ნაკრების ექიმს ემადლიერება.