ვაკო გვილიას საგოლე გადაცემა შვეიცარიის ჩემპიონატში (ვიდეო)

დღეს შვეიცარიის სუპერ ლიგის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “სიონი” “ლუცერნს” დაუპირისპირდა. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვალერიან გვილია.

ვაკომ სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა. მის გუნდს 31-ე წუთზე გაუტანეს, თუმცა პირველი ნახევრის მეხუთე დამატებით წუთზე შიურპფმა ანგარიში გაათანაბრა. ამ მომენტში მას საგოლე გადაცემა სწორედ გვილიამ გაუკეთა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ “ლუცერნი” 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

 

კარიკატურა: ლევანდოვსკიმ ჩინურ გუნდს რეკორდულ ხელფასზე უარი უთხრა (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ მიუნხენის “ბაიერნის ფორვარდის, რობერტ ლევანდივსკის აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტის შეძენა ერთ-ერთ ჩინურ კლუბს სურდა. აზიელები პოლონელ შემტევს რეკორდულ ხელფასს (35 მილიონი ფუნტი წელიწადში) სთავაზობდნენ. აგენტის თქმით, რობერტმა დაუყონებლვ უარი თქვა ამ ტრასნფერის განხორციელებაზე.

ომარ ომანიმ აღნიშნულ სიტუაციაში ასე დაინახა ლევანდოვსკი

 

დროგბა MLS-ში?

თურქული ,,გალათასარაის” შემტევს დიდიე დროგბას კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. პრესაში გავრცელდა ჭორება იმის შესახებ, რომ ფორვარდი სხვა კლუბში გადადიოდა, კერძოდ MLS-ში მოასპარეზე ,,სიეტლიში”.

,,ჩვენ არ ვიცით უნდათ თუ არა დიდიეს შეძენა ,,სიეტლს”. ეს ინფორმაცია უცხოურ პრესაში დაიწერა. ვიმედოვნებთ, რომ დროგბა დარჩება თურქულ კლუბში. ის აქ ბედნიერია” – აცხადებს ,,გალათასარაის” პრეს სამსახური.

სუპერლიგის ამ სეზონში დროგბამ 19 მატჩი გამართა და 8 გოლის გატანა შეძლო.

 

16-წლამდელთა ჩემპიონტი გრძელდება

16-წლამდელთა მორიგ შეხვედრებს აკადემიამ და 53-ე სკოლის დარბაზმა უმასპინძლეს.

 53-ე საჯარო სკოლა

ზაზა-გორი 106:67

ზაზა: რატი ტოლიაშვილი – 44 ქულა, 24 მოხსნა, ნიკა ჭიჭვეიშვილი –  26 ქულა, ლუკა შერმადინი – 14 ქულა

გორი: გიორგი ჯირკველიშვილი – 24 ქულა, დავით პავლიაშვილი – 19 ქულა, ლევან წითური – 10 ქულა

 

ჰიუნდაი 2-  ხაშური 149:42

ჰიუნდაი2: თორნიკე აბულაძე – 31 ქულა, 13 მოხსნა, საბა ლანჩავა – 24 ქულა, 17 მოხსნა, ვატო თუთაშვილი – 23 ქულა,  ნიკა აბულაძე – 16 ქულა,  ბაადურ ჩხეიძე – 13 ქულა, 12 მოხსნა,  ლუკა ლანჩავა – 11 ქულა, 10 მოხსნა, დევიდ დევიდსონი -10 ქულა

ხაშური: მიხეილ ბითაძე – 17 ქულა, ბაქარ ხაჩიძე – 12 ქულა, 11 მოხსნა

 

 

1-ელი ექსპერიმენტალური ჰიუნდაი – ფოთი   74:64

1-ელი ექსპერიმენტალური ჰიუნდაი: გოგა ბითაძე – 18 ქულა, ზურაბ ჯანელიძე – 13 ქულა, 10 მოხსნა, ალექსანდრე კაკუბერი – 11 ქულა

ფოთი: დაჩი თოფურია – 26 ქულა, 22 მოხსნა, გიორგი კორსანტია – 15 ქულა, 19 მოხსნა, დავით გაბუნია – 12 ქულა

 

 აკადემია 2- რუსთავი 2   58:76

აკადემია2: ნიკა მეცხვარიშვილი – 21 ქულა

რუსთავი2: გიორგი გრიგორაშვილი – 29 ქულა, 13 მოხსნა, გიორგი ლაკლაკიშვილი – 17 ქულა, გოგა შავერდაშვილი – 16 ქულა, 15 მოხსნა

 

არმია-რუსთავი 1   65:70

არმია: ნიკა აბაიშვილი – 21 ქულა, გოგა სალდაძე – 17 ქულა, 13 მოხსნა, ედემი ჯაჭვლიანი – 10 ქულა

რუსთავი1: საბა პაპუაშვილი – 21 ქულა, 19 მოხსნა, გუგა პატაშური – 19 ქულა, 11 მოხსნა, საბა ღვედაშვილი – 16 ქულა, 11 მოხსნა,

იმედი – ქუთაისი   39:49

იმედი: გიორგი ღონღაძე – 15 ქულა, მათე ფირცხალავა – 12 ქულა, 9 მოხსნა

ქუთაისი: რომა კალაძე – 23 ქულა

 

http://u-16.ge

18-წლამდელთა შეხვედრები აკადემიაში

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა:

 აკადემია 1- რუსთავი 1   70:74

აკადემია: გიორგი თევდორაშვილი  – 17 ქულა, ნიკა ცინცაძე – 11 ქულა, ლუკა ბულაშვილი – 10 ქულა, ჯანო ბერაია – 9 ქულა, 10 მოხსნა

რუსთავი 1: გიგი გოგობერიშვილი – 25 ქულა, ნუგზარ ტაბაღუა – 16 ქულა, გიორგი ტურძელაძე – 14 ქულა, 19 მოხსნა

 

შსს აკადემია – გორი  102:39

შსს აკადემია: ვასილ მჭედლიშვილი – 26 ქულა, 8 მოხსნა, დიმა ბობილევი – 16 ქულა, 9 მოხსნა, გიორგი ჩაჩხიანი -14 ქულა, ბილი ალიევი – 13 ქულა, 12 მოხსნა, სოსო ტურაშვილი – 13 ქულა, ლაშა ვეკუა – 10 ქულა, უჩა ნადარაია – 10 ქულა

გორი: დიმიტრი გოდერძიშვილი – 9 ქულა

 

მაქაბი – მარნეული   98:36

მაქაბი: მაიზერ რევაზაშვილი – 60 ქულა, 24 მოხსნა, გიორგი შეარაზადაშვილი – 12 ქულა, რევაზ მაღლაფერიძ – 11 ქულა

მარნეული: დავით სარქისიანი – 12 ქულა

 

ლომები – კარდინალი  35:71

ლომები: თემურ ზედგენიძე – 11 ქულა, 9 მოხსნა, ბექა ბექაური – 10 ქულა

კარდინალები: ლუკა მაჩაიძე – 19 ქულა, 13 პასი, გიორგი ჭელიძე – 13 ქულა, გიორგი ხუჯაძე – 10 ქულა, 15 მოხსნა

http://u-18.ge

16-წლამდელთა მორიგი ტური

16-წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრები დღეს 53-ე საჯარო სკოლის დარბაზსა და საკაალთბურთო აკადემიაში გაიმართა. გაგაცნობთ დღევანდელი მატჩების შედეგებს:

53-ე საჯარო სკოლა

მართვე – ფოთი  89:30

მართვე:  შოთა ლუარსაბიშვილი – 14 ქულა, დაჩი დვალაძე – 12 ქულა, დავით ცინცაძე – 12 ქულა, 10 მოხსნა, გიორგი ჯაში 11 ქულა, ნიკა გოგოხია – 10 ქულა, დავით ნადირაძე – 10 ქულა

ფოთი:  გიორგი კორსანტია – 11 ქულა, 9 მოხსნა

 

 საკალათბურთო აკადემია

სოხუმი – რუსთავი 1   66:63

სოხუმი: რევაზ ჩიქოვანი – 16 ქულა, თორნიკე გოცაძე – 17 ქულა, 13 მოხსნა, გიორგი ყეინაშვილი – 13 ქულა,

რუსთავი 1: საბა ღვედაშვილი – 25 ქულა, ბექა ბაქრაძე – 11 ქულა

 

შსს აკადემია – ქუთაისი   78:77

შსს აკადემია: ლევან ბაბილოძე – 36 ქულა, 8 მოხსნა,6 პასი, ნიკა ლოლიშვილი – 15 ქულა, 13 მოხსნა

ქუთაისი: ლადო ფურცხვანიძე – 29 ქულა, 24 მოხსნა, 6 პასი,  საბა გაგოშიძე – 16 ქულა, 11 მოხსნა, ანრი რუხაძე – 10 ქულა, 11 მოხსნა

 

აკადემია-კნაუფი – ქუთაისი2   121:31

აკადემია-კნაუფი: ლუკა ბულაშვილი – 41 ქულა, 13 ჩაჭრა,  ნიკა დარბაიძე – 29 ქულა, 12 მოხსნა, ნიკა ლეონიძე – 12 ქულა, 12 პასი, 9 ჩაჭრა,  გიორგი ცხოვრებოვი – 15 ქულა, ბესო ცაავა – 11 ქულა

ქუთაისი 2: ერეკლე ფურცხვანიძე – 13 ქულა, 11 მოხსნა

 

დინამო – იმედი  117:58 

დინამო: გიორგი თვალაბეიშვილი – 38 ქულა, 22 მოხსნა, დავით დარბაიძე – 26 ქულა, ნიკოლოზ ჭანტურია – 18 ქულა, 10 მოხსნა, 15 პასი, გიორგი მჭედლიძე – 15 ქულა,

იმედი: გიორგი ღონღაძე – 30 ქულა, საბა ჯანუყვაძე – 16 ქულა

  http://u-16.ge/

დაუმარცხებელი მხოლოდ “დინამო” დარჩა

თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის მეშვიდე ტურის უკანასკნელი შეხვედრები გაიმართა.

დღის პირველ მატჩში “სოხუმი” და “ოლიმპი” წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. დაძაბული დაპირისპირება ზღვისპირელების გამარჯვებით დასრულდა – 82:74. მიუხედავად “ოლიმპის” შესანიშნავი თამაშისა უკანასკნელ მეოთხედში, გადამწყვეთ მომენტში დავით თორთლაძის შეგირდებმა გარდატეხის შეტანა ვერ შესძლეს შეხვედრაში. სოხუმელთა შემადგენლობაში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯოშუა ჯექსონი იყო. აქვე გთავაზობთ სრულ სტატისტიკურ მონაცემებს: http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=747

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მწვრნთნელი):  მადლობა მეტოქეს კარგი თამაშისთვის. გუნდში გვქონდა პრობლემები, ამას დაემატა ჩლაიძის ტრავმა, აქედან გამომდინარე ბევრი ხარვეზი გვქონდა. მართალია კარგად დავიწყეთ, თუმცა ,,ოლიმპი’’ ბოლომდე არ გატყდა და სიტუაციაც დაიძაბა. რაც მთავარია, მოვახერხეთ გამარჯვება.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვებას. ვიცი, რომ გუნდს პრობლემები აქვს და ეს მოგება მათთვის სტიმულია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მადლობა ბიჭებს, რადგან ბოლო წამამდე არ გატყდნენ. 26-ჯერ მეტი შეტევა განვახორციელეთ და 18 ჩაჭრა მივითვალეთ, თუმცა წავაგეთ ჩვენზე ძლიერ გუნდთან. უფრო მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, შეიძლებოდა სენსაციაც მომხდარიყო და მოგვეგო. თუმცა, ვფიქრობ, ეს შედეგი უფრო ლოგიკური იყო.

 

ნიკა მეტრეველი(,,სოხუმი’’): რთულ სიტუაციაში ვართ, ჩლაიძეს ტრავმა აქვს, რამდენიმე დღეა არ მივარჯიშია არც მე, არც ლეგიონრებს. თამაშის დროს სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა, მეტოქემ ანგარიშის შემცირებაც მოახერხა, თუმცა ბოლოს გამარჯვება მოვიპოვეთ. რეზო ათანელიშვილმა სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, ამიტომ ჩვენც საკმაოდ ფრთხილად ვთამაშობდით.

მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი გუნდები შეხვდნენ. “დინამოსა” და “არმიას” დაპირისპირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სპორტის სასახლეში ჩვეულებრივზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა. მათ შორის დინამოს აქტიური ფანებიც იყვნენ, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში უჭერდნენ მხარს საკუთარ საყვარელ გუნდს.

შეხვედრა “დინამოს” უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლო ჯამში მათი დამაჯრებელი გამარჯვებით დასრულდა – 79-61. ამ გამარჯვემამ “დინამოს” პირველი ადგილი მოუტანა სატურნირო ცხრილში. აქვე აღსანიშნავია, რომ “დინამოს” დარად 12 ქულა აქვს “ბათუმს”. თუმცა, ზღვისპირელებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. “დინამო” – “არმიას” დაპირისპირებაში ყველაზე შედეგიანი ბესიკ ლეჯავა გახდა. მის აქტივში 20 ქულაა.

სტატისტიკური მონაცემები: http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=748

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ვაგრძელებთ წაუგებელ სერიას, რაც ყველაზე მთავარია. დღეს მეტოქედ გვყავდა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მეტნაკლებად ვიცოდით რა თამაშს ითამაშებდა. ეს გამარჯვება ბიჭების დამსახურებაა, ძალიან ბევრს შრომობენ და შედეგიც სახეზეა. მე უბრალოდ ვეხმარები მათ, ისინი ერთი, შეკრული გუნდია.  მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, შევძელით საკმაოდ ძლიერი გუნდის დამარცხება.

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ დამსახურებულ და ღირსეულ გამარჯვებას. როგორც აღვნიშნე, მთავარ ფავორიტს ვეთამაშებოდით, ,,დინამო’’ ძალიან ძლიერ გუნდია და სერიოზულად ვემზადებოდით მათ წინააღმდეგ სათამაშოდ. რაღაც მომენტში გქვონდა შანსები, როცა ვასრულებდით დავალებებს , თუმცა აქაა განსხვავება კარგ და ცუდ გუნდებს შორის. ,,დინამომ’’ არ დაუშვა უხეში შეცდომები , ჩვენ კი ყველა შეცდომისთვის დავისაჯეთ. თუმცა დაგვრჩა 2 მნიშვნელოვანი თამაში და შევეცდებით მალე დავივიწყოთ ეს მარცხი, გავაანალიზოთ შეცდომები და მოვემზადოთ მორიგი შეხვედრებისთბის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ,,დინამო’’ მთავარი პრეტენდენტია ჩემპიონობის და ფინალში გასულ გუნდს სწორედ მათ წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ლაშა გამყრელიძე(,,დინამო’’): მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ვეთამაშებოდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდს, რომელსაც ჩვენსავით წაუგებელი სერია ჰქონდა. იყო ფსიქოლოგიური წნეხიც. მთელი კვირის მანძილზე განსაკუთრებულად ვემზადებოდით და ვვარჯიშობდით. მიუხედავა ანგარიშში სხვაობისა, საკმადო დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლომდე ვიბრძოდით. წინ რთული თამაშები გველის, განსაკუთრებით გასვლა ,,ქუთაისთან’’ და იმედია, პირველ წრეს წარმატებით ჩავამთავრებთ.

ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი ერთდროულად ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც განაპირობა ჩვენი მარცხი. ძალიან კარგად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და მოსაგებადაც განწყობილები ვიყავით, თუმცა ,,დინამომ’’ გვაჯობა. იმედია, მომავალში შევძლებთ ხარვეზების გამოსწორებ

 

სიახლე ქართული კალათბურთის მოყვარულთათვის

სიახლე ქართული კალათბურთის მოყვარულთათვის. მათთვის, ვინც სისტემატიურად დადის სუპერლიგის თამაშებზე, ან ამის სურვილი გააჩნია, შესაძლებლობა ეძლევა, მთელ სეზონზე გათვლილი აბონემენტით ისარგებლოს.

აბონემენტის მფლობელებს შეეძლებათ საკალათბურთო სუპერლიგის ყველა მატჩს, ასევე სუპერლიგის ორგანიზებით გამართულ ყველა ღონისძიებას დაესწრონ. აბონემენტის ღირებულება 40 ლარია და მისი შეძენა სპორტის სასახლის სალაროებსა და კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ინტერნეტშიც იქნება შესაძლებელი.

სპეციალური აქციის ფარგლებში აბონემენტის შეძენა ფასდაკლებით შეგიძლიათ. შებრძანდით სუპერლიგის პარტნიორ ვებ-გვერდ hotsale.ge-ზე და შეიძინეთ 2013-14 წლების სეზონის აბონემენტი 50-პროცენტიანი ფასდაკლებით.

http://superleague.ge/

“სოხუმის” რეკორდი

სუპერლიგის მეექვსე ტურის უკანასკენლ შეხვედრაში “სოხუმმა” “მაკაბის” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა, 129-74 სოხუმელებმა პირველივე წუთებიდან მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაუშვიათ მატჩის სადავეები ხელიდან. ზღვისპირელები საქმეს პროსიონალურად მიუდგნენ და ბოლო მეოთხედამდე არ მოეშვნენ, მიუხედავად იმისა რომ გამანადგურებელი ანგარიშით იგებდნენ. აქტიურად მიმართავდნენ პრესინგს მეტოქის ნახევარზე. ამის გამო ახალგაზრდა მაკაბელებს ხშირად ბურთის ამოტანაც კი უჭირდათ. სოხუმელთა შემადგენლობაში გმოირჩეოდნენ ჯექსონი, სიმონს ჯერომე და ირაკლი ჩლაიძე. ასევე კარგი მატჩი ჩაატარა ნიკა მეტრეველმა. თუმცა, ვაჟა კვარაცხელიას გუნდის რეალური ძალა ლიდერებთან გამოჩნდება. “მაკაბის” მისია კი, როგორც გუნდის მწვრთნელებმა არაერთხელ აღნიშნეს, ახალგაზრდა მოთამაშეების დაოსტატებაა.

აღსანიშნავია, რომ სოხუმელებმა ეს მატჩი სარეკორდო ანგარიშით მოიგეს და “ქუთაისის” ძველ რეკორდს (117 ქულა) 12 ქულით აჯობეს. საინტერესოა, რომ ქუთათურებმა საკუთარი რეკორდი სწორედ “მაკაბისთან” დაამყარეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მადლობა ,,მაკაბის’’ გუნდს და მადლობა ბატონ ჯამლეტს ამ გუნდის დაბრუნებისთვის. რევაზაშვილები ძალიან პერსპექტიული ბავშვები არიან, ასევე ფერიაშვილიც, ძალიან კარგი თაობა იზრდება, მათგან 2 მაინც მოხვდება ეროვნულ ნაკრებში. წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალში.

 

მიხეილ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მწვრთნელი):  თამაში არ გამოგვივიდა, ტრადიციასავით ჩამოყალიბდა, რომ ,,მაკაბი’’ ბევრს აგებს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბიჭების უმეტესობისთვის ეს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის პირველი სეზონია. ჩვენი მიზანია აღვზარდოთ რევაზაშვილები, 4 ძალიან ნიჭიერი ძმა და ასევე ფერიაშვილი. სოხუმშიც ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი კალათბურთელია და სწორედ მათი განვითარება უნდა იყოს ჩვენი ყველას საერთო მიზანი. მადლობა ,,სოხუმს’’ ასეთი ლამაზი თამაშისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს ბიჭებს დღეს არაფერი გამოუვიდათ.

რატი ბააკაშვილი(სოხუმი):  ვგეგმავდით ამ გამარჯვებას, პირველივე მეოთხედში მოვიპოვეთ დიდი უპირატესობა და არ გაგვიჭირდა ამის შენარჩუნება. დავეთანხმები მწვრთნელებს, ,,მაკაბი’’ ახალგაზრდული გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ მას, რევაზაშვილის და ფერიაშვილის წინააღმდეგ თამაში მართლაც რთულია.

მატჩის სტატისტიკური მონაცემები: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=758