31 ოქტომბერს, იტალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, “ემპოლის” 19-წლამდე გუნდმა საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ “ემპოლის” მხრიდან სამივე გოლი ქართველმა თავდამსხმელმა რომან ჭანტურიამ გაიტანა. 19 წლის თავდამსხმელმა სტუმართა კარი 30-ე, 45-ე და 64-ე წუთებზე დალაშქრა.
ამ გამარჯვების შემდეგ “ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდს 16 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, პირველ პოზიციაზე კი 19 ქულით, “რომაა”.
შეგახსენებთ, რომ რომან ჭანტურიამ რამდენიმე კვირის წინ “ნაპოლის” წინააღმდეგაც ბრწყინვალედ ითამაშა.
La Primavera azzurra ha vinto ieri 3-1 con la La Lazio: guarda la sintesi
Posted by Empoli Fc Official on Sunday, 1 November 2015