დინამოს ჰოლანდიური სპარინგები

ჰოლანდიურ შეკრებაზე დაგეგმილ სპარინგებში დინამოს მეტოქეები იქნებიან ბელგიური კლუბები- ბრიუგე და გენტი, მეორე ბუნდესლიგის კლუბი ფორტუნა დიუსელდორფი. 7 ივლისს თბილისური გუნდი კიდევ ერთ სპარინგს გამართავს. მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამხანაგური შეხვედრების გრაფიკი ასეთი გახლავთ:
28 ივნისი – ფორტუნა დიუსელდორფი
2 ივლისი – ბრიუგე
5 ივლისი – გენტი
დღეს დილით გამართული ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, საღამოს ვარჯიშის ნაცვლად საწვრთნელი მატჩი Koot Azur-თან იგეგმება.

fcdinamo.ge

დინამოელები ჰოლანდიაში მიემგზავრებიან

21 ივლისს დინამოელები თურქული შეკრებიდან დაბრუნდნენ. გუნდს 2 დღით დასვენების საშუალება ჰქონდა. დღეს დილით კი ფეხბურთელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს. გამთენიისას გუნდი გეზს ჰოლანდიისკენ აიღებს, სადაც 8 ივლისამდე მოემზადება. გუნდი დაბა ჰოენდერლოოში, სასტუმრო HOTEL VICTORIA- ში იცხოვრებს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ერთ-ერთ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები გუნდიც იმყოფებოდა. დინამოს შემადგენლობა ასეთი გახლავთ:

გიორგი ლორიაომარ მიგინეიშვილინიკა დაუშვილილაშა თოთაძელაშა შერგელაშვილი,დავით ხურცილავასაბა ლობჟანიძეგიორგი გველესიანითორნიკე გორგიაშვილი,გიორგი მერებაშვილიგიორგი ჩირგაძე, მათე ცინცაძედავით კვირკველიაელგუჯაგრიგალაშვილიგიორგი ხიდეშელი, ჯაბა ჯიღაურილაშა პარუნაშვილიირაკლი ძარია,გიორგი პაპუნაშვილიგიორგი პაპავაოთარ მარცვალაძეპატრიკ ვუომარიო ლიჩკა, რაფა ჯორდა.

გუნდს სავარაუდოდ 2 ივლისს შეუერთდება ჩისკო მუნიოსი, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

p.s. 25 ივნისს დაემატება დინამოელებს გიორგი ჯანელიძე, რომელსაც საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი თანაგრძნობას უცხადებს დედის გარდაცვალების გამო.

fcdinamo.ge

„დინამოში“ ესპანელი ფორვარდი ჩაირიცხა

თბილისის „დინამოში“ 30 წლის ესპანელი ფორვარდი – რაფა ჯორდა ჩაირიცხა. განვლილი სეზონის მეორე ნახევარი ჯორდამ იტალიის სერია B-ს „სიენაში“ გაატარა. ჯორდას საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე ჯერ „ვალენსიას“ ახალგაზრდული გუნდი, შემდეგ კი, „ნუმანსია“ იყო. მერე იყო „ბენიდორმი“, „ალიკანტე“, „ერკულესი“ და 2 სეზონი „ლევანტეში“, საიდანაც ჯორდა ჩინურ „გუიჩჯოუ ჟენხეში“ გადავიდა, სადაც თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და თასის მფლობელი გახდა. ჯორდას კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

რაფა ჯორდა – სასიამოვნოა, რომ „დინამოს“ წევრი გავხდი. გუნდის შესახებ ინფორმაციას ჩისკოსგან ვფლობ. მასთან ერთად „ლევანტეში“ ვთამაშობდი. ჩისკომ საუკეთესოდ დამიხასიათა „დინამო“, კლუბის ინფრასტრუქტურა, აქაური გარემო, ხალხი. ყველანაირად ვარ მომართული ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო.

fcdinamo.ge

დინამო U-19 ივლისში რურის თასზე იასპარეზებს

24 დან 27 ივლისის ჩათვლით გერმანიაში, 19 წლამდე ფეხბურთელთა, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი RUHR CUP 2014 გაიმართება. გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დინამო თბილისი კახი გოგიჩაიშვილის თავკაცობით A ჯგუფში დორტმუნდის ბორუსიას, პირეოსის ოლიმპიაკოსს, ლისაბონის ბენფიკას და ვოლფსბურგს დაუპირისპირდება. B ჯგუფში მიუნჰენგლადბახის ბორუსია, გელზენკირხენის შალკე, ვესტ ჰემ იუნაიტედი, ჩინეთის 19 წლამდელთა ნაკრები და პორტუ იასპარეზებენ.

fcdinamo.ge

მიხალ ბილეკი – უფრო აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ

დინამოს პირველი უცხოური შეკრება სრულდება. გუნდი ხვალ დილით დაბრუნდება სამშობლოში. შეკრების ბოლოს ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს- მიხალ ბილეკს ვთხოვეთ დინამოს პირველი უცხოური შეკრების შეჯამება.

მიხალ ბილეკი – პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. სასიხარულოა, რომ ის ჩანაფიქრი, ის მიზნები, რაც ამ ეტაპზე  გვქონდა, შესრულებულია. ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკრება მომავალში ძალიან წაგვადგება.

ბურთთან ურთიერთობის, ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით ფებურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი მიზანია უფრო აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი ვითამაშოთ.

რაც შეეხება სპარინგებს, ეს შეხვედრები ჩვენ ძალიან დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ. 7 ბურთის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, რაც არ უნდა სუსტი მეტოქე გყავდეს, მითუმეტეს, გუნდთან რომელიც საუდის არაბეთის პირველობაზე საკმაოდ ნორმალურად გამოდის. ამ მატჩში გამოჩნდა იმ თამაშის კონტურები საითაც ვისწრაფვით.

ახალწვეულებით (ლიჩკა, შერშუნი) ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ. ჯერ იმდენი დრო არ გასულა, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ. ყველაფერს მეორე ჰოლანდიური შეკრება გაარკვევს.  ცხადია გაძლიერება, ევროპული მენტალობის უფრო ფართოდ შემოტანა გუნდში და უფრო დიდი კონკურენცია ყველა რგოლში უკეთესი იქნება, ვნახოთ…

მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, გუნდს, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიგვაჩნდა, მხოლოდ 1 თამაში დარჩა  ჩასატარებელი. რამდენიმე წლის მანძილზე დატვირთულმა გრაფიკმა იჩინა თავი და ესპანელები გამოფიტულები იყვნენ. აი ჩილეს და მექსიკის გუნდები ნამდვილი აღმოჩენაა. ისინი ტაქტიკურად გამართულად, აგრესიულად და ძალიან სწრაფად თამაშობენ, რაც თანამედროვე ფეხბურთში მთავარია.

FCDinamo.GE

დინამო – ალ ფაისალი 7:0

ურქულ სამთო კურორტ კარტეპეში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა მეორე სპარინგი გამართეს. კოკისპირული წვიმის გამო შეხვედრა ჩაშლის პირას იყო, მაგრამ გამოიდარა და მატჩის გამართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თბილისურმა გუნდმა საუდის არაბეთის ალ-ფაისალი დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი: მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, ხიდეშელი, პაპავა, კვირკველია, ძარია, ლიჩკა, ლობჟანიძე, მერებაშვილი, პაპუნაშვილი, მარცვალაძე
მეორე ტაიმი: დაუშვილი, შერშეუნი, გველესიანი, ხურცილავა, თოთაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, პარუნაშვილი, ჩირგაძე (ზივზივაძე 80)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე 36’ (შერგელაშვილის პასი) 2:0 კვირკველია 39’ (საჯარიმო) 3:0 შერგელაშვილი 44’ (საჯარიმო) 4:0 ხურცილავა 48’ (ჯანელიძის პასი) 5:0 გრიგალაშვილი 60’ (ჩირგაძის პასი) 6:0 ჩირგაძე 79’ (ჯანელიძის პასი) 7:0 შერშუნი 87’ (ცინცაძის პასი)

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: ლორიას, ჩისკოს, კაკაბაძეს, ჯიღაურს და მესხს.

fcdinamo.ge

დილით ინტენსიური ვარჯიში, საღამოს მატჩი

დილით ჩატარებული საათნახევრიანი ინტენსიური წვრთნის შემდეგ, საღამოს ვარჯიშის ნაცვლად ჩვენი გუნდი საწვრთნელ მატჩს ჩაატარებს. სადილის შემდეგ, სანამ ფეხბურთელები თავიანთ ნომრებში შევლენ და 2 საათით დაისვენებენ, ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს- საბა ლობჯანიძეს, არჩილ მესხს და ოთარ კაკაბაძეს გავესაუბრეთ. თემები ტრადიციული შეკრება და მსოფლიოს ჩემპიონატის სათამაშო დღე.

საბა ლობჟანიძე – პირველ გუნდთან ერთად შეკრებზა მეორედ ვარ. ვფიქრობ ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა. ძალიან დიდი დატვირთები მივიღეთ, რაც აუცილებელია ფეხბურთელისთვის, წინ ხომ გრძელი სეზონი და უეფას ტურნირის თამაშები გველის. მიხარია, რომ დინამოს წევრი ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელ შეხვედრებზე, კოლუმბია პირველ თამაშში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ის საბერძნეთი იყო, კოტ დ’ივუარს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ვფიქრობ არ წააგებს. ინგლისს კარგი გუნდი ჰყავს და ასე ადვილად არ უნდა გავარდეს. მგონია, რომ ინლისი მოიგებს. იაპონიაა ძალიან მებრძოლი და სწრაფი გუნდი და უპირობოდ მოუგებს საბერძნეთს.

კოლუმბია – კოტ დივუარი  X2

ინგლისი – ურუგვაი  1

იაპონია – საბერძნეთი  1

არჩილ მესხი – პირველად ვარ შეკრებაზე პირველ გუნდთან ერთად და ძალიან გახარებული ვარ ამით. ყველაფერი საინტერესოა. თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ  უფროსი პარტნიორებიც მეხმარებიან და მიადვილებენ საქმეს.

კოლუმბია – კოტ დივუარი  X

ინგლისი – ურუგვაი  1X

იაპონია – საბერძნეთი  1

ოთარ კაკაბაძე – ერთი და იგივეს გამეორება გვიწევს, მაგრამ მართლაც ძლიერი დატვირთვებია. ცოტათი გადავიღალეთ ყველანი, მაგრამ ახლა ასეც უნდა იყოს. ყველაფერი  სათამაშო სიტუაციაში ხდება და ვარჯიშები ძალიან საინტერესო გამოდის. დღევანდელ თამაშებზე ჩემი ვარაუდი კი ასეთია:

კოლუმბია – კოტ დივუარი  1

ინგლისი – ურუგვაი  1

FCDinamo.GE

დავით ყიფიანი – 63

დღეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ათიანის – დავით ყიფიანის დაბადების დღეა. დავით ყიფიანმა „დინამო თბილისში“ 1971–1982 წლებში იასპარეზა. 351 ჩატარებულ შეხვედრაში, 126–ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ–ს ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ–ს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში. „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 5 თასი და 2 სუპერთასი. „მტკვრისპირელთა“ ლეგენდა 63 წლის გახდებოდა.

fcdinamo.ge

საწვრთნელი მატჩი თურქულ შეკრებაზე

თურქეთში სამთო კურორტ კარტეპეში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა, დილით ჩატარებული ინტენსიური ვარჯიშის შემდე, ადგილობრივი დროით 16.00 საათზე პირველი საწვრთნელი თამაში გამართეს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- მიხალ ბილეკმა წინასწარ დაგეგმილი ერთი მატჩის გარდა, დამატებითი საწვრთნელი შეხვედრის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გუნდის მეტოქე თურქმენული კლუბი- შაგადამი გახლდათ, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში, სადაც მცირე პაუზაა, მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ეს გოლი შეხვედრის მე-2 წუთზე დინამოს ახალწვეულმა- გიორგი ჩირგაძემ თორნიკე გორგიაშვილის გადაცემით გაიტანა. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
პირველი ტაიმი- დაუშვილი, ხურცილავა, შერშუნი, ხიდეშელი, კვირკველია, გრიგალშვილი, ცინცაძე, ჯანელიძე, გორგიაშვილი, მერებაშვილი, ჩირგაძე
მეორე ტაიმი- მიგინეიშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, თოთაძე, შერგელაშვილი, ჯიღაური, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, მესხი, პაპუნაშვილი, ზივზივაძე
დღეს შეუერთდნენ გუნდს- გიორგი ლორია, ირაკლი ძარია, გიორგი პაპავა და ოთარ მარცვალაძე, რომლებმაც, ჩისკოსთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშეს.
შეკრებაზე მეორე საწვრთნელი მატჩის გამართვა, სამშობლოში დაბრუნების წინა დღით, 19 ივნისს იგეგმება.

fcdinamo.ge

“დინამოს” შეკრების მეოთხე დღე

თურქული შეკრების მეოთხე დღეს, დილით გამართული ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა ფეხბურთელებს დასვენების და განტვირთვის მიზნით პეინტბოლით გართობის საშუალება მისცა. შეკრების და მსოფლიო პირველობის დღევანდელი შეხვედრების შესახებ კი თავიანთ აზრს დავით ხურცილავა და ბუდუ ზივზივაძე გაგვიზიარებენ.

დავით ხურცილავა – შეკრებაზე ყველაფერი კარგადაა, ბიჭები მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს და ვემზადებით. დღევანდელ შეხვედრებზე, ვფიქრობ კოლუმბია საბერძნეთს მოუგეს, ბერძნები ისეთი ძლიერები ვეღარ არიან, როგორც ადრე. ურუგვაის, იტალია და ინგლისი ჰყავს ჯგუფში და კოსტა-რიკას აუცილებლად უნდა აჯობოს. იტალია-ინგლისზე ფრეს ვფიქრობ. დღის ბოლო მატჩში კი იაპონიისკენ ვიხრები.

კოლუმბია – საბერძნეთი   1

ურუგვაი – კოსტა რიკა   1

იტალია – ინგლისი   X

კოტ დივუარი – იაპონია   2

ბუდუ ზივზივაძე – ჩემთვის პირველი შეკრებაა პირველ გუნდთან ერთად და მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები.  დიდ დატვირთვებს ვიღებთ, მაგრამ ყველაფერი ბურთთან ერთად ხდება, რაც ყველას მოგვწონს. მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი შეხვედრების შესახებ კოლუმბიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ მოიგებს. იტალია თავის სტილში ალბათ ფრეს ითამაშებს ინგლისთან. ურუგვაის ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს და მგონია, რომ აუცილებლად მოიგებს და მიუხედავად იმისა, რომ არც იაპონიას ჰყავს ცუდი გუნდი, ვფიქრობ, რომ მაინც კოტ დივუარი იმარჯვებს.

კოლუმბია – საბერძნეთი  1

ურუგვაი – კოსტა რიკა  1

იტალია – ინგლისი   X

კოტ დივუარი – იაპონია  1

FCDinamo.GE

დინამომ მზადება დაიწყო

საქართველოს 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულ ვარჯიშში, რომელსაც რამაზ სვანაძე უძღვებოდა, მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ლორიას, ხიდეშელს, პაპუნაშვილს, ძარიას, პაპავას, მარცვალაძეს და კვირკველიას, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებს. ასევე მოგვიანებით შეუერთდებიან გუნდს დინამოს უცხოელი წევრები – ჩისკო მუნიოსი და პატრიკ ვუო.
კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდათ და გუნდი დატოვეს ირაკლი მოდებაძემ და გიორგი რეხვიაშვილმა, რომელთაც საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.

fcdinamo.ge

“დინამოს” მწვრთნელად მიხალ ბილეკი დაინიშნა

სკ დინამო თბილისის მწვრთნელად ჩეხი ფეხბურთის სპეციალისტი-მიხალ ბილეკი იმუშავებს. ბილეკი თბილისში 6 ივნისს ჩამოვა და სამუშაოს შეუდგება.

სამწვრთნელო კარიერამდე მიხალ ბილეკი ფეხბურთელი გახლდათ. ნახევარმცველი ასპარეზობდა პრაღის სპარტაში, ხების რუდა გვეზდაში, რეალ ბეტისში, ჟიჟკოვის ვიქტორიაში და ტეპლიცეში. იყო ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ნაკრების წევრი.

სამწვრთნელო მოღვაწეობა კი მიხალ ბილეკმა ტეპლიცეში დაიწყო. შემდეგ კოსტა რიკის კარტახინესში მუშაობდა. იყო ჩეხეთის 19 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი. შემდეგ წლებში ბლშანის ხმელში და ვიქტორია პლზენში მოღვაწეობდა. წვრთნიდა პრაღის სპარტას და რუჟომბეროკს. ბოლო 4 წელი ბილეკი ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ და ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გაიყვანა.

როგორც მწვრთნელი არის ჩეხეთის 2006/07 სეზონის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ასევე 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი 2003 წელს.

FCDinamo.Ge