ირაკლი მოდებაძე “დინამოში” ითამაშებს

თბილისის “დინამოს” ოფიციალური ფან-კლუბის “გლადიატორების” ვებ-გვერდის ცნობით, 29 წლის ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი მოდებაძე გორის “დილას” ტოვებს და კარიერას თბილისურ კლუბში გააგრძელებს.

გამოცდილ თავდამსხმელს, სხვადასხვა წლებში, თბილისის “ვალენსიას”, თბილისის “მერანის”, ზაპოროჟიეს “მეტალურგის”, ოდესის “ჩერნომორეცის”, რუსთავის “მეტალურგისა” და გორის “დილას” რიგებში უთამაშია.

ირაკლის, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა, 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უასპარეზია.

Tranfermarkt-ის ცნობით, მოდებაძის ფასი 350 000 ევროა.

დინამო TV – კახი გოგიჩაიშვილმა პირველი წრე შეაფასა

საქართველოს პირველობის დუბლების ჩემპიონატის პირველი წრე, დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ წარმატებით დაასრულა. დინამო TV გუნდის მთავარ მწვრთნელს, კახი გოგიჩაიშვილს გაესაუბრა, რომელმაც განვლილი ეტაპი შეაფასა.

დინამო TV – დინამოელების ვარჯიში და გამგზავრება

დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს. ჩვენი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩისთვის ემზადება. დინამოელები გასვლით შეხვედრას სამტრედიაში, მარტვილის მერანის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ. დიღმის ბაზაზე ჩატარებული ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდმა გეზი დასავლეთისკენ აიღო.

FCDinamo.GE

მერანი vs დინამო – მატჩამდე

19 დეკემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მატჩს ჩვენი გუნდი სტუმრად სამტრედიაში, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება და მატჩის ტექსტური რეპორტაჟს ტრადიულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი განახორციელებს.

ჩვენი მეტოქე

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში. მარტვილის მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008 წლების სეზონში გაიბრძოლა, თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008–2009 და 2009–2010 წლების სეზონებში. 2009–2010 წლების სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010–2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მარტვილის მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011/2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ გასული სეზონის მეორე ნახევარი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ნაჩვენების შედეგის შემდეგ, ქვედა ექვსეულში გაატარა, სადაც გუნდი მხოლოდ რუსთავის მეტალურგს ჩამორჩა.

მწვრთნელი და მერანი

მარტვილის მერანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შვიდი წლის მანძილზე 37 წლის მალხაზ ჟვანია მუშაობდა, რომელიც დღეს, ჩვენი გუნდის თავკაცი გახლავთ. მალხაზ ჟვანიასთან ერთად მარტვილის მერანმა არაერთ ლოკალურ წარმატებას მიაღწია. მისი თავკაცობით მერანმა არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ნახევარფინალში, პირველი ლიგაში მოპოვებული მეორე ადგილის შედეგად მერანმა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში გამოცდილ და ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილი ტრადიციად აქცია. ამჟამად მარტვილელთა მთავარი მწვრთნელი კი კახაბერ ჩხეტიანი გახლავთ. მისი თავკაცობით მერანმა 10 ჩატარებული შეხვედრიდან 8 წააგო, 2 კი ფრედ ითამაშა.

დინამომდე…

დინამო არენაზე გამართული დინამო 4:2 მერანის შემდეგ ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 11 მატჩიდან 9 წააგო, 2 ფრედ დაასრულა. მოწინააღმდეგეთა კარში 4 ბურთი გაიტანა, სანაცვლოდ კი 24 ბურთი მიიღო.

დინამო VS მერანი

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 7–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა ექვსი თამაშიდან 5 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 19:9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 29 სექტემბერს გაიმართა. დინამო არენაზე თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 4:2 დაამარცხეს. თბილისელთაგან ორი გოლი დავით კვირკველია, თითო კი პატრიკ ვუომ და ირაკლი ძარიამ გაიტანეს.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში თბილისელთა მსგავსად ფეხბურთელებს არც მარტვილელები მოისაკლისებენ. გუნდები სამტრედიაში გასამართ მატჩს ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.

მერანი VS დინამო – მსაჯი

შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სამტრედიაში მარტვილის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი არბიტრი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ო. ხეცაძე შეასრულებს.

მერანის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

შეროზია, გაბუნია, ღონღაძე, მელიავა, გეგეჭკორი, ბაბუნაშვილი, ხუბუა, კერძევაძე, ფონიავა, კუჭუხიძე, შულაია

FCDinamo.GE

დინამოს ფიზმომზადების მწვრთნელად რიკარდო დე ვივო იმუშავებს

დინამო თბილისის ფიზმომზადების მწვრთნელად 32 წლის იტალიელი სპეციალისტი, რიკარდო დე ვივო იმუშავებს, რომელიც აქამდე ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ასაკობრივი გუნდების, სარეზერვო და მეორე გუნდის ფეხბურთელთა ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე წარმატებულად და ნაყოფიერად ზრუნავდა. თბილისში მოწვეულ ხორვატ მწვრთნელს – ზორან შკერიანეცსა და დინამოს აკადემიაში მომუშავე იტალიელ სპეციალისტს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა, რომლისთვისაც ქართული გარემო უცხო აღარ არის და ამავდროულად კარგად იცნობს ჩვენი გუნდის საფეხბურთო სპეციფიკას.

FCDinamo.GE

“დინამოს” პრეზიდენტმა პატარები დააჯილდოვა

ვიტალი დარასელიას სახლობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის (დინამიადა) გამარჯვებული გახდა.

ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა კიევის დინამოს 3:1 სძლიეს. დინამიადის ფინალურ მატჩში ჩვენმა გუნდმა მოსკოვის დინამო – 3:2 დაამარცხა. გადამწყვეტ თამაშში გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ, ზუკა დავითაშვილმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს.

დღეს, სამშობლოში დაბრუნებული პატარა დინამოელები დინამო – ვიტ ჯორჯიას მატჩის შევენებისას, ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ სამახსოვრო საჩუქრებით და პრემიით დააჯილდოვა. დაჯილდოვების შემდეგ, მოზარდი დინამოელები თასითა და მოპოვებული მედლებით იმ სექტორისკენ გაემართნენ, სადაც ჩვენი კლუბის ოფიციალური ფან–კლუბის წევრები, გლადიატორები იმყოფებოდნენ.

გათამაშებაზე ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა:

ნიკოლოზ გაბელაია

დავით ჯიჭონაია

ბექა ხარშილაძე

თორნიკე ჩაჩუა

არჩილ ბასარია

გიგა გულდედავა

გიორგი ჩაკვეტაძე

ლუკა ჩიქოვანი

ნიკა ნინუა

თამაზ ბაბუნაძე

ლუკა ბერიაშვილი

ბექა დარცმელია

გიორგი ხარშილაძე

ირაკლი საღირაშვილი

ზურიკო დავითაშვილი

ჯეირან ბულესკირია

გიორგი მამარდაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ოთარ გაგნიძე

ექიმი: მალხაზ ხაჩიშვილი

გუნდის უფროსი: თეიმურაზ უგრეხელიძე

FCDinamo.GE

დინამო TV – ვარჯიში დიღმის ბაზაზე

დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის მატჩს ვიტ ჯორჯიასთან გამართავს. მალხაზ ჟვანიას გუნდი მოახლოებული მატჩისთვის ემზადება. დინამო TV დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის ვიდეოკოლაჟს გთავაზობთ.

დინამო ჩემპიონია

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის (დინამიადა) გამარჯვებული გახდა.

ჯგუფურ ეტაპზე მოსკოველ თანაკლუბელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს. დინამიადის ფინალურ მატჩში ჩვენმა გუნდმა მოსკოვის დინამო – 3:2 დაამარცხა. მატჩი თბილისელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ, ზუკა დავითაშვილმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს.

ფინალურ მატჩში დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

ბულისკერია, ჯიჭონაია, გაბელაია, ბექა ხარშილაძე, ბასარია, ნინუა, ჩაკვეტაძე, გიორგი ხარშილაძე, ჩიქოვანი, დავითაშვილი, დარცმელია

შეცვლაზე შევიდნენ: გულდედავა, საღირაშვილი, ბერიაშვილი

FCDinamo.Ge

დინამო ფინალშია

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის (დინამიადაზე) ფინალში გავიდა.

ნახევარფინალურ მატჩში თბილისელმა მოზარდებმა დინამო კიევის თანატოლთა გუნდი დაამარცხეს. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:1 დასრულდა. მეტოქის კარში ორი გოლი ნიკა ნინუამ გაიტანა, ერთი კი გიგა გულდედავამ. ოთარ გაგნიძის გუნდმა მატჩის უკანასკნელი 10 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა, მსაჯმა თამაზ ბაბუნაძეს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელიც ხვალინდელ ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

დინამო U-13: ბულისკერია, ნინუა, ბასარია, ჯიჭონაია, დარცმელია (ბაბუნაძე), გაბელაია, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, საღირაშვილი, ხარშილაძე (გულდედავა), ჩიქოვანი

ხვალ, ჩვენი გუნდი ფინალურ მატჩს მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ გამართავს, რომელთაც თავის მხრივ ნახევარფინალურ მატჩში სანქტ-პეტერბურგის დინამო 4:0 დაამარცხა.

FCDinamo.GE

შოთა ხინჩაგაშვილი – 62

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელის, გუნდის მცველის – შოთა ხინჩაგაშვილის დაბადების დღეა. შოთა ხინჩაგაშვილი 1951 წელს დუშეთში დაიბადა. იგი დინამო თბილისის შემადგენლობაში 1970–1982 წლებში ასპარეზობდა. თბილისური გუნდის რიგებში 348 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. არის სსრკ– ს ჩემპიონატის 1978 წლის გათამაშების ჩემპიონი. 1977 წლის ვერცხლის მფლობელი და ოთხგზის პრიზიორი (1971, 1976 გ. 1976 შ. 1981 წლებში). უეფას 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მფლობელი. ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. 1979 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ხუთჯერ, აქედან ორჯერ პირველ ნომრად. 1986 წელს მუშაობდა გუნდის უფროსად, ხოლო 1984 წელს დინამოს მწვრთნელად.

დინამოელები ვულოცავთ შოთა ხინჩაგაშვილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

fcdinamo.ge

დინამოს U-13 გუნდი საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა. ჩვენი გუნდის მსგავსად ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან: მოსკოვის დინამო, კიევის დინამო, მინსკის დინამო, სოხუმის დინამო, ვინიცის საფეხბურთო აკადემიის გუნდი, რიგის დინამო. ამავდროულად იასპარეზებს სანქტ–პეტერბურგის დინამო.

ეტაპზე მოსკოვის დინამოს, რიგის დინამოს და ვინიცის საფეხბურთო აკადემიის გუნდებს დაუპირისპირდება.

გათამაშებაზე მოზარდი დინამოელები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

ნიკოლოზ გაბელაია

დავით ჯიჭონაია

ბექა ხარშილაძე

თორნიკე ჩაჩუა

არჩილ ბასარია

გიგა გულდედავა

გიორგი ჩაკვეტაძე

ლუკა ჩიქოვანი

ნიკა ნინუა

თამაზ ბაბუნაძე

ლუკა ბერიაშვილი

ბექა დარცმელია

გიორგი ხარშილაძე

ირაკლი საღირაშვილი

ზურიკო დავითაშვილი

ჯეირან ბულესკირია

გიორგი მამარდაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ოთარ გაგნიძე
ექიმი: მალხაზ ხაჩიშვილი
გუნდის უფროსი: თეიმურაზ უგრეხელიძე

FCDinamo.GE

დინამოელები საერთაშორისო ქართულ სკოლაში

წლების წინ დაწყებული ტრადიციას დინამო თბილისის ფეხბურთელები კვლავ აგრძელებენ. დინამოელები საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეებს ესტუმრნენ. ბავშვებთან ერთად ლევან ხმალაძემ, გივი კვარაცხელიამ და გიორგი სეთურიძემ ტრადიციული დინამოს თასი გაათამაშეს. სახალისო მატჩის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სამახსოვრო თასი, საჩუქრები და ხელმოწერილი ბურთები გადაეცათ. მოსწავლეებმა დინამოს ფეხბურთელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. დინამო TV მატჩის ვიდეო კოლაჟს, სკოლის დირექტორის – ქეთევან დოჩანაშვილისა და სკოლის გუნდის მწვრთნელის- ირაკლი გაგოშიძის ინტერვიუს გთავაზობთ.

6

1

2

3

4

5

FCDinamo.Ge