“ჩელსი” ახალი მეკარის დამატებას აპირებს

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრი.

როგორც იცით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “არისტოკრატთა” რიგები ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ დატოვოს. ასევე საეჭვოა ასმირ ბეგოვიჩის პოზიციაც.

ბრიტანული პრესის ცნობით, ანტონიო კონტე მათ პოტენციურ შემცვლელებად კრეიგ გორდონს (“სელტიკი”), დიეგო ლოპესსა (“ესპანიოლი”) და ფერნანდო მუსლერას (“გალათასარაი”) განიხილავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბეგოვიჩის გადაბირების მცდელობა უკვე ჰქონდა “ბორნმუთს”, რომელმაც “ჩელსის” მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი შესთავაზა. თუმცა, ლონდონელებმა ბოსნიელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

ტიბო კურტუას ბრწყინვალე გოლი ვარჯიშზე (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მეკარემ, ტიბო კურტუამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც მის მიერ ვარჯიშზე გატანილი ლამაზი გოლია აღბეჭდილი.

კონტე: “კურტუას შეუძლია ისეთივე დიდებული კარიერა ჰქონდეს, როგორიც ჯიჯის აქვს”

ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ ტიბო კურტუაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბელგიელ მეკარეს შეუძლია ისეთივე დიდებული კარიერა ჰქონდეს, როგორიც ჯიჯის აქვს.

“ვთვლი, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ტიბო კურტუაა, “ჩელსიში” დარჩენას იმსახურებს. მას კლუბის ისტორიაში ახალი თავების ჩაწერა შეუძლია.

ტიბო “ჩელსის” ფეხბურთელია და მინდა, რომ ის აქ დარჩეს. მე მას ამ კლუბში კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვხედავ. მინდა, მინდა რომ ის დარჩეს.

ჩემთვის, ბუფონი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მინდა, რომ ტიბოს კარიერაც ბუფონისას დაემსგავსოს.

ბუფონი ფეხბურთის სახეა, ლეგენდა. ტიბოს კი ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ისეთივე წარმატებებს მიაღწიოს, როგორსაც ჯიჯიმ უკვე მიაღწია.

ანტონიო კონტემ ტიბო კურტუას მომავალზე ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ტიბო კურტუას “სტემფორდ ბრიჯიდან” შესაძლო წასვლის შესახებ.

“ჩვენთვის ის რასაც გაზეთებში წერენ მნიშვნელოვანი არ არის. ტიბო საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მაინც არის.

ის ჩვენთან რჩება. ყველაფერი სხვა უბრალო სპეკულაციაა.

ჩემი გადმოსახედიდან, მიმდინარე სეზონში ის ძალიან კარგად ასპარეზობს. ვთვლი, რომ ის სრულყოფილი მეკარეა, ფეხითაც ისევე კარგად თამაშობს, როგორც ხელით.”

მადრიდის “რეალი” ტიბო კურტუასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა მიზნად ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯის, ტიბო კურტუას გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას მადრიდული გამოცემა Radio Onda Cero ავრცელებს.

როგორც იცით, ბელგიელი მეკარე ანტონიო კონტეს ბრწყინვალე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. სწორედ “ჩელსიში” ჩატარებულმა დიდებულმა მატჩებმა გააღვივა ესპანელთა ინტერესი მისდამი.

შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსს” კარგა ხნის მანძილზე უკავშირებდნენ დავიდ დე ხეას, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელი მეკარის ტრანსფერი “წითელმა ეშმაკებმა” ჩაშალეს. ამ დროისთვის კი “თეთრების” კარს 30 წლის კეილორ ნავასი იცავს.

წყაროს ცნობით, კურტუას გადაბირება, რომელსაც “რეალის” მოსისხლე მტრის, “ატლეტიკოს” ბანაკში რამდენიმე წარმატებული წელი აქვს გატარებული, პირადად ფლორენტინო პერესის ინტერესებში შედის.

ზამთარში “რეალის” მთავარი სამიზნე ტიბო კურტუა იქნება

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას გადაბირება მადრიდის “რეალმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ სამიზნედ დაისახა. ამ ინფორმაციას ესპანური Don Balon ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “ლოს ბლანკოსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარესთან, დავიდ დე ხეასთანაც აკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ზამთარში ამ ტრანსფერის განხორციელების შანსები ნულის ტოლია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბელგიელ ფეხბურთელს მადრიდის “რეალის” მეტოქის, “ატლეტიკოს” ბანაკში 3 სეზონი აქვს გატარებული, რაც შესაძლოა, ამ ტრანსფერის შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.

კურტუა: “მინდა უკან, ესპანეთში დავბრუნდე”

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ მედიასთან საუბრისას გაამხილა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა უკან ესპანეთში, სადაც ის ადრე “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მეკარე “ჩელსის” 2011 წელს შეუერთდა “გენკიდან”, რის შემდეგაც, ის მაშინვე გაანათხოვრეს “ატლეტიკო მადრიდში”, სადაც ის 3 წლის მანძილზე ასპარეზობდა.

“თავს ნახევრად ესპანელად ვგრძნობ. მათთან გამომშვიდობება ძალიან გამიჭირდა. მართალია, ცივსისხლიანი ვარ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ვიტირე კიდეც.

“ატლეტიკო” ოჯახია. მე კვლავ ვგრძნობ მათ სიყვარულს.” – განაცხადა 24 წლის მეკარემ.

კურტუა:”რაიმე უცნაური თუ არ მოხდა, კარიერას “ჩელსიში” გავაგრძელებ”

ლონდონის “ჩელსის” პირველმა მეკარემ, ტიბო კურტუამ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის ლონდონური კლუბიდან წასვლას აპირებდა.

“ძალიან რთული სეზონი იყო, ისევე როგორც ჩემთვის ასევე გუნდისთვის. ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც ძველი ფორმის აღდგენა ვერ მოვახერხა, გაცილებით უფრო ცუდად ვთამაშობდი, ვიდრე ადრე.

სეზონის მე-10 ადგილზე დამთავრება “ჩელსისთვის” კარგი არ არის.

ახალ მწვრთნელთან მოგვიწევს მუშაობა, მე კიდევ 3 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს კლუბთან. ასე რომ, თუ რაიმე უცნაური არ მოხდა, კარიერას “ჩელსიში” გავაგრძელებ.” – განაცხადა ბელგიელმა.

ჰიდინკი: “კურტუა ბედნიერია”

ლონდონის “ჩელსის” დროებითი თავკაცი, გუს ჰიდინკი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “არისტოკრატთა” კარის დარაჯი, ტიბო კურტუა “სტემფორდ ბრიჯზე” ყოფნით უკმაყოფილოა.

როგორც იცით, ინგლისში გავრცელებული ცნობების თანახმად, ბელგიელ მეკარეს არასახარბიელო ურთიერთობა აქვს მეკარეების მწვრთნელ კრისტოფ ლოლიქონთან, რის გამოც ის კლუბის დატოვებას აპირებენ.

“ისინი როგორც წესია, ისე მუშაობენ, გუნდურად. მართალია მათი ხასიათები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთმანეთს კარგად უგებენ.

ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ კურტუა აქ ბედნიერია და კლუბში დარჩენას აპირებს. ეს მან თავად მითხრა.” – განაცხადა მწვრთნელმა, რომელსაც ზაფხულში ანტონიო კონტე ჩაანაცვლებს.

კასილიასმა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული მეკარეები დაასახელა

„პორტუს“ მეკარემ იკერ კასილიასმა, თავისი ვერსიით, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერები დაასახელა.

„ჩემთვის ესენია: დავიდ დე ხეა, ტიბო კურტუა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ბერნ ლენო“, – დაწერა ესპანელმა თავისი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

რის გამო გააგდეს ტიბო კურტუა დღევანდელ მატჩში? [ვიდეო]

დასრულდა პრემიერ ლიგის პირველი ტურის შაბათის ყველა მატჩი. ბოლო შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” ინგლისის ჩემპიონებმა გამართეს, სადაც “ჩელსი” “სუონსის” დაუზავდა, 2-2.

მატჩის 53-ე წუთზე, ტიბო კურტუა ბატეფიმბი გომესთან უხეშობის გამო მსაჯმა გააძევა და პენალტი დანიშნა, რაც ფერადკანიანმა შემტევმა მშვენივრად გამოიყენა.

კურტუას ფინტი “ბარსელონასთან”, რომელიც არ გამოუვიდა

როგორც იცით გუშინ ამერიკაში “ბარსელონასა” და “ჩელსის” შორის საერთაშორისო ტურნირზე მატჩი გაიმართა, სადაც ლონდონელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს.

თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიბო კურტუა ფინტით პედროს ჩამოშორებას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა.

vneeWr