„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდმა ტიმ დანკანმა ჯეიმს ჰარდენის მიერ ნასროლი ბურთი მოხსნა, რითაც თავისი გუნდი მარცს გადაარჩინა.
ცნობისთვის, პოპოვიჩის გუნდმა ერთი ქულით – 104:103 გაიმარჯვა.
„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდმა ტიმ დანკანმა ჯეიმს ჰარდენის მიერ ნასროლი ბურთი მოხსნა, რითაც თავისი გუნდი მარცს გადაარჩინა.
ცნობისთვის, პოპოვიჩის გუნდმა ერთი ქულით – 104:103 გაიმარჯვა.
წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:
„კლივლენდ კავალიერსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიაგო სპლიტერმა ბურთი ვერ ჩააგდო, რის შემდეგაც ის ტიმ დანკანმა მოხსნა და ტიმოფეი მოზგოვის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტოქის ფარში ერთი ხელით ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო:
„კლიპერსთან“ მატჩში ტიმ დანკანმა ჩინებული ბურთი ჩააგდო. წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.
„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდმა ტიმ დანკანმა 30 ქულა დააგროვა.
ხსენებული მაჩვენებლით დანკანმა ლიგის ყველ დროის ბომბარდირთა სიაში ალექს ინგლისშს გაუსწრო. ამჟამად 38 წლის ვეტერანის ანგარიშზე კარიერაში 25 628 ქულაა და ყველა დროის ბომბარდორთა დავაში იგი მე-16 ადგილზე ავიდა. აღსანიშნავია, რომ მე-14 და მე-15 ადგილზე ასევე მოქმედი კალათბურთელები კევინ გარნეტი და პოლ პირსი იმყოფებიან.
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში, რომელიც „სან-ანტონიო სპურსმა“ ოვერტაიმში ორი ქულით წააგო (110:112), ტიმ დანკანმა 19 ქულა დააგროვა, რითაც კარიერაში ქულების საერთო რაოდენობით ჯერი უესტს გაუსწრო და ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-18 ადგილზე ავიდა, რის შესახებაც AP-ი იუწყება.
ამჟამად დანკანის კარიერული მაჩვენებელი 25 197 ქულას შეადგენს. მე-17 საფეხურზე მყოფ რეჯი მილერს 25 279 ქულა აქვს. მოქმედი კალათბურთელებიდან დანკანზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ პოლ პირსს (25 308), კევინ გარნეტს (25 767), დირკ ნოვიცკისა (27 200) და კობი ბრაიანტს (32 284) აქვთ.
„სან-ანტონიო სპურსის“ ცენტრმა ტიმ დანკანმა „კლივლენდ კავალიერსთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„არც კი მეგონა, რომ ლებრონ ჯეიმსის „კავალიერსში“ დაბრუნების ვარიანტი არსებობდა. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იგი სახლში დაბრუნდა და ცდილობს საჩემპიონო გუნდის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანოს.
კლივლენდში ძალიან ნიჭიერი გუნდი შეიკრიბა. არიან „ოლ სტარის“ დონის მოთამაშეები, რომელთაც შეთამაშება სჭირდებათ. თუმცა, ვიმედოვნებ, ისინი უახლოეს მომავალში ვერ შეთამაშდებიან“, – განუცხადა ტიმმა „სან-ანტონიო ექსპერს ნიუსს“.
„სან-ანტონიო სპურსის“ ლიდერმა ტიმ დანკანმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში 13 ქულა დააგროვა. შედეგად, კარიერაში ჯამში მისმა მონაგარმა 25 ათას ქულას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ტიმი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეცხრამეტე მოთამაშეა, რომელმაც კარიერაში მსგავს შედეგს მიაღწია.
„სან-ანტონიო სპურსის“ ლიდერმა ტიმ დანკანმა აღიარა, რომ ივნისში მეხუთე ტიტულის მოგების შემდეგ კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.
„უნდა ვაღიარო, რომ რაღაც ეჭვები მქონდა. საბოლოოდ, იქამდე მივედი, რომ თუ კარიერას დავასრულებდი, კალათბურთს აღარ ვითამაშებდი, რაც ახლა ნამდვილად არ მსურს. იქამდე ვითამაშებ, სანამ ეს სიამოვნებას მომიტანს“, – განაცხადა 38 წლის ვეტერანმა.
თქვენ წინაშეა ვიდეო, რომელშიც „სან-ანტონიო სპურსის“ ლიდერის ტიმ დანკანის განვლილ სეზონში ათი საუკეთესო ეპიზოდია ასახული.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის გამარჯვებული ტიმ დანკანი ცნობილი დევიდ ლეტერმანის სატელევიზიო გადაცემის სტუმარი იყო.
„სან-ანტონიო სპურსის“ ერთ-ერთი ვეტერანი ტიმ დანკანი წელს კარიერის დასრულებას არ აპირებს. სავარაუდოდ, გამოცდილი მოთამაშე კონტრაქტში გაწერილ ერთ-ერთ პუნქტს გამოიყენებს, რომლის მიხედვითაც, მას კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ ტიმი „სპურსში“ შემდეგ სეზონშიც ითამაშებს, მისი ხელფასი 10,3 მილიონ ოლარს შეადგენს.
განვლილ სეზონში 38 წლის დანკანის საშუალო მაჩვენებელმა 15,1 ქულა, 9,8 მოხსნა და 2,5 გადაცემა შეადგინა.