„კლივლენდი“ მოზგოვის შამპერტზე გაცვლაზე ფიქრობს

როგორც ESPN.com-ი იუწყება,„კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება რუსი ცენტრის ტიმოფეი მოზგოვის დახმარებით სურს. წყაროს ცნობით, „კავალიერსს“ ცენტრის შემტევ უკანახაზელზე იმენ შემპერტზე გაცვლა სურს.

გარდა ამისა,იმ კალათბურთელთა შორის,რომელთა დამატება „კავსს“ სურს ასევე კაილ კორვერი („ატლანტა“), ბენ მაკლემორი და კოსტა კუფოსი (ორივე „საკრამენტოდან“) არიან.

მსაჯი კალათბურთელს: „მოკეტე!“ (ვიდეო)

„კლივლენდ კავალიერსსა„ და გოლდენ სტეიტ უორირსს“ შორის ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის ფიანლური სერიის მეოთხე მატჩში მსაჯი ჯო კროუფორდმა ტიმოფეი მოზგოვის მოსმენა არ ისურვა და შმედეგი რამ უთხრა: „Shit Up!“ („მოკეტე!“)

შეფახსენებთ, რომ შეხვედრა სტივ კერის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამჟამად სერიაში ანგარიში თანაბარია (2:2). სერიის მეხუთე შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება.

.

მოზგოვი: ”ევრობასკეტის გამოტოვება ჩემთვის აუცილებელი იყო”

”დენვერ ნაგეტსის” ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა, აღიარა, რომ მას სლოვენიაში მიმდინარე ევრობასკეტზე გამგზავრებაზე უარის თქმა გაუჭირდა, თუმცა ამის გაკეთება მისთვის აუცილებელი იყო.

”ნაკრების მატჩებზე უარის თქმა რთული იყო. ვგრძნობდი, რომ ევროპის ჩემპიონატი უნდა გამომეტოვებინა, რათა კარგი სეზონი მქონოდა. ახალი სეზონი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. არ მინდა მისი სტარტისტისვის დაღლილი ვიყო. შარშან ასე მომივიდა, როდესაც NBA-ში ოლიმპიადის შემდეგ დავბრუნდი. მაშინ, სათამაშოდ მზად არ ვიყავი. ნაკრების შეხვედრების გამოტოვება რთული იყო, ამავე დროს, ეს აუცილებელიც ყოფილა. ამას როგორც ჩემი სხეული, ასევე ჩემი გონება ითხოვდა”, – განუცხადა მოზგოვმა ”ნაგეტსის” ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი