“ტოტენჰემი” ბეილის ჩანაცვლებას ჰალილოვიჩის მეშვეობით აპირებდა”

ზაგრების “დინამოს” ყოფილმა პრეზიდენტმა, ზდრავკო მამიჩმა განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულში “ტოტენჰემი” ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერების განხორციელებაზე მუშაობდა, თუმცა საქმე ჩავარდა.

“ჩვენი ყველაზე დიდი სირცხვილი და ჩავარდნა ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერები იყო.

როდესაც ის 16 წლის იყო, “ტოტენჰემმა” ბეილი “რეალს” 100 მილიონ ევროდ მიყიდა და ჰალილოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონს გვთავაზობდა. დანიელ ლევისთან შეხვედრაც კი გავმართე ლონდონში.

მოლაპარაკებები 10 მილიონიდან დავიწყეთ და 25-მდე მივედით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ზაგრებში დაბრუნებისთანავე, ეს ხელშეკრულება ჰალილოვიჩისა და იედვაის ოჯახებს წარვუდგინე.

თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ალენის მამამ განაცხადა, რომ პირობებით უკმაყოფილო იყო. გავგიჟდი, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავარწმუნე. რამდენიმე წელიწადში კი ის გაცილებით უფრო იაფად გავყიდეთ, წაგებული კი “დინამო” დარჩა,” – აცხადებს მამიჩი.

“ტოტენჰემმა” დანი ალვეშს დაადგა თვალი

Yahoo-ს მიერ გავრცელებული უახლესი და ძალიან საინტერესო ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელების ყურადღება დანი ალვეშმა მიიქცია.

როგორც იცით, “სპურსის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო კარგა ხანია, რაც კაილი უოკერის ჩამნაცვლებელს ეძებს, რომელიც ძალიან ახლოსაა “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან.

დანიელ ალვეში კი, რომელიც ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავს, ბრწყინვალე კანდიდატურაა ლონდონური კლუბისათვის.

რაც შეეხება ბრაზილიელ ფეხბურთელსა და ტურინულ გრანდს შორის არსებულ კონტრაქტს, ის მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

როგორ გამოიყურება “უაით ჰართ ლეინი” ბოლო მატჩიდან რამდენიმე საათში? (ფოტო)

14 მაისს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ლონდონის “ტოტენჰემი” “უაით ჰართ ლეინს” დაემშვიდობა, სადაც ის 118 წლის განმავლობაში თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ სტადიონის დემონტაჟი მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში დაიწყო და საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც საკმაოდ ბევრი სპეციალისტის გაკვირვებას იწვევს.

“მამლებმა” სკამები გასაყიდადაც გამოიტანეს – თითოეული მათგანის ყიდვა 50 ფუნტად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ახალ სტადიონს, ის “უაით ჰართ ლეინის” ადგილას აშენდება და 61 000 გულშემატკივარს დაიტევს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ტოტენჰემთანაც” დამარცხდა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 37-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “უაით ჰართ ლეინმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “სპურსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოო ჯამში სამი ქულაც მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებს დარჩათ, რაც რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის. “წითელმა ეშმაკებმა” კი პრაქტიკულად დაკარგეს ოთხეულში მოხვედრის შანსები.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დეივისი, ვერტონგენი, ალდერვაირელდი, ტრიპიერი (უოკერი 83′) ; ვანიამა, დაიერი; სონი (დემბელე 72′), დელე ალი, ერიქსენი (ნკუდუ 90′); ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ერიკ ბაილი, სმოლინგი, ჯონსი, ბლინდი; კერიკი, ტუანზებე (ანდერ ერერა 61′); ლინგარდი (მხითარიანი), ხუან მატა რუნი, მარსიალი;

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


მატიჩი სლავენ ბილიჩს: “ტოტენჰემს” თუ დაამარცხებ…”

ლონდონის “ტოტენჰემთან” მოგებული მატჩის (1-0) შემდეგ, “ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა აღიარა, რომ მატჩის წინ “ჩელსის” ფეხბურთელმა, ნემანია მატიჩმა მას შეტყობინება გაუგზავნა.

“ჩაქუჩების” თავკაცის ცნობით, მატიჩმა მას ასეთი რამ შესთავაზა: “თუ “ტოტენჰემის” შეჩერებას შეძლებ, სადილზე დაგპატიჟებ”.

“მატიჩი მშვენიერი ბიჭია, დიდებული ფეხბურთელი. დიდი სიამოვნებით მივიღებ მის ამ წინადადებს,” – დაამატა ბილიჩმა Sport Klub-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიურ სტადიონზე” წაგებული მატჩის შემდეგ ლონდონის “ჩელსიმ” თითქმის გაინაღდა ჩემპიონობა – “არისტოკრატებს” ისღა დარჩენიათ, დარჩენილ 4 მატჩში 5 ქულაზე მეტი დააგროვონ.

“ვესტ ჰემმა” “ტოტენჰემს” ჩემპიონობის შანსები მოუსპო(ვიდეო)

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩში სლავენ ბილიჩის “ვესტ ჰემმა” საშინაო არენაზე ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ტოტენჰემი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი ლანცინიმ, თამაშის 67-ე წუთზე გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

შედეგად, “ტოტენჰემის” ჩემპიონების შანსი მინიმუმამდე დავიდა, “ვესტ ჰემი” კი უმნიშვნელო სამი ქულის წყალობით ახლა მეცხრე პოზიციას იკავებს.


“ვესტ ჰემი”: ადრიანი; კოლინსი, რაიდი, ფონტე; კრესველი, კუიატე, ნოუბლი, ბირამი; ლანცინი, აიუ; კალერი

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

“ტოტენჰემი”: უგო ლორისი; უოკერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი (დემბელე 67′), დეივისი; დაიერი, ვანიამა (იანსენი 76′); ერიქსენი, დელე ალი, სონი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


ლონდონურ დერბიში “ტოტენჰემმა” იმარჯვა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ტოტენჰემი” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის პირველ მა ათმა წუთმა გადაწყვიტა, როდესაც დელე ალიმ და ჰარი კეინმა მოახერხეს ჩეხის კარში გოლების გატანა.

შედეგად, “ტოტენჰემსა” და “არსენალს” შორის სხვაობა 17 ქულამდე გაიზარდა.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დეივისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ტრიპიე; ვანიამა, დაიერი; სონი (დემბელე 79′), დელე ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“არსენალი”: პეტრ ჩეხი; გაბრიელი (ბელერინი), კოშელნი, მონრეალი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი, რემსი, ჯაკა (უელბეკი 65′), გიბსი; ოზილი, სანჩესი; ოლივიე ჟირუ (ტეო უოლკოტი 81′)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


ვენგერმა “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები გააფრთხილა, რომ მცირე ბიუჯეტით ვარსკვლავების შენარჩუნება გაუჭირდებათ.

“როდესაც გარკვეულ დონეს აღწევ, რაღაც მომენტში ფეხბურთელებს სურვილი უჩნდებათ, ისევე დააფასონ, როგორც მათი დონის სხვა მოთამაშეები.

თუ ბიუჯეტი დიდი ხნის მანძილზე არ გაიზრდება და სხვაობა უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, მათი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდება,” – განაცხადა ვენგერმა “ტოტენჰემთან” გასამართი მატჩის წინ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ტოტენჰემი” 4 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ “ჩელსის” და 14 ქულით უსწრებს “არსენალს”.

“ტოტენჰემმა” “კრისტალ პალასი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ოთხშაბათს, 26 აპრილს პრემიერ ლიგის 28-ე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა.

ლონდონის “ტოტენჰემი”, რომელიც ამ დროისთვის “ჩელსის” მდევრის როლში გვევლინება, “კრისტალ პალასს” ესტუმრა და “არწივები” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

“მამლებმა” “არწივები” კრისტიან ერიქსენის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხეს, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ამ მატჩში.


“კრისტალ პალასი”: ჰენესი; შლუპი, სახო, კელი, ვორდი; მაკკარტური, მილივოიევიჩი; ტაუნსენდი, პანჩეონი, ზაჰა; ბენტეკე (კემპბელი)

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი

“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დაიერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი; უოკერი, ვანიამა, დემბელე, დეივისი; ერიქსენი, დელე ალი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


კონტე: “პრემიერ ლიგის მოგება ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება!”

ლონდონის “ჩელსის” პრემიერ ლიგაში 75 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ “ტოტენჰემს” ოთხი ქულით უსწრებს. ორივე კლუბს ექვსი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი.

ანტონიო კონტემ ინგლისის ჩემპიონობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მოგება ყოველთვის ძალიან რთული და დასაფასებელია.

“დიახ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა იქნება! ზოგადად, ინგლისში ტიტიულის მოგება ძალიან რთულია. ამის გაკეთება როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელისთვის და მთლიანად კლუბისთვის უდიდესი წარმატებაა.”

“ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც ვაკეთებთ. უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს სეზონი არის შესანიშნავი შანსი, მივაღწიოთ დიდ წარმატებას.”

“წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ!” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

“ტოტენჰემი” დუგლას კოშტას ტრანსფერით ინტერესდება

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, დუგლას კოშტა ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც ცნობილი ხდება, “მამლების” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ზაფხულში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს.

როგორც იცით, ბოლო ორი სეზონია, რაც პოჩეტინოს გუნდი საკმაოდ კარგად გამოდის პრემიერ ლიგაში, მაგრამ ჩემპიონობამდე რაღაც აკლდებათ.

ლონდონში ფიქრობენ, რომ ეს რაღაც შეიძლება, დუგლას კოშტა იყოს. რომლის გადასაბირებლადაც დაახლოებით 25-30 მილიონი ფუნტია საჭირო.

26 წლის ბრაზილიელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.

“ტოტენჰემმა” “ბორნმუთი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 33-ე ტური ლონდონის “ტოტენჰემისა” და “ბორნმუთის” დაპირისპირებამ გახსნა. “მამლები” მოედანზე გამარჯვებისვის გამოვიდნენ და მიაღწიეს კიდეც სასურველ შედეგს.

მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, გოლი დემბელეს ანგარიშზეა. სამიოდე წუთში სონმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში კი კეინმა და იანსენმაც მოახერხეს თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 4:0.

შედეგად, 32 თამაშის შემდეგ “ტოტენჰემს” 71 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციას იკავებს. “ბორნმუთი” კი 35 ქულით მეთხუთმეტეა.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დეივისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი; დემბელე, დაიერი; სონი, დელე ალი (სისოკო 84′), ერიქსენი; ჰარი კეინი (ვიქტორ ვანიამა 79′)

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“ბორნმუთი”: ბორუცი; სმიტი, ფრანცისი, კუკი, დენიელსი; სტანისლასი (ფრეიზერი 69′), არტერი, უილშეარი (ლ. კუკი 57′), პუჰი; კინგი; აფობე

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ