დელე ალიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლონდონის “ტოტენჰემისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, დელ ალიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

“ტონი კროოსი “რეალსა” და გერმანიის ნაკრებში ნამდვილად გამორჩეულია. თუ ის ფორმაშია, მასთან ახლოს მისვლასაც ვერავინ შეძლებს.

რა თქმა უნდა, თამაშისას შენს ქმედებებს უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდე, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელია, თუ როგორ შეუძლია ბურთი აგართვას მარტივი პრესინგის ხარჯზე.

მისი თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა,” – აცხადებს ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი.

პოჩეტინომ ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თავისი კლუბის ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”.

“როდესაც მეორეადგილოსან გუნდს 7 ქულით უსწრებ და რვა მატჩია დარჩენილი, ჩემპიონი უნდა გახდე. ეს ერთადერთი ლოგიკური დასასრულია.

ახლა, ყველაფერი მათ ხელშია, ჩემპიონატი უნდა მოიგონ.

რაც შეგვეხება ჩვენ, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი საქმე ზედმიწევნით კარგად გავაკეთოთ და ისინი დიდი წნეხის ქვეშ მოვაქციოთ.

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, თუ ისინი პრემიერ ლიგას ვერ მოიგებენ, ეს მათთვის ძალიან მტკივნეული იქნება,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

ჰარი კეინმა ვარჯიში განაახლა

ლონდონის “ტოტენჰემი” ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჰარი კეინის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულსაც უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ “მამლების” ინგლისელმა თავდამსხმელმა დაზიანება ინგლისის თასის ეგიდით, “მილუოლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო (მარტის თვეში).

როგორც იცით, კეინს “ბორნმუთთან” გასამართ მატჩში უწინასწარმეტყველებდნენ დაბრუნებას, თუმცა, მისი რეაბილიტაციის პროცესი იმდენად კარგად მიმდინარეობს, რომ მას ხვალ, 8 აპრილს, “ბორნმუთთან” გასამართ შეხვედრაშიც შეეძლება მონაწილეობის მიღება.

პრემიერ ლიგა: 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები შედგა. უპრინციპულესი შეხვედრა მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “მანჩესტერ სიტი” მინიმალური  სხვაობით (2:1) დაამარცხა. როგორც იქნა, იმარჯვა “არსენალმაც”. სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს “ლივერპულმა” და “მანჩესტერ უნაიტედმა”. გვაკვირვებს “ლესტერი”, რომელმაც ბოლო მატჩში ტურში 15 ქულა მოიპოვა.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

შმეიხელი, დევისი, გაბრიელი, ჰუტი, ბელერინი, აზარი, ალი, დემბელე, ოზილი, რედმონდი, დინი.

 

 

 

“ტოტენჰემმა” ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიგო (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში უელსურმა “სუონსიმ” საშინაო არენაზე “ტოტენჰემი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, სანამ დელე ალი 88-ე წუთზე არ გაათანაბრებდა და ბოლო 3 წუთში “მამლები” კიდევ ორ გოლს არ გაიტანდნენ.

შედეგად, “ტოტენჰემმა” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და “ჩელსის” გაქცევის საშუალება არ მისცა. მომდევნო ტურში პოჩეტინოს გუნდი შინ “უოტფორდს” მიიღებს.


“სუონსი”: ფაბიანსკი; ოლსონი, მოუსონი, ფერნანდესი, ნათონი (სონი 72′); ქეროლი, კორკი, ფერი; სიგურდსონი, აიუ (მაკბარნი 75′), რუტლედგე

მთავარი მწვრთნელი: პოლ კლიმენტი

“ტოტენჰემი”: ვორმი; უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი (ნკუდუ 79′); დაიერი, დემბელე; სისოკო (იანსენი 61′), ალი, ერიქსენი; სონი (ტრიპიერი 90+4′)

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


ერიკ ლამელას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

ლონდონის “ტოტენჰემის” ვინგერის, ერიკ ლამელას მიერ მიღებული ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც, შესაძლოა, მას სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწიოს.

“მამლების” ხელმძღვანელთა მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, არგენტინელ ფეხბურთელს, რომელმაც “ლივერპულთან” თამაშისას ბარძაყი დაიზიანა, შაბათს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

ასე რომ, ლამელა, რომელიც ბოლოს მოედანზე 25 ოქტომბერს გამოჩნდა, დაახლოებით 5 თვით იუქმებს და ჩემპიონატის დარჩენილ 10 მატჩსაც გამოტოვებს.

პოჩეტინო “ბარსელონას” პრეზიდენტს, ბართომეუს შეხვდა

“ტოტენჰემ ჰოტსპურის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც “ბარსელონას” უკავშირებენ, სამი დღის წინ, კატალონიური კლუბის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და ბართომეუსა და პოჩეტინოს მეგობრებად მოიხსენიებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას ფიქრობს არგენტინელი სპეციალისტი “ბარსელონაში” მუშაობაზე, რომელსაც სეზონის ბოლოს ლუის ენრიკე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 45 წლის მაურისიო პოჩეტინო ადრე “ბარსელონას” პრინციპული მეტოქის, “ესპანიოლი” ბანაკში მუშაობდა. რამაც შესაძლოა, ტრანსფერზე გავლენა იქონიოს.

ლორისი: “ჩემით ისტორიული გრანდები ინტერესდებიან”

“ტოტენჰემის” ფეხბურთელმა, უგო ლორისმა მის ლონდონურ კარიერაზე ისაუბრა. ფრანგი კიპერი მოურისიო პოჩეტინოს თავკაცობის ქვეშ კომფორტულად გრძნობს თავს და არსად წასვლას არ აპირებს.

“ჩემი მომავალი მოურისიოს უკავშირდება. ეს უეჭველია! მან ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ეს არაა მხოლოდ ის, რაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არსებობს. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. დარწმუნებული ვარ, იგი ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდება.”

“აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი წარმავალია. ამ სპორტში მოვლენები სწრაფად ვითარდება.”

“არ ვფიქრობ, რომ არ გამაჩნია დიდ ამბიციები. ცხოვრებაში არის რაღაცები, რაზეც უარს ვერ იტყვი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოუთმენლად ველი ამ ცვლილებას და, თუნდაც, ამჟამად რამე შემოთავაზებით ვარ აღფრთოვანებული.”

“ჩემით ისტორიული კლუბები ინტერესდებიან. თუმცა, ამჟამად მხოლოდ ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული,” – განაცხადა ფრანგმა.

“ტოტენჰემმა” დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” შინ კლოდ პუელის “საუთჰემპტონი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ერიქსენისა და დელ ე ალის მიერ გატანილი გოლების წყალობით, “სპურსმა” პირველი ტაიმი ადვილად მოიგო, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ვორდ-პრაუზმა მეტოქის კარი აიღო და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა.

საბოლოო ჯამში, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ და ახლა ისინი 59 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან სატურნირო ცხრილში, “წმინდანები” კი 33 ქულით მეათეზე არიან.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ვერტონგენი, ალდერვაირელდი, დაიერი; დეივისი, დემბელე, ვანიამა, უოლკერი (ტრიპერი 78′); ალი, ერიქსენი (იანსენი 87′); სონი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“საუთჰემპტონი”: ფორსტერი; სედრიკი, სტეფანსი, იოშიდა, ბერტრანდი; დეივისი, რომეუ; ვორდ-პრაუზი, ტადიჩი(ბუფალი 59′), რედმონდი (როდრიგესი 80′); გაბიადინი (შეინ ლონგი 32′)

მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი


პოჩეტინომ თავის ცოლს უთხრა, “უაიტ ჰართ ლეინს” ახლოს არ გაეკაროო

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აღიარებს, რომ თავის მეუღლეს “უაით ჰართ ლეინისაგან” შორს ყოფნა მოსთხოვა.

“ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ის “უაით ჰართ ლეინზე” აღარ დადის, ჩვენ კი ვიგებთ. ამიტომაც ვუთხარი – “უკეთესია სახლში თუ დარჩები ხოლმე, ასე სულ ვიგებთ”.

მაშინ გაბრაზებული ვიყავი. მატჩის დასრულების შემდეგ, ყოველთვის მირეკავდა და ჩემს ქმედებებს აფასებდა. ყოველთვის იმას მეუბნებოდა ეს ასე რატომ გააკეთეო, მეტჯერ აღარ გაიმეოროო.

ის ყოველთვის გუნდზე ფიქრობს, ყოველთვის უყურებს ჩვენს თამაშებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შენიშვნებს თამაშის შემდეგ მაძლევს და არა თამაშამდე,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

ჰარი კეინის ორი ახალი რეკორდი

ლონდონური “ტოტენჰემის” ინგლისელი ფორვარდი, ჰარი კეინი კიდევ ერთ პროდუქტიულ სეზონს ატარებს.

როგორც იცით, “სტოკ სიტის” კარში გაფორმებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ, კეინმა “ევერტონი” ამოიღო მიზანში და როუბლსს ორი გოლი გაუტანა.

შედეგად, კეინს მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე გატანილი 14 გოლი დაუგროვდა. ამდენი გოლი კი ერთ სეზონში “სპურსის” არც ერთ ფეხბურთელს არ დაუგროვებია.

ამასთანავე, ეს მეშვიდე შემთხვევა იყო, როდესაც კეინმა მიმდინარე სეზონში ანგარიში გახსნა. ჩემპიონატის ახალ სეზონში ყველაზე მეტჯერ სწორედ მან მოახერხა პირველი გოლის გატანა.

“ტოტენჰემისა” და “ევერტონის” დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა (ვიდეო)

ბრიტანული პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” საშინაო არენაზე მერსესაიდული “ევერტონი” მიიღო და მინიმალური სხვაობით, 3-2 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც მეოცე წუთზე ჰარი კეინმა გოლით გარდასახა. ინგლისელმა გოლეადორმა თავი 56-ე წუთზეც გამოიჩინა. სტუმართა მხრიდან ერთი ბურთი რომელუ ლუკაკუმ გაქვითა. ბოლო წუთებზე მერსესაიდელთა კარი დელე ალიმაც აიღო, თუმცა სტუმრებმა მალევე უპასუხეს – გოლი ვალენსიას ანგარიშზეა.

შედეგად, 27 ტურის შემდეგ, “მამლებს” 56 ქულა დაუგროვდათ და მყარად იკავებენ მეორე პოზიციას, “კამფეტები” კი 44 ქულით მეშვიდეზე არიან.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; იან ვერტონგენი, ალდერვაირელდი, დაიერი; დეივისი, დემბელე (უინკსი 78′), ვანიამა, უოლკერი; დელე ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“ევერტონი”: რობლსი; კოულმენი, უილიამსი, მორი, ბაინსი; გეიე, შნაიდერლინი, ბარი; დეივისი, ბარკლი; ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი