“ტოტენჰემს” ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი დაუბრუნდა

“სპურსებში” კარგი ამბებია. გუნდს ლაზარეთიდან ძირითადი შემადეგნლობის სამი ფეხბურთელი დაუბრუნდა.

ჰარი კეინს საზარდულის ტრავმა აწუხებდა და ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპის შეხვედრის გამოტოვებამაც მოუწია. თუმცა, ექიმების თქმით, მან ბოლომდე აღმოფხვრა დაზიანება და დღეს, “სანდერლენდის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაშია.

პოჩეტინოს პრემიერ ლიგის 23-ე ტურში როუზისა და ანდერვაირელდის გამოყენებაც შეეძლება.  მარცხენა და ცენტრალურ მცველებეს, შესაბამისად, მუხლისა და ბარძაყის ტრავმები აწუხებდათ.

 

 

ჰარი კეინი: “ვიმედოვნებ, ოდესმე მსოფლიოს საუეკთესო ფეხბურთელი გავხდები”

ჰარი კეინი უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია, რაც ლონდონის “ტოტენჰემში” თამაშობს. პირველი არც ისე წარმატებული წლის შემდეგ, ინგლისელმა ფეხბურთელმა მეორე სეზონში, პრემიერ ლიგაში 21 გოლი, მესამეში – 25, მიმდინარეში კი – უკვე 13 გაიტანა.

23 წლის სპორტსმენმა MARCA-ს მისცა ინტერვიუ, სადაც აწმყოსა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. სეზონები სწრაფად გადიან. ამიტომ საჭიროა, რომ მოთამაშემ თითოეული მომენტი შეიგრძნოს, იქნება ეს მოგება, წაგება, გოლი თუ სხვა რამ.”

“15 წელში ჩემი კარიერა დასრულდება. ამიტომ, ვცდილობ ყველა წამით ვისიამოვნო და ცხოვრების საუკეთესო პერიოდი შევიქმნა. 4 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობ. ეს ის საქმეა, რომელიც კიდევ დიდ ხანს მინდა ვაკეთო.”

“ფეხბურთი სხვა სამყაროა. მინდა, შრომა გავაგრძელო და ამ სამყაროში ვიცხოვრო. ვიმედოვნებ, ოდესმე მსოფლიოს საუეკთესო ფეხბურთელი გავხდები. ვფიქრობ, ეს სურვილი ნებისმიერ ფეხბურთელს გააჩნია. მხოლოდ და მხოლოდ, 23 წლის ვარ და უკვე “ტოტენჰემში” დიდი რაოდენობის გოლი მაქვს გატანილი. თუმცა,  ვეცდები, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო გუნდისთვის და, ასევე, რაც შეიძლება, ბევრი ტიტული მოვიგო,” – აცხადებს კეინი.

 

ვის ჰყავს ყველაზე ახალგაზრდა გუნდი პრემიერ ლიგაში?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, The Telegraph ძალზედ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდის, პრემიერ ლიგის გუნდების საშუალო წლოვანებასთან დაკავშირებით.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში ყველაზე გამოცდილი გუნდი უოლტერ მაცარის “უოტფორდს” ჰყავს, ყველაზე ახალგაზრდა – მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემს”.


20. “უოტფორდი”

საშუალო ასაკი: 29 წელი და 316 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: მაიკლ ფოლივი – 18 წელი და 335 დღე

ყველაზე ხნიერი: აურელიო გომესი – 35 წელი და 345 დღე


17. “მანჩესტერ სიტი”

საშუალო ასაკი: 28 წელი და 303 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ალეიშ გარსია – 19 წელი და 212 დღე

ყველაზე ხნიერი: ვილი კაბალიერო – 35 წელი და 120 დღე


10. “ჩელსი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 235 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ოლა აინა – 20 წელი და 109 დღე

ყველაზე ხნიერი: ჯონ ტერი – 36 წელი და 49 დღე


7. “არსენალი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 99 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: აინსლი მაიტლანდ-ნილსი – 19 წელი და 150 დღე

ყველაზე ხნიერი: პიტერ ჩეხი – 34 წელი და 251 დღე


5. “მანჩესტერ იუნაიტედი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 87 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ტიმოტი ფოსუ-მენსა- 19 წელი და 23 დღე

ყველაზე ხნიერი: მაიკლ კერიკი – 35 წელი და 182 დღე


2. “ლივერპული”

საშუალო ასაკი: 26 წელი და 14 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ბენ ვუდბარნი – 17 წელი და 103 დღე

ყველაზე ხნიერი: რაგნარ კლავანი – 31 წელი და 87 დღე


1. “ტოტენჰემი”

საშუალო ასაკი: 25 წელი და 266 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ჯოშ ონომა – 19 წელი და 274 დღე

ყველაზე ხნიერი: მაიკლ ვორმი – 33 წელი და 98 დღე


რამდენად აფასებს “რეალი” დელე ალის?

Sunday Express-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დელე ალის გადაბირება მთავარ მიზნად დაისახა.

როგორც ცნობილი ხდება, დელე ალი, რომელმაც “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ მატჩში რიგით მე-12 და ამავდროულად საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, მადრიდელთა მხრიდან 50 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში “რეალსა” და “ტოტენჰემს” საკმაოდ კარგი სატრანსფერო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ – ამ პერიოდში “ბლანკოსმა” ლონდონელთა ორი ლიდერის, გარეთ ბეილისა და ლუკა მოდრიჩის გადაბირება მოახერხა საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.

ტურის ცენტრალურმა მატჩმა გაამართლა – ქამბექი “ეტიჰად სტედიუმზე” (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურმა მატჩმა ნამდვილად გაამართლა – “ეტიჰად სტედიუმზე” შეკრებილმა ფეხბურთის მოყვარულებმა ბრწყინვალე სანახაობა იხილეს.

“მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირება მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო. სანესა და დე ბრუინის გოლებით “ქალაქელებმა” მალევე მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა, რომელიც ლონდონელებმა გაჭირვებით, სონისა და დელე ალის გოლებით აღმოფრხვეს.


“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; კლიში, კოლაროვი, ოტამენდი, საბალეტა; ტურე; სანე, სილვა (დელფი 90′), დე ბრუინი, სტერლინგი (გაბრიელ ჟეზუსი 82′); აგუერო

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ერიკ დაიერი, ტობი ალდრევაირელდი (უინკსი 65′), ვიმერი (სონი 46′); უოლკერი, ვანიამა, დემბელე, როუზი; ერიქსენი, დელე ალი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


კეინი: “პრემიერ ლიგის მოგება შეგვიძლია”

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელ ლიდერს, ჰარი კეინს სჯერა, რომ “ტოტენჰემი” გასული სეზონის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და რომ “მამლებს” ნამდვილად შეუძლიათ პრემიერ ლიგის მოგება.

“ლიგის მოგება ნამდვილად შეგვიძლია. ამ მიზანთა გასულ წელს ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ გავაკეთეთ.

კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ვთვლი, რომ წელს უფრო გამოცდილები ვართ და უკეთაც ვთამაშობთ. ყველაფერთან ერთად, კარგ ფორმაშიც ვიმყოფებით და ასე თუ გავაგრძელებთ, ჩემპიონები აუცილებლად გავხდებით.”

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 21 ტურის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 45 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და შვიდი ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”.

კეისუკე ჰონდასთვის “ტოტენჰემთან” და “ლივერპულთან” ერთად “უოტფორდიც” იბრძოლებს

Sportitalia-ს მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანის” იაპონელი ფეხბურთელის, კეისუკე ჰონდას გადაბირებით უოლტერ მაცარის “უოტფორდიცაა” დაინტერესებული.

როგორც იცით, იაპონელი ფეხბურთელის კარიერა “სან სიროზე” არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა და ძალიან დიდია შანსი, რომ იტალიაში გატარებული 3 წლის შემდეგ, მან “როსონერი” დატოვოს.

30 წლის ნახევარმცველს ბოლო დროს “უოტფორდთან” ერთად პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე გუნდიც დაუკავშირეს: “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “ვესტ ჰემი”, “საუთჰემპტონი” და “სანდერლენდი”.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ჰონდას კარიერის აშშ-ში ან ჩინეთში გაგრძელების შანსიც აქვს.

კარიკატურა: ფუტკარმა ალიმ კონტეს შეუჩერებელ მონსტრს უკბინა (ფოტო)

გუშინ პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” თანქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდა. “სპურსებმა” მეტოქე დელე ალის დუბლით დაამარცხეს და მისი 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

ალის მოქმედება ომარ მომანიმ ასე დაინახა

 

“ტოტენჰემმა” “ჩელსი” დელე ალის გოლებით დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ბოლო და ცენტრალურ მატჩს “უაით ჰართ ლეინმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “ტოტენჰემს” თანაქალაქელი “ჩელსი” დაუპირისპირდა.

მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არამარტო მოთამაშე გუნდთათვის, არამედ მთელი პრემიერ ლიგისათვის, როგორც ეს მაურისიო პოჩეტინომ მატჩამდე განაცხადა, რადგანაც ამ მატჩში “ტოტენჰემის” დამარცხებით “ჩელსი” კიდევ უფრო გაიქცეოდა წინ საჩემპიონო ბრძოლაში, რაც ინტრიგას მინიმუმამდე დაიყვანდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა თავიანტი მომენტების რეალიზება მასპინძლებმა მოახერხეს, რომელთა რიგებიდან თავი ახალგაზრდა დელე ალიმ გამოიჩინა.

ასე რომ, “ტოტენჰემმა” ლიდერი დაამარცხა და მათ შორის სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა. “მამლები” მომდევნო ტურში “ვესტ ბრომს” უმასპინძლებენ, “არისტოკრატები” კი ჩემპიონს, “ლესტერს” ეწვევიან.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ვერტონგენი, ალდერვაირელდი, დაიერი; როუზი, ვანიამა, დემბელე (74′ უინკსი), უოლკერი; დელე ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, მატიჩი, კანტე (ფაბრეგასი 78′), ალონსო (ვილიანი 65′); პედრო, კოშტა, აზარი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: დელე ალი 45+1′, 54′


ანტონიო კონტემ “ტოტენჰემიდან” ერთი ფეხბურთელი გამოარჩია

ჟურნალისტებმა ლონდონის “ჩელსის” იტალიელ თავკაცს, ანტონიო კონტეს “ტოტენჰემთან” გასამართ მატჩამდე სთხოვეს, მეტოქეთა რიგებიდან ერთი ფეხბურთელი გამოერჩია.

“მათ ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ. ისინი სწრაფად იზრდებიან. ამ გუნდისთვის თითოეული წელი უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მწვრთნელი არ იცვლება. ისინი დიდ პროგრესს განიცდიან.

მათ გუნდში არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სისტემაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ვიქტორ ვანიამა. ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. მას შესანიშნავი შესაძლებლობები, სტამინა და შრომის უნარი გააჩნია, რაც მე ძალიან მომწონს.

გუნდში სხვა ფეხბურთელებიც არიან, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდებიან, რასაც ხელს მათი ახალგაზრდული ასაკიც უწყობს.” – განაცხადა კონტემ, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგის 20 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება.

ჟოზე მოურინიო: “ტოტენჰემი” – “ჩელსი” – წინ ორი ბრწყინვალე გუნდის დაპირისპირება გველის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, თავისი მატჩის მოგების შემდეგ (“ვესტ ჰემი” 0-2 “მანჩესტერ იუნაიტედი”) პრესასთან ტურის ცენტრალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ლონდონის “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდება.

“წინ “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირება გველის, სადაც შეიძლება, რომელიმემ წააგოს, ან ორივე გუნდმა დაკარგოს 2-2 ქულა. ასე რომ, ამ მატჩის შედეგი ჩვენს მისიაზე გავლენას არ იქონიებს – მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ მატჩს, ერთმანეთს ორი ბრწყინვალე საფეხბურთო გუნდი უპირისპირდება, რომლებთაც დასასვენებლად უფრო მეტი დრო ჰქონდათ. ამიტომაც, ჩვენ გასაოცარი მატჩის მოლოდინში ვართ.” – განაცხადა მოუმ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს “ჩელსი” ლიდერობს 49 ქულით, მისი უახლოესი მეტქოე კი “ლივერპულია” 44 ქულით, რომელსაც ერთით მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

პოჩეტინო: “პრემიერ ლიგის ყველა დანარჩენ გუნდს სჭირდება, რომ “ჩელსი” დავამარცხოთ”

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში, 5 იანვარს ლონდონის “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდება. “სპურსები” შეეცდებიან, რომ ანტონიო კონტეს გაწვრთნილი გუნდის 13-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულონ.

“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 44 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ნახსენებ შეხვედრაში პრემიერ ლიგის დანარჩენ კლუბებს მისი გუნდის წარმატება სურთ.

“ჩელსი” საოცარ ფორმაშია. თუმცა, ბოლო შეხვედრებში ჩვენც შესანიშნავად ვასპარეზობთ. რთული შეხვერდა იქნება. ძალიან კარგი და დროული შანსი მოგვეცა იმისათვის, რომ მეტოქის წარმატებული სერია შევწყვიტოთ და ცხრილში სხვაობა შევამციროთ.”

“ვფიქრობ, ჩემპიონატის ყველა დანარჩენ გუნდს სურს, რომ  “ჩელსი” დავამარცხოთ.”

“წინ დიდი გამოწვევაა. გვინდა, რომ სეზონის ბოლოს ოთხ საუეთესო გუნდს შორის ვიყოთ,” – განაცხადა არგენტინელმა მწვრთნელმა.