5 აგვისტოს, აუდის თასზე, “ტოტენჰემსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში, იან ვერტონგენმა ანდრეა პოლი და რიკარდო მონტოლივო შესანიშნავად მოატყუა.
ჭდე: ტოტენჰემი
“მანჩესტერი” მზადაა კეინში 40 მილიონი გადაიხადოს
“მანჩესტერ იუნაიტედს” კვლავ სურს ჰარი კეინის გაფორმება.
რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს გაშვების შემდეგ ლუი ვან გაალი ცენტრფორვარდის ძებნაშია, მას მხოლოდ ორი ფორვარდი, რუნი და ჩიჩარიტო ჰყავს განკარგულებაში.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი ტრანსფერი ყველასთვის სიურპრიზი იქნებოდა და პრესამ “წითელ ეშმაკებს” იბრაჰიმოვიჩი და რონალდუ დაუკავშირა, მაგრამ არა კეინი.
“რა თქმა უნდა, ვუყურე მის თამაშებს და კეინი არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია დიდი თავდამსხმელი გახდეს,”-განაცხადა ვან გაალმა.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “ტოტენჰემმა” ჰარი კეინში 40 მილიონი მოითხოვა და “მანჩესტერიც” მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს.
ჩიჩარიტო „ტოტენჰემში“ ან „მონაკოში“
„ბარსელონას“ თავდამსხმელის პედრო როდრიგესის შეძენის შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფორვარდ ხავიერ ერნანდესის გაყიდვაზე იფიქრებს. ამის შესახებ ესპანური სპორტული პორტალი Sport.es-ი წერს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ჩიჩარიტოს შეძენა „მონაკოსა“ და „ტოტენჰემს“ სურთ.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ჩიჩარიტომ იჯარით მადრიდის „რეალში“ ითამაშა.
არსებული ცნობით, პედრო „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელებს კონტრაქტის თაობაზე უკვე შეუთანხდა.
“ტოტენჰემმა” ლამბერტს დაუმიზნა
“ქათმები” ახალ თავდამსხმელს ეძებენ.
ლონდონის “ტოტენჰემი” იწყებს მოლაპარაკებას “ლივერპულთან”, 33 წლის თავდამსხმლის, რიკი ლამბერტის თაობაზე.
ლონდონელთა სამწვრთნელო შტაბი ეძებს გამოცდილ შემტევს ტონგოელის შემცვლელად, რადგან დიდი ალბათობით, ემანუელ ადებაიორი კლუბს შეიცვლის.
აღსანიშნავია, რომ რიკი ლამბერტის სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ფუნტია.
გასულ სეზონში, ვეტერანმა ინგლისელმა 25 პრემიერლიგურ მატჩში ორჯერ გაიტანა.
წყარო: Daily Mail
ვან დერ ვაარტმა კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რომელიც ცოტა ხნის წინ „რეალ ბეტისის“ ფეხბურთელი გახდა, თავის დროზე „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ წასვლა კარიერის ყველაზე დიდ შეცდომაც მოიხსენია.
„ჩემს წასვლას ირადი მიზეზები მქონდა. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაზე გუნდის თავკაცთან შეხვედრამ იმოქმედა, რომელმაც მითხრა: „შენ გუნდის მნიშვნელოვან მოთამაშედ ვერ გხედავ“. გაგონილს უბრალოდ ვერ დავუჯერე, „ტოტენჰემში“ ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ამის შემდეგ მან მითხრა, რომ სჯობდა, წავსულიყავი.
„ტოტენჰემიდან“ წასვლა ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამის გამო ძალიანვნანობ. გაიხსენეთ ჩვენი შემადგენლობა, მაშინ გუნდში ასევე ბეილი, მოდრიჩი და ლენონი თამაშობდნენ. ეს ჩინებული კოლექტივი იყო“, – განუცხადა ვან დერ ვაარტმა „დეილი მირორს“.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტი ლონდონურ კლუბში 2010 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში იყო.
ლორისმა ხელი მოიტეხა და სეზონის სტარტს გამოტოვებს
“ტოტენჰემის” მეკარემ, უგო ლორისმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
როგორც ლონდონელთა ოფიფიცალური საიტი იტყობინება, ფრანგს იდაყვის ძვალი გაუტყდა.
რამდენად სწრაფად მოხდება დაზიანების მკურნალობა უცნობია, თუმცა 8 აგვისტომდე გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგის პირველ ტურს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” უგო ლორისს დავიდ დე ხეას შემცვლელად მოიაზრებდა და ახლა საეჭვოა, იყიდიან თუ არა მას.
“ჩელსი” “უემბლიზე” გადანაცვლებას აპირებს
ლონდონის “ჩელსი” საშინაო არენა “სტემფორდ ბრიჯისთვის” რეკონსტრუქციის ჩატარებას აპირებს. სტადიონის რეკონსტრუქცია 2017-2020 წლებშია დაგეგმილი. ბუნებრივია, ამ პერიოდში გუნდმა საშინაო მატჩების ჩასატარებლად სხვა არენა უნდა გამონახოს.
“დეილი მეილის” ინფორმაციით, დასავლეთლონდონელები “უემბლის” სტადიონის იჯარით აღებაზე ფიქრობენ. წყაროს თანახმად, “ჩელსი” მზად არის, ლეგენდარული სტადიონის არენდაში წლიურად 11 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს.
ახალი სტადიონის აშენებას აპირებს ლონდონის კიდევ ერთი კლუბი “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “დეზებიც” საშინაო შეხვედრის ჩასატარებლად ალტერნატიულ ვარიანტად “უემბლის” განიხილავენ, თუმცა “ჩელსის” წინადადება 3 მილიონი ფუნტით უფრო მომგებიანია, ვიდრე “ტოტენჰემის” შეთავაზება.
“ტოტენჰემი”: ახალი კონტრაქტი ბენტალებს
“სპურსმა” ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველის შენარჩუნება გადაწყვიტა.
ლონდონელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ალჟირელი შუახაზელი გუნდთან 2020 წლამდე გაახანგრძლივებს.
მანამდე კი პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაბილ ბენტალების გაფორმება “ლივერპულს” სურდა, რომლისთვისაც 10 მილიონი გამოყო.
გასულ სეზონში, პრემიერ ლიგაში 20 წლის ჰავბექმა 26 მატჩი ჩაატარა.
დატოვებს თუ არა ლამელა „ტოტენჰემს“?
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველის ერიკ ლამელას შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ბოლო დროს ევროპულ პრესაში აქტიურად იწერებოდა.
როგორც „სქაი სპორტსი“ იტყობინება, არგენტინელის გაშვება თავად „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას არ სურს.
ცნობისთვის, აქამდე მოთამაშისადმი ინტერესი ტურინის „იუვენტუსს“ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელ კლუბში დარჩენის სურვილი ცოტა ხნის წინ თვითოონ ფეხბურთელმაც გამოთქვა.
“ტოტენჰემი” “პსჟ”-ს ტალანტით ინტერესდება
“მამლები” შუახაზის გაძლიერებას აპირებენ.
ლონდონის “ტოტენჰემი” “პსჟ”-ს 20 წლის ნახევარმცველით, ანდრე რაბიუთია დაინტერესებული.
თავად ფეხბურთელიც არაა ადგილის შეცვლის წინააღმდეგი, რადგან დედაქალაქურ გუნდში სათამაშო დრო არ ეძლევა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, მხარეები დაიწყებენ მოლაპარაკებას ტრანსფერის თაობაზე.
გასულ სეზონში, რაბიუმ ლიგა 1-ში 21 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ოთხი გოლი და გაატანინა ერთხელ.
კეინი: “მანჩესტერის ინტერესი მახარებს, მაგრამ “ტოტენჰემში” ვრჩები”
ჭორებზე, რომელიც ჰარი კეინის ტრანსფერს ეხება, თავად ფეხბურთელმა უპასუხა.
პრესაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” “ტოტენჰემის” გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირით ინტერესდება.
“მოხარული ვარ ტოტენჰემში და ჩემს მომავალს აქ ვხედავ,”-განუცხადა კეინმა BBC-ს.
“ვნახე იმ კლუბთა სახელები, რომლებიც ჩემს მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ძალიან სასიხარულოა, როდესაც შენით ასეთი დონის გუნდები ინტერესდებიან, მაგრამ “ტოტენჰემში” ვრჩები და ვაგრძელებ მუშაობას”.
მანამდე გამოქვეყნდა ინფორმაცია, “მანკუნიანელების” 40 მილიონიანი შეთავაზების შესახებ ინგლისელ ფორვარდზე. 21 წლის წინახაზელს კითხეს, ეტყოდა თუ არა უარს ისეთ დიდ გუნდს, როგორიც “მანჩესტერია”.
“ტოტენჰემი არის დიდი გუნდი. მე უკვე ვიცი, რომ ვარ დიდი კლუბის ერთ-ერთი წევრი”.
“მანჩესტერი” აგრძელებს ბრძოლას კეინისთვის
“მანკუნიანელებს” შეტევის გაძლიერება “ტოტენჰემის” თავდამსხმლით სურთ.
“მანჩესტერის” ხელმძღვანელები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას 21 წლის შემტევის ტრანსფერზე, რომელსაც გასულ წელს საოცრად შედეგიანი სეზონი ჰქონდა. “წითელ ეშმაკებს” ტოვებს რობინ ვან პერსი, დატოვა რადამელ ფალკაომ, ამიტომაც გუნდი მათ შემცვლელს ეძებს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში “მანჩესტერი” “ტოტენჰემს” ოფიციალურ წინადადებას გაუკეთებს ჰარი კეინის თაობაზე. საქმე 50 მილიონს ეხება.
გასულ სეონში, კეინმა პრემიერ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 21 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გააკეთა.