ხორდი ალბამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს

კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ხორდი ალბა, ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “სპურსთან” ერთად, ხორდი ალბას ტრანსფერზე რამდენიმე სხვა ინგლისური კლუბიც აცხადებს პრეტენზიას. ალბას “ტოტენჰემში” გადასვლის ალბათობას ევროპული პრესა 60 პროცენტით აფასებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხორდი ალბასა და “ბარსელონას” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება, მის გამოსასყიდ თანხად კი 150 მილიონი ევროა განსაზღვრული.

ამ მომენტისათვის ხორდი ალბა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას და ყოველგვარი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემს” გასვლაზე აჯობა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “უემბლიმ” უმასპინძლა, რომელსაც მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემი” ჰყავს შეკედლებული. “მამლებმა” “მანჩესტერ სიტი” მიიღეს და დასანანი მარცხიც იწვნიეს.

ზედიზედ სამი წაგებისგან გამწარებულმა “მანჩესტერ სიტიმ” პირველივე წამებიდან დაიწყო შეტევა. გაბრიელ ჟეზუსმა 22-ე წუთზე პირველი გოლი გაუტანა ლორისს. 25-ე წუთზე მსაჯის მიერ უსამართლოდ დანიშნული პენალტი კი გიუნდოგანმა აქცია გოლმა.

ერიქსენმა ერთი გოლი 42-ე წუთზე გაქვითა. საბოლოო ანგარიში კი სტერლინგმა დააფიქსირა თამაშის 72-ე წუთზე. 1-3.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დეივისი, ვერტონგენი, სანჩსი, ტრიპიე; დემბელე (ლუკასი 73′), დაიერი; ლამელა (სონი 63′), დელე ალი (სისოკო 84′), ერიქსენი; ჰარი კეინი

მთვარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოკერი, კომპანი, ლაპორტე, დელფი; დე ბრუინი (ტურე 89′), გიუნდოგანი, სილვა; სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუსი, ლეროი სანე;

მთვარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


კარიკატურა: “ჩელსი” ევროპის ლიგის ხრამში გადავარდა

გუშინ პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩი ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელ “ტოტენჰემთან” საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 1-3 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს რვა ქულით დაშორდა.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

რონალდინიო: “ჰარი კეინი ის ფეხბურთელია, რომლისთვისაც ყოველი კლუბის კარი ღიაა”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ ლონდონის “ტოტენჰემის” სუპერვარსკვლავზე ისაუბრა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც მადრიდის “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

“საკმაოდ დიდი ხანია, რაც კეინი უმაღლეს დონეზე თამაშობს – თუმცა ეჭვიც არავის ეპარება, რომ მიმდინარე სეზონში ის სრულიად ახალ დონეზე იმყოფება.

ახლა კეინი ისეთი ფეხბურთელი გახდა, რომლის გადაბირებაზეც ვერცერთი კლუბი ვერ იტყვის უარს. ჩემი აზრით, მისთვის ევროპის ნებისმიერი კლუბის კარი ღიაა.

“ბარსელონა”, “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ძლიერია გუნდი. ყველას სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კეინია. თუ ეს გუნდები მისი შეძენის შანსს ჩაიგდებენ ხელში, მის ადგილს ნამდვილად იპოვიან გუნდში.

უკვე დამტკიცდა, რომ რამდენიმე წამყვან კლუბს სულაც არ აინტერესებს ფასები და შეუძლიათ ნებისმიერი ოდენობის თანხა გაიღონ,” – აცხადებს რონალდინიო.

“ბარსელონა” ტობი ალდერვეირელდის ტრანსფერზე მუშაობს

ტობი ალდერვეირელდი ლონდონის “ტოტენჰემთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ამავდროულად ბელგიელი მცველის გარშემო არსებულ ვითარებას კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები აკვირდებიან.

მართალია, ბელგიელ ფეხბურთელსა და “სპურსს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წლამდე არ ეწურება, მაგრამ აღნიშნულ ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის საშუალებითაც უცხოურ კლუბებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ფუნტად შეუძლიათ.

The Telegraph-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადასვლის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. ტობი ხელფასის სახით 180 000 ფუნტს ითხოვს კვირაში.

“ტოტენჰემი” 17 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 35 მილიონს იხდის

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელთა ყურადღება “ფულჰემის” მარცხენა მცველმა, რაიან სესეიონმა მიიპყრო. The Telegraph-ის ცნობით, სესენიონი ლონდონური კლუბის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს.

წყაროს ცნობით, სესენონის ტრანსფერში, რომელსაც 34 მატჩი აქვს კლუბის მაისურით ჩატარებული (13 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემა), “სპურსი” 35 მილიონ ფუნტს იხდის.

როგორც მოსალოდნელია, “ფულჰემი” პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობს. გავრცელებული ხმების თანახმად, ჩემფიონშიპის მეხუთეადგილოსანი სესენონის ტრანსფერში 50 მილიონს ითხოვს.

ლუკას მოურა: “ტოტენჰემს” ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრი შეუძლია”

“პარი სენ-ჟერმენიდან” ლონდონის “ტოტენჰემში” გადასულ ლუკას მოურას სჯერა, რომ “სპურსს” არსებული ძალების საფუძველზე შეუძლია, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც იფიქროს.

“ყველას უნდა ისტორია დაწეროს, გუნდთან ერთად დიდი ტიტულები მოიგოს. გამონაკლისი არც მე ვარ, ჩემი მიზანია, ახალ თანაგუნდელებთან ერთად წარმატებებს მივაღწიო.

“ტოტენჰემი” ბრწყინვალე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნამდვილად გაოცებული ვარ გუნდური სულისკვეთებით და მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნება შეგვიძლია,” – აცხადებს ლუკას მოურა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში “ტოტენჰემმა” “იუვენტუსთან” ფრე (2-2) ითამაშა.

ალდერვეირელდი “ტოტენჰემს” ტოვებს, მას “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” აკვირდება

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, ლონდონის “ტოტენჰემის” ბელგიელი მცველი, ტობი ალდერვეირელდი ლონდონში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას გეგმავს.

ბრიტანული პრესის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელებთანაც საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს. ამავდროულად მას “რეალის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” ხელმძღვანელები აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ტობიმ “არსენალთან” გამართული მატჩი (1:0) გაურკვეველი მიზეზების გამო გამოტოვა და არც ტურინში გაფრენილა “იუვენტუსთან” სათამაშოდ.

ალდერვეირელდსა და “სპურსს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება. 2018/19 წლების სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

“ტოტენჰემმა” “არსენალი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “უემბლიმ” უმასპინძლა, სადაც ლონდონურმა “ტოტენჰემმა” თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა მაინც მასპინძლებმა მოიპოვეს – შეხვედრის 49-ე წუთზე დეივისის ჩაწოდებას ჰარი კეინი გამოეხმაურა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ასე რომ, ამ დროისთვის 27 ტურში დაგროვებული 52 ქულით “სპურსი” მესამე ადგილს იკავებს, “არსენალი” კი 45 ქულით მეექვსეა. მომდევნო ტურში “ტოტენჰემი” “კრისტალ პალასს” ეწვევა, “არსენალი” კი “კრისტალ პალასს” ეწვევა.


“ტოტენჰემი”: ლორისი; დეივისი, ვერტონგენი, სანჩესი, ტრიპიე; დემბელე, დაიერი; სონი (ლამელა 70′), დელე ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“არსენალი”: პეტრ ჩეხი; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; უილშირი, ელნენი (აივობი 65′), გრანიტ ჯაკა; იოზილი, ობამეიანგი, მხითარიანი (ლაკაზეტი 65′)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


“ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” მატჩის დრამატული ფინალი “ენფილდზე” (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც “ლივერპული” ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა. მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა და ინტრიგა შეხვედრის ბოლო წუთამდე შენარჩუნდა.

ანგარიში შეხვედრის მესამე წუთზე გატანილი გოლით მუჰამედ სალაჰმა გახსნა, რასაც “სპურსის” მხრიდან ვანიამამ, თამაშის მე-80 წუთზე გაათანაბრა. 91′-ე წუთზე სალაჰმა დუბლი გაიფორმა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვიტა, მაგრამ დარჩენილ დროში კეინმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:2.


“ლივერპული”: კარიუსი; რობერტსონი, ლოვრენი, ვან დეიკი, ალექსანდერ -არნოლდი; მილნერი (მატიპი 78′), ჰენდერსონი (ვეინალდუმი 65′), ემრე ჯანი; სადიო მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 65′), ფირმინო, სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“ტოტენჰემი”: ლორისი; ტრიპიერი, სანჩესი (ლამელა 72′), ვერტონგენი, დეივისი; დაიერი, დემბელე (ვანიამა 78′); ერიქსენი, ალი, სონი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


მსაჯის მიერ პირველივე წამზე დაშვებული შეცდომა, რომელსაც გოლი მოჰყვა (ფოტო)

ლონდონის “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერე იუნაიტედს” შორის გამართული მატჩი (2:0) სტუმრებისთვის კოშმარულად დაიწყო – შეხვედრის მე-11 წუთზე ანგარიში უკვე 1:0 იყო “დეზების” სასარგებლოდ.

შესაბამისად, კრისტიან ერიქსენმა სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგის ისტორიაში მასზე სწრაფად მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა: ლედლი კინგმა (9,9 წამი. “ტოტენჰემი” – “ბრედფორდ სიტი”, 200 წელს) და ალან შირერმა (10 წამი. “ნიუკასლი” – “მანჩესტერ სიტი”, 2003 წელს).

თუმცა, ამ მომენტში ყველაზე უცნაური ის ფაქტია, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა უყურადღებობის გამო შეხვედრის პირველივე წამზე დაუშვა შეცდომა. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ბურთი გათამაშებული არ არის, კეინი კი უკვე მეტოქის ნახევარზეა. ეს წესების მკაცრ დარღვევად ითვლება ფეხბურთში.

ოფიციალურად: ლუკას მოურა “ტოტენჰემის” ფეხბურთელია

ლონდონის “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ლუკას მოურას ტრანსფერის თაობაზე.

როგორც ცნობილი ხდება, ლუკას მოურამ “სპურსთან” გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ამოიწურება. ახალ კლუბში ბრაზილიელი 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

მოურამ 150-ზე მეტი მატჩი ჩაატარა პარიზულ კლუბის მაისურით. ის 2013 წლის ზამთარში შეუერთდა ფრანგულ კლუბს და ამ დროის მანძილზე ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონს შეადგენს.