პოჩეტინო “რეალში” მუშაობაზე:”ფეხბურთი იქ მიმიყვანს, სადაც თავად მოუნდება”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო არ გამორიცხავს სამწვრთნელო კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელების შესაძლებლობას და თვლის, რომ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“ფეხბურთი სწორედ იქ მიმიყვანს, სადაც თავად მოინდომებს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ხორხე გრიფა (არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი), რომელიც ჩემთვის მეორე მამასავითაა, მეუბნება, რომ სიმშვიდე შევინარჩუნო და მთლიანად ჩემს საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. მირჩევს, რომ უბრალოდ დაველოდო მოვლენების განვითარებას.

მნიშვნელობა არ აქვს ინგლისში თამაშობ, თუ ესპანეთში, ფეხბურთში რთული პერიოდები ყოველთვის არის და ასევე არის კარგიც. ასე რომ, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია,” – აცხადებს პოჩეტინო.

“ტოტენჰემმა” “ევერტონი” გაანადგურა, კეინი კვლავ ბრწყინავს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე მერსესაიდული “ევერტონი” მიიღო და საკმაოდ იოლი გამარჯვებაც ჩაიწერა აქტივში.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა სტუმრებიც ცდილობდნენ საწადელის მიღწევას. საბოლოო ჯამში, “ევერტონმა” ოთხი უპასუხო გოლი მიიღო: სონი 27′, კეინი 47′ 59′ და ერიქსენი 81′.

ასე რომ, 23 ტურის შედმეგ “დეზების” ანგარიშზე 44 ქულაა და მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან, ალარდაისის “ბიჭები” კი 27 ქულით მეცხრე საფეხურზე არიან. მომდევნო ტურში “ტოტენჰემი” “საუთჰემპტონს” ეწვევი, ხოლო “ევერტონი” “ვესტ ბრომს” მიიღებს.


“ტოტენჰემი”: უგო ლორისი; ორიე, სანჩესი, ვერტონგენი, დეივისი; დაიერი (ვანიამა 74′), დემბელე(სისოკო 82′); ერიქსენი, დელე ალი, სონი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“ევერტონი”: პიკფორდი; კენი, ჰოლგეიტი, იაგიელკა, მარტინა; მაკკარტი (შნაიდერლინი 72′), გეიე; ბოლასი (ლენონი 57′), რუნი, სიგურდსონი; ტოსუნი (კელვერტ-ლევინი 62′)

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი


პოჩეტინო: “თუ ბეილის მსგავსად კეინიც გადაწყვეტს წასვლას, ვერაფერს გავაკეთებთ”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ მადრიდის “რეალში” ჰარი კეინის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც იცით, ბოლო დროს უცხოური პრესები საკმაოდ აქტიურად წერენ კეინსა და “ბლანკოსს” შორის კონტაქტის არსებობაზე.

“როგორც “ტოტენჰემის” მწვრთნელი, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მის შენარჩუნებას ვცდილობთ. თუ “რეალი” წინადადებით მოვა, ჩვენ მას უარით გავისტუმრებთ.

მაგრამ თუ ფეხბურთელი თავად გამოთქვამს კლუბის დატოვების სურვილს, ისევე, როგორც ეს ბეილისა და მორდიჩის დროს მოხდა, მაშინ ვერაფერს გავაკეთებთ. დღეს მსგავსი რამ არ მომხდარა, ასე რომ, ისღა დავრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

იმედი მაქვს, ჰარი კეინი “ტოტენჰემში” კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება და ჩვენს გუნდს ტიტულების მოგებაშიდაეხმარება. სწორედ ეს არის ჩვენი სურვილი,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

ჰარი კეინი – წლის საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიოს მასშტაბით

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელმა ლიდერმა, ჰარი კეინმა “საუთჰემპტონის” კარში ჰეთ-ტრიკის გაფორმებით მსოფლიო კიდევ ერთხელ გააკვირა და ფეხბურთის ისტორიაშიც შევიდა. 2017 წელი კეინისთვის მართლაც რომ გამორჩეული იყო (თუმცა, მხოლოდ ინდივიდუალური თვალსაზრისით და არა გუნდური).

• კეინმა ოქტომბრის თვეში გადაასწრო კრიშტიან რონალდუს პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით. თანაც, ბრიტანულ ლიგაში 84 გოლის გასატანად მას 73-ით ნაკლები მატჩის ჩატარება დასჭირდა.

• კეინი პირველი ინგლისელია 60-იანი წლების შემდეგ, რომელმაც ერთ კალენდარულ წელიწადში 50-ზე მეტი გოლი გაიტანა.

• მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ერთი თვე გაუცდა, კეინმა მესისა და შირერს მაინც გადაუსწრო.

• ზედიზედ მესამე სეზონია, რაც კეინს 20-ზე მეტი გოლი გააქვს პრემიერ ლიგაში. ასეთი შედეგი მხოლოდ აგუეროს, შირერს, ანრისა და ვან ნისტერლოის აქვთ დაფიქსირებული.

• კეინი პირველი ფეხბურთელია 2009 წლის შემდეგ, რომელმაც კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების ოდენობით მესისა და რონალდუს გადაუსწრო. ბოლოს ეს დავიდ ვილიამ შეძლო (43 გოლი “ბარსას” მაისურით)

• კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების რეკორდი, რომელიც კეინმა ახლახან დაამხო, შირერს 22 წლის მანძილზე ეკუთვნოდა. ახლა კი ის ჰარის საკუთრებაშია.

პოჩეტინო: “ვანიამა “საუთჰემპტონთან” უნდა დაბრუნდეს”

ვიქტორ ვანიამამ მუხლის ტრავმა აგვისტოში, “ბარნლის” წინააღმდეგ მიიღო და უკვე ოთხი თვეა, ლონდონის “ტოტენჰემს” ვერ ეხმარება.

26 წლის ნახევარმცველზე “სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“ვნახოთ, როდის დაბრუნდება ვიქტორი. წინა სეზონში ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გუნდის წარმატებაში. ამ სეზონში ვანიამა, ფაქტობრივად, დავკარგეთ. თუმცა, გუნდში მისი დიდი საჭიროებაა. იმედი მაქვს ის უკვე მალე დაბრუნდება. როგორც ვვარაუდობთ, ვიქტორი “ბარნლისთან” შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ათი დღის მანძილზე “საუთჰემტონთან”, “სუონსისთან” და “ვესტ ჰემთან” გასამართ მატჩებში მზად იქნება,” – აცხადებს პოჩეტინო.

“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემიც” გაანადგურა (ვიდეო)

პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” წარმოუდგენელად რთულ დავალებას თავს წარმატებით ართმევს და პრემიერ ლიგის 18 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია. მე-18 ტურში “ქალაქელებმა” საკმაოდ ძლიერი მეტოქის, “ტოტენჰემის” განადგურება შეძლეს.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც “ეტიჰადელებმა” გახსნეს – შეხვედრის მე-14 წუთზე მცველების უყურადღებობით გიუნდოგანმა ისარგებლა და ტაიმიც მოაგებინა საკუთარ გულს.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში “სპურსმა” ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ ამაოდ. სანაცვლოდ კი პოჩეტინოს გუნდმა სამი გოლი მიიღო – დე ბრუინი 70′, სტერლინგი 80′, 90′. თამაშის ბოლო წუთზე “მამლებმა” ერთი გოლი გაქვითეს, თავი ერიქსენმა გამოიჩინა.

ასე რომ, პრემიერ ლიგის 18 ტურში პეპ გვარდიოლას გუნდს 17 გამარჯვება და მხოლოდ 1 ფრე აქვს დაგროვებული და 52 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს, “ტოტენჰემი” კი 31 ქულით მეშვიდეა. მომდევნო ტურში “სიტი” “ბორნმუთს” დაუხვდება, “ტოტენჰემი” კი “ბარნლის” ეწვევა.

პოჩეტინო: “ანდერვეირელდი? რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ”

ლონდონის “ტოტენჰემის” ცენტრალურმა მცველმა, ტობი ანდერვეირელდმა მუხლის ქვედა მყესის ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის “რელთან” განმეორებით შეხვედრაში მიიღო. ბელგიელს იანვარში ელოდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე მარტივად არაა.

ტობის რეგრესი დაეწყო და მისი მყესების მდოგმარეობა გაუარესდა, რის გამოც, ახალი ქირურგიული ჩარევაა საჭირო. როგორც ვარაუდობენ, ის თებერვლამდე მოედანზე ვერ დაბრუნდება.

მოურისიო პოჩეტინომ საკუთარი გუნდის უკანახაზელზე ისაუბრა.

“არ შეგვიძლია, რეალობა შევცვალოთ. ჩვენს თავს ის ხდება, რომ ანდერვეირელდი თებერვლამდე ვერ დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, ცუდია, როცა ფეხბურთელს ლაზარეთში უშვებ. თუმცა, ეს ამ სპორტისთვის ნორმალურია. ჩემთვის ფეხბურთი გუნდია და არა ინდივიდუალიზმი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია თავის აწევა და არსებული რეურსით ბრძოლის გაგრძელება,” – ამბობს არგენტინელი დამრიგებელი.

პოჩეტინო: “ჩემპიონთა ლიგის გამო, პრემიერ ლიგაში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ”

გუშინ პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ლონდონის “ტოტენჰემმა” “სტოკ სიტი” ანგარიშით, 5-1 გაანადგურა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “სპურსების” მთავარი მწვრთნელი, მოურისიო პოჩეტინო ესაუბრა.

“წინა სეზონში ძალიან იმედგაცრუვებულები ვიყავით. ჩვენ კატასტროფა განვიცადეთ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო, პრემიერ ლიგაში ბოლო ეტაპზე წავაგეთ ბრძოლა. ამ სეზონში გვინდა, ძალები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოვსინჯოთ. ჩვენი დიდი მიზანია, სწორედ აქ წარმატებულად გამოვიდეთ. თუმცა,, როცა პარალელურად პრემიერ ლიგაში ვასპარეზობთ, შესაძლოა, რაღაც წარუმატებლობა აქ განვიცადოთ.”

“ახლა ლიგაზე პაუზა გვაქვს და მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი. გვჯერა ჩვენი ძალების,” – აცხადებს პოჩეტინო.

პოჩეტინო ბეილის “ტოტენჰემში” დაბრუნების ვარიანტს არ გამორიცხავს

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გარეთ ბეილის “სპურსის” რიგებში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ უელსელ ფეხბურთელს კვლავაც აქვს ახლო კონტაქტი კლუბის წევრებთან.

“ბეილს მადრიდში შევხვდი, თამაშის წინ. ის ყოველთვის ინარჩუნებს კავშირს “ტოტენჰემის” წევრებთან. მაგრამ, სხვა არაფერი ვიცი, რადგანაც განსაკუთრებული სიახლოვე არც მასთან და არც მის ხალხთან არ მაკავშირებს.

რა თქმა უნდა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ფანტასტიკური მოთამაშეა, მომავალში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს,” – აცხადებს პოჩეტინო.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბეილმა “ტოტენჰემი” 2013 წელს დატოვა.

ჰარი კეინი: “მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე”

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა პრესასთან საკუთარ ფორმასა და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც მან ინგლისის ნაკრები უნდა წარმოადგინოს.

“ვფიქრობ, რომ ყოველ წელს უფრო ძლიერი ვხდები. რა თქმა უნდა, მინდა, საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისთვის ვიბრძოლო, ვის არ უნდა ეს? ჩემი მიზანი ყოველთვის ერთია – პირველობა.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ჩვენ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ვიცით, რომ ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს და ამისთვის მზად ვართ.

ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ჩემთვის და მოუთმენლად ველი მის დაწყებას. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის ტიტულზე თამაშის შანსი მეძლევა, ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად,” – აცხადებს კეინი.

პოჩეტინო “სიტისთან” ჩამორჩენაზე: “ათქულიანი სხვაობა პრემიერ ლიგისთვის ძალიან დიდია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ “ვესტ ბრომთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობა შეაფასა.

“მართალია, “სიტისთან” ჩამორჩენა ათი ქულაა და ეს პრემიერ ლიგისთვის ძალიან დიდია. მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს საქმეზე და ხარვეზების გამოსწორება ვცადოთ.

“უემბლიზე” თამაშს უნდა შევეჩვიოთ, აქ ქულების დაკარგვა არ შეიძლება. “უემბლი” ისევე უნდა აღვიქვათ, როგორც “უაით ჰართ ლეინი”. ეს რთული იქნება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, რეალობას ვერ გავექცევით.

იმედგაცრუებული მხოლოდ მაშინ ვარ, როდესაც მოსაგებ თამაშში ქულებს კარგავ. უცხო სტადიონზე თამაში გამართლება ვერ იქნება,” – აცხადებს პოჩეტინო.

დელე ალი: “პოჩეტინო ჩემს კარიერაში უდიდეს როლს თამაშობს”

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი შემტევი, დელე ალი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება, აღიარებს, რომ მაურისიო პოჩეტინო მის კარიერაში უდიდეს როლს ასრულებს.

“პოჩეტინო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია, ის ძალიან ბევრჯერ დამეხმარა და მისი ხელშეწყობით მოვედი აქამდე. მოედნის გარეთაც ძალიან მადგება და მეხმარება მისი რჩევები.

პოჩეტინო ჩემს კარიერაში უდიდეს როლს თამაშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იციან, რომ გვერდით ისეთი მწვრთნელი უდგათ, რომელსაც სჯერა მათი შესაძლებლობების.

გუნდის თითოეული წევრი ენდობა მას. დარწმუნებულები ვართ, რომ მის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება მართებულია და სწორ გზაზე მივყავართ,” – აცხადებს ალი.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში დელე ალიმ 11 მატჩი ჩაატარა და ამ დროის მანძილზე 3-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.