დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

დიარა ვესტ ჰემში ვარჯისობს

ლასანა დიარა ლონდონის “ვესტ ჰემთან” ერთად ვარჯიშობს. ბრიტანული პრესის ცნობით მხარეები მოკლავადიანი კონტრაქტის შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ლელი ინტერში?

კრისტიან ლელი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, შესაძლოა, “ინტერში” გადავიდეს. მილანელები გერმანელს ტრავმირებული იუტო ნაგატომოს შემცვლელად მოიაზრებენ.

შერვუდი ქპრ-ს გაწთვრნის

“ქუინს პარკ რეინჯერსს” ტიმ შერვუდი ჩაიბარებს. ოფიციალურად ამის შესახებ უახლოესი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ჩელსი ვარანში 47 მილიონს იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსი” მზად არის მადრიდის “რეალს” ვარანის სანაცვლოდ 47 მილიონი ევრო შესთავაზოს. თუმცა ფეხბურთელს მადრიდიდან წასლვა არ სურს.

მანჩესტერს გარაი სურს

“მანჩესტერ იუნაიტედს” “ზენიტიდან” ეზეკილ გარაის გადაბირება სურს. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელები არგენტინელის მიმართ ინტერესს ორი წლის წინაც იჩენდნენ, თუმცა მაშინ “ბენფიკასთან” ვერ მოილაპარაკეს.

TOP 10: ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერები

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ამ მხრივ იანვარი საკმაოდ ინტენსიური გამოდგა და ევროპაში ბევრი მნიშვნელოვანი ტრანსფერიც განხორციელდა.

უილფრიდ ბონი (“სუონსი” – “მანჩესტერ სიტი”)

“სუონსიში” თავის დამკვირდების შემდეგ ბონის ტოპ-კლუბში გადასვლა გარდაუვალი იყო. აფრიკელი საბოლოოდ “მანჩესტერ სიტის” ერგო. ამ ტრანსფერის შედეგად პელეგრინის შეტევაში ძალაინ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი დაუგროვდა, თუმცა ჯეკოზე და იოვეტიჩზე სამწვრთნელო შტაბი დიდ იმედებს აღარ ამყარებს. იმ შემთხვევაში, თუ პელეგრინი ორი ფორვარდით გადაწყვეტს თამაშს, უპირატესობას მწვრთნელი აგუერო-ბონის დუეტს მიანიჭებს.

ვიქტორ ვალდესი (თავისუფალი აგენტი – “მანჩესტერ იუნაიტედი”)

უკლუბოდ დარჩენილმა მეკარემ საბოლოოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიშურა. მისი სატრანსფერო ისტორია საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და საბოლოოდ “ჰეფი ენდით” დასრულდა. თუმცა, მისი პერსპექტივები “ოლდ ტრაფორდზე” არც თუ ისე სასიამოვნოა. გამოცდილი ვალდესი მეორე მეკარის როლს უდნა დასჯერდეს. შემადგენლობიდან დავიდ დე ხეას ამოგდება ფაქტობრივად შეუძლებელი ამოცანაა.

სეიდუ დუმბია (ცსკა – “რომა”)

მოსკოვის ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერი კარიერას “რომაში” გააგრძელებს. რომ არა ტრავმები, კოტ დივუარელი ფორვარდი ტოპ ჩემპიონატში უფრო ადრე გადავიდოდა. იმ შემთხვევაში, თუ დუმბიას ჯანმრთელობასთან პრობლემები აღარ შეექმნება, მას რომში ნამდვილად შეუძლია წამყვან პოზიციებზე დამკვირდება.

ხუან კუადრადო (“ფიორენტინა” – “ჩელსი”)

შიურლეს გაყიდვამ “ჩელსის” ხუან კუადრადოს დამატების საშუალება მისცა. გასულ სეზონში კოლუმბიელმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მის მიმართ ინტერესი ზაფხულშიც აქტიური იყო, თუმცა მაშინ მხარეები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ლონდონში კუადრადოს მთავარი კონკურენტი ვილიანი იქნება. რთული სათქმელია ვინ მოიგებს ამ კონკურენციას. კოლუმბიელს ტექნიკისა და სისწრაფის მხრივ აქვს უპირატესობა, ხოლო ვილიანი ინგლისურ ფეხბურთს უკვე შეეგუა და მას საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა.

ივიცა ოლიჩი (“ვოლფსბურგი” – “ჰამბურგი”)

“ჰამბურგში” დაბრუნების შესახებ ივიცა ოლიჩმა “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში “ბაიერნთან” მატჩისთვის მზადების დროს შეიტყო. მის ახალ გუნდს ბუნდესლიგიდან გავარდნა ემუქრება. ოლიჩზე ჰამბურგში დიდ იმედებს ამყარებენ და სჯერათ, რომ გუნდი გერმანული ფეხბურთის ელიტაში დარჩენას მოახერხებს.

ფერნანდო ტორესი (“მილანი” – “ატლეტიკო”)

“ჩელსიდან” წასვლის შემდეგ ფერნანდო ტორესმა ვერც “მილანში” მოიკიდა ფეხი. ესპანელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა იტალიური გუნდის შემადგენლობაში და ინძაგიც მას დიდი ფიქრის გარეშე შეელია. ტორესი “ატლეტიკოში” დაბრუნდა და მშობლიურ გუნდის მაისურით “რეალს” და “ბარსელონას” უკვე გაუტანა.

შერდან შაქირი (“ბაიერნი” – “ინტერი”)

შაქირიმ “ბაიერნში” სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა და არჩევანი საბოლოოდ “ინტერზე” შეაჩერა. მილანელები წელს რეკორდულად დაბალ პოზიციებზე იმყოფებიან და შერდანსაც ამ ფორმაციის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება შეუძლია. რობერტო მანჩინი მას სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

ანდრე შიურლე (“ჩელსი” – “ვოლფსბურგი”)

შიურლე “ჩელსის” სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე არ ყოფილა, თუმცა მოურინიოს მისი სახით კარგი ჯოკერი ჰყავდა. მსოფლიოს ჩემპიონს შეუცვლელ მოთამაშეს ვერ დავარქმევთ და ამას “ჩელსიშიც” ხვდებოდნენ. ლონდონელებმა ის საკმაოდ სარფიანადაც გაასხვისეს და “ვოლფსბურგისგან” მის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო მიიღეს. ნათელია, რომ ახალ გუნდში ის წამყვან პოზიციებზე იქნება.

მარტინ ედეგორი (“სტრიომსგოდსეტი” – “რეალი”)

ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა თინეიჯერმა მადრიდის “რეალს” მიაშურა. მის მიმართ ინტერესს ბებერი კონტინენტის თითქმის ყველა წამყვანი გუნდი იჩენდა, თუმცა საბოლოოდ ნორვეგიელმა არჩევანი მადრიდულ კლუბზე შეაჩერა. რთული სათქმელია, თუ როდის მიეცემა ედეგორს პირველ გუნდში თამაშის შანსი, თუმცა “რეალმა” სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომ გადადგა ფაქტია.

სამუელ ეტო’ო (“ევერტონი” – “სამპდორია”)

სამუელ ეტო’ომ “სამპდორიასთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გუნდის მეორე ვარჯიში გააცდინა. მისი პერსპექტივები ახალ გუნდში ბურუსითაა მოცული, თუმცა ფქტია, რომ გენუაში მისგან ბევრს ელიან. ბოლო ინფორმაციით, მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის ურთიერთობა ნორმალურია.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

ლივერპულს იმობილე სურს

“ლივერპულის” ინტერესთა სფეროში “დორტმუნდის” ფოვარდი, ჩირო იმობილე მოხვდა. მერსისაიდელები გერმანულ კლუბს ოფიციალურ წინადადებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაუკეთებენ.

ამელია პერუჯას ღირსებას დაიცავს

“მილანის” და იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე, მარკო ამელია, კარიერას “პერუჯაში” გააგრძელებს. მოთამაშე და კლუბი ორწლიანი კონტრაქტის აფორმებაზე შეთანხმდნენ.

დანი ალვეში “მანჩესტერისგან” სამწლიან კონტრაქტს ითხოვს

“ბარსელონას” მცველი დანი ალვეში, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, “მანჩესტერში” მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ ინგლისელები მას სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

დუმბია ესპანურ გრანდს სურდა

“რომაში” გადასულ ცსკა-ს ფორვარდ სეიდუ დუმბიას მიმართ ინერესს ერთ-ერთი წამყვანი ესპანური გუნდი იჩენდა. ინფორმაცია ამის შესახებ მოთამაშის იტალიელმა აგენტმა გაავრცელა.

დორტმუნდი სორიანოს აკვირდება

“სამპდორიას” 24 წლის ნახევარმცველი, რობერტო სორიანო, “დორტმუნდის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. გერმანულმა კლუბმა მოთამაშეზე დასაკვირვებლად სკაუტიც კი გაგზავნა იტალიაში.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

პოგბას დანილო შეცვლის

იტალიური პრესის ცნობით, პოლ პოგბას წასვლის შემთხვევაში “იუვენტუსი” “ბრაგადან” დანილოს გადაიბირებს. პორტუგალიური კლუბი ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს ითხოვს.

15 მილიონი სალაჰის სანაცვლოდ

“ფიორენტინას” სპორტული დირექტორის თქმით, მის კლუბს “ჩელსიდან” მოჰამედ სალაჰის გადაბირება 15 მილიონი დაუჯდება.

ფელიპე ლუისი ატლეტიკოში ბრუნდება

“ჩელსის” მცველი ფელიპე ლუისი ინგლისის დატოვებას ფიქრობს. მოთამაშე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო უკმაყოფილია და მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე ფიქრობს.

ლივერპული “ჯერარდის შემცვლელს” აკვირდება

“ლივერპულის” ინტერესთა სფეროში “არსენალის” ნახევარმცველი ჯეკ უილშირი მოხვდა. მერსისაიდელები მასში სტივენ ჯერარდის შემცვლელს ხედავენ.

იუნაიტედს კონგოლო სურს

“ფიორენტინას” 20 წლის მცველის ტერენს კონგოლოს გადაბირების ერთ-ერთი მთავარი მსურველი “მანჩესტერ იუნაიტედია”. მოთამაშის საკუთარი რიგებში ხილვა “საუთჰემპტონს” და “სიტისაც” სურთ, თუმცა ამ ეტაპზე “იუნაიტედი” აშკარა ლიდერია.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

ჯეკოს დიდ კლუბში სურს თამაში

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდის ედინ ჯეკოს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენი ინგლისური კლუბის დატოვებას არ აპირებს, რადგან მას გრანდში სურს თამაში. შემტევის მიმართ ინტერესს თურქული კლუბები იჩენდნენ.

დანი ალვეში მანჩესტერში?

“მანჩესტერ იუნაიტედს” დანი ალვეშის გადაბირება სურს. ბრიტანული პრესის ცნობით, ბრაზილიელი მცველითვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები სწორედ მანჩესტერელები არიან.

ისვალდო ბოკაზე ოცნებობს

“ინტერის” ფორვარდმა პაბლო ოსვალდომ განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება “ბოკა ხუნიორსში” სურს. ფეხბურთელის თქმით, “ბოკაში” თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა.

დე ბრეინე ჩელსის უბრუნდება

“ჩელსი” “ვოლფსბურგიდან” კევინ დე ბრეინეს გამოსყიდვას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა ერთი წლის წინ ნახევარმცველი 22 მილიონად გაყიდეს, თუმცა ახალ საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობენ.

დეპაი – იუნაიტეედის პრიორიტეტი

პსვ-ს ფორვარდი მემფის დეპაი “მანჩსტერ იუნაიტედის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. მოთამაშის სავარაუდო ფასი 10 მილიონი გირვანქაა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

ბარსელონას რეალის მოთამაშე სურს

“ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსიდან” პოლ პოგბას ყიდვას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი ჩაიშლება კატალონიელები მადრიდის “რეალიდან” ისკოს გადაბირებას ეცდებიან.

დი ნატალე მლს-ზე ფიქრობს

“უდინეზეს” ფორვარდი ანტონიო დი ნატალე კარიერის გაგრძელებას მლს-ში აპირებს. 37 წლის მოთამაშის მიმართ ინტერესს “ნიუ-იორკ კოსმოსი” იჩენს, რომლის ღირსებას ლეგენდარული ესპანელი, რაული, იცავს.

მანჩესტერი ბუსკეტსით ინტერესდებოდა

ესპანური პრესის ცნობით “მანჩესტერ იუანიტედი” სერხიო ბუსკეტსით ინტერესდებოდა. თუმცა, ნახევარმცველი კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.

კასანო ბარის უახლოვდება

“პარმას” ყოფილი შემტევი ანტონიო კასანო შესაძლოა სერია B-ს ბინადარ “ბარიში” გადავიდეს, რომელიც მას 1,5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

დანი ალვეში ბარსაში დარჩენას იმედოვნებს

“ბარსელონას” მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში დარჩენას იმედოვნებს. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ თავს “ბარსელონას” სრულყოფილ წევრად თვლის და ამ გუნდში თამაში მომავალშიც სურს.

2015 წლის იანვრის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

Football Daily-მ მიმდინარე წლის იანვრის თვეში განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ათეული გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება:

10. რაიან ბერტრანდი — (“ჩელსიდან” “საუთჰემპტონში”) — 10 მლნ ფუნტი;
9. სეიდუ დუმბია — (ცსკა-დან “რომაში”) — 10,8 მლნ ფუნტი;
8. ჯერდან შაქირი — (“ბაიერნიდან” “ინტერში”) — 11,3 მლნ ფუნტი;
7. ლუკას სილვა — (“კრუზეიროდან” “რეალში”) — 11,5 მლნ ფუნტი;
6. ბერნარდო სილვა — (“ბენფიკადან” “მონაკოში”) — 11,9 მლნ ფუნტი;
5. გაბრიელ პაულისტა — (“ვილიარეალიდან” “არსენალში”) — 13,5 მლნ ფუნტი;
4. ენცო პერესი — (“ბენფიკადან” “ვალენსიაში”) — 18,9 მლნ ფუნტი;
3. ანდრე შიურლე — (“ჩელსიდან” “ვოლფსბურგში”) — 22 მლნ ფუნტი;
2. ხუან კუადრადო — (“ფიორენტინადან” “ჩელსიში”) — 23,3 მლნ ფუნტი;
1. ვილფრედ ბონი — (“სუონსიდან” “მანჩესტერ სიტიში”) — 28 მლნ ფუნტი.

10 საუკეთესო ტრანსფერი იანვარში

საფეხბურთო ვებ-გვერდმა Goal.Com-მა 2015 წლის იანვრის ათი საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა.

გაბრიელ პაულისტა (“ვილიარეალიდან” ლონდონის “არსენალში”)
15 მილიონი ევრო

10

მანოლო გაბიადინი (“სამპდორიადან” “ნაპოლიში”)
13 მილიონი ევრო

9

მარტინ ედეგორი (“სტრომსგოდსეტიდან” მადრიდის “რეალში”)
4 მილიონი ევრო

8

ვიქტორ ვალდესი (თავისუფალი აგენტი – “მანჩესტერ იუნაიტედში”)

victor-valdes_u23ptvrotp9u1scqdyak5lmpp

ლუკას სილვა (“კრუზეიროდან” მადრიდის “რეალში”)
15 მილიონი ევრო

lucas-silva_10pngnpp7z2h41stkl4xvyen16

ფერნანდო ტორესი (“მილანიდან” მადრიდის “ატლეტიკოში”)

fernando-torres_1g33vdsdflsem10rk0o5rcvbl0

ანდრეი კრამარიჩი (“რიეკადან” “ლესტერში”)
9.3 მილიონი ევრო

andrej-kramaric_rithtzqwu5pr163yrgyvell9m

ხუან კუადრადო (“ფიორენტინადან” ლონდონის “ჩელსიში”)
33 მილიონი ევრო

cuadrado-chelsea

ანდრე შიურლე (ლონდონის “ჩელსიდან” “ვოლფსბურგში”)
30 მილიონი ევრო

andre-schurrle_155mja5c0138e1b93w8cfyc8jr

ჩერდან შაქირი (მიუნხენის “ბაიერნიდან” “ინტერში”)
15 მილიონი ევრო

xherdan-shaqiri_c38gx7a6lnkx13o1mrp2yi2bu

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

ჩელსი ტოტენჰემისგან 40 მილიონს ითხოვდა

“ჩელსის” შემტევი ანდრე შიურლე, რომელიც “ვოლფსბურგში” გადავიდა, “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროსი იყო მოხვედრილი. ბრიტანული პრესის ცნობით “არისტოკრატები” თანაქალაქელებს მოთამაშის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს სთხოვდნენ. საინტერესოა, რომ “ვოლფსბურგმა” შიურლეში 32 მილიონი გადაიხადა.

არსენალმა კოკლენი არ გაუშვა

იტალიური პრესის ცნობით ლონდონის “არსენალმა” “ნაპოლის” ფრანსის კოკლენის ტრანსფერის თაობაზე უარი უთხრა. იტალიურ კლუბს მოთამაშის გადაბირებ სატრანსფერო ფანჯრის უკანაკსნელ საათებში სურდა.

მანჩესტერში დე იონგზე ფიქრობენ

“მილანის” ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ჰოლანდიელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.

ოსვალდო ბოკა ხუნიორსში?

“ინტერი” და “ბოკა ხუნიორსი” პაბლო ოსვალდოს ტრანსფერის შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ფორვარდი არგენტინაში გაემგზავრება.

ტოტენჰემის უარი ვესტ ჰემს

“ტოტენჰემმა” “ვესტ ჰემს” ემანუელ ადებაიორის ტრანსფერზე უარი უთხრა. აღსანიშნავია, რომ თავად მოთამაშეს “ჩაქუჩების” შემადგენლობაში გადასვლა სურდა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ევერტონს იანუზაი სურს

“ევეროტნი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში “მანჩესტერიდან” ადნან იანუზაის იჯარის წესით გადაბირებას ეცდება. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი არ განხორციელდა, ლივერპულელები იანუზაის ზაფხულში დაუბრუნდებიან.

გომისი სუონსიში რჩება

ბაფატემბი გომისმა განაცხადა, რომ “სუონსიდან” წასვლას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია მოთამაშემ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიაწოდა.

ანდერსონმა ინტერნასიონალში ივარჯიშა

“მანჩსტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ანდერსონმა ბრაზილიურ “ინტერნასიონალთან” ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. უახლოეს მომავალში ფეხბურთელი კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრასნფერის შესახებ ოფიციალური განცხადებას გაკეთდება.

მილნერი სიტის დატოვებას არ აპირებს

ბრიტანული პრესის ცნობით ჯეიმს მილნერი “მანჩესტერ სიტიში” სეზონის დასრულებამდე დარჩება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. მოთამაშის მიმართ ინტერესს “ლივერპული” იჩენს.

გაგოს “ინტერში” გადასვლა არ სურს

მილანის “ინტერი” “ბოკა ხუნიორსის” ნახევარმცველის, ფერნანდო გაგოს მიმართ იჩენს ინტერესს. თუმცა, ტრანსფერი განხორციელების ალბათობა ძალიან მცირეა. ფეხბურთელს მილანურ კლუბში თამაში არ სურს.

 

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

თურანი ატლეტიკოს ტოვებს?

არდა თურანმა, შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკო” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. მოთამაშის გადაბირებით “არსენალი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულები.

ტოტენჰემს კაბაი სურს

პსჟ-ს ნახევარმცველი იოან კაბაი “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ლონდონელებს 28 წლის მოთამშის ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში სურთ.

სანტონი ინტერში ბრუნდება

“ნიუკასლის” მცველმა, დავიდე სანტონმა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით “ინტერში” ითამაშოს. ფეხბურთელი მილანურ კლუბში 2008-2011 წლებში თამაშობდა.

ლაციოში ჟინიაკზე ფიქრობენ

“ლაციო” “მარსელის” ფორვარდით, ანდრე-პიერ ჟინიაკით დაინტერესდა. ფრანგი შემტევი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და რომაელებსაც მისი დამატება სწორედ ამ დროს სურთ.

როისს ვენგერთან სურს

ინგლისური პრესის ცნობით მარკო ორისს მუშაობის გაგრძელება არსენ ვენგერთან სურს და ამის გამო გემრანელი მზად არის რამდენიმე ევროპული გრანდი უარით გაისტუმროს. როისის სავარაუდო ფასი 20 მილიონი გირვანქაა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს გთავაზობთ.

ვან გაალის დე ხეას წასვლას არ გამორიცხავს

“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი, დავიდ დე ხეას “რეალში” წასვლას არ გამორიცხავს. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით გამორიცხული არაფერია, თუმცა მანჩესტერელებს მისი შენარჩუნება სურთ.

რომას იბარბო სურს

“რომას” ინტერესთა სფეროში კოლუმბიელი სეგუნდო იბარბო მოხვდა. “კალიარის” მოთამაშეში რომაელები 15 მილიონ ევროს იხდიან.

კუადრადო ლონდონშია 

“ფიორენტინას” ფორვარდი ხუან კუადრადო ლონდონში ჩავიდა და უახლოეს საათებში “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. “ლურჯები” შემტევში დაახლოებით 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

იუვენტუსი ოსვალდოს იჯარაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

“იუვენტუსს” მილანის “ინტერის” ფორვარდის, პაბლო ოსვალდოს გადაბირება იჯარის წესით სურს. ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს “საუთჰემპტონი” სურს, თუმცა მილანურ გუნდში მას უსიამოვნო ინციდენტი მოუვიდა, რის გამოც “ინტერში” ოსვალდოს დარჩენა გამორიცხულია. 

ბრაიან რუისი ლევანტეს უახლოვდება

“ლევანტემ” და “ფულემმა” ბრაიან რუისის იჯარაზე მოილაპარაკეს. თუმცა, ესპანურ კლუბს მოთამაშის განაცხადში შესაყვანად ფიფას ნებართვა სჭირდება.