ფეხბურთიდან ფუტსალში

მოსკოვის “ცსკას” ყოფილი ნახევარმცველი კარვალიო დიდი ფეხბურთიდან წავიდა და კარიერას ფუტსალში გააგრძელებს. 30 წლის ბრაზილიელმა ეს გადაწყვეტილება ხშირი ტრავმების გამო მიიღო.

“დიდ ფეხბურთში 17 წელიწადი ვიყავი. ახლა კი დავასრულე კარიერას პორტის ამ სახეობაში და ფუტსალში გადავდივარ. ჩემი ახალი კლუბი ბრაზილიური “პელოტასი” იქნება, სადაც მე ბევრი კარგი მეგობარი მყავს” – განაცხადა კარვალიომ.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის დებიუტი ფუტსალში 25 ნოემბერს შედგა, ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის “ცსკას” თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი წარმატება, 2005 წელს უეფას თასის მოგება, სწორედ კარვალიოს სახელს უკავშრდება. ბრაზილიელი იმ ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო.

მანჯუკიჩი “ცსკა” – “ბაიერნს” გამოტოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მოსკოვის “ცსკა”-სთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

ხორვატმა ფეხბურთელმა ფეხის ტრავმა 23 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც, 56-ე წუთზე, მარიო გიოტცემ შეცვალა.

მანჯუკიჩის მაგივრად, მიუნხენელთა განაცხადში მოხვდა 18 წლის შემტევი, იულიან გრინი.

ცნობისათვის, მანჯუკიჩმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში, 10 გოლის გატანა მოახერხა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ცსკა-ს მინიმალური სხვაობით სძლია

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე ტურის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 32-ე წუთზე ჯო ჰარტის კარის აღება კეისუკე
ჰონდას პასის შემდეგ ზორან ტოშიჩმა მოახერხა. „ქალაქელებმა“ წონასწორობა ორ წუთშივე აღადგინეს, გოლი კი თავის ანგარიშზე სერხიო აგუერომ ჩაიწერა, რომელმაც 42-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებს მეტი გოლი არ გაუტანიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეტევებს ორივე ახორციელებდა.

ცსკა 1:2 „მანჩესტერ სიტი“
გოლები: ტოშიჩი 32′ – აგუერო 34′, 42′

ცსკა: აკინფეევი; ნაბაბკინი, ვიქტორ ბერეზუცკი (ალექსეი ბერეზუცკი 6′), იგნაშევიჩი, შენიკოვი; მილანოვი, ვერნბლოომი; ტოშიჩი, ჰონდა ცუბერი (მუსა 50′); დუმბია

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; ნასტასიჩი, საბალეტა, კოლაროვი; ხავი გარსია, ტურე, ფერნანდინიო; ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (ნასრი 79′); ნეგრედო (ჯეკო 72′), აგუერო (კლიში 89′)

გაფრთხილებები: ვერნბლოომი, იგნაშევიჩი, მუსა – ნეგრედო, ტურე, საბალეტა

ამ გამარჯვებით მანუელ პელეგრინის გუნდმა 6 ქულა დააროვა.

დღეს, ამ ჯგუფის მესამე ტურის მეორე შეხვედრაც შედგება – „ალიანც არენაზე“ ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და „ვიქტორია პლზენი“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი

ჰალკის ბრწყინვალე გოლი “ცსკა”-ს კარში

18 ოქტომბერს, რუსეთის ჩემპიონატში “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე “ცსკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლი ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ჰალკმა გაიტანა. გოლი კი, მართლაც ბრწყინვალე აღმოჩნდა.

პოპოვიჩი: „ცსკა-ს მოგება შეეძლო“

მოსკოვის ცსკა-სთან ოვერტაიმში ანგარიშით 95:93 მოგებული შეხვედრის შემდეგ, „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთვნელი გრეგ პოპოვიჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ეს არც ისე ადვილი მატჩი იყო, რომელშიც სერიოზული მეტოქე დაგვიპირისპირდა. ამ შეხვედრის წაგებაც კი შეგვეძლო. საბედნიეროდ, პატრიკ მილსმა გადაგვარჩინა, ხოლო ცსკა-მ თავისი შანსი ვერ გამოიყენა. დღევანდელი თამაშის ჩანაწერს დიდი სიამოვნებით ვნახავ. სხვათაშორის, ეტორე მესინას მუშაობას აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ვაღიარებ, რომ ხშირად მაგალითს ევროპული კალათბურთიდან ვიღებთ“, – განაცხადა „სპურსის“ თავკაცი.

ალექსანდრე მატევოსოვი

აკინფეევი „მილანში“?

მოსკოვის ცსკა-ს გოლკიპერი იგორ აკინფეევი შესაძლოა, შემდეგი სეზონიდან „მილანის“ შემადგენლობაში ვიხილოთ.

რუსეთის ეროვნული ნაკრების მეკარეს „არმიელებთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად, უკვე ზამთრიდან მას ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალება ექნება.

მოგეხსენებთ, „როსონერის“ ხელმძღვანელობა 36 წლის კრისტიან აბიატის შემცვლელის ძებნას ცდილობს.

ცნობისთვის, დიდი ალბათობით, ზამთარს იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსკოვური კლუბის იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა შეუერთდება.

ალექსანდრე მატევოსოვი