ანტონიო დი ნატალემ მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა

24 აგვისტოს იტალიის თასზე “უდინეზესა” და “ტერნარას” შორის გამართულ მატჩში (5:1) ანტონიო დი ნატალემ მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა, ერთ-ერთი კი ძალიან ლამაზი გამოდგა.

არმერო „მილანში“ გადადის

„მილანისა“ და „უდინეზეს“ ხელმძღვანელებმა კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველის პაბლო არმეროს ტრანსფერის დეტალები შეათანხმეს.

როგორც ცნობილია, მოთამაშე დღეს მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს. 27 წლის ფეხბურთელი „როსონერიში“ იჯარით ითამაშებს, ხოლო სეზონის ბოლოს მილანელებს 3,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

გასულ სეზონში არმერომ „ნაპოლისა“ და „ვესტ ჰემის“ რიგებში ჯამში 19 მატჩი ჩაატარა. განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრებთან ერთად არმერო მეოთხედფინალამდე მივიდა. მუნდიალზე მილანური კლუბის ახალწვეულმა თავი გულშემატკივრებს იაპონიის ნაკრების კარში გატანილი გოლით დაამახსოვრა.

“უიტფორდის” ფეხბურთელმა “უდინეზეს” მშვენიერი ჯარიმა გაუტანა

“უიტფორდსა” და “უდინეზეს” შორის გამართულ მატჩში ინგლისური გუნდის ფეხბურთელმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

არმერო “მილანში” არ გადადის

უტაკუყრუ “უდინეზეს” ხელმძღვანებლობა “მილანთან” მოლაპარაკებებს უარყოფს. მათი თქმით, პაბლო არმერო ზაფხულში “როსონერის” არ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ კევინ კონსტანტის “შავ-წითლებიდან” წასვლის შემდეგ, Sky Sport Italia ირწმუნება, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი “მილანში” გადავა.

“ამ დროისათვის, ჩვენ “მილანთან” არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ცხადია, არმეროს მიმართ ბევრი კლუბი იჩენს მოლაპარაკებებს, მაგრამ კონკრეტული არაფერია”, – ამბობს “უდინეზეს” დირექტორი.

„იუვენტუსმა“ არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ იჯარის წესით „უდინეზეს“ ნახევარმცველი რობერტო პერეირა დაიმატა.

მხარეებს შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. სეზონის ბოლოს ტურინელებს არგენტინელი ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემათ.

რობერტო პერეირას ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, თუმცა უმეტესად მარცხენა ფრთაზე ირჯება ხოლმე.

იტალიური პრესის თანახმად, აღნიშნულ იჯარაში „იუვენტუსმა“ 1,5 მილიონი ევრო გაიღო. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 14 მილიონ ევროს შეადგენს.

 

დი ნატალემ სარფიან ჩინურ წინადადებაზე უარი თქვა

“უდინეზეს” ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ სარფიან ჩინურ წინადადებაზე უარი თქვა. “გუანჩჯოუ” ფეხბურთელს ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს სთავაზობდა.

აღსანიშნავია, რომ “უდინეზეში” დი ნატალე წელიწადში 1.2 მილიონ ევროს იღებს. ფორვარდს წინადადება დუბაიდანაც ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელი “უდინეზეს” ერთგული დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დი ნატალე შარშან კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

უდინეზეს მწვრთნელად სტრამაჩონი დაინიშნა

“ინტერის” ყოფილი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი “უდინეზეს” მწვრტნელად დაინიშნა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით ახალგაზრდა სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სტრამაჩონის პრეზენტაცია 6 ივნისს შედგება.

შეგახსენბეთ, “უდინეზეს” გაწთვრნის მთავარი პრეტენდენტები ლუიჯი დელ ნერი და ედოარდო რეია იყვენნ, თუმცა “ზებრებს” სწორედ სტრამაჩონი ჩაიბარებს.

„უდინეზეს“ სტრამაჩონი ჩაიბარებს

„უდინეზემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი იქნება, რომელიც ამ პოსტზე ფრანჩესკო გვიდოლინს შეცვლის.

როგორც ცნობილია, „ინტერის“ ყოფილ თავკაცთან „შავ-თეთრებმა“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ „ნერაძურის“ 38 წლის სპეციალისტი 2012-2013 წლებში თავკაცობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დი ნატალემ კარიერის დასრულება გადადო

“უდინეზეს” ლიდერმა ანტონიო დი ნატალემ პროფესიონალური კარიერის დასრულება გადაიფიქრია. აღნიშნული განცხადება თავად ფეხბურთელმა Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკთა.

“უდინეზესთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი და ჩემს მომავალზე ვისაუბრეთ.

პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ მე კიდევ შემიძლია თამაში და საბოლოოდ სწორედ ამ გადაწყვეტილებამდე მივედით. ახლა ვისვენებ და მალე მორიგი სეზონისთვის დავიწყბეთ მზადებას” – განაცხადა დი ნატალემ.

 

დი ნატალემ კარიერის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელება გადაწყვიტა

„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ, რომელმაც იტალიის სერია ა-ს 2013/14 წლების სეზონის ბოლო ტურში ჰეთთრიკი გაიფორმა, ფეხბურთში კიდევ ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა.

იანვარში 36 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დაამთავრებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გამოცდილმა თავდამსხმელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტოტო სერია ა-ს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში 190 გოლით მე-7 ადგილს იკავებს და მე-6 საფეხურზე მყოფ რობერტო ბაჯოს 15 გოლით ჩამორჩება.

დასრულებულ სეზონში ანტონიოს მონაგარმა 17 გოლი შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანტონიო დი ნატალემ “ჰელას ვერონას” გასაოცარი გოლი გაუტანა

10 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “უდინეზეს” თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

მირალემ პიანიჩის მშვენიერი ფინტი “უდინეზესთან” მატჩში

17 მარტს, იტალიის სერია A-ში, “რომასა” და “უდინეზეს” შორის გამართულ მატჩში (3:2), მირალემ პიანიჩმა მეტოქე მშვენიერი ფინტით ჩამოიტოვა.