U21: საქართველომ უელსთან ისევ ფრე გააგორა

დღეს “მიხეილ მესხზე” საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უელსელ ტანატოლებს დაუპირისპირდა.

ამხანაგური მატჩის პირველ ნახევარში, მიუხედავად მომენტებისა, გოლი არ გასულა. მეორე ტაიმის მიწურულს, 89-ე წუთზე ჯოსეფ მორელმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ბრიტანელები წინ გაიყვანა. თუმცა, სამ წუთში გიორგი კოხრეიძემ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ, მატჩი 1-1 დასრულდა.

რომ შევაჯამოთ, უელსელებთან გამართული ორი დაპირისპირებიდან, ჩვენმა გუნდმა ორივე ფრედ (2:2, 1:1) ითამაშა.

U21: საქართველომ უელსთან ფრე ითამაშა (ვიდეო)

დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უელსელ თანატოლებს “მიხეილ მესხზე” დაუპირისპირდა.

ამხანაგურ მატჩში ანგარიში ბექა მიქელთაძემ მე-12 წუთზე გახსნა. თუმცა, 32-ეზე ჯოზეფ მორელმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა. სამ წუთში მარკ ჰარისმა წინ გაიყვანა ბრიტანელები, მაგრამ 84-ეზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მეტოქე ათი კაცით დარჩა. ბექა მიქელთაძემ პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.

 

რაიან გიგზი: “ბეილი საუკეთესო უელსელი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს”

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რაიან გიგზმა, გარეტ ბეილი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ულამაზესი გოლის გატანა შეძლო, საუკეთესო უელსელ ფეხბურთლად დაასახელა.

“ბეილი – საუკეთესო უელსელი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს. რა თქმა უნდა, ჯონ ჩარლზისა და კიდევ ბევრი კარგი უელსელის თამაში მინახავს, მაგრამ გარეტი განსაკუთრებულია.

მათ შორის განსხვავება სწორედ ის არის, რომ ბეილს დიდ მატჩებში შეუძლია თავის გამოჩენა და შეხვედრის ბედის გადაწყვეტაც. ეს მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე მეორედ გააკეთა.

“რეალის” დონის კლუბში ასე წარმატებულად თამაში, ჩემპიონთა ლიგის ოთხჯერ მოგება – ეს რომ შეძლო აუცილებლად საუკეთესო უნდა იყო,” – აცხადებს რაიან გიგზი.

ბეილი ჰეთ-ტრიკის წყალობით უელსის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა (ვიდეო)

22 მარტს ჩინეთის თასზე უხვგოლიანი დაპირისპირება შედგა ჩინეთისა და უელსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, სადაც ევროპელები სრული ძალებით იბრძოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება უელსელებს დარჩათ.

ამ თამაშის გმირი მადრიდის “რეალის” შემტევი, გარეთ ბეილი გახდა, რომელმაც ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეძლო და უელსის საფეხბურთო ნაკრების საუკეთსო მეგოლე გახდა (29) – ერთი გოლით გაუსწრო რა იან რაშს. ბეილის გოლებს სემ უოკსის დუბლი და უილსონის ერთი გოლი დაემატა – 0:6.

უელსელების მეტოქე ჩინეთის თასის ფინალში ურუგვა-ჩეხეთის მატჩის გამარჯვებული იქნება.

გარეთ ბეილის ცოლის ძმა კარდიფში გარდაცვლილი იპოვეს

გარეთ ბეილის ცოლის ძმა, ალექსანდერ უილიამსი კარდიფის გარეუბან ფერნართში გარდაცვლილი იპოვეს. ეს ფაქტი 2017 წლის რვა ნოემბერს დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ უილიამსი იყო მადრიდის “რეალის” სუპერვარკსვლავის, გარეთ ბეილის ცოლის, ემას ძმა.

როგორც სამხრეთ უელსის პოლიცია იტყობინება, მათ უკვე დაიწყეს გამოძიება. როგორც მათი პრესსპიკერი იტყობინება, საეჭვო გარემოებები, ჯერჯერობით, მიგნებული არ არის. შესაბამისად, ზუსტად ვერ ამბობენ, მოკლეს თუ მოკვდა გარეთ ბეილი.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილს კვლავ ტრავმა აქვს და იგი ზინედინ ზიდანის განკარგულებაში კიდევ ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება.

 

ჯონ ტოშაკი: “ბეილის ტრავმები შესაძლოა, მარჯვენა ფლანგზე თამაშს დავაბრალოთ”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, გარეთ ბეილი ხშირად ტრავმიანობს. მას წინა სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა. უელსელი ვერც მიმდინარე შემოდგომაზე იყო მწყობრში. ტრავმის მოშუშების შედმეგ კი, მან ახალი დაზიანება მიიღო და სანაკრებო შეხვედრებიც (ერთ-ერთი საქართველოსთან) გამოტოვა.

“ბლანკოსისა” და უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ჯონ ტოშაკმა თავისი ყოფილი შეგირდის ხშირ ტრავმიანობაზე ისაუბრა.

“ცოტა ხნის წინ გარეთს ვესაუბრე. მან მარჯვენა ფლანგზე თამაშის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება. ბეილი მარცხენა ფეხის გარე ნაწილით იღებს ბურთს. ის ყოველთვის იყო მოთამაშე, რომელიც მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. მას “რეალამდე” არასდროს უასპარეზია საპირისპირო მხარეს. გარეთი თავდაპირველად მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოდიოდა. გინახავთ მალდინის, კარლოსს ან ფაკეტის საპირისპირო ფლანგზე ეთამაშოთ? ფაქტია, რომ ეს პოზიცია ბეილისთვის არც ისე მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ეს ტრავმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია,” – აცხადებს 68 წლის უელსელი.

 

ნიკა კვეკვესკირი: “წაგებაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მე ვარ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა უელსთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ პრესასთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

“ბევრი რამ დაგვაკლდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მე და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სათამაშოდ ბოლომდე მზად არ ვიყავით.

პირადად მე ტრავმა მაწუხებდა და ასეთ მდგომარეობაში, როდესაც არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად არ ხარ 100 პროცენტით მზად, ამ დონის თამაშებში არ უნდა ითამაშო. ვთვლი, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მე ვარ. წავაგეთ და ვერც ხარისხი ვაჩვენეთ.

არ ვთვლი, რომ უელსის ნაკრებმა დიდად დაგვჩაგვრა, უბრალოდ გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება, რასაც ფიზიკური და მორალური მზადყოფნაც ემატებოდა.

პროფესიონალები ვართ და ეს შედეგი მალევე უნდა დავივიწყოთ. წინ სერბეთთან გასამართი მატჩი გვაქვს. ალბათ, ამ მატჩში ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ გუნდის შემადგენლობაში.

რაც შეეხება ერთა ლიგას, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შანსია ჩვენი ნაკრებისთვის, მაგრამ ამგვარად ფიქრობენ დანარჩენი ქვეყნების გუნდებშიც. იმედი გვაქვს, რომ ამ შანსის გამოყენებას შევძლებთ,”- აცხადებს ნიკა კვეკვესკირი.

გარეტ ბეილი საქართველოსთან გასამართ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

პარასკევს, 6 ოქტომბერს 20 საათზე საქართველოს ნაკრები უელსის ნაკრებს უმასპინძლებს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს.

ჩვენი მეტოქე საკმაოდ რთულ სიტვაციაშია, ამიტომაც მათ დარჩენილ ორ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფში იბრძოლონ.

ტრამვის გამო უელსის ნაკრებს ნამდვილი ლიდერი, გარეტ ბეილი დააკლდება, მაგრამ მადრიდის “რეალის” შემტევი ცდილობს გუნდი გაამხნეოს და ამ მიზნით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“ვწუხვარ, რომ საქართველოში ნაკრებთან ერთად ვერ ვიქნები. ვიმედოვნებ ასეთივე გამარჯვებას მოვიპოვებთ.” -წერს გარეტ ბეილი.

 

ბეილი: “რამდენიმე კვირა მჭირდება, რომ 100%-ით მზად ვიყო”

დღეს მადრიდის “რეალმა” პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. მატჩის 71-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად მოედნაზე გარეთ ბეილი შევიდა. უელსელს, ტრავმის გამო, ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. 83-ე წუთზე მან მეორე გოლის გატანა შეძლო.

დაპირისპირების შემდეგ, გარეთმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“სამთვიანი რეაბილიტაციის კურსის შემდეგ, მოედანს დავუბრუნდი და გოლიც გავიტანე. ამ მომენტში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.”

“იმისათვის, რომ 100%-ით მზად ვიყო, რამდენიმე კვირა მჭირდება.”

“ამ დროის მანძილზე ლაზარეთში ყოფნა რთული იყო. თუმცა, მთავარია, რომ გუნდი იგებდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე ტიტულის მოგება გვინდა და ამაში დიდი წვლილის შეტანა მსურს.”

27 წლის ფეხბურთელს ფანების მხარდაჭერაზე ჰკითხეს.

“ამ დაპირისპირებაში გულშემატკივრები დაუჯერებლად აქტიურნი იყვნენ. როცა მოედანზე შევედი, ისინი აპლოდისმენტებით შემხვდნენ. მათი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა უელსელმა.

 

უელსელთა ნახევარმცველი: ” დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო კიდევ დააგროვებს ქულებს”

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კარდიფში უელსის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრაში ბეილმა და ოქრიაშვილმა გოლები გაცვალეს და, საბოლოოდ, ანგარიში 1-1 დააფიქსირეს.

თამაშის შემდეგ უელსელთა ნახევარმცველმა, დეივ ედვარდსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“უზომოდ იმედგაცრუებულები ვართ. მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, ბევრი შანსიც შევქმენით, მაგრამ შემდეგ ძალიან ცუდად ვითამაშეთ.

ეს შედეგი ძალიან მტკივნეულია. ვიცოდით, რომ ბოლო წლებში მათ დიდებული შედეგები ჰქონდათ, ესპანეთისა და შოტლანდიის დამარცხება მოახერხეს, თუმცა სათანადოდ მაინც ვერ შევაფასეთ.

ძალიან რთული ჯგუფი გამოდგა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო კიდევ აიღებს ქულებს. წინ ირლანდიასთან და სერბეთთან გასამართი ურთულესი მატჩები გველის, რომლებიც უნდა მოვიგოთ.”

უელსი – საქართველო: ვინ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ცნობილი გახდა, თუ ვინ დასახელდა უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი ძალზედ დაძაბული და საინტერესო დაპირისპირების გმირი.

შეგახსენებთ, რომ საქმე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩს ეხება, რომელიც კარდიფში გაიმართა და ფრედ, 1-1 დასრულდა.

გოლები გარეთ ბეილისა და თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა. მიუხედავად, იმისა რომ ბევრ ქართველ ფეხბურთელს შეეძლო პრეტენციის გამოცხადება ამ პრიზზე (მაგალითად ოქრიაშვილს), მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მაინც გარეთ ბეილს გადასცეს.

უელსელი ფანების კომენტარები მატჩის შემდეგ: “ეს საქართველო ინგლისის ნაკრებსაც მოუგებს”


“საქართველოსთან ქულის მოპოვება უელსელებმა ალბათ ასე უნდა აღნიშნონ”


“ნამდვილად! საქართველოს ნაკრები ერთ ქულაზე მეტს იმსახურებდა”


“საქართველო ყველაზე უიღბლო გუნდია მთელ საფეხბურთო სამყაროში”


“ოქრიაშვილი დიდებული ფეხბურთელია. ტექნიკურად უძლიერესია და სწორ გადაწყვეტილებებსაც იღებს”


(84′ წუთი) “თუ გაგვიმართლებს, მატჩი ფრედ დასრულდება”


“ოქრიაშვილი, ქართველთა 10 ნომერი ძალიან მომწონს. საინტერესოა, ინგლისურ ფეხბურთსაც თუ ააფორიაქებს ერთ დღეს.”


“ქართველთა ამ გუნდს ინგლისის ნაკრების დამარცხებაც შეუძლია”