უელსის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯო ალენი თვლის რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უელსმა შეიძლება ვერ მოახერხოს რუსეთთან პოზიტიურ შედეგზე გასვლა და ევრო 2016-ის მომდევნო ეტაპზე გასვლა.
“ვფიქრობ, რომ ჩვენს თავზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, ვიდრე მათზე. რამოდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ აქ მოვხვდებოდით. ეს ჩვენთვის უმაღლესი წერტილია და თუ ამ დროს საკუთარ ძალებში არ ირწმუნებ, მაშინ ვერ გაიმარჯვებ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ამას შევძლებთ, თანაც ამის საკმაოდ კარგი მიზეზი გვაქვს. სწორედ ასე მივაღწიეთ ამხელა შედეგს ბოლო რამოდენიმე სეზონში.” – განაცხადა ალენმა რუსეთთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე აიღებს სტარტს.