ბეილი: „მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს“

უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა ის გულშემატკვირები შეაქო, რომლებიც ევროპის ჩემპიოანტის შესარჩევი ეტაპის მატჩების დროს მის გუნდს მხარს უჭერდნენ.

„ჩვენი გულშემატკვირები იმდენად კარგები არიან, რომ უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ. ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან! ეს ხალხი გუნდისთვის მე-12 მოთამაშეა, რომელიც მთელი შესარჩევი ეტაპის დროს გვეხმარებოდა. მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გასვლებზე დაგვყვებოდა და კარდიფის სტადიონზე დადიოდა. იმედია, ბოლო მატჩშიც ჩინებული ატმოსფერო იქნება“, – განაცხადა ბეილმა.

ბეილმა ანდორასთან უნდა ითამაშოს

უელსის ნაკრების ლიდერი გარეთ ბეილი ანდორასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის ხვალინდელ მატჩს, სავარაუდოდ, პირველი წუთებიდან დაიწყებს.

როგორც უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა განაცხადა, მადრიდის „რეალს“ ბეილის სკამზე დატოვება არ უთხოვია, შესაბამისად, ამ შეხვედრაში მისი გამოჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრებმა ევრო 2016-ს საგზური უკვე მოიპოვა, შესაბამისად, ანდორასთან მატჩის შედეგი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ბეილი: “ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მარცხია”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ქვეჯგუფში მოასპარეზე უელსის ნაკრებმა, ბოსნია/ჰერცეგოვინასთან ანგარიშით 0:2 დამარცხების მიუხედავად, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, უელსელები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ.

ამ ისტორიული ფაქტის შესახებ უელსის ნაკრების ლიდერმა გარეტ ბეილმა ისაუბრა.

“ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მარცხია! რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივაღწიეთ და ახლა თითოეული ჩვენგანი ბედნიერია.

ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშზე ვოცნებობდი ბავშვობიდან. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით არ დავკმაყოფილდებით, ჩვენ საფრანგეთში ვიბრძოლებთ.

ახლა შეგვიძლია, შვებით ამოვისუნთქოთ და ამ მომენტით დავტკბეთ. ვნახოთ, როგორ გამოგვივა კონტინენტის საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირება”, – ბეილის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

 

უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ქვეჯგუფში მოასპარეზე ბელგიისა და უელსის ნაკრებებმა ფინალური ტურნირის საგზური გაინაღდეს.

ბელგიელებმა ანდორის ნაკრები ანგარიშით 4:1 გაანადგურეს. უელსის ნაკრები ბოსნია/ჰერცეგოვინასთან დამარცხდა 0:2, თუმცა ქვეჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა, ვინაიდან ამავე ტურში კვიპროსელებმა ებრაელები 2:1 დაამარცხეს.

უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე პირველად ითამაშებს.

 

გარეტ ბეილმა უელსის ნაკრებს კვიპროსთან 82-ე წუთზე მოაგებინა(ვიდეო)

3 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კვიპროსის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უელსი მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე უელსელთა ლიდერმა გარეტ ბეილმა გაიტანა.

უელსის ნაკრების თავკაცი: “საქართველოსა და მოლდოვაში თამაში ყოველთვის რთულია”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები უელსთან, ავსტრიასთან, სერბეთთან, ირლანდიასთან და მოლდოვასთან ერთად მოხვდა.

წილისყრის შედეგები უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა შეაჯამა.

“კარგი ჯგუფია. ვუყურებთ სხვა ჯგუფებსაც და ვხვდებით, რომ შეიძლება მოვხვედრილიყავით როგორც გაცილებით იოლ, ასევე რთულ ჯგუფში.

კარგი მატჩების მოლოდინში ვართ, მთელი ერი მოუთმენლად ელის ამ შეხვედრებს.

საქართველოსა და მოლდოვაში თამაში ყოველთვის რთულია. რა თქმა უნდა, ვიცით, რას წარმოადგენს ირლანდიის ნაკრებიც. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სერბეთთან ერთად ვიყავით და ორივე შეხვედრაში სასტიკად დავმარცხდით. ასე რომ, ჩვენს ჯგუფში კარგი გუნდები მოხვდნენ.

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრები მნიშვნელოვნად განვითარდა და ახლა ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია ბრძოლა. მე არ ვამბობ, რომ იოლი მატჩები გველის, რადგან ჩვენთან ერთად კარგი გუნდები მოხვდნენ”, – კოულმენის სიტყვები “ბიბისი”-მ გამოაქვეყნა.

2018 წლის მუნდიალის ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები 2016 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება. ქვეჯგუფის კალენდარი დღეს, კვირას დადგინდება.

 

ბეილი: „მწვრთნელის დავალება შევასრულეთ“

უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა ბელგიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა მისივე გოლით მინიმალური სხვაობით მოიგო, რითაც В ჯგუფს ჩაუდგა სათავეში.

„სიტყვებით ამის აღწერა რთულია. ცუდად არ მოვმზადებულვართ და კარგი ფეხბურთიც ვაჩვენეთ, მოედნის ყოველ ნაწილში ვიბრძოდით. მწვრთნელმა გვთხოვა, მოედანზე ყველაფერი გაგვეკეთებინა, რაც გამოგვივიდა კიდეც. ახლა საზაფხულო დასვენებისგან სიამოვნების მიღების საშუალება გვაქვს.

წინ გრძელი გზა გველის, შემდეგი მატჩისთვის მზადყოფნაში უნდა ვიყოთ“, – განუცხადა გამარჯვების გოლის ავტორმა „სქაი სპორტსს“.

ბეილი: „ბელგიასთან ფრე ფანტასტიკური შედეგია“

უელსის ნაკრების ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა ბელგიასთან ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი შეაჯამა.

„პირველ ტაიმში ნელა ვთამაშობდით, თუმცა მეორე ნახევარში ნაჩვენები ფეხბურთით სიმამაცე გამოვავლინეთ. ეს ბრწყინვალე შედეგია. გასვლაზე იმ გუნდთან თამაში, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს, ძალიან რთულია. ასეთ გუნდთან ქულის აღებაც ფანტასტიკაა“, – ციტირებს ბეილს „როიტერსი“.

მერტენსი, რომელმაც მატჩის დროს გონება დაკარგა, ამჟამად თავს კარგად გრძნობს

„ნაპოლისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა დრის მერტენსმა უელსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის დროს გონება დაკარგა.

ცოტა ხნის წინ კი, ფეხბურთელმა თავისი ტვიტერის გვერდზე დაადასტურა, რომ თავს კარგად გრძნობს.

„ყველაფერი რიგზეა. დიდი მადლობა თანადგომისთვის“, – დაწერა ბელგიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ მერტენსი უელსთან მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 89-ე წუთზე, ჯორჯ უილიამსთან შეჯახსების შედეგად, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, იგი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ფელაინიმ უელსელი ფეხბურთელი ნოკაუტში ჩააგდო (ვიდეო)

16 ნოემბერს, ბელგიისა და უელსის ეროვნულა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:0) მარუან ფელაინიმ მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა.

ბეილი: „უელსის ნაკრების ევრო 2016-ზე გასვლა „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებას უდრის“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ეროვნულოი ნაკრების ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გასვლა „ჩემპინთა ლიგის“ მოგების ტოლფასია.

„ჩემთვის ევროზე გასვლა უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნებოდა. უელსი ევროპის ჩემპიონატზე არასდროს გასულა. ეს შედეგი „ჩემპიონთა ლიგის“ მოგების ტოლფასი იქნებოდა. უელსის ყოველი მოქალაქისთვის მსგავსი წარმატება დიდი სიხარულია.

ამ მომენტისთვის ჩვენზე ზეწოლა არ ხორციელდება, რადგან ბელგიის ნაკრებთან გვაქვს სათამაშო, რომელიც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მივიდა“, – ციტირებს ბეილს ესპანური პრესა.

გარეტ ბეილმა საგოლე პასი ცენტრიდან ქუსლით გააკეთა

უელსისა და კვიპროსის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, გარეტ ბეილმა თანაგუნდელს საგლე პასი ცენტრიდან, ქუსლით გაუკეთა.