მანჩესტერ იუნაიტედში სნეიდერზე ფიქრობენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ლუი ვან გაალს საკუთარ გუნდში უესლი სნეიდერის ხილვა სურს.

ინგლისური კლუბი “გალათასარაიში” მოთამაშე ჰოლანდიელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს ეცდებიან. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, სნეიდერი სტამბულში უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.

ნახევარმცველისადმი ინტერესს იტალიური კლუბები, “იუვენტუსი” და “მილანი” იჩენენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ფიორენტინა დონატის აკვირდება

“ლევერკუზენის” იტალიელი მცველი ჯულიო დონატი, შესაძლოა, მომდევნო სეზონში სამშობლოს დაუბრუნეს. ფეხბურთელის მიმართ “ინტერი” და “ფიორენტინა” იჩენენ ინტერეს. გერმანელებს ფეხბურთელში 5 მილიონის აღება სურთ.

მანჩესტერი დეპაიში 18 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” მზად არის “პსვ”-ს ფორვარდ მემფის დეპაიში 18 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. ბრიტანული პრესის ცნობით ტრანსფერის განხორციელება ლუი ვან გაალის პირად ინტერესებში შედის.

იუვენტუსს იოვეტიჩი სურს

ტურინის “იუვენტუსი” სტევან იოვეტიჩის გადაბირებითაა დაინტერესებული. იტალიური პრესის ცნობით, შესაძლოა, ტურინელება “მანჩესტერ სიტის” შემტევი იჯარის წესით დაიმატონ.

ინტერი ნასტასიჩისთვის იბრძოლებს

მილანის “ინტერი” მარიო ნასტასიჩისთვის იბრძლებს. სერბი ფეხბურთელი “სიტის” ძირითადში ვერ ხვდება და კლუბის გამოცვლას ამის გამო სურს. “ინტერის” გარდა ნასტასიჩის მიმართ ინტერესს “რომა”, “იუვენტუსი” და “არსენალი” იჩენენ.

იუვე სნეიდერს არ შეიძენს

იტალიური პრესის ცნობით ტურინის “იუვენტუსი” “გალათასარაიდან” უესლი სნეიდერის შეძენას არ აპირებს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით ჰოლანდიელი ფებურთელის აგენტი ტურინში იმყოფებობდა, სადაც “იუვეს” წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები.

სნეიდერს ხელფასს არ აძლევენ

ჰოლანდიელ ნახევარმცველ უესლი სნეიდერს “გალათასარაიში” უკვე სამი თვეა, კუთვნილი ხელფასი არ მიუღია.

თურქულ კლუბს ფეხბურთელის დაახლოებით ერთი მილონი ევრო მართებს და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, შესაძლოა, სნეიდერმა ფიფას “გალათასარაისთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მიმართოს. ცნობისთვის, 30 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს თურქულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ივნისში ეწურება.

უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ “გალათასარაის” მართლაც მართებს მისი ფული, თუმცა იქვე დაამატა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ჰოლანდიის ნაკრებზე ფიქრობს.

 

სნეიდერმა ჩემპიონთა ლიგაში თამაში ამჯობინა გრანდში გადასვლას

“გალათასარაის” ჰოლანდილმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა აღიარა, რომ მან მიიღო შემოთავაზება “მანჩესტერ იუნაიტედიდან”, მაგრამ მხოლოდ იმიტომ უთხრა უარი გუნდს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგაში არ ასპარეზობდნენ.

“ლუი ვან გაალი – ერთ-ერთი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია ფეხბურთში, მას სურდა რომ მე “მანჩესტერ იუნაიტედში” მეთამაშა, მეც ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მე ბედნიერი ვარ თურქეთში და ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის გაცვლა პრემიერ ლიგაზე ადვილი არ არის.” – განაცხადა სნეიდერმა

სნეიდერი „გალათასარაის“ დატოვებას არ აპირებს

„გალათასარაის“ პრეზიდენტის უნალ აისალის თქმით, ჰოლანდიელ ნახევარმცველს უესლი სნეიდერს კლუბის დატოვება არ სურს.

„სნეიდერს „გალათასარაიში“ დარჩენა სურს. სამწვრთნელო შტაბის წევრები კლუბის ხელმძღვანელობის აზრს იზიარებენ და თვლიან, რომ უესლი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

არანაირი კონფლიქტი ჩვენ შორის არ არის. სნეიდერს მძიმე სეზონი და მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჰქონდა, ახლა იგი ისვენებს და გუნდს სულ მალე დაუბრუნდება“, – განაცხადა აისალმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სნეიდერის შეძენა ინგლისურ და ფრანგულ კლუბებს სურთ.

„მონაკოს“ სნეიდერი სურს

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ „გალათასარაის“ ნახევარმცველი უესლი სნეიდერი „მონაკოს“ მთავარ სატრანსფერო მიზნად იქცა.

წყაროს ცნობით, „მონაკოს“ ხელმძღვანელობა სწორედ ჰოლანდიელ ფეხბურთელს მოიაზრებს ხამეს როდრიგესის შემცვლელად. მოგეხსენებათ, კოლუმბიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადადის.

სნეიდერის შესაძლო ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ ფასდება.

 

სნეიდერი: „წინ დიდი გზა გველის“

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმველის უესლი სნეიდერის აზრით, მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლა შეუძლია.

„როდესაც ტურნირში ვმონაწილეობ, მისი მოგება მსურს. წინა მუნდიალის ფინალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მძიმე იყო.

თუმცა ფეხბურთში რევანშის აღების შანსი ყოველთვის არის, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც მებრძოლი ხასიათი გააჩნია. ჰოლანდია მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს.

წინ დიდი გზა გველის. მექსიკა ძალიან კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, ამიტომაც ახლა მხოლოდ მოახლოებულ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ამის შემდეგ ვნახავთ, თუ რა მოხდება“, – განუცხადა უესლიმ ფიფა-ს ოფიციალურ საიტს.

სნეიდერი: „3-5-2 სქემა ჩემთვის მისაღებია“

ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 3-5-2 სქემით ითამაშებს. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნული სქემა მისაღებია.

„მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. თანდათან უკეთეს ფორმაში შევდივარ და ვფიქრობ, მუნდიალის მიმდინარეობის დროს საუკეთესო მდგომარეობაში ვიქნები. რაც შეეხება 3-5-2 სქემას, მივესალმები. ასეთი განლაგების შემთხვევაში, უფრო მეტ დროს დავუთმობ შეტევას“, – სნეიდერის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები ჰყავს. ლუი ვან გალის გუნდი პირველ მატჩს 13 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი

უესლი სნეიდერის გასაოცარი გოლი 37 მეტრიდან

11 მაისს, თურქეთის ჩემპიონატში, “ტრაბზონსპორსა” და “გალათასარაის” შორის გამართულ მატჩში (1:4), უესლი სნეიდერმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

სნეიდერი „გალათასარაიდან“ წასვლას არ გეგმავს

თურქული „გალათასარაის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლაზე იგი არ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოთამაშე რამდენიმე დღის წინ სამკურნალოდ იტალიაში გაფრინდა. პარალელურად კი ევროპლმა პრესამ სხვადასხვა ჭორები გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, უესლი იტალიური კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრასაც აპირებდა.

„მე „გალათასარაის“ ფეხბურთელად ვრჩები. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ კლუბში თამაშზე ვფიქრობ და არსად წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა სნეიდერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში სტამბულელთა მაისურით სნეიდერმა 14 მატჩში ითამაშა და თავის ანაგრიშზე 5 გოლი ჩაიწერა.

ალექსანდრე მატევოსოვი