უგო ლორისის ტრავმა არც ისე უმნიშვნელო აღმოჩნდა

ტრავმა, რომელიც ლონდონის “ტოტენჰემის” ფრანგმა კარის დარაჯმა, უგო ლორისმა სერხიო რამოსთან შეჯახების შედეგად მიიღო, არც ისე უმნიშვნელო აღმოჩნდა და შესაძლოა, ამის გამო მას ორ კვირაზე მეტი გაუცდეს.

“დილით ლორისს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც მცირე დაზიანება აღმოაჩინა. მისი რეაბილიტაციის პროცესი კი დაახლოებით 15 დღით უქმობას მოითხოვს,” – აცხადებს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი.

ტრავმის გამო ლორისი დეშამმა ნაკრებში, უელსისა და გერმანიის საფეხბურთო გუნდებთან სათამაშოდ არ გამოიძახა. არაა გამორიცხული, რომ ლორისმა 18 ნოემბერს გასამართი ლონდონური დერბიც გამოტოვოს.

ლორისი: “რეალი” მხოლოდ რონალდუ არაა”

დღეს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ “სპურსების” გოლკიპერმა, უგო ლორისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს შეეხო.

“ყველა კარგად ხვდება, საოცარია ის, რასაც რონალდუმ კარიერის მანძილზე მიაღწია. ზოგჯერ, ეს ყველაფერი დაუჯერებელია. თუმცა, “რეალი” მხოლოდ კრიშტიანუ არაა. ჩვენ მხოლოდ მის კი არა, მთელი გუნდის შეჩერებას ვაპირებთ. მათ მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ და აღნიშნული ამოცანის შესრულება რთული იქნება,” – აცხადებს ფრანგი.

ლორისი “მანჩესტერთან” ახლოსაა

“ტოტენჰემის” მეკარემ შესაძლოა, დე ხეა ჩაანაცვლოს.

უახლოეს მომავალში, ესპანელი მეკარე მადრიდის “რეალს” შეუერთდება. გარიგება 30 მილიონად მოხდა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” დავიდ დე ხეას შემცვლელად “ტოტენჰემის” მეკარეს მიადგა. “წითელ ეშმაკებს” სურთ, ფეხბურთელმა ახალი სეზონი ახალ გუნდში დაიწყოს.

უგო ლორისი “მამლების” ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

ლორისმა ხელი მოიტეხა და სეზონის სტარტს გამოტოვებს

“ტოტენჰემის” მეკარემ, უგო ლორისმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

როგორც ლონდონელთა ოფიფიცალური საიტი იტყობინება, ფრანგს იდაყვის ძვალი გაუტყდა.

რამდენად სწრაფად მოხდება დაზიანების მკურნალობა უცნობია, თუმცა 8 აგვისტომდე გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგის პირველ ტურს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” უგო ლორისს დავიდ დე ხეას შემცვლელად მოიაზრებდა და ახლა საეჭვოა, იყიდიან თუ არა მას.

დომენეკი: “ლორისისთვის მანჩესტერი საკმარისად დიდი გუნდი არაა”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რაიმონ დომენეკი უგო ლორისის “მანჩესტერში” შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.

ფრანგი მეკარე, უგო ლორისი “წითელ ეშმაკებში” დავიდ დე ხეას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

რაიმონ დომენიკი თანამემამულეს ისეთ გუნდში თამაშზე მოუწოდებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, მაგრამ არა “მანჩესტერ იუნაიტედში”.

“ტოტენჰემი არ არის დიდი გუნდი, მაგრამ ის “მანჩესტერის” დონისაა,”-განუცხადა გოალ.ქომ-ს დომენიკმა.

“ჩემთვის დიდი გუნდებია ჩელსი, არსენალი, სიტი და ლივერპული. ასე რომ, ჩემი აზრით “მანჩესტერი” ინგლისის საშუალო დონის კლუბია”.

“ჩემთვის ლორისი არის მეკარე, რომელიც გერმანიის, ინგლისის და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშს იმსახურებს”.

“მანჩესტერი” ლორისის გაფორმებასთან ახლოსაა

სულ მალე, “მანკუნიანელებმა” შეიძლება, “ტოტენჰემის” ვარსკვლავი დაიმატონ.

დე ხეას “რეალში” გადასვლის შანსები ყოველდღიურად იზრდება, ამიტომაც, “მანჩესტერი” ესპანელის შემცვლელად კარგ მეკარეს ეძებს.

Daily Star-ის თქმით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ახალი კონტრაქტის თაობაზე. 24 წლის კარის დარაჯს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში გასდის.

უფრო მეტიც, წყაროს მტკიცებით, “მანჩესტერელთა” მეორე ოფიციალური ტრანსფერი 28 წლის მეკარე იქნება, რომელშიც 30 მილიონ ფუნტს იხდიან.

ფორმალური გარიგება რამდენიმე კვირაში მოხდება.



ვან გაალის რევოლუცია: ჰოლანდიელს ბეილი, ჰუმელსი და ლორისი სჭირდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობამ შესაძლოა დიდი ცვლილებები განიცადოს.

თითქმის გადაწყვეტილია ის ამბავი, რომ ლუი ვან გაალის გუნდი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. ახლა, Daily Mail ადგენს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც “წითელ ეშმაკებს” ევროტურნირისთვის გააძლიერებთ.

ჰოლანდიელს პირველი ფეხბურთელი, ვინც ძალიან სჭირდება, გარეთ ბეილია. უელსელს დიდი ხანია, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ. 2007 წელს მას ჰქონდა “წითელ ეშმაკებში” გადასვლის შანსი, თუმცა “ტოტენჰემი” არჩია. ამას გარდა, ბეილს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის.

მეორე პრობლემატური პოზიცია ინგლისურ გრანდში დაცვის ხაზია. ვან გაალი ამ პრობლემის მოგვარებას “საუთჰემპტონის” ნიჭიერი მარჯვენა მცველით, ნათანიელ კლაინით აპირებს, რომელიც ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. “წმინდანებმა” ინგლისელს მომავლის გადაწყვეტისთვის ათი დღე მისცა. ასევე, ალბიონელებს დორტმუნდის “ბორუსიას” 26 წლის ლიდერის, მათს ჰუმელსის გაფორმების ძალიან კარგი შანსი აქვთ. მსოფლიო ჩემპიონი მზად არის დატოვოს გერმანია, რომელსაც “შავ-ყვითლები” 25 მილიონ ევროდ აფასებენ.

რა თქმა უნდა, ვან გალი ძალიან კმაყოფილია დე ხეას თამაშით და არ აპირებს მის შეცვლას, მაგრამ იძულებულია. ესპანელ კიპერს მადრიდის “რეალი” ძალიან მაცდურ წინადადებას და კვირაში 200,000 სთავაზობს, რაზეც ვერცერთი მეკარე იტყვის უარს, ამიტომ, “მანჩესტერს” უწევს თავის დაცვა და წინასწარი კარგი მეკარის შეძენა.

და ბოლოს, “მანკუნიანელები” მემფის დეპაის დამატებას ეცდებიან. ლუი მზადაა, ახალგაზრდა შემტევი პირადად დაიყოლიოს ინგლისში გადაბარგებაზე. გუნდში მას ხუან მატას და ანხელ დი მარიას ალტერნატივად ჰხედავენ.

“პსჟ” ლორისის გასაფორმებლად მზადაა

“პარის სენ-ჟერმენი” აპირებს, “ტოტენჰემის” მეკარე, უგო ლორისი ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ დაიმატოს.

Goal.com-ის განცხადებით, დედაქალაქელები არ აპირებენ დაინანონ ფული “მამლებისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარისთვის.

“ტოტენჰემი” 28 წლის მეკარის გაშვებას არ აპირებს, მაგრამ 40 მილიონზე ლონდონელები ნამდვილად ვერ იტყვიან უარს.

გარდა ამისა, ფრანგით “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდება. უგოს დავიდ დე ხეას შემცვლელად მოიაზრებენ.

მიმდინარე სეზონში, ლორისმა პრემიერ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა. გამოცდილ კიპერს “ტოტენჰემთან” კონტრაქტის ვადა 2019 წლამდე აქვს.

“მან.იუნაიტედი”: ლორისი შეცვლის დე ხეას

“მანკუნიანელებს” უკვე მომზადებული აქვთ გეგმები, რომლებიც გუნდის მთავარი მეკარის წასვლის შემდეგ უნდა განახორციელონ.

“მანჩესტერელებმა” უკვე შესთავაზეს დე ხეას ახალი კონტრაქტი 2020 წლამდე და კვირაში 200,000 ფუნტი.

თუ დე ხეა მაინც გადაწყვეტს გუნდის დატოვებას, ლუი ვან გაალი იმედოვნებს, რომ გაიფორმებს “ტოტენჰემის” გამოცდილ მეკარეს, უგო ლორისს, რომელსაც ძალიან სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.

L’Equipe აცხადებს, რომ ლორისი, რომელიც “ტოტენჰემის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს, “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” 24 მილიონი დაჯდება.

ლორისის ნაცვლად საფრანგეთის ნაკრებში “რენის” მეკარე გამოიძახეს

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მეკარე უგო ლორისი დამდეგ სანაკრებო მატჩებს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს. ფრანგი კიპერი ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “ლესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (4:3) დაშავდა.

საფრანგეთის ნაკრებში ლორისის ნაცვლად “რენის” 27 წლის მეკარე ბენუა კოსტილი გამოიძახეს, რომელსაც მანამდე “მამალთა” რიგებში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგები ამხანაგურად ბრაზილიელებს (26 მარტი, პარიზი) და დანიელებს (29 მარტი, სენტ-ეტიენი) გაეჯიბრებიან.

 

“ტოტენჰემი” “რომას” ლორისის სანაცვლოდ 30 მლონ ევროს სთხოვს

იტალიური პრესის ცნობით, “რომასა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის უგო ლორისის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იტალიური კლუბი “დეზებს” ფრანგი მეკარის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა, პასუხად კი მიიღო, რომ ლორისის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონი ევროს გაღება იქნება საჭირო.

უგო ლორისის მიმართ ინტერესს ასევე “პარი სენ-ჟერმენი” და მადრიდის “რეალი” იჩენენ.

ცნობისათვის, 27 წლის ფრანგ კიპერს ჩრდილოლონდონურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის ივნისში ეწურება.

 

„მონაკო“ ლორისით დაინტერესდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარე უგო ლორისი, შესაძლოა, „მონაკოში“ გადაბარგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლორისი ლიგა 1-ში მოასპარეზე კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

როგორც 27 წლის გოლკიპერმა აქამდე აღნიშნა, მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილი აქვს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ „ტოტენჰემი“ მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვერ გავა, ლორისის „მონაკოში“ გადასვლის შანსი უფრო გაიზრდება. თავის მხვრივ, „მონაკოს“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების ძალიან კარგი შანსი აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ უგო ლონდონურ კლუბს 2012 წელს შეუერთდა.

ალექსანდრე მატევოსოვი