„რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალის“ მცველმა რაფაელ ვარანმა თავის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბლანკოსში“ ყველაფერი აწყობს.
„მე ჩვენს სეზონზე ვფიქრობ. ბოლო შეხვედრებში შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ, რათა ორივე ტიტული მოვიგოთ. რაც შეეხება ჩემს მადრიდის „რეალში“ ყოფნას, აქ ყველაფერი მაწყობს“, – განაცხადა ფრანგმა.